
21/02/2025
TasteAtlas-მა მწვანე ლობიო კვერცხით მომზადებულ საუკეთესო კერძებს შორის დაასახელა 👇
გავლენიანი კულინარიული პლატფორმა TasteAtlas-მა კვერცხით მომზადებული საუკეთესო კერძების რეიტინგში ქართული მწვანე ლობიო 37-ე ადგილზე დაასახელა.
"მწვანე ლობიო ტრადიციული ქართული კერძია. როგორც წესი, ის მწვანე ლობიოს, კვერცხის, ზეითუნის ზეთის, ხახვის, კარაქის, პომიდვრის, ქინძის, მარილისა და პილპილის კომბინაციით მზადდება. მწვანე ლობიო ითუშება და იხარშება, ვიდრე არ დარბილდება, შემდეგ კი პატარა ნაწილებად იჭრება...ათქვეფილი კვერცხი, რომელიც მარილითა და პილპილითაა შეზავებული, ბოსტნეულსა და სანელებლებს ერევა", - განმარტებულია TasteAtlas-ზე.
ამავე რეიტინგში პირველ ხუთ სამ პოზიციას იაპონური აჯიცუკე ტამაგო, ფილიპინური ტალონგი და ბერძნული ავგა სტაკა ინაწილებენ.