🖋📜 პატარა მკითხველო,
ალბათ, უფროსებისგან გსმენია გამომცემლობა „არტანუჯის“ შესახებ. ისინი კარგად გვიცნობენ, მათთვის ხომ 22 წელია გამოვცემთ სამეცნიერო თუ მხატვრულ ლიტერატურას. სულ ახლახან კი, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო მიმართულება ,,არტანუჯი ბავშვებისთვის“ ერთადერთი მიზნით შევქმენით – წაგახალისოთ შენ, რათა იკითხო და ისიამოვნო განვითარების პირველივე წლებიდან, მარტომ, მშობლებთან თუ მეგობრებთან
ერთად.
📚 ჩვენი გუნდი შენთვის ქმნის ქართულ და უცხოურ ილუსტრირებულ ფერად-ფერად წიგნებს. ჩვენ გვსურს გიამბოთ დაუვიწყარი ამბები, გაგაცნოთ მითოსური თუ ზღაპრული პერსონაჟები, ერთად დავითვალოთ და ვისწავლოთ ანბანი, ზოგჯერ კი უბრალოდ უდარდელად ვითამაშოთ და ვიხალისოთ. გახსოვდეს წიგნებში უკიდეგანო თავისუფლება ბინადრობს.
----------------------
💫 ჩვენი მიზანი:
„არტანუჯი ბავშვებისთვის“ გამომცემლობის მიზანია ბავშვებში წიგნიერების განვითარება, ცნობისმოყვარეობისა და ინტერესის გაღვივება, ბავშვებსა და უფროსებს შორის კავშირის გამყარება.
👁 ჩვენი ხედვა:
ჩვენი გამომცემლობისთვის უმთავრესია ბავშვებს მივცეთ თანაბარი შესაძლებლობა იყვნენ განათლებული და წარმატებული. უყვარდეთ კითხვა და წიგნებით შეიცნონ სამყარო.
💢 ჩვენი ღირებულებები:
💞 თანასწორობა:
ჩვენ გვსურს ბავშვებს შევუქმნათ თანაბარი პირობები იგრძნონ თავი საზოგადოების ნაწილად. მათ უნდა ჰქონდეთ სრულფასოვანი შესაძლებლობა გადაიტანონ ყურადღება, არა საზოგადოების მიერ სტერეოტიპულად ჩამოყალიბებულ მოვალეობებზე არამედ, განათლებაზე თანასწორ გარემოში თანასწორი უფლებებითა და წიგნებით.
📖 განათლება:
ჩვენთვის პრიორიტეტულია ხელი შევუწყოთ ბავშვების საფუძვლიან და საინტერესო განვითარებას.
👥 ინკლუზიურობა:
ვფიქრობთ, ბავშვები უნდა აღიქვამდნენ საკუთარ თავს საზოგადოების ნაწილად. ინკლუზიური გარემო და ჩვენი ფერადი წიგნები მათ ხედვას გაუფართოებს.
💙 თანაგრძნობა და პატივისცემა:
ჩვენი წიგნებით გვსურს განვავითაროთ თანაგრძნობის უნარი ბავშვებში, იყვნენ მადლიერები და ვასწავლოთ პატივი სცენ განსხვავებულს.
🌏✨ ქვეყნის განვითარება:
პირველ ყოვლისა, ვცდილობთ განვავითაროთ ადგილობრივი პოტენციალი ვთანამშრომლობთ ქართველ თანამედროვე ავტორებთან და ილუსტრატორებთან. ვაფასებთ ძველს და ვქმნით ახალს, რათა ბავშვებს მივცეთ თანმიმდევრული, თანამედროვე მეთოდებითა და მორალით განვითარების შესაძლებლობა.