პუბლიკა • Publika

პუბლიკა • Publika საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა

ჩვენ ვართ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა, რომელიც მკითხველს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ და კვალიფიციურ ჟურნალისტიკას სთავაზობს.

⭕ „კარგით რა, ამაზე არასდროს შემაწუხოთ… ივანიშვილს ერთადერთხელ ვარ შენახვედრი, ახლა გინდათ, დასვენების დღე რომაა, ნერვებ...
03/10/2025

⭕ „კარგით რა, ამაზე არასდროს შემაწუხოთ… ივანიშვილს ერთადერთხელ ვარ შენახვედრი, ახლა გინდათ, დასვენების დღე რომაა, ნერვები ამიშალოთ…“,- ასე უპასუხა „ტვ პირველს“ სატელეფონო საუბრისას უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო გენეტაძემ, რომელსაც ჟურნალისტმა შეკითხვები დაუსვა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ბესო ალავიძის განცხადებებთან დაკავშირებით.

⭕ ბესარიან ალავიძემ 2 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, ივანიშვილის გზავნილები სასამართლოში სწორედ მაშინდელ თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს მოჰქონდა.

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

💬 „კარგით რა, ამაზე არასდროს შემაწუხოთ... ივანიშვილს ერთადერთხელ ვარ შენახვედრი, ახლა გინდათ,  დასვენების დღე რომაა, ნერ...
03/10/2025

💬 „კარგით რა, ამაზე არასდროს შემაწუხოთ... ივანიშვილს ერთადერთხელ ვარ შენახვედრი, ახლა გინდათ, დასვენების დღე რომაა, ნერვები ამიშალოთ.... არ მაინტერესებს არაფერი, მინდა მშვიდად გადავიტანო ეს დასვენების დღე. რას ლაპარაკობთ (არ ვიღებდი მითითებეს ივანშვილისგან) ბესო ალავიძეს ჰკითეთ, იტყუება თუ არა. წყნარად იყავით და ნუ მომიშლით ნერვებს. რა "რუსთავი 2"-ის საქმე... რა ალავიძე... ",- ასე უპასუხა „ტვ პირველს“ სატელეფონო საუბრისას უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო გენეტაძემ, რომელსაც ჟურნალისტმა შეკითხვები დაუსვა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ბესო ალავიძის განცხადებებთან დაკავშირებით.

⭕ ბესარიან ალავიძემ 2 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, ივანიშვილის გზავნილები სასამართლოში სწორედ მაშინდელ თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს მოჰქონდა.

გავრცელებულ ჩანაწერში , რომელიც, სავარაუდოდ, 2022 წლით თარიღდება, ყოფილი მოსამართლე საუბრობს ზეწოლის, მუქარის, ქრთამის შეთავაზების ფაქტებზე. ის არაერთხელ ახსენებს ე.წ. კლანის წევრების სახელებსაც.

ალავიძე ვრცელ ჩანაწერში საუბრობს არაერთ საქმეზე, მათ შორის „რუსთავი 2-ისა“ და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმეებზე. იურისტ კახა წიქარიშვილის განმარტებით, ჩანაწერის გასაჯაროების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყოფილმა მოსამართლემ ქვეყანა დატოვა.

⭕ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმდჯომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის განცხადებებს გამოეხმაურა.

გვრიტიშვილი ალავიძეს „პატრონების დაკვეთის“ შესრულებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მისი განცხადებები კოლეგების მიმართ „უსინდისო ცილისწამებაა“.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე ლევან მურუსიძე „ფორმულასთან“ საუბარში გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის განცხადებებს.
მურუსიძე ამბობს, რომ მისი ბრალდებები აბსურდული და სასაცილოა.

⭕ „როგორც მოგეხსენებათ, რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა ხვალ დააანონსეს მიტინგი, რომლის გაცხადებული მიზანია, დაამხონ ან ...
03/10/2025

⭕ „როგორც მოგეხსენებათ, რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა ხვალ დააანონსეს მიტინგი, რომლის გაცხადებული მიზანია, დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება. ამ მიტინგის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა აიღეს ან/და მის გაცხადებულ მიზანს მხარდაჭერა გამოუცხადეს „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და რამდენიმე შედარებით მცირე პოლიტიკურმა პარტიამ. [...]

თავისთავად ცხადია, რომ მიტინგის მიზანი არა მხოლოდ არაკონსტიტუციურია, არამედ მისი აღსრულების ნებისმიერ მცდელობასაც სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს.

შესაბამისად, თუ ამ უკანასკნელთ შარშან განხორციელებული ძალადობრივი აქტების გამო 2-დან 4.5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხვალ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შეფარდებული სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი შეიძლება იყოს.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პასუხისგებაში მიეცა ერთ-ერთი პირი, რომელმაც საარჩევნო უბნების დარბევის მუქარის შემცველი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ყველას მინდა შევახსენო, რომ ამ კატეგორიის დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსი 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

„მისი მთავარი მიზანი ყოფილა, რომ უცხოეთში მიეღო თავშესაფარი ხომ?! ისეთი აბსურდული თემაა, ეს არის განაწყენებული ადამიანი,...
03/10/2025

„მისი მთავარი მიზანი ყოფილა, რომ უცხოეთში მიეღო თავშესაფარი ხომ?! ისეთი აბსურდული თემაა, ეს არის განაწყენებული ადამიანი, რომელიც უზენაეს სასამართლოში რომ ვერ დარჩა მოსამართლედ, შესაბამისად… თუ რამე მტკიცებულებები აქვს, წარმოადგინოს“, - ამბობს მურუსიძე.

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

⭕ ემიგრაციაში მოქმედი ქართული დიასპორის ორგანიზაციები ევროპის ინსტიტუტებსა და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავენ და მოუ...
03/10/2025

⭕ ემიგრაციაში მოქმედი ქართული დიასპორის ორგანიზაციები ევროპის ინსტიტუტებსა და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავენ და მოუწოდებენ, არ დატოვონ საქართველო მარტო თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში, გააძლიერონ პოლიტიკური მხარდაჭერა და მხარი დაუჭირონ „მოძრაობა მზიასა“ და „მზიას სიას“ — როგორც მიზნობრივი სანქციების მექანიზმს რეპრესიების ორგანიზატორების წინააღმდეგ.

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

⭕ „მეგობრებო, 4 ოქტომბრამდე საათებია დარჩენილი, ქართველი ხალხის ეპოქალურ გამარჯვებამდე. ჩევნ ვიკრიბებით რუსთაველზე, რათა...
03/10/2025

⭕ „მეგობრებო, 4 ოქტომბრამდე საათებია დარჩენილი, ქართველი ხალხის ეპოქალურ გამარჯვებამდე. ჩევნ ვიკრიბებით რუსთაველზე, რათა ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლება.

მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გსურთ ღირსეული და თავისუფალი საქართველო, მოდით ყველანი 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე რუსთაველზე.

არავინ იფიქროთ, რომ სხვისი მისვლა საკმარისია. გარდა ამისა, გვინდა გავაკეთოთ ერთი განცხადება - ხშირად გვეკითხებიან, რა მოხდება, როცა ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება? მინდა გითხრათ, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, არცერთი სახელმწიფო ინსტიტუციის ფუნქციონირება არ შეფერხდება. თუ რომელიმე მინისტრი ან მაღალჩინოსანი გაიქცევა, ეს არ გამოიწვევს ფუნქციების კოლაფსს. უფრო მეტიც, ამის შედეგად, კოლაფსი მცირე ხნითაც კი არ შეიქმნება.

ყველა სასიცოცხლო სახელმწიფო სერვისი, როგორიცაა: ჯანდაცვა, ხელფასებისა და საპენსიო უზრუნველყოფა, მართლწესრიგი თუ სხვა, გარანტირებული იქნება.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას უზრუნველყოფენ არა მხოლოდ მინისტრები, არამედ უწყებებში უამრავი სხვადასხვა პოზიციაზე განაწილებული პროფესიონალი. ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ ზუსტად ვიცით, რომ ეს ადამიანები გააგრძელებენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას.

ამიტომ, ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე რუსთაველზე მოდით ყველანი, მიიღეთ მონაწილეობა ამ ისტორიულ ეროვნულ კრებაში, ერთად შევქმნათ ახალი საქართველო, დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი და დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო“, - ნათქვამია მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ განცხადებაში, რომელიც ბრიფინგზე პაატა ბურჭულაძემ წაიკითხა.

⭕ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, ორგანიზაციას 30 სექტებერს ანტიკორუფციული ბიუროდან წერილობით აცნობ...
03/10/2025

⭕ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, ორგანიზაციას 30 სექტებერს ანტიკორუფციული ბიუროდან წერილობით აცნობეს, რომ ბიუროს დაწყებული აქვს წარმოება ორგანიზაციის საქმიანობის გრანტების შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამ წარმოების ფარგლებში ბიურომ ქარტიისგან გამოთხოვა სხვადასხვა კატეგორიის მოცულობითი ინფორმაცია.

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

⭕ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, ორგანიზაციას 30 სექტებერს ანტიკორუფციული ბიუროდან წერილობით აცნობ...
03/10/2025

⭕ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, ორგანიზაციას 30 სექტებერს ანტიკორუფციული ბიუროდან წერილობით აცნობეს, რომ ბიუროს დაწყებული აქვს წარმოება ორგანიზაციის საქმიანობის გრანტების შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამ წარმოების ფარგლებში ბიურომ ქარტიისგან გამოთხოვა სხვადასხვა კატეგორიის მოცულობითი ინფორმაცია.

💬 „ქართული ოცნების“ რეპრესიულმა პოლიტიკამ და მის მიერ მიღებულმა შემზღუდველმა კანონებმა საფრთხის ქვეშ დააყენეს ქარტიის მომავალი. ქარტიამ დაკარგა წვდომა დასავლელ დონორებზე და იმ დახმარებაზე, რასაც წლების განმავლობაში ჟურნალისტური თემის და საზოგადოების გასაძლიერებლად იყენებდა. მედიაპროდუქტთან დაკავშირებულ, მთელ რიგ შინაარსობრივ საკითხებზე, მათ შორის, მედიაპროდუქტის სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებთან შესაბამისობაზე, მსჯელობის და ამის საფუძველზე მაუწყებლეთა სანქცირების უფლების საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიისთვის მინიჭებამ ძირი გამოუთხარა თვითრეგულირების კონცეფციას, რომელიც ეფუძნება არა დასჯასა და განადგურებას, არამედ კოლეგების დახმარებით შეცდომების გააზრებას, მომავალში მათ პრევენციასა და პრაქტიკის გაუმჯობესებას.

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დაწყებული წარმოება პირველი პრაქტიკული ნაბიჯია ახალი კანონმდებლობის გამოყენებით ძალიან ბევრი კარგი ჟურნალისტის დიდი ძალისხმევით შექმნილი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის გასანადგურებლად.

ქარტია თავის კანონიერ უფლებებს ყველა შესაძლო სამართლებრივი გზით დაიცავს.

ივნისიდან ქარტია ისედაც მოხალისეობრივად მუშაობს, პროფესიული თემის მხარდაჭერით და ადგილობრივი შემოწირულობებით. ქარტია ცდილობს, გაუმკლავდეს „ქართული ოცნების“ მიერ ხელოვნურად შექმნილ სირთულეებს, რათა პროფესიულ თემსა და საზოგადოებას კვლავინდებურად გაუწიოს სამსახური, მისცეს მათ კომუნიკაციისა და წუხილების გაზიარების საშუალება და მიაწოდოს მათ პროფესიული აზრი მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ქარტია კვლავ იდგება ჟურნალისტთა უფლებების სადარაჯოზე და ძალაუფლების მქონე სტრუქტურებისგან კვლავინდებურად მოითხოვს ჟურნალისტების დევნის შეწყვეტასა და მათთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფას“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

⭕ თბილისის მოქმედი მერი და „ოცნების“ მერობის კანდიდატი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წინასაარჩევნო მიმართვას ავრცელებს:💭 ...
03/10/2025

⭕ თბილისის მოქმედი მერი და „ოცნების“ მერობის კანდიდატი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წინასაარჩევნო მიმართვას ავრცელებს:

💭 „ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო თბილისზე, რადგან ბოლო რვა წლის მანძილზე წარმატებით გავიარეთ საკმაოდ რთული გზა საიმისოდ, რომ დღეს თამამად ჩაგვეხედა თქვენთვის თვალებში და არ მოგვრიდებოდა თქვენთან საუბრის.

როგორც თბილისის მერს, მეამაყება გავლილი გზა, რომელმაც უკვე დაატყო მკაფიო კვალი თბილისს და დღეს, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, თავს უფლებას ვაძლევ, გესაუბროთ არა ბუნდოვან დაპირებებზე, არამედ მკაფიო სამოქმედო გეგმებზე, რომელთა განხორციელებასაც თქვენთან ერთად ვაპირებ.

ამ ქალაქის მომავალი ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ, შეუძლებელია ერთმა ადამიანმა, ვინც გინდა იყოს ის, აიღოს ამხელა პასუხისმგებლობა.

თქვენი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ სჭირდება თბილისს, უნდა გაგრძელდეს ყველა ის პროგრამა, რომელიც დავიწყეთ, ყველა პროექტი, რომელიც დედაქალაქში არსებული პრობლემებს საბოლოოდ დაძლევს. [...]

მეგობრებო, 4 ოქტომბერი მორიგი გარდამტეხი თარიღია ქვეყნის და დედაქალაქის ცხოვრებაში - გარდამტეხი უკეთესი მომავლისთვის, ისეთი თბილისისთვის, სადაც ცხოვრება ყველასთვის იქნება ღირსეული და საამაყო“, - ამბობს კალაძე მიმართვაში.

⭕ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე ლევან მურუსიძე „ფორმულასთან“ საუბარში გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს ყოფ...
03/10/2025

⭕ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე ლევან მურუსიძე „ფორმულასთან“ საუბარში გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის განცხადებებს.

მურუსიძე ამბობს, რომ მისი ბრალდებები აბსურდული და სასაცილოა. ალავიძემ ვიდეოჩანაწერში რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე ისაუბრა, მათ შორის - „მეტალურგიული ქარხნის“. ალავიძემ თქვა, რომ მაშინ კლანის წევრებმა კაფეში დაიბარეს და იყო „სუფთა ქურდული, ქუჩური გარჩევა“.

💬 „მისი მთავარი მიზანი ყოფილა, რომ უცხოეთში მიეღო თავშესაფარი ხომ?! ისეთი აბსურდული თემაა... ეს არის განაწყენებული ადამიანი, რომელიც უზენაეს სასამართლოში რომ ვერ დარჩა მოსამართლედ, შესაბამისად... თუ რამე მტკიცებულებები აქვს, წარმოადგინოს. ბესო ალავიძესთან 12-13 წელია, საერთოდ არ მქონია კონტაქტი, საერთოდ არ შევხვედრილვარ და საერთოდ არავითარი შეხება მასთან არ მქონია. რამე მტკიცებულება თუ აქვს, წარმოადგინოს. ვერავითარი მტკიცებულება ვერ ექნება. მერე როგორ აბსურდულ რაღაცებს იძახის - ქალბატონებს აბრალებს, რაღაც ოთახში ჩამკეტესო, ტელეფონი არ მქონდა, მობილური, ვერ დავრეკეო. ქსელის ტელეფონიდან დაგერეკაო, რომ ეუბნებიან, არაო, ვერ დავრეკავდიო, ათას რაღაც ტყუილს, აბსურდულ ბრალდებას...

[...] როგორ გავურჩიე [საქმე], იძახის, რომ ჩემი ნების გარეშე წამიყვანეს კაფეშიო. რა საბარგულში ჩავტენე, მერე ხმამაღლა მიყვიროდნენო. [ჟურნალისტი: ანუ კაფეში ეს შეხვედრა შედგა?]

არა, არა, მე არაფერს არ ვამბობ. ქირურგთან ვიყავი შეთანხმებული, ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, თქვენ წარმოგიდგენიათ საქართველოში რომელიმე ქირურგი, რომ უთხრა, ერთი მოდი, თუ შეიძლება, ოპერაცია გამიკეთე, არაფერი არ მჭირს, მაგრამ მოდი, ერთი ოპერაცია გამიკეთე, წარმოგიდგენიათ?!

რა ზეწოლის გამო, ჯერ ერთი, ოპერაციის გაკეთება როდის ყოფილა საქმის აცილების საფუძველი. გაიკეთე ოპერაცია, გამოდი და განიხილე საქმე ხომ?! „რუსთავი 2-ის“ საქმეს მე მოვაწერე ხელი? რეებს მელაპარაკებით, რას ლაპარაკობთ. რომელი იძულებით მოხდა, სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ძალაში დატოვა. რას ნიშნავს რაღაცა ჩემი იძულებით, რაღაცას ხელს აწერ, მოსამართლე ხარ, ხომ?! ერთი კითხვა რატომ არ დაუსვეს, ანუ, თუ რაღაც ასეთი წინააღმდეგი იყავი, რატომ მოაწერე ხელი, ვინ შეაშინა. [...]

3 წელი თბილისში დადიოდა, საერთოდ შევხვედრილვარ, გადავყრილვარ. არჩევნები რომ არის, უბრალოდ დაგჭირდათ რაღაც ხომ?! და შესაბამისად, ეს თემა წამოწიეთ. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, სასამართლო გახდა დამოუკიდებელი“, - ამბობს მურუსიძე.

⭕ „ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, რომ უზენაესი სასამართლოს სახურავზე ავალ და მანტიით ჩამოვიკიდებ თავს, რომ ადამიანებმა ნახონ დ...
03/10/2025

⭕ „ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, რომ უზენაესი სასამართლოს სახურავზე ავალ და მანტიით ჩამოვიკიდებ თავს, რომ ადამიანებმა ნახონ და მიხვდნენ, რომ სასამართლოში ასეთი სიტუაციაა“, – ამბობს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე.

2 ოქტომბერს გავრცელებულ ჩანაწერში, რომელიც, სავარაუდოდ, 2022 წლით თარიღდება, ყოფილი მოსამართლე საუბრობს ზეწოლის, მუქარის, ქრთამის შეთავაზების ფაქტებზე. ის არაერთხელ ახსენებს ე.წ. კლანის წევრების სახელებსაც.

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

⭕ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე...
03/10/2025

⭕ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მთვლელ აპარატზე განთავსებული იქნება ქაღალდის სპეციალური მყარი საფარი, „რომელიც უზრუნველყოფს, რომ ბიულეტენის ჩარჩო-კონვერტში არასწორად ან თუნდაც მარკერის კვალის გაჟონვის შემთხვევაში, არ იყოს სივრცე კვალის ინდეტიფიცირებისთვის, რაც სხვადასხვა დაინტერესებულ პირს სპეკულაციის საშუალებას მისცემს“.

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

Address

Tbilisi
0108

Alerts

Be the first to know and let us send you an email when პუბლიკა • Publika posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to პუბლიკა • Publika:

Share