Sfero · News

Sfero · News დაბალანსებული და გადამოწმებული სიახლეები. ჩვენი მიზანია, მოგაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია ოპერატიულად და პასუხიმგებლობით, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

სფერო ნიუსი „სფერო ჰოლდინგში“ შემავალი ახალი ამბების საინფორმაციო სააგენტოა. პოლარიზებულ მედიაგარემოში სფერო ნიუსი არის ის მედია პლატფორმა, რომელიც საზოგადოებას დღის მნიშვნელოვან ამბებს მიუკერძოებლად და ეთიკურად აწვდის. ჩვენი საინფორმაციო სააგენტოს მომხარებელს ექნება წვდომა, როგორც საქართველოში ისე მსოფლიოში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან პროცესზე. „სფერო ნიუსისთვის“ მიუღებელია სხვადასხვა პოლიტ

იკური ძალებისა და კერძო პირების ინტერესების შემცველი, ტენდენციური და არაობიექტური ინფორმაციის გავრცელება. ჩვენთან ახალი ამბები შუქდება ოპერატიულად, მიუკერძოებლად და მაღალკვალიფიციურად.

🔴⚫“ლელო -ძლიერი საქართველო“ რეგიონებში მათი კანდიდატების მიმართ განხორციელებულ ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტზე საუბრობს.🔴ცო...
29/09/2025

🔴⚫“ლელო -ძლიერი საქართველო“ რეგიონებში მათი კანდიდატების მიმართ განხორციელებულ ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტზე საუბრობს.

🔴ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი კუპრაძემ წარმოადგინა აუდიოჩანაწერი, სადაც, ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატი, კარა ორუჯევი საუბრობს იმაზე, თუ რატომ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.

⚫კუპრაძის თქმით, “ქართული ოცნება” მიმართავს ზეწოლასა და ძალადობრივ მეთოდებს, რადგან მათში საფრთხეს ხედავს.

🔴“ჩვენ გვაქვს ხელთ ის ჩანაწერი, სადაც დასტურდება ერთ-ერთი მაჟორიტარის მიერ, რომ მან კანდიადტურა მოხსნა ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობის პარალელურად. ის ასახელებს “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ ბიზნესებს, ის ასახელებს შავ სამაყროს, კანონიერ ქურდებს, რომელბთანაც თანამშრომლობს “ქართული ოცნება” . ის ასახელებს, რომ სუსის ჩართუობით და ადგიობრივი პოლიციელების ჩართულობით, მასზე ზეწოლა განხორციელდა, რომ მას მოეხსნა კანდიდატურა კონკრეტული მუქარის, ძალადობის და მოსყიდვის სანაცვლოდ.

⚫ცხადია, რომ კახა კალაძე, არა მხოლოდ როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, არამედ “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, რომელიც მისივე პარტიის წესდების მიხედვით, არის პასუხისმგებელი ყოველდღიურ, ყოფით, მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და ნაბიჯებზე. ის არის პასუხისმგებელი იმ მოსყიდვაზე და ძალადობაზე, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. მას ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ძალადობაზე, მუქარაზე, კანონიერი ქურდების, შავი სამყაროს, კრიმინალების ჩართულობაზე ჩვენი კანდიდატების წინააღმდეგ ბრძოლაში. შესაბამისად, მათ ვაკისრებთ პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება გამოძიებული და მას დაეკისრება მძიმე სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა.”- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

🔴 25 სექტემბერს “ლელოს” ყულარის, პირველი ქესალოს, ყიზილაჯლოს და ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატებმა კანდიდატურა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ მოხსნეს.

🔴⚫🥊🇺🇸🏛️ კონორ მაკგრეგორმა თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ის ღონისძიებაზე ბრძოლისთვის $100 მილიონი მოითხოვა.🔴შეერთებული შტატები...
29/09/2025

🔴⚫🥊🇺🇸🏛️ კონორ მაკგრეგორმა თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ის ღონისძიებაზე ბრძოლისთვის $100 მილიონი მოითხოვა.

🔴შეერთებული შტატების 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად, UFC გეგმავს 2026 წლის ივნისში შერეული საბრძოლო ხელოვნების ისტორიული ღონისძიების ჩატარებას თეთრი სახლში.

🔴⚫ კიევზე დღეს განხორციელებული იერიშის დროს, ადგილობრივი მცხოვრები, 52 წლის ილონა რევუტი, რომელიც ბომბებისგან დასაცავად ...
29/09/2025

🔴⚫ კიევზე დღეს განხორციელებული იერიშის დროს, ადგილობრივი მცხოვრები, 52 წლის ილონა რევუტი, რომელიც ბომბებისგან დასაცავად თავშესაფარში იყო ჩასული, გულის შეტევით გარდაიცვალა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

🔴კიევზე კიტანილი მასირებული იერიშის შედეგად მიღებული ფიზიკური დაზიანებების შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 12 წლის გოგონა დაიღუპა, 10 ადამიანი კი დაშავდა.

29/09/2025

🔴⚫ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზაში 16-სართულიანი Mecca Tower გაანადგურეს.

🔴გუშინ ცახალმა გაანადგურა „მექას“ კოშკი ტალ-ალ-ჰავას რაიონში.
ისრაელის ვერსიით, შენობაში ჰამასის ინფრასტრუქტურა მდებარეობდა.

⚫ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა იყო ღაზის ანკლავში.

🔴⚫თურქეთმა ლიეტუვაში, შაულიაის ავიაბაზაზე  განათავსა E-7T  PEACE EAGLE AWACS-ის ტიპის შორი მოქმედების რადიოლოკაციური აღმ...
26/09/2025

🔴⚫თურქეთმა ლიეტუვაში, შაულიაის ავიაბაზაზე განათავსა E-7T PEACE EAGLE AWACS-ის ტიპის შორი მოქმედების რადიოლოკაციური აღმოჩენისა და საჰაერო მართვის ( AWACS) სადაზვერვო თვითმფრინავი მას შემდეგ, რაც რუსული დრონები და სამხედრო თვითმფრინავები რამდენიმეჯერ შეიჭრნენ ნატოს საჰაერო სივრცეში.

🔴 E-7T, რომელსაც 360°-იანი სარადარო დაფარვა და 500-550 კმ მანძილზე მიზნების აღმოჩენის შესაძლებლობა აქვს, ნატოს საჰაერო თავდაცვის ძალებს მისცემს შესაძლებლობას, რეალურ დროში განახორციელონ თვალთვალი, უზრუნველყონ სიტუაციური მართვა და კონტროლი. ერთდროულად ასეულობით საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო სამიზნეების აღმოჩენა შეუძლია.

26/09/2025

🔴⚫ჟურნალისტი: ტრამპმა გითხრათ, რომ არ გქონდათ კარტები. რა შეიცვალა?

🔴ზელენსკი: ტრამპმა გააცნობიერა, რომ პუტინი წარმატებას ვერ მოუტანს. ამერიკელი ხალხი არ ენდობა პუტინს. ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა ტრამპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

🔴⚫️კრემლის ცნობილი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანის ქმარი, ტიგრან სიმონიანი მრავალთვიანი კომის შემდეგ მოკვდა…
26/09/2025

🔴⚫️კრემლის ცნობილი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანის ქმარი, ტიგრან სიმონიანი მრავალთვიანი კომის შემდეგ მოკვდა…

🔴⚫მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ  მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსს, დოდო გვაზავას საუბრობს. მისი ინფო...
26/09/2025

🔴⚫მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსს, დოდო გვაზავას საუბრობს. მისი ინფორმაციით 26 რიცხვიდან უკვე უნდა იყოს მოსახლეობაა ამინდის გაუარესებისათვის და ტემპერატურის კლებისათვის მზად.

🔴“ამინდის არამდგრადობა 26 სექტემბრის მეორე ნახევრიდან არის მოსალოდნელი საქართველოს უმეტეს რაიონში. მოსალოდნელი წვიმა,ელჭექი და დასავლეთის ქარის გაძლიერებას. 27- ში შესაძლებელია ზომიერზე მეტი წვიმა, თუმცა ეს იქნება ხანმოკლე და არა ისეთი სიძლიერის, როგორიც იყო წინა კვირის უხვი ნალექი. 28-ში დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და აღმოსავლეთ საქართველოში თანდათანობით უმეტეს რეგიონში შეწყდება ნალექი. უხვი ნალექი იმოქმედებს ტემპერატურის კლებაზეც 26 სექტემბერს უკვე დაიწყება რამდენიმე გრადუსით ტემპერატურის კლება დასავლეთში ხოლო 28 სექტემბრიდან კი უკვე აღმოსავლეთ საქართველოშიც იგრძნობენ ტემპერატურის ვარდნას”, – აღნიშნა დოდო გვაზავამ “მეტრონომთან”.

🔴⚫საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომ...
26/09/2025

🔴⚫საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის ბრიფინგი გაიმართა.

🔴„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ხორციელდება სხვადასხვა უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს ამ პროცესში მჭიდრო თანამშრომლობისთვის და კოორდინაციისთვის. ასევე, მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს აქტიურობისთვის. მონაცემების გადამოწმებისთვის და სიების სრულყოფის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.

⚫მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.

🔴წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000-მდე ახალგაზრდას.

⚫გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 60 754-მა ამომრჩეველმა მომართა.

🔴ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.

⚫მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.

🔴არჩევნების გამოცხადებიდან დღემდე ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემები ცესკოს ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციაში ამომრჩეველებმა გადაამოწმეს 600784-ჯერ, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით კი 25 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით 9 524 -ჯერ.

⚫მას შემდეგ რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო სიები ყველა შესაბამისი უწყებისგან, დამუშავდა აღნიშნული მონაცემები და განხორციელდა საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით მათი დაყოფა. ამჟამად ამომრჩეველთა ერთიანი განახლებული სია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომია.

🔴აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია რეგისტრირებული პარტიებისთვის და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის. სიის საჯარო ვერსიის გაცნობის საშუალება აქვთ ამომრჩევლებსაც უშუალოდ საარჩევნო უბნებზე.

⚫საარჩევნო წლის მანძილზე საარჩევნო ადმინისტრაციისგან ამომრჩეველთა ერთიანი სია სხვადასხვა დროს გაითხოვა 5-მა პარტიამ, რაც ადასტურებს, რომ ამომრჩეველთა სიის ხელმისაწვდომობა მისი გადამოწმების მიზნით იყო კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

🔴⚫გვაინ ღამით, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – დაღუპულია ერთი ადამიანი🔴რა განაპირობებს ქობულეთის მონაკვეთზე ავარიებ...
26/09/2025

🔴⚫გვაინ ღამით, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – დაღუპულია ერთი ადამიანი

🔴რა განაპირობებს ქობულეთის მონაკვეთზე ავარიების სიხშირეს? – გელა კვაშილავა

⚫ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.

🔴თვითმხილველების თქმით, ერთი ავტომობილი გზაზე გაჩერებულ 6 მანქანას შეეჯახა, შედეგად ტროტუარზე მყოფი პირი დაიღუპა.

⚫შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

🔴⚫სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში აფხაზური კულტურული ცენტრი გაიხსნა.🔴მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეა არ აღიარებს აფხ...
26/09/2025

🔴⚫სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში აფხაზური კულტურული ცენტრი გაიხსნა.

🔴მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეა არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, სოხუმი აპირებს ამ სახელმწიფოსთან ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებას.

⚫კულტურული ცენტრი გახსნა აფხაზეთის ე.წ. კულტურის მინისტრმა დაურ კოვემ. ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, მათ შორის სამხრეთ კორეის პარლამენტის რამდენიმე წევრი.

🔴აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წყაროების ცნობით, კულტურული ცენტრის შექმნის ინიციატივა კორეის მხრიდან იყო და აფხაზეთმა სიამოვნებით მიიღო.

🔴⚫ სამთავრობო „იმედის“ გადამღები ჯგუფი მოლდოვაში არ შეუშვეს.🔴„ევროპულ დემოკრატიად შერაცხულ მოლდოვაში ჩასული "იმედის კვირ...
26/09/2025

🔴⚫ სამთავრობო „იმედის“ გადამღები ჯგუფი მოლდოვაში არ შეუშვეს.

🔴„ევროპულ დემოკრატიად შერაცხულ მოლდოვაში ჩასული "იმედის კვირა" პირდაპირ დსთ-ში აღმოჩნდა

⚫ჩვენი ჟურნალისტი და ოპერატორი კიშინაუში არჩევნების გასაშუქებლად არ შეუშვეს. აეროპორტში 5-საათიანი დაყოვნების შემდეგ, გადამღები ჯგუფი გამგზავრების დარბაზში გადაიყვანეს, მიუჩინეს მეთვალყურეები და იმასაც არ ეუბნებიან, როდის მიეცემათ სამშობლოში დაბრუნების საშუალება.

🔴არ აძლევენ ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობას, უზღუდავენ გადაადგილებას, ჩამორთმეული აქვთ პასპორტები და დოკუმენტაცია. ერთადერთი, რაც უთხრეს, არის ის, თითქოს მათ არ ჰქონდათ დადასტურებული საცხოვრებელი ადგილის, მატერიალური უზრუნველყოფისა და ქვეყანაში შესვლის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც სიცრუეა, რადგან იმედის კვირის ჟურნალისტებს ყველა საჭირო დოკუმენტი თან აქვთ.

⚫მოლდოვაში კვირას საპარლამენტო არჩევნებია და სწორედ საარჩევნო პროცესის გადასაღებად გაემგზავრა იმედის კვირა. ასეთია დემოკრატია მოლდოვურად და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის "ევროპული" სტანდარტი“ — წერს გადაცემა „იმედის კვირა“.

Address

118 Akaki Tsereteli Avenue
Tbilisi
0101

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Sfero · News posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Sfero · News:

Share