მერაბ მერკვილაძის ახალი ამბები Merab Merkviladzis Akhali Ambebi

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მერაბ მერკვილაძის ახალი ამბები Merab Merkviladzis Akhali Ambebi

მერაბ მერკვილაძის ახალი ამბები  Merab Merkviladzis Akhali Ambebi ახალი ამბების პორტალი

30/11/2025

მას შემდეგ, რაც სომეხმა აქტივისტებმა ლიტურგიაზე კათოლიკოსი გარეგინ II ახსენეს, ისინი ეკლესიიდან ძალით გაიყვანეს.

სურბ სარქისის ეკლესიაში მიმდინარე ლიტურგიის დროს, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ესწრებოდა, ოპოზიციის აქტივისტები ჰოვანეს იშხანიანი და ჰაიკ დორუნცი, რომლებმაც კათოლიკოსის სახელი ახსენეს, ტაძრიდან ძალით გაიყვანეს. ინციდენტი იმ მომენტში მოხდა, როდესაც ეკლესიის კანონიკის თანახმად, წირვის ბოლოს, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის სახელი უნდა ეხსენებინათ. თუმცა, ლიტურგიის წამყვანმა არ ახსენა იგი, რის გამოც იშხანიანმა და დორუნცმა გარეგინ II-ის სახელი დაიძახეს. რამდენიმე წამის შემდეგ, ორივე მათგანი ეკლესიიდან გაიყვანეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ არავინ დაუკავებიათ; ისინი უბრალოდ, „ინციდენტის თავიდან ასაცილებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, ტერიტორიიდან გაიყვანეს.

გამოიწერეთ ტელეგრამ არხი
https://t.me/+y36WRRZ6dfUyZWUy

30/11/2025

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე სოფელი ივანოვკა გაათავისუფლეს. - ინფორმაციას Deep State ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 53 ოკუპანტი ლიკვიდირებულია. კიდევ 19 ტყვედ ჩავარდა.

გამოიწერეთ ტელეგრამ არხი
https://t.me/+y36WRRZ6dfUyZWUy

30/11/2025

წუხელ, უპილოტო საფრენი აპარატები კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „სლავიანსკეკო“-ს დაესხნენ თავს. ასევე, დრონების შეტევა განხორციელდა ანაპაშიც, სადაც ადგილობრივები აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, ზუსტად რა იყო დრონების სამიზნე.

ასევე, უპილოტო საფრენმა აპარატებმა დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე რკინიგზის კვანძებსაც შეუტიეს.

გამოიწერეთ ტელეგრამ არხი
https://t.me/+y36WRRZ6dfUyZWUy

30/11/2025

უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (დმს) ჩეჩენი მებრძოლები გაანადგურა, რომლებმაც ოკუპირებულ ბერდიანსკთან ახლოს, ბენზინის გაყიდვა გადაწყვიტეს. - ინფორმაციას უკრაინული მედია, დმს-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, კადიროველები მოპარულ დიზელის საწვავს გზატკეცილზე, ერთსა და იმავე ადგილას ყიდდნენ.

შედეგად, 29 ნოემბერს აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი აფეთქება დაფიქსირდა. პირველის შემდეგ ჩეჩენი მეომრები გაიქცნენ, ხოლო როდესაც ცარიელ ადგილას კიდევ ერთი პიკაპი მივიდა, მეორე აფეთქებაც მოხდა.

დაღუპულ ოკუპანტთა რაოდენობა დგინდება.

გამოიწერეთ ტელეგრამ არხი
https://t.me/+y36WRRZ6dfUyZWUy

30/11/2025

კიევის ოლქის ვიშგოროდში საცხოვრებელ შენობას დრონი დაეცა.

თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. თერთმეტი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კიევის რეგიონულ პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ნიკოლაი კალაშნიკის თქმით, დაშავებულებს შორის, ერთი ბავშვია.

გამოიწერეთ ტელეგრამ არხი
https://t.me/+y36WRRZ6dfUyZWUy

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ომი მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება, თუ უკრაინა ბუფერული სახელმ...
30/11/2025

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ომი მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება, თუ უკრაინა ბუფერული სახელმწიფოს სტატუსს დაუბრუნდება.

მან ევროპელი ლიდერები კონფლიქტის ფინანსური სარგებლის მიზნით გახანგრძლივებაში დაადანაშაულა.

ორბანმა განაცხადა, რომ ევროპა აგრესიულ პოზიციას იკავებს, რადგან სჯერა უკრაინის სამხედრო გამარჯვების შესაძლებლობის. მისი თქმით, ომი დასავლეთის ქვეყნებისთვის სასარგებლოა და რუსეთის დამარცხებით, ბრიუსელის ელიტა მოგებას ელის.

„ევროპელებს ომი სურთ. ჩვენ გვინდა მშვიდობა, ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოება. ომის სურვილის უკან ფული დგას.“ - აღნიშნა ორბანმა.

მან გააკრიტიკა დასავლეთი და განაცხადა, რომ კიევს ჯერ მხოლოდ ფინანსურ დახმარებას აწვდიდნენ, შემდეგ კი, იარაღის მიწოდებაც დაიწყეს და რომ ამჟამად არსებობს განცხადებები, რომლებიც ჯარების შესაძლო განლაგებაზე მიანიშნებს.

„ჯერ ფული მისცეს, შემდეგ იარაღი, ახლა კი, არის ფრანგული და სხვა განცხადებები ჯარისკაცების პოტენციურ განლაგებასთან დაკავშირებით.“ - აღნიშნა ორბანმა.

მისი მტკიცებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინის სახელმწიფოებრიობა რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, რადგან მან ნატო-ს თანამედროვე იარაღის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება გამოიწვია.

„უკრაინას აქვს საერთაშორისო უფლებები, მაგრამ რუსებსაც აქვთ საკუთარი უსაფრთხოების უფლება და არ სურთ ნატო-ს წევრების მეზობლობა.“ - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი აზრით, ერთადერთი რეალისტური გზაა, უკრაინა ბუფერული სახელმწიფოს სტატუსს დაუბრუნდეს.
შეგახსენებთ, ორბანი მოსკოვში იმყოფებოდა და პუტინს შეხვდა. შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ უნგრეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ადგილი გახდეს.

გამოიწერეთ ტელეგრამ არხი
https://t.me/+y36WRRZ6dfUyZWUy

აზერბაიჯანის პოლიციამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ალი ქარიმლის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. - ინფორმა...
30/11/2025

აზერბაიჯანის პოლიციამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ალი ქარიმლის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჩხრეკა ჩატარდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაყენების მიზნით განხორციელებულ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ეხება.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ჩხრეკა ასევე ჩატარდა აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის პრეზიდიუმის წევრის, მამედ იბრაჰიმის სახლში. ჩხრეკის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ალი ქარიმლი და მამედ იბრაჰიმი რამიზ მეჰდიევის საქმესთან დაკავშირებით დაკითხა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობები ოპოზიციონერი ლიდერის, ალი ქარიმლის დაკავების შესახებაც.

ასევე, ქერიმლის მოადგილემ, სეიმურ ჰაზიმ Reuters-ს განუცხადა, რომ „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის“ ორი წევრი, ფაიკ ამირლი და მამედ იბრაჰიმი, დააკავეს.

წყარომ, რომელიც აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენელია, Reuters-ს განუცხადა, რომ ქარიმლის, რომელიც 2000 წლიდან ხელმძღვანელობს „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიას“ (APFP), დაკავების გადაწყვეტილება დაკავშირებულია ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის დიდი ხნის მოკავშირის, რამიზ მეჰდიევის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან. სამთავრობო წყაროს თქმით, ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ქარიმლის მეჰდიევი აფინანსებდა, რომელიც ჰეიდარ ალიევის მთავრობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 1994 წელს, მისი უფლებამოსილების პირველ წლებში დაინიშნა. ჰეიდარ ალიევის ვაჟმა, ილჰამ ალიევმა, მეჰდიევი 2019 წელს გაათავისუფლა.

გასულ თვეში ბაქოს სასამართლომ 87 წლის მეჰდიევს ოთხთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა მას შემდეგ, რაც მას ბრალი წაუყენეს დანაშაულებში, მათ შორის, - ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში.

გამოიწერეთ ტელეგრამ არხი
https://t.me/+y36WRRZ6dfUyZWUy

უკრაინის თავდაცვაში წარმოქმნილი პრობლემების გამოყენებით, რუსები მასობრივად ფიქსირდებიან გულიაიპოლეს მისადგომებთან და უწყ...
28/11/2025

უკრაინის თავდაცვაში წარმოქმნილი პრობლემების გამოყენებით, რუსები მასობრივად ფიქსირდებიან გულიაიპოლეს მისადგომებთან და უწყვეტ თავდასხმებს აგრძელებენ. - ინფორმაციას Deep State ავრცელებს.

ანალიტიკოსები იუწყებიან, რომ სარდლობა სასწრაფოდ აგზავნის დამატებით ძალებს სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. უკრაინელი მებრძოლები ახალ თავდაცვით ხაზს ქმნიან, მაგრამ მტერი, მოწყვლადი მონაკვეთების დანახვისას, ზეწოლას ზრდის და ცალკეულ ტაქტიკურ წარმატებებს ინარჩუნებს.

გამოიწერეთ ტელეგრამ არხი
https://t.me/+y36WRRZ6dfUyZWUy

28/11/2025

ორენბურგის მახლობლად, რუსეთის სატესტო პოლიგონ „იასნი“-დან გაშვების დროს, რაკეტა აფეთქდა. რუსული მედიის ცნობით, ტერიტორიიდან იისფერი კვამლის ღრუბელი ამოვიდა.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევაკუაცია „საჭირო არ არის“ და მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს.

ამ სატესტო პოლიგონზე განთავსებულია კოსმოდრომი და ბაზა შორი რადიუსის რაკეტებისთვის. ეს არის რუსეთში არსებული 11 ობიექტიდან ერთ-ერთი, საიდანაც შორი რადიუსის, მათ შორის, ბირთვული ქობინებით აღჭურვილი რაკეტების გაშვება ხდება.

Defense Express-ის ცნობით, ორენბურგთან ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდ, კიდევ ერთი Sarmat-ის რაკეტა იყო, რომელიც გაშვების შემდეგ აფეთქდა.

Defense Express-ის ცნობით, იისფერი კვამლი დამახასიათებელია ამილ-ჰეპტილზე დაფუძნებული საწვავისთვის, ტოქსიკური ნარევისთვის, რომელსაც R-36 რაკეტების ოჯახი და მათი თანამედროვე მოდიფიკაციები იყენებს.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის სექტემბერში „სარმატ“-ის ბოლო გაშვებამ პლესეცკის შახტში აფეთქება გამოიწვია, რამაც გამშვები კომპლექსი გაანადგურა. სავარაუდოდ, ამან აიძულა რუსეთი, გამოცდები „იასნი“-ს ბაზაზე გადაეტანა, თუმცა იქ ჩატარებული მცდელობაც, თითქმის, გაშვებისთანავე წარუმატებლად დასრულდა.

გამოიწერეთ ტელეგრამ არხი
https://t.me/+y36WRRZ6dfUyZWUy

28/11/2025

ერმაკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადატვირთვა მოხდა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„მადლობელი ვარ ანდრეისი იმისთვის, რომ მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციას ყოველთვის ზუსტად ისე წარმოაჩენს, როგორც უნდა იყოს. ეს ყოველთვის პატრიოტული პოზიცია იყო. თუმცა, მინდა, რომ არ იყოს ჭორები ან სპეკულაციები. ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით, ხვალ კონსულტაციებს გავმართავ მათთან, ვისაც ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელობის უფლება აქვს.

მოლაპარაკებები მალე დაიწყება, ჩვენი წარმომადგენლები დაესწრებიან. მათ შორის იქნებიან გენერალური შტაბის უფროსი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი და ჩვენი დაზვერვის სამსახური. და როდესაც ყველანი ასეთი გარე გამოწვევის, ომის წინაშე ვდგავართ, შინაგანად ძლიერები უნდა ვიყოთ (...) ამერიკულ მხარესთან შეხვედრები მალე გაიმართება.“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.

გამოიწერეთ ტელეგრამ არხი
https://t.me/+y36WRRZ6dfUyZWUy

28/11/2025

სამხრეთ სირიაში ღამით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ჰომსის, ლატაკიისა და ტარტუსის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქციები გამართეს.

მათ ისრაელის დარტყმები დაგმეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ცნობისთვის, წუხელ ისრაელის არმიამ სამხრეთ სირიაში ოპერაცია ჩაატარა ორგანიზაცია „ალ-ჯამაა-ალ-ისლამია“-ს ეჭვმიტანილების დასაკავებლად. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები სოფელ ბეით ჯანში მოქმედებდნენ და ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ.

ოპერაციის დროს, ორმხრივი სროლის შედეგად, ისრაელის ექვსი ჯარისკაცი დაიჭრა, მათგან სამი, - მძიმედ.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრეს-სამსახურის ცნობით, ოპერაცია დასრულდა, ყველა ეჭვმიტანილი დაკავებულია და დაჯგუფების რამდენიმე ბოევიკი მოკლულია.

გამოიწერეთ ტელეგრამ არხი
https://t.me/+y36WRRZ6dfUyZWUy

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ჩხრეკის შემდეგ, არანაირი ეჭვი არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ RBC-Ukraine წყაროე...
28/11/2025

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ჩხრეკის შემდეგ, არანაირი ეჭვი არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ RBC-Ukraine წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.

გამოიწერეთ ტელეგრამ არხი
https://t.me/+y36WRRZ6dfUyZWUy

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მერაბ მერკვილაძის ახალი ამბები Merab Merkviladzis Akhali Ambebi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share