Ziari Press

Ziari Press ვცდილობთ გავიაზროთ და გავაზიაროთ ცოდნა.

09/09/2026

🎉 24-27 სექტემბერს თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს 12 ავტორი ეწვევა 10-ზე მეტი ქვეყნიდან. წარმოგიდგენთ მონაწილე ავტორებს:

◾️ დიმიტრის დიმიტრიადისი (საბერძნეთი)
◾️ ადამ ზამოისკი (პოლონეთი / დიდი ბრიტანეთი)
◾️ დანიელ ვისერი (ავსტრია)
◾️ ულრიკე ალმუტ ზანდიგი (გერმანია)
◾️ ოლენა ჰერასიმიუკი (უკრაინა)
◾️ მარკ ნოვაკი (აშშ)
◾️ ელიზა კონცკა (პოლონეთი)
◾️ ლუკა ბრუნონი (შვეიცარია)
◾️ მარტონ შიმონი (უნგრეთი)
◾️ ლუსინე ხარატიანი (სომხეთი)
◾️ პშემისლავ სუხანეცკი (პოლონეთი)
◾️ კრიპა (ინდოეთი)

🟣 ფესტივალის მთავარი თემა იქნება “მეხსიერება, როგორც წინააღმდეგობა.” ფესტივალზე შეკრებილი ქართველი და უცხოელი მწერლები, პოეტები, მთარგმნელები იმსჯელებენ მეხსიერების, თავისუფლებისა და ლიტერატურის ურთიერთმიმართებაზე. მიუხედავად მნიშვნელოვანი ისტორიული და პოლიტიკური განსხვავებებისა, ლიტერატურას ყოველთვის აქვს ძალა, მისცეს ხმა მათ, ვისთვისაც ხმის წართმევას ცდილობენ, შეინახოს ინდივიდუალური თუ კოლექტიური მეხსიერება, რაც წარსულის ცოდნისა და შეცდომების არგამეორების წინაპირობაა.

🎉 On September 24–27, 12 authors from more than 10 countries will visit Tbilisi for the 11th Tbilisi International Festival of Literature. Meet the participating authors:

◾️ Dimitris Dimitriadis (Greece)
◾️ Adam Zamoyski (Poland / United Kingdom)
◾️ Daniel Wieser (Austria)
◾️ Ulrike Almut Sandig (Germany)
◾️ Olena Herasymiuk (Ukraine)
◾️ Mark Nowak (USA)
◾️ Eliza Kącka (Poland)
◾️ Luca Brunoni (Switzerland)
◾️ Márton Simon (Hungary)
◾️ Lusine Kharatyan (Armenia)
◾️ Przemysław Suchanecki (Poland)
◾️ Kripa (India)

🟣 Georgian and international writers, poets, and translators gathering at the festival will explore the relationship between memory, freedom, and literature. Despite the profound historical and political differences that divide us, literature has always carried this power: to give voice to those whose voices are being taken from them, and to hold individually and collectively alike a memory without which the past cannot be known, nor its mistakes left unrepeated.

ჩვენი ავტორი, ადამ ზამოისკი თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ეწვევა!
03/09/2026

ჩვენი ავტორი, ადამ ზამოისკი თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ეწვევა!

For English Scroll Down

🟣 წარმოგიდგენთ თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილეს - ადამ ზამოისკის.

✍ ადამ ზამოისკი პოლონური წარმოშობის ბრიტანელი ისტორიკოსია. მის წიგნებს შორისაა ბესტსელერი „1812: ნაპოლეონის საბედისწერო ლაშქრობა მოსკოვზე“, მისი გაგრძელება „მშვიდობის რიტუალები: ნაპოლეონის დაცემა და ვენის კონგრესი“ და კრიტიკოსთა მიერ აღიარებული ნაპოლეონის ბიოგრაფია, ასევე სხვა ნაშრომები, რომლებიც ევროპის ისტორიისთვის მნიშვნელოვან პერსონებსა და მოვლენებს ეძღვნება.

◾ პოლონეთის ისტორიისადმი მიძღვნილი მისი ვრცელი წიგნი „პოლონეთის გზა“ რამდენიმე კვირის განმავლობაში ბესტსელერთა სიაში იყო და ათწლეულების განმავლობაში უწყვეტად გამოიცემოდა. წიგნის განახლებული ვერსია, „პოლონეთი: ისტორია“, დღემდე პოლონეთის ისტორიის ერთ-ერთ ძირითად მოკლე მიმოხილვად მიიჩნევა. ზამოისკის წიგნები მრავალ ენაზეა თარგმნილი.

📖 გამომცემლობამ „ზიარი“ ქეთი ქანთარიას თარგმანით გამოსცა ავტორის ორი მნიშვნელოვანი ისტორიული ნაშრომი:
◾ „პოლონეთის ამბავი“
◾ „ვარშავა 1920: რუსეთის მარცხი ევროპაში“

🟣 ადამ ზამოისკის ვიზიტის მხარდამჭერია პოლონური ინსტიტუტი თბილისში

🗓️ 24–27 სექტემბერი | TIFL 2026

🟣 Meet the guest of the 11th Tbilisi International Festival of Literature - Adam Zamoyski!

✍ Adam Zamoyski is a British historian of Polish ancestry. His books include the best-seller 1812: Napoleon’s Fatal March on Moscow, its sequel, Rites of Peace: The Fall of Napoleon and the Congress of Vienna, and an acclaimed biography of Napoleon, as well as other works on key figures and aspects of European History.

◾ His comprehensive history of Poland, The Polish Way, featured in the best-seller lists for several weeks and remained in print for decades; its updated version, Poland: A History, is still the standard concise work on the subject. Along with his other books, it has been translated into many languages.

Adam Zamoyski's visit is supported by Instytut Polski w Tbilisi.

🗓️ September 24–27 | TIFL 2026

❗️ იყო დრო, როცა სიმართლე იმალებოდა, ფრაზები ამოგლეჯილი იყო კონტექსტიდან და გმირები დავიწყებას მიეცნენ.🔴 დღეს კი – „მძიმ...
30/08/2026

❗️ იყო დრო, როცა სიმართლე იმალებოდა, ფრაზები ამოგლეჯილი იყო კონტექსტიდან და გმირები დავიწყებას მიეცნენ.
🔴 დღეს კი – „მძიმე ჯვარი“, ვალიკო ჯუღელის დღიური, წიგნების თაროებზეა სრული სახით, ქართულ ენაზე, სიღრმისეული კომენტარებით.
🔍 ეს არის ეპოქის ისტორია, რომელიც ყველა იმ ადამიანმა უნდა წაიკითხოს, ვისაც საქართველოს წარსული, ბრძოლა და ღირსება აღელვებს.

🔹 1924 წლის 28 აგვისტოს საბჭოთა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს საერთო-სახალხო აჯანყება დაიწყო.🔹 ამ დღესთან დაკა...
28/08/2026

🔹 1924 წლის 28 აგვისტოს საბჭოთა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს საერთო-სახალხო აჯანყება დაიწყო.
🔹 ამ დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ ორ წიგნს: ვალიკო ჯუღელის დღიური "მძიმე ჯვარი" და ერიკ ლის „1924 წლის აგვისტოს აჯანყება - საქართველო და დემოკრატიული სოციალიზმის დაბადება“.

🔹 1924 წლის ეროვნული აჯანყების წლისთავთან დაკავშირებით გთავაზობთ წიგნს "მძიმე ჯვარი".🔹 ვალიკო ჯუღელი სახალხო გვარდიის ერ...
27/08/2026

🔹 1924 წლის ეროვნული აჯანყების წლისთავთან დაკავშირებით გთავაზობთ წიგნს "მძიმე ჯვარი".
🔹 ვალიკო ჯუღელი სახალხო გვარდიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი უცვლელი მეთაური იყო.
მისი დღიური „მძიმე ჯვარი“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბრძოლების ქარ-ცეცხლში იწერებოდა.
🔹 სარედაქციო ჯგუფმა საცნობარო აპარატით აღჭურვა ეს გამოცემა - მოიძია და დააზუსტა პერსონალიები, მაქსიმალურად განმარტა მოვლენათა კონტექსტი და ეს უაღრესად პოლიტიკური და ამავდროულად პირადი ქრონიკა, თანამედროვე მკითხველისათვის ეპოქის ერთგვარ ცნობარად აქცია.

🔹1924 წლის ეროვნული აჯანყების წლისთავთან დაკავშირებით გთავაზობთ ერიკ ლის წიგნს „1924 წლის აგვისტოს აჯანყება - საქართველო...
25/08/2026

🔹1924 წლის ეროვნული აჯანყების წლისთავთან დაკავშირებით გთავაზობთ ერიკ ლის წიგნს „1924 წლის აგვისტოს აჯანყება - საქართველო და დემოკრატიული სოციალიზმის დაბადება“.

📓 წიგნში დიდი ადგილი ეთმობა 1921-1924 წლების პერიოდს, აღწერილია ბოლშევიკთა ქმედებები და ქართველი ხალხის წინააღმდეგობა, რომელიც წინ უძღოდა აჯანყებას. ასევე განხილულია საქართველოს დაპყრობის თაობაზე ევროპელი სოციალ-დემოკრატების პოზიცია, განსაკუთრებით იმ დელეგაციის წევრებისა, რომლებიც 1920 წელს ესტუმრნენ საქართველოს.

✍️ ავტორი მკითხველს აცნობს 1924 წლის ეროვნული აჯანყებისა და, განსაკუთრებით, მისი სასტიკად ჩახშობის გავლენას ევროპაში მემარცხენე მოძრაობაზე. წიგნში აღწერილია აჯანყების მიმდინარეობა და ჩახშობა და ის გამოძახილი, რომელიც ამ მოვლენებს მოჰყვა ევროპაში.

🔹 წიგნში შესულია აკაკი ბაქრაძის 1989–1999 წლებში დაწერილი პუბლიცისტური წერილები, რომლებიც ასახავს ეროვნული მოძრაობის აღმ...
21/08/2026

🔹 წიგნში შესულია აკაკი ბაქრაძის 1989–1999 წლებში დაწერილი პუბლიცისტური წერილები, რომლებიც ასახავს ეროვნული მოძრაობის აღმავლობასა და დაცემას, სამოქალაქო დაპირისპირებასა და ომს, აფხაზეთის დაკარგვას, შიდა პოლიტიკურ და ზნეობრივ კრიზისს და რუსული პოლიტიკის მიზნებს.
🔹 ავტორი გვთავაზობს ღრმა ანალიზს იმ მიზეზებისა, რომლებმაც ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა, და ასევე გვიჩვენებს ალტერნატიულ გზას, რომლის არჩევითაც საქართველო, შესაძლოა, სხვაგვარად განვითარებულიყო. ეს წერილები ჩვენი უახლესი ისტორიის დოკუმენტია, თუმცა აკაკი ბაქრაძის რჩევები დღესაც მნიშვნელოვანია და კვლავ დამაფიქრებელია.

17/08/2026
💡დღეს Sinatle Media • სინათლე მედია ერთი წლის გახდა. ამ წლის ყოველი დღე ძვირფასია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სიტყვის ...
13/08/2026

💡დღეს Sinatle Media • სინათლე მედია ერთი წლის გახდა. ამ წლის ყოველი დღე ძვირფასია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვან ღირებულებად მიაჩნია.

გამოფენა სინათლისთვის - დღეს, 13 აგვისტოს, ბარ ანტენაში (კონსტიტუციის ქ.13), ამ ღონისძიებაზე არაერთი შესანიშნავი ნივთი გაიყიდება, ხოლო გამომცემლობა „ზიარი” ონლაინ უერთდება ამ ინიციატივას.

📕 ვყიდით ტიმოთი სნაიდერის წიგნს „რა არის თავისუფლება?“

დღეიდან კვირის ბოლომდე - 13-16 აგვისტოს გაყიდული წიგნებიდან მთელი შემოსავალი გადაერიცხება „სინათლე მედიას“.

წიგნის ღირებულება - 25 ლარი, თბილისში დაემატება საკურიერო მომსახურება 6.5 ლარი.
წიგნის შესაძენად მოგვწერეთ პირადი შეტყობინება.

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ziari Press posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Ziari Press:

Shortcuts

Share

Category