აპრილი • Aprili

აპრილი • Aprili ქვიარ-ფემინისტური მედია

📅 1 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ფილარმონიის წინ გაიმართება ქალების საპროტესტო აქცია რეჟიმის მხრიდან ქალებზე ძალადობის წინაა...
25/09/2025

📅 1 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ფილარმონიის წინ გაიმართება ქალების საპროტესტო აქცია რეჟიმის მხრიდან ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ.

💬 „გამოვდივართ გაბრაზებული ქალები — ჩვენი სიცოცხლისთვის, ჩვენი შვილებისთვის, დებისთვის, დედებისთვის, ქალი პოლიტპატიმრებისთვის.

გელოდებით ყველას, ვისაც პასუხი გაქვთ გასაცემი რეჟიმის მხრიდან ქალების იძულებით გაშიშვლებაზე, გაუპატიურებით მუქარაზე, ძალადობის წახალისებაზე“, — წერია აქციის განცხადებაში.

📌 ორგანიზატორები მონაწილეებს მოუწოდებენ, ჩაიცვან წითელი, ბრაზისა და ბრძოლის სიმბოლოდ. გარდა ამისა, აქციაზე დარიგდება წითელი ლენტები.

📌 როგორც ადგილობრივი მედია  „მოზაიკა“ იუწყება, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადა...
25/09/2025

📌 როგორც ადგილობრივი მედია „მოზაიკა“ იუწყება, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.

🛑 შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

🔶 რა ხდება მაშინ, როცა ყველაზე პოპულარული, კომერციულად წარმატებული ტელევიზიების ეთერში, გასართობ-იუმორისტული გადაცემებით...
25/09/2025

🔶 რა ხდება მაშინ, როცა ყველაზე პოპულარული, კომერციულად წარმატებული ტელევიზიების ეთერში, გასართობ-იუმორისტული გადაცემებით მუდმივად ერთი და იგივე ხუმრობები (თუ სხვა სახის ინფორმაცია) ვრცელდება, რომლებიც:

◽️სრულად გენდერული სტერეოტიპების მიხედვით იქმნება;

◽️ქალ და ქვიარ რესპონდენტებს კაცის წარმოდგენაში არსებულ საზღვრებში აქცევს, მათ მზერას უქვემდებარებს და მათ შესახებ საინტერესოდაც იმას ასაღებს, რაც კაცმა იფიქრა და წარმოიდგინა;

◽️ქვიარებსა და ქალებს დამაკნინებელ სიტუაციებში წარმოგვიდგენს;

◽️ქვიარებისა და ქალებისთვის კარგად ნაცნობ ტრავმებსა და შიშებს დაცინვის ობიექტად აქცევს.

"შიშველ ქალს ვხატავ ცალი ხელით, მეორეთი დაჭერილი მყავს, რო არ გაიქცეს, ვინ გამიჩერდება მე?!" — ეს ფრაზა ხუმრობად იყო ....

🟢 საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, იურისტი რაისა ლიპარტელიანი მედია აპრილთან ამბობს, რომ კ...
24/09/2025

🟢 საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, იურისტი რაისა ლიპარტელიანი მედია აპრილთან ამბობს, რომ კრიზისული სიტუაციებისას განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში ქალები აღმოჩნდებიან ხოლმე, რასაც კვლევებიც ადასტურებს.

🟩 მისი თქმით, ქალების ეკონომიკურ აქტივობაზე ეს აისახება, თუმცა მიმდინარე რეორგანიზაციების გენდერულ ჭრილზე დაკვირვებისთვის ჯერ ძალიან ადრეა, რადგან არც ოფიციალურად დათვლილი მონაცემი გვაქვს და გათავისუფლებულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, კიდევ მნიშვნელოვნად გაიზრდება.

✅ ვრცლად: https://aprili.media/რეორგანიზაცია-და-ქალი-სა/

💬 “მტკიცედ უარვყოფთ უსაფუძვლო და ზიანის მომტან ბრალდებებს საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის როლისა და საქმიანობი...
24/09/2025

💬 “მტკიცედ უარვყოფთ უსაფუძვლო და ზიანის მომტან ბრალდებებს საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის როლისა და საქმიანობის შესახებ. ასეთ დეზინფორმაციას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ძირს უთხრის ჩვენი დიპლომატიური მისიების მიერ მათი მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას”, — ვკითხულობთ 27 საელჩოს განცხადებაში.

🛑 აქვე ხაზგასმულია, რომ დიპლომატებისთვის მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ზოგადად მოქალაქეებთან შეხვედრა მუშაობის ნაწილია და ვენის კონვენციას სრულად შეესაბამება. საელჩოები აცხადებენ, რომ არცერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერენ მხარს და ყველა აქტორს მოუწოდებენ, უარი თქვან ძალადობის ნებისმიერი ფორმაზე და დაგმონ ის.

💬 “მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, თავი შეიკავონ დაპირისპირების გამომწვევი რიტორიკისგან და ძალისხმევა დაძაბულობის განმუხტვისკენ მიმართონ”, — აცხადებენ ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, კვიპროსის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის და დიდი ბრიტანეთის საელჩოები.

🛑 ქართული ოცნების ლიდერები საჯარო განცხადებებში ხშირად ამბობენ, რომ ევროკავშირიდან დაფინანსებული პროექტები, ან კონკრეტული საელჩოები ძაალადობას ახალისებენ.

💜 დღეს, 23 სექტემბერს, ბისექსუალთა ხილვადობის დღეა. 🟣 ბისექსუალობა ორი ან მეტი გენდერის მიმართ მიზიდულობას გულისხმობს, ა...
23/09/2025

💜 დღეს, 23 სექტემბერს, ბისექსუალთა ხილვადობის დღეა.

🟣 ბისექსუალობა ორი ან მეტი გენდერის მიმართ მიზიდულობას გულისხმობს, აქედან გამომდინარე, ამ სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები არ მიეკუთვნებიან ცალსახად გეი, ლესბოსელ ან სხვა თემს. მიზიდულობა შეიძლება იყოს სექსუალური, ემოციური ან რომანტიკული.

🔵 ბისექსუალთა ხილვადობის გაზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — ამ იდენტობის მქონე ადამიანები ხშირად ქვიარ თემშივე უხილავები არიან. არსებობს ბისექსუალური იდენტობების სპექტრი და გავრცელებული მითია, რომ ბისექსუალ ადამიანს ნებისმიერი გენდერი თანაბრად იზიდავს.

🔵 ბისექსუალობა სექსუალური ორიენტაციაა, რომელიც გულისხმობს სექსუალური მიზიდულობის არსებობას ორი ან მეტი გენდერის მიმართ. ...
23/09/2025

🔵 ბისექსუალობა სექსუალური ორიენტაციაა, რომელიც გულისხმობს სექსუალური მიზიდულობის არსებობას ორი ან მეტი გენდერის მიმართ. ამ სტატიაში გიამბობთ ბისექსუალების დროშის მოკლე ისტორიასა და მისი ფერების მნიშვნელობას.

💙 23 სექტემბერი ბისექსუალთა ხილვადობის დღეა.

ბისექსუალობა სექსუალური ორიენტაციაა, რომელიც გულისხმობს სექსუალური მიზიდულობის არსებობას ორი ან მეტი გენდერი...

🔴 დღეს დაანონსებული მსვლელობები 19:00 საათზე 300 არაგველიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან. იმავე დროს დაიწყება...
23/09/2025

🔴 დღეს დაანონსებული მსვლელობები 19:00 საათზე 300 არაგველიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან. იმავე დროს დაიწყება აქცია პარლამენტთანაც.

🔷 თბილისის გარდა, აქციებია დაგეგმილი საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

👉 აქცია გაიმართება გორში, საკრებულოს წინ, 18:00 საათზე და იმავე დროს, ახალციხეში, რუსთაველის ძეგლთან.

👉 აქციაა დაგეგმილი ბათუმშიც, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, 20:00 საათზე.

👉 მოქალაქეები შეიკრიბებიან ზუგდიდშიც, სამხარეო ადმინისტრაციასთან, 19:00 საათზე. იმავე დროს გაიმართება აქცია თელავშიც, მერიის წინ.

👉 ქუთაისშიც აქცია დაიწყება 19:00 საათზე, მერიასთან, ხოლო ჩხოროწყუში — 20:00 საათზე, ასევე, მერიასთან.

🟣 ბი-ცნობისმოყვარე არის ადამიანი, რომელსაც იზიდავს ერთი გენდერი, თუმცა ამავდროულად დაინტერესებულია სხვა გენდერითაც და იკ...
23/09/2025

🟣 ბი-ცნობისმოყვარე არის ადამიანი, რომელსაც იზიდავს ერთი გენდერი, თუმცა ამავდროულად დაინტერესებულია სხვა გენდერითაც და იკვლევს პოტენციურ სექსუალურ მიზიდულობას მის მიმართ.

💜 23 სექტემბერი ბისექსუალთა ხილვადობის დღეა.

ბი-ცნობისმოყვარე (ინგლ. Bi-curious) არის ადამიანი, რომელსაც იზიდავს ერთი გენდერი, თუმცა ამავდროულად დაინტერესებულია სხ.....

🔵 "ეს დედაჩემის ემიგრაციაში წასვლის დილაა, რომელიც ფილმის კადრად მახსენდება ხოლმე. არ უნდოდა, აეროპორტში გამეცილებინა და...
22/09/2025

🔵 "ეს დედაჩემის ემიგრაციაში წასვლის დილაა, რომელიც ფილმის კადრად მახსენდება ხოლმე. არ უნდოდა, აეროპორტში გამეცილებინა და მეფიქრა, რომ რაღაც ტრაგიკული ხდებოდა, ამიტომ სკოლაში გამიშვა, როგორც ყოველთვის. სახლში დაბრუნებულს ოთახში დედას წერილი დამხვდა, თვითონ – აღარ".

წაიკითხე ლიზა ახალაძის ბლოგი 👇

მედია აპრილის ბლოგის რუბრიკა ეთმობა სხვადასხვა ადამიანს და განსხვავებულ შეხედულებებს. ბლოგები არ არის სარედაქ....

💬 "მინდა, რომ ნებისმიერმა ქალმა, ბავშვმაც და ყველამ საერთოდ, ხმამაღლა საუბარი დაიწყოს. არ არის სირცხვილი არც ძალადობაზე,...
22/09/2025

💬 "მინდა, რომ ნებისმიერმა ქალმა, ბავშვმაც და ყველამ საერთოდ, ხმამაღლა საუბარი დაიწყოს. არ არის სირცხვილი არც ძალადობაზე, არც სექსუალურ შევიწროებაზე ლაპარაკი. ჩვენ შეიძლება გავძლიერდით, გავიარეთ, აღარ გვაქვს ეს რეალობა, მაგრამ აქ ვართ და ნუ გეშინიათ — თუ საჭირო იქნება, თქვენ გვერდითაც ვიქნებით ნებისმიერ საკითხში".

📣 ეს ფეხბურთელი ქალის, ლანა გორგაძის სიტყვებია, რომელმაც თანაგუნდელებთან ერთად დასაქმების ადგილას სექსუალურ შევიწროებაზე ილაპარაკა.

მინდა, რომ ნებისმიერმა ქალმა, ბავშვმაც და ყველამ საერთოდ, ხმამაღლა საუბარი დაიწყოს. არ არის სირცხვილი არც ძალადო.....

22/09/2025

💬 "ერთი კომპიუტერი გვქონდა და რიგში ვიდექით. კლავიატურაზეც არ ვიცოდით მუშაობა კარგად და გვყავდა ადამიანი, რომელიც ხელით ნაწერ ტექსტებს აწყობდა მერე კომპიუტერში".

💬 "ეს არის ყველაზე სასტიკი რეჟიმი, რომელშიც მე მიმუშავია. არც ასლან აბაშიძეს, არც მიხეილ სააკაშვილს არ უყვარდათ ჟურნალისტები, მეხოტბეები მოსწონდათ ყოველთვის და ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მეხოტბეები, მაგრამ ის, რომ ჟურნალისტიკა არ უნდა არსებობდეს, არც აბაშიძის ტვინში არ იხარშებოდა".

💬 "ჩვენ მიმართ რომ არ ყოფილიყო ასეთი ნდობა და ასეთი დიდი მხარდაჭერა საზოგადოების, ბევრად მეტად გავითელებოდით, გაგვთელავდნენ. ისედაც არ დაუკლიათ, მაგრამ შესაძლოა, ვერც მოგვეხერხებინა წამოდგომა".

🔶 ეთერ თურაძე გვიყვება ბათუმელები • Batumelebi.ge-ის ისტორიას დაფუძნებიდან დღემდე.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აპრილი • Aprili posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to აპრილი • Aprili:

Share