21/09/2024
📌საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ,,პერსონა 2024" წლის ტიტულზე განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრ ,,BMCC" -ის დამფუძნებელ ქალბატონ მეგი საიქოძეს.
✅მეგი საიქოძე არის გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც განათლების სფეროში მრავალი წელია მოღვაწეობს. მისი ძირითადი საქმიანობა მიმართულია სტუდენტების კარიერული წარმატებისა და პროფესიული უნარების განვითარებაზე.
მეგის საიქოძის განათლება და გამოცდილება მას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის სწავლება და ინოვაციური სასწავლო პროგრამები BMCC ცენტრში.
მეგიმ განათლება მიიღო საქართველოსა და ევროპის წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
მისმა მრავალმხრივმა აკადემიურმა გამოცდილებამ მას მისცა უნარი, სწორად შეეფასებინა თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნები და შესაბამისად განევითარებინა სასწავლო პროგრამები, რომლებიც სტუდენტებს დაეხმარება წარმატების მიღწევაში.
მისი ინიციატივით, BMCC ცენტრი გთავაზობთ როგორც ტრადიციულ, ასევე ინოვაციურ საგანმანათლებლო კურსებს, რომლებიც მორგებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სტუდენტებისთვის.
ცენტრის პროგრამები მოიცავს მრავალფეროვან სპეციალობებს, მათ შორის მევენახეობა-მეღვინეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების, ფინანსების, პროექტების მართვისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებებს.
მეგის პროფესიული ინტერესები და ხედვა ასევე მოიცავს ახალგაზრდებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
მან შექმნა BMCC Kids პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს 8-დან 17 წლამდე ბავშვებისთვის უცხო ენების სწავლების განვითარებას.
ამასთანავე, ცენტრი აქტიურად მონაწილეობს გაცვლით პროგრამებში, რომლებიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მეგი საიქოძე მუდმივად მუშაობს, რომ გააუმჯობესოს საგანმანათლებლო სტანდარტები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
მისი ხედვაა, რომ BMCC ცენტრი გახდეს გლობალური ლიდერი განათლების სფეროში, რომელიც სტუდენტებს მოუმზადებს კარიერულ წინსვლას თანამედროვე ეკონომიკის პირობებში.