რადიო „ჯორჯიან თაიმსი" საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს.
იმისთვის, რომ ახალი ამბები არ გამოგრჩეთ, იმისთვის, რომ თქვენი დღე ხალისიანი და საინტერესო იყოს - ჩვენი რადიო საუკეთესო არჩევანია.
ჩვენ თქვენთვის ვმუშაობთ ეთერში და ეთერს მიღმა.
თბილისსა და მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში გვისმინეთ FM 92.3 -ზე. იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში კი რადიო მიმღები 93.5 მეგაჰერც სიხშირეზე მომართეთ.
მაუწყებლობის პირველივე დღიდან მიზნად დავისახეთ რა, ვუპასუხოთ თანამედროვეობის ყველა გამოწვევას, პროფესიონალების გუნდი შევკრიბეთ და მსმენელს მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას ვთავაზობთ. ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ ვიყოთ პროგრესული, მზარდი და ნოვაციური რადიოსადგური.
შესაბამისად, ჩვენი რადიოს მიმართ ნდობის ხარისხი და პოპულარობა დღითიდღე იზრდება.
პოპულარობის ზრდას განსაზღვრავს ის ფაქტიც, რომ ჩვენს პარტნიორებს შორისაა კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი", “ელიავას ბაზრობა”, “დიდუბის ბაზრობა” და “რუსთავის ბაზრობა” . ამის დამსახურებაცაა დღეში 100 000 რადიომსმენელი.
ჩვენთან ყველაფერია, რაც თქვენ გიყვართ და გაინტერესებთ. ნებისმიერი იპოვით თქვენთვის სასურველ და საინტერესო ინფორმაციას ნებისმიერი სფეროდან. მრავალფეროვან სამაუწყებლო ბადეში ყველა ასაკობრივი თუ სოციალური ჯგუფის ინტერესებს ვითვალისწინებთ.
ყოველდღე, სრულ საათამდე 5 წუთით ადრე პირველები გაიგებთ - რა ხდება საქართველოსა და მსოფლიოში. ეთერშია მხოლოდ ობიექტური, დაბალანსებული და ამომწურავი ინფორმაცია. ასევე - ექსკლუზივები, პირდაპირი ჩართვები მოვლენათა ეპიცენტრებიდან, მთავარი გმირების უახლესი კომენტარები და შეფასებები. და რაც მთავარია, ვართ ოპერატიულები და მხოლოდ სანდო წყაროები გვყავს.
აქტუალურ თემებზე კი, კვალიფიციური სპეციალისტების ანალიზს და საინტერესო ინტერვიუებს გთავაზობთ.
პოლიტიკის გარდა, დიდ დროს ვუთმობთ ეკონომიკას, საზოგადოებას, მედიცინას, ტექნოლოგიებს, კულტურას და სპორტს - გადაცემების სახით.
გთავაზობთ ქართული და უცხოური პრესის მიმოხილვას, სოციალურ, შემეცნებით და გასართობ გადაცემებს, საინტერესო რუბრიკებს. ჩვენი მრავალფეროვანი მუსიკალური არქივი კი, ყველა დროის საუკეთესო მუსიკით, ნებისმიერი გემოვნების მსმენელისთვისაა.
ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით - FM 92.3