
24/08/2023
ხვალინდელ მსოფლიომდე სხვა თემებზე გავისაუბროთ, მოგეხსენებათ გუშინ გამთენიისას ამერიკის (რომელიღაცა) თასის ნახევარფინალები ჩატარდა და ცინცინატი (ამჟამად საუკეთესო რეკორდის მქონე გუნდი MLS-ში) და ინტერ მაიამი (ღმერთის საბოძებელი სახლი ამჟამად) დაუპირსპირდნენ ერთმანეთს, სადაც ლეოს გუნდმა ამ ავადმყოფის ჩაწოდების შედეგად მოახერხა პენალტების სერიამდე თამაშის მიყვანა და შემდეგ პენალტების სერიაში გამარჯვება, ეს თამაში ჩვენი დროით 3:00 ზე დაიწყო, მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება კი დინამო ჰიუსტონსა და სოლტ ლეიკს შორის შედგა, სადაც ასევე დაინიშნა ექსტრა ტაიმები და საბოლოოდ პენალტების სერიის გარეშე ჰიუსტონმა 3-1 სძლია მეტოქეს, დაახლოებით დილის 6 საათისკენ (თუ სწორად მახსოვს) ჩაირთო ქართულ ტელევიზიაში ეს კონკრეტული მატჩი, რომელსაც ვუყურე, იმიტომ რომ ცოტა ვერ ვარ, ჰოდა თან ვფიქრობდი ნეტა აი ჩემს გარდა ვინმე თუ უყურებს ამ მატჩსთქო. თამაშის დამთავრების შემდეგ ძილში გავიტრუპე და გაღვიძებისთანავე ტიკტოკის სქროლვის დროს აღმოვაჩინე რომ თურმე ჰარდენიც იმყოფებოდა თავისი ძველი ქალაქის საფეხბურთო მატჩზე, ასე რომ თურმე ჰარდენიც ჩემთან ერთად უყურებდა ამ მატჩს რაც იმას ნიშნავს რომ ბიჭი ცოტა აზრზეა მოსული, ფინალის შედეგსაც არ გამოგაპარებთ სადაც ჰარდენის გრძნობების შეურაცხყოფას ექნება ადგილი საფეხბურთო სული წმინდის მიერ.
მადლობა ყურადღებიზა...