გამომცემლობა „დიოგენე“ • Diogene Publishers

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • გამომცემლობა „დიოგენე“ • Diogene Publishers

გამომცემლობა „დიოგენე“ • Diogene Publishers #30წელიმკითხველთანერთად
(2)

გაყიდვების განყოფილება - [email protected]

გამომცემლობა „დიოგენე" 1995 წელს შეიქმნა და ერთ-ერთი პირველია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ამ დროის განმავლობაში ასობით სხვადასხვა ჟანრის წიგნი გამოიცა. მათ შორის არის მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსების და თანამედროვე მწერლების საუკეთესო ნაწარმოებების თარგმანები, ქართული და ნათარგმნი საბავშვო ლიტერატურა, სამეცნიერო და სასწავლო წიგნები, XX და XXI საუკუნის ქართველი მწერლების გამოცემები.

💥 და აი ისიც, ნიჭიერი ტომ რიპლი!ტომ რიპლი პატრისია ჰაისმითის მიერ შექმნილი ყველაზე პოპულარული ანტიგმირია.🧥 ტომი ამბიციურ...
09/10/2025

💥 და აი ისიც, ნიჭიერი ტომ რიპლი!

ტომ რიპლი პატრისია ჰაისმითის მიერ შექმნილი ყველაზე პოპულარული ანტიგმირია.

🧥 ტომი ამბიციური ახალგაზრდა კაცია და თავის დასამკვიდრებლად ნებისმიერ ფასს გადაიხდის, მაშინაც კი, თუ საწადლის მისაღებად მკვლელობის ჩადენა მოუწევს.

🫠 მართალია, მთელი თავისი არსით ტომი კლასიკური ანტიგმირია, თუმცა ტიპური ბოროტმოქმედის იარლიყს ვერ მიაკერებთ. მზად იყავით იმისთვის, რომ თავდავიწყებით შეგიყვარდებათ, შემდეგ შეგზიზღდებათ, ბოლოს ისევ შეგიყვარდებათ - იქამდე, სანამ საკუთარ მორალურ რწმენებსა და შეხედულებებს თავდაყირა არ ამოგიტრიალებთ.

🏄 მალე, პატრისია ჰაისმითის “ნიჭიერი მისტერ რიპლი“ “დიოგენეს ბიბლიოთეკაში“!

⭐ გაიცანით “დიოგენეს“ ახალი ავტორი, შოთა იათაშვილი.⌛ მალე “დიოგენეს“ თანამედროვე ქართული პროზის უახლესი ნიმუში და ქართულ...
07/10/2025

⭐ გაიცანით “დიოგენეს“ ახალი ავტორი, შოთა იათაშვილი.

⌛ მალე “დიოგენეს“ თანამედროვე ქართული პროზის უახლესი ნიმუში და ქართული ლიტერატურის ტრადიციისთვის ჯერ კიდევ უცხო სტილის ტექსტი შეემატება!

შოთა იათაშვილი თანამედროვე ქართველი მწერალი, პოეტი, ესეისტი და მთარგმნელია. მისი შემოქმედება ექსპერიმენტული სტილით, თხრობის საუცხოო ფორმებითა და განსაკუთრებული ენობრივი სტილით გამოირჩევა, რაც ქართულ ლიტერატურას ახალ, თანამედროვე ხმას სძენს. შოთა იათაშვილი აქტიურად მუშაობს როგორც პროზასა და პოეზიაზე, ისე ლიტერატურულ კრიტიკაზე. მისი ტექსტებისთვის დამახასიათებელი სითამამე და განსხვავებული მწერლური ტონი ლიტერატურული აზროვნების ახალ ფორმებს გვთავაზობს.

🥳 მალე, სერია “NONFICTION“-ში შოთა იათაშვილის ახალ წიგნს იხილავთ!

საიდან იწყება დიდი ამბები? 🕵️‍♀️✨ოდესმე გიფიქრია, საიდან იღებს სათავეს ლიტერატურული ლეგენდა?📚✨მართ ჯოსლინისთვის დიდი ამბ...
07/10/2025

საიდან იწყება დიდი ამბები? 🕵️‍♀️✨
ოდესმე გიფიქრია, საიდან იღებს სათავეს ლიტერატურული ლეგენდა?📚✨

მართ ჯოსლინისთვის დიდი ამბავი უბრალო ბავშვური აღტაცებით დაიწყო.🤩 მან აღმოაჩინა, რომ აგათა კრისტის — „დეტექტივების დედოფალს“ — არა ერთი ან ორი, არამედ მთელი ბიბლიოთეკა ჰქონდა შექმნილი! შემდეგ კი გაუჩნდა მთავარი კითხვა: როგორ იქცა კრისტი საიდუმლოების ოსტატად? 🤔

სწორედ ამ კითხვაზე პასუხის ძიებამ გაუკვალა მას გზა , ხოლო შემთხვევით მოსმენილმა ფრაზამ, რომ აგათა შესანიშნავი „ბავშვი-მაძიებელი“ იქნებოდა, წარმოშვა აგი მორტონის თავგადასავლები 🕵️‍♀️✨

💡 საინტერესო ფაქტი:
აგი მორტონი სრულიად გამოგონილი პერსონაჟია, თუმცა მისი ხასიათი და გარემოებები აგათა კრისტის ბავშვობის რეალურ ფაქტებს ეფუძნება 🌟
კიდევ, წიგნის სხვა პერსონაჟებიც რეალური ადამიანების პროტოტიპებს წარმოადგენენ!

აი, თუნდაც ჰექტორ პერო – ის ხომ სახელგანთქმული მაძებრის ერკიულ პუაროს პროტოტიპია 🕵️‍♂️ მართ ჯოსლინი გვიამბობს როგორ შექმნა ეს პერსონაჟი:

"როდესაც აგათა კრისტი 20 წლისა იყო, პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. ათასობით ბელგიელმა ითხოვა დროებითი თავშესაფარი ინგლისში. მოგვიანებით,როდესაც აგათამ წერა დაიწყო, მეხსიერებაში შემონახული ლტოლვილები გაიხსენა, რათა სახელგანთქმული მაძებარი შეექმნა, მე კი აგათა რამდენიმე წლით ადრე დავამეგობრე ჰექტორ პეროსთან."

ახლა კი შენი ჯერია — გაემგზავრე ნისლიან ტორკიში, სადაც თითოეულ სახლს თავისი საიდუმლო აქვს... შეძლებ აღმოაჩინო, ვინ იმალება ჩრდილის მიღმა? 🕵️‍♀️✨

📍 წიგნების შეძენა შეგიძლიათ ჩვენს მაღაზიაში:
🏢 აფაქიძის ქ. 9, მე-2 სართული
🛒 ან ონლაინ: https://tinyurl.com/2uak39kb

✨ სიახლე „დიოგენეში“ ✨ჩვენთან უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ იურიდიული ინგლისურის სახელმძღვანელო. ეს წიგნი დაგეხმარებათ პროფესი...
06/10/2025

✨ სიახლე „დიოგენეში“ ✨

ჩვენთან უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ იურიდიული ინგლისურის სახელმძღვანელო.

ეს წიგნი დაგეხმარებათ პროფესიული კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებში.

კრებული მოიცავს:
• 12 აქტუალურ დიალოგს
• სპეციალურ ლექსიკურ დავალებებს
• თარგმნის ტიპის სავარჯიშოებს
• 50 ყველაზე ხშირად გამოყენებულ იდიომას. ⚖️

🛒 შეძენა შეგიძლიათ:
• ჩვენს მაღაზიაში: აფაქიძის ქ. 9, მე-2 სართული
• ან ონლაინ 👉 https://tinyurl.com/mtkndmd5

📖 გილოცავთ მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს! 🌍გამომცემლობა „დიოგენეს“ 🏛️, გვინდა, განსაკუთრებული პატივისცემა და უდიდესი მ...
05/10/2025

📖 გილოცავთ მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს! 🌍

გამომცემლობა „დიოგენეს“ 🏛️, გვინდა, განსაკუთრებული პატივისცემა და უდიდესი მადლობა გამოვხატოთ თქვენს მიმართ – იმ ადამიანების მიმართ, ვინც ყოველდღიურად დგახართ ცოდნის, წიგნიერებისა და ადამიანების ჩამოყალიბების სადარაჯოზე ✨.

თქვენ ხართ გზამკვლევები 🧭 მათთვის, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს წიგნის სამყაროში და შთამაგონებლები 💡 მათთვის, ვინც ცდილობს, სამყარო შეიმეცნოს და უკეთესობისკენ შეცვალოს. თქვენი შრომა, მოთმინება და თავდადება ფასდაუდებელია ქვეყნის მომავლისთვის 🇬🇪.

წიგნი 📚 და მასწავლებელი 🧑‍🏫 – ეს ორი ცნება განუყოფელია. ჩვენ ვქმნით წიგნებს, თქვენ კი ამ წიგნებს სიცოცხლეს სძენთ 🌱 და ცოდნას თაობებს გადასცემთ.

გისურვებთ წარმატებას, შემოქმედებით ძალას 💪, თქვენი შრომის ღირსეულ დაფასებას 🥇 და უამრავ მადლიერ მოსწავლეს!

✨ სიახლე „დიოგენეში“ ✨🌟 ჩვენთან უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ დაწყებითი კლასების (I, II, III, IV) მათემატიკის ტესტების ახალი კ...
03/10/2025

✨ სიახლე „დიოგენეში“ ✨

🌟 ჩვენთან უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ დაწყებითი კლასების (I, II, III, IV) მათემატიკის ტესტების ახალი კრებულები! 🌟

👉 წიგნები შექმნილია - მოქმედი სასკოლო პროგრამის მიხედვით! 📏📚
👉 ტესტები იდეალურია ნებისმიერი ფორმატისთვის: როგორც მიმდინარე საკლასო მუშაობისთვის, ასევე შემაჯამებელი დავალებების ჩასატარებლად. 📋

📝 წიგნის ავტორები: გიორგი ნოზაძე, ნათია კობაძე, სალომე ჩხეიძე, ნინო გვილავა.

🛒 შეძენა შეგიძლიათ:
• ჩვენს მაღაზიაში: აფაქიძის ქ. 9, მე-2 სართული
• ან ონლაინ 👉 https://tinyurl.com/yrwjumzn

🔔 სიახლე „დიოგენეში“! 🔔უკვე გაყიდვაშია - დაწყებითი სკოლის სერიის ახალი წიგნები 📝📚 „ნაბიჯი წინ“ I-II კლასი 📚 „ნაბიჯი წინ“...
03/10/2025

🔔 სიახლე „დიოგენეში“! 🔔

უკვე გაყიდვაშია - დაწყებითი სკოლის სერიის ახალი წიგნები 📝

📚 „ნაბიჯი წინ“ I-II კლასი
📚 „ნაბიჯი წინ“ II-III კლასი
📚 „ნაბიჯი წინ“ III-IV კლასი

კრებულები, სპეციალურად არის შექმნილი იმისათვის რომ:

• მოსწავლეებმა შეაჯამონ და გაიმყარონ წინა კლასში მიღებული ცოდნა. 💪
• მასწავლებლებმა ზუსტად შეაფასონ მოსწავლეების ცოდნის დონე. 📝
• მშობლებს შეეძლოთ, თვალი ადევნონ პროგრესს და დროულად დაეხმარონ ბავშვებს საჭიროების შემთხვევაში. 👨‍👩‍👧‍👦

🛒 წიგნების შეძენა შეგიძლიათ:
• ჩვენს მაღაზიაში: აფაქიძის ქ. 9, მე-2 სართული
• ან ონლაინ 👉 https://tinyurl.com/yrwjumzn

✨📚 კონკურსი - „გააგრძელე ენოლა ჰოლმსის თავგადასავალი“ დასრულდა!ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩაერთო კონკურსში. თითოეუ...
01/10/2025

✨📚 კონკურსი - „გააგრძელე ენოლა ჰოლმსის თავგადასავალი“ დასრულდა!

ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩაერთო კონკურსში. თითოეული ნამუშევარი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. 🥰
თქვენმა ისტორიებმა დაგვარწმუნა, რომ ენოლას თავგადასავალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს! 🕵️‍♀️

🥳გაგაცნობთ გამარჯვებულებს:

1️⃣ 🥇 ნონი კალატოზიშვილი – 300 ლარიანი ვაუჩერი
2️⃣ 🥈 თამარ დიხამინჯია – 200 ლარიანი ვაუჩერი
3️⃣ 🥉 ამინა ბერძენიშვილი – 100 ლარიანი ვაუჩერი

გარდა გამარჯვებული სამეულისა, გამოვყავით ნამუშევრები, რომლებიც განსაკუთრებული სიუჟეტით, სტილითა და ხედვით გამოირჩეოდა.

🇬🇪 ყველაზე ქართული თავგადასავალი – ქეთი კვიტატიანი
💖 ყველაზე ემოციური ისტორია – ენატა ჟორჟოლიანი
🎨 ყველაზე შემოქმედებითი მოთხრობა – მარიამ ქურციკაშვილი
⚖️ ყველაზე თანასწორი ისტორია – ნინო ვაჟბედაშვილი
⏳ დროში მოგზაურობის ამბავი – მირანდა ანდრონიკაშვილი

🎁 მათ საჩუქრად გადავცემთ წიგნს – „აგი მორტონი – დეტექტივების დედოფალი“ 📖👑

💛 კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა მონაწილეს ჩართულობისთვის!
✨ შევხვდებით მომავალ კონკურსში! 🤗

✨ დაწყებითი სკოლის სერიას სამი ახალი წიგნი ემატება:📚 ნაბიჯი წინ I-II კლასი📚 ნაბიჯი წინ II-III კლასი📚 ნაბიჯი წინ III-IV კ...
26/09/2025

✨ დაწყებითი სკოლის სერიას სამი ახალი წიგნი ემატება:

📚 ნაბიჯი წინ I-II კლასი
📚 ნაბიჯი წინ II-III კლასი
📚 ნაბიჯი წინ III-IV კლასი

ეს წიგნები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ცოდნის განმტკიცებასა და ახალი სასწავლო წლისთვის უკეთ მომზადებაში ეხმარება. კრებულები მოიცავს მრავალფეროვან დავალებებსა და საგანმანათლებლო ნამუშევრებს, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი იმისთვის, რომ:

✅ მოსწავლეებმა გაიმყარონ წინა კლასში მიღებული ცოდნა და მოტივირებულნი შეხვდნენ ახალ სასწავლო წელს.

✅ მასწავლებლებმა შეაფასონ მოსწავლეთა აკადემიური მზადყოფნა და ცოდნის დონე.

✅ მშობლებმა აქტიურად ითანამშრომლონ შვილებთან, თვალყური ადევნონ მათ პროგრესს და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ.

დავალებები სახალისო და მარტივი შესასრულებელია. ისინი ეფექტურ მხარდაჭერას გაუწევენ მასწავლებლებს სასწავლო წლის დასაწყისში, რათა სწრაფად შეაფასონ მოსწავლეთა ცოდნის დონე.

წიგნის ავტორები: ნათია ბალხამიშვილი, სალომე ჩხეიძე,ნინო გვილავა, ინგა ქლიბაძე, ხათუნა ყოჩაშვილი, მადონა მუმლაძე.

წიგნების ნახვა შეგიძლიათ ლინკზე: https://tinyurl.com/33d9z2wc

📢 მალე დიოგენში! 📢მათემატიკის ტესტების ახალი კრებულები დაწყებითი კლასებისათვის! ✨წარმოგიდგენთ დაწყებითი სკოლის სერიის ფა...
26/09/2025

📢 მალე დიოგენში! 📢

მათემატიკის ტესტების ახალი კრებულები დაწყებითი კლასებისათვის! ✨

წარმოგიდგენთ დაწყებითი სკოლის სერიის ფარგლებში შექმნილ მათემატიკის ტესტების ოთხ ახალ კრებულს I-IV კლასებისთვის. 📘 თითოეული კრებული ორ ნაწილადაა დაყოფილი სემესტრების მიხედვით.

ჩვენი ტესტების უპირატესობები:

✅ მასწავლებლის გზამკვლევი სწორი პასუხებითა და რეკომენდაციებით - სრულიად უფასოდ! 👩‍🏫

✅ თითოეული ტესტი ორი ვარიანტით, რაც მოსწავლეს მრავალჯერადი ვარჯიშის შესაძლებლობას აძლევს. ✍️

✅ ტესტები თემატურია და შექმნილია მოქმედი სასკოლო პროგრამის მიხედვით. 🧠

✅ მოსახერხებელია როგორც საკლასო მუშაობისთვის, ასევე შემაჯამებელი დავალებებისთვის. 💯

ტესტები მრავალფეროვანია და ხელს უწყობს მოსწავლის ინტერესისა და მოტივაციის გაზრდას! 🎉

წიგნის ავტორები: გიორგი ნოზაძე, ნათია კობაძე, სალომე ჩხეიძე, ნინო გვილავა.

წიგნების ნახვა შეგიძლიათ ლინკზე: https://tinyurl.com/33d9z2wc

🗺️ ეს რუკა ასახავს ჯეკ კერუაკის რომანის „გზაზე“ პერსონაჟების მიერ გავლილ მარშრუტს.მოგზაურობა ეფუძნება ავტორის პირად გამო...
23/09/2025

🗺️ ეს რუკა ასახავს ჯეკ კერუაკის რომანის „გზაზე“ პერსონაჟების მიერ გავლილ მარშრუტს.

მოგზაურობა ეფუძნება ავტორის პირად გამოცდილებას 1947–1948 წლებში და მოიცავს ამერიკის მრავალ ქალაქსა და რეგიონს — 🗽 ნიუ-იორკიდან 🌉 სან-ფრანცისკომდე, ჩიკაგოდან 🌴 ლოს-ანჯელესამდე.

რუკაზე ჩანს ავტოსტოპით გადალახული გზები და ის ადგილები, რომლებმაც რომანის სიუჟეტი შექმნა.

📅 ქრონოლოგია
• 1947, ზაფხული–შემოდგომა — პირველი დიდი მოგზაურობა ავტოსტოპით, რომელიც იწყება 🗽 ნიუ-იორკში და გრძელდება დასავლეთისკენ.

• 1947–1948, ზამთარი — პერსონაჟები გზას კვლავ დაადგებიან, ამჯერად უფრო ხანგრძლივი მარშრუტით, რომელიც მოიცავს ჩიკაგოს, დენვერს, 🌉 სან-ფრანცისკოსა და 🌴 ლოს-ანჯელესს.

• შემდგომი წლები — მოგზაურობა მრავალჯერ მეორდება და თითოეულ მათგანს თავისი განწყობა და ატმოსფერო აქვს, რაც საბოლოოდ ერთ მთლიან ნარატივად ყალიბდება.

„გზაზე“ — მხოლოდ მოგზაურობის ისტორია კი არა, არამედ ბიტ-თაობის გამოცდილებაა, სადაც გადაადგილება, ახალ გარემოებებთან შეხება და უწყვეტი მოძრაობა ცხოვრების სტილს და აზროვნების გზას გამოხატავს.
📖 წაიკითხეთ ბიტ-თაობის ყველაზე დიდი ოდისეის შესახებ ჯეკ კერუაკის რომანში „გზაზე“ - https://tinyurl.com/2s3xbj6y

ალან უოტსი - ინგლისელი მწერალი, იდეების გამავრცელებელი და თვითგამოცხადებული „ფილოსოფიური გამრთობი“ - ყველაზე ცნობილია იმ...
22/09/2025

ალან უოტსი - ინგლისელი მწერალი, იდეების გამავრცელებელი და თვითგამოცხადებული „ფილოსოფიური გამრთობი“ - ყველაზე ცნობილია იმით, რომ დასავლურ ქვეყნებს გააცნო ბუდისტური, დაოისტური და ინდუისტური ფილოსოფია ისეთი ფორმით, რომელიც ადვილად აღსაქმელი იქნებოდა. უოტსმა თავისი შეხედულებები და ფილოსოფია ადრეულ ასაკში ჩამოაყალიბა. 15 წლისამ თამამად გამოაცხადა თავი ბუდისტად, ხოლო 19 წლისამ დაწერა თავისი პირველი წიგნი ძენის შესახებ.

გიზიარებთ ბლოგს: 👉 "რატომ არის ალან უოტსი რელევანტური დღესაც? "

ალან უოტსი - ინგლისელი მწერალი, იდეების გამავრცელებელი და თვითგამოცხადებული „ფილოსოფიური გამრთობი“ - ყველაზე ც.....

Address

9 Apakidze Street
Tbilisi
0171

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995322213321

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გამომცემლობა „დიოგენე“ • Diogene Publishers posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to გამომცემლობა „დიოგენე“ • Diogene Publishers:

Share

Category