Ambavicreators

Ambavicreators We are multimedia group that combines art, science and technology to create creative projects

ჩვენ მუდმივად ვეძებთ ამბის თხრობის ახალ და განსხვავებულ გზებს, ვამდიდრებთ გამოცდილებას და ვხვეწთ თხრობის მეთოდებს 😊ხშირა...
03/06/2025

ჩვენ მუდმივად ვეძებთ ამბის თხრობის ახალ და განსხვავებულ გზებს, ვამდიდრებთ გამოცდილებას და ვხვეწთ თხრობის მეთოდებს 😊

ხშირად ახალ პროექტებს ამ თვალითაც ვუყურებთ - შეგვძენს თუ არა ეს ახალ გამოცდილებას 🔍
მაკდონალდსის სარეკლამო რგოლი ჩვენთვის საინტერესო სწორედ ამ კუთხით იყო - რამდენიმე წამიანი კადრისთვის ქალაქის წუთნახევრიანი 3D მოდელირება და ფონური ანიმაცია დაგვჭირდა 🎞️
დეტალებზე ზრუნვა და ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის AI-ის ინტეგრაცია გვაძლევს საშუალებას თხრობა გახდეს მდიდარი, განსხვავებული და დამაჯერებელი, სწორედ ეს გვაინტერესებს ყველაზე მეტად - ვიპოვოთ ახალი გზები, რათა ემოცია და ამბავი მაყურებლამდე სრულყოფილად მივიტანოთ ❤️

სრული ვიდეოს სანახავად 👇
https://www.facebook.com/share/v/1BLrBQDrAM/

26/05/2025

ამბავს, რომელსაც დამოუკიდებლობის დაცვა ჰქვია, ჩვენ რუსთაველზე შეურიგებელი წინააღმდეგობით ვქმნით ✊
გვჯერა, რომ ეს წინააღმდეგობაა, რომლის საფუძველიც შოთამ სიყვარულისა და მეგობრობისთვის მიძვღნილი ყველაზე დიდი წიგნით შექმნა, ილიამ და მისმა თაობამ ხორცი შეასხა, მარომ საკუთარი სიცოცხლე შესწირა, ანწუხელიძეს კი ოჯახი დაატოვებინა და ამ ბრძოლის უკვდავ, მარადიულ სიმბოლოდ აქცია 🇬🇪

ეს ყველაფერი ჩვენშია, დღეს ჩვენ ვქმნით საქართველოს დამოუკიდებლობას, ახლა ჩვენი ბრძოლის ჯერია და ამბავი კრეატორსისთვის ეს ბრძოლა რუსთაველს მხოლოდ მაშინ ცდება, როდესაც მის გასაგრძელებლად სხვა მედიუმს ვპოულობთ და ჯიუტად, დაჟინებით და მთელი გულით ვქმნით იმას, რაც ამ გზაზე კიდევ ერთ ნაბიჯს წინ გადაგვადგმევინებს ❤️

ამ ვიდეოზე მუშაობისას კი ვგრძნობდით, რომ ამ გზაზე ზურგს გვიმაგრებს უზარმაზარი მემკვიდრეობა და დამოუკიდებლობა დღეს ჩვენი დასაცავია 🇬🇪
ყველაფერი კი რასაც გულწრფელად გავაკეთებთ, აუცილებლად მიაღწევს მიზანს ✊

დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს! 🇬🇪

პარტნიორი: Industria PMC

13/05/2025

ევროპის დღე ექსპო ჯორჯიაში შოუთი "ეს ქვეყანა შენია" ავღნიშნეთ 🇪🇺
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ევროპულ ამბავს ერთად ვქმნით 🇬🇪
European Union in Georgia

"ეს ქვეყანა შენია" - არის ის, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.ამბავი, რომლის დავიწყებაც არ შეიძლება🇬🇪გელოდებით 9 მაისს, ექ...
08/05/2025

"ეს ქვეყანა შენია" - არის ის, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.
ამბავი, რომლის დავიწყებაც არ შეიძლება🇬🇪

გელოდებით 9 მაისს, ექსპო ჯორჯიაში, სადაც ამ ამბავს აუდიო-ვიზუალური შოუთი მოგიყვებით.

დეტალები 👇
https://www.facebook.com/share/19URQ5vdeC/?mibextid=wwXIfr

პროექტზე "ეს ქვეყანა შენია" გასულ წელს ვიმუშავეთ, მანამ სანამ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ყველას ერთად მოგ...
29/04/2025

პროექტზე "ეს ქვეყანა შენია" გასულ წელს ვიმუშავეთ, მანამ სანამ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ყველას ერთად მოგვიწევდა ქუჩაში გასვლა და საკუთარი პროტესტის ამ ფორმით დაფიქსირება ✊

რამდენადაც ჩვენი მთავარი მისია ამბის თხრობაა, ამიტომ გვინდა ეს ამბავი მოვყვეთ ევროპის დღეზეც 9 მაისს 🇪🇺

გელოდებით ექსპო ჯორჯიაში, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ის მნიშვნელოვანი ღირებულებები, რომლებიც გვაერთიანებს ევროპასთან, როგორც საერთო ფასეულობების გარშემო გაერთიანებული ერების ერთობასთან 🇪🇺

"ეს ქვეყანა შენია" არის ის ძირითადი სათქმელი და ის მთავარი ამბავი, რომლის დავიწყებაც არ შეიძლება ✊სწორედ ამიტომ აუდიო-ვიზუალური გამოფენა გვიყვება ამბავს პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციიდან, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებიდან დღემდე, სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციის როლსა და მნიშვნელობაზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისა და განტკიცების საქმეში

ღონისძიების დეტალები: https://eu4georgia.eu/ka/evropis-dge-2025-agenda-pavilion-3/

21/02/2025

Ambavicreators-ის მისია ამბების თხრობაა, ქვეყნის მთავარ ამბავს ახლა რუსთაველზე, თქვენთან ერთად ვწერთ ✊🏼 გვინდა რომ ამ ბრძოლაზე მოვყვეთ და შევქმნათ აუდიო-ვიზუალური შოუ "თავისუფლების 100 დღე".

🗣️გვჭირდება მოქალაქეების, ფოტოგრაფების, ვიდეოგრაფების, ტელევიზიების და ონლაინ მედიების დახმარება, რათა მოგვცეთ თქვენ მიერ გადაღებული მასალის გამოყენების უფლება და თავად მასალაც. შოუ ვიზუალურად გვინდა ასახავდეს ყველა ძირითად ამბავს, რომელიც ამ 100 დღის განმავლობაში ერთად გადაგვხდა.

📷 მსურველებს, ვისაც გაქვთ ფოტო და ვიდეო მასალა, გთხოვთ გამოგვეხმაურეთ, მოგვწერეთ და ერთად შევქმნათ ეს აუდიო-ვიზუალური შოუ. ერთად მოვყვეთ ჩვენი ბრძოლის 100 დღეზე.

მასალა მოგვაწოდეთ ✉️[email protected]

მადლობა მეგობრობისთვის ❤️

28/12/2024

ეს არის ბოლო პროექტი, რომელზეც ამბავი კრეატორსმა ვიმუშავეთ, "ეს ქვეყანა შენია" აუდიო-ვიზუალური შოუა, რომელიც ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციასთან "სამოქალაქო უფლებების ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით შევქმენით.

მიუხედავად იმისა, რომ შოუ პირდაპირ ეხმიანება დღევანდელ მოვლენებს და გვიყვება დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს დაბადებაზე და ამ პროცესში საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლზე, მიგვაჩნია, რომ ახლა ეს ქვეყანა დასაცავია და სხვა აღარაფრისთვის რჩება ადგილი.

ჩვენი მისია ამბების თხრობაა, რადგან გვჯერა, რომ ყველაზე დიდი ძალა, სწორად მოთხრობილ ამბავს აქვს. თუმცა ახლა ჩენი ქვეყნის მთავარი ამბავი თბილისისა და სხვა ქალაქებისა თუ სოფლების ქუჩებში იწერება და ამ ამბავს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი ქმნის.

სწორედ ამიტომ 2 დეკემბრიდან ჩვენ სრულად შევაჩერეთ საქმიანობა და ამ ამბავს თქვენთან ერთად ქუჩაში ვწერთ. ჩვენი სოლიდარობა რეჟიმის ყველა პატიმარს, ყველას, ვინც დასაჯეს, აწამეს, შეურაცხყვეს სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულისთვის. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ახალ, თავისუფალ, დემოკრატიულ, ჭეშმარიტად ევროპულ საქართველოში ან აღარასოდეს შევხვდებით, რადგან ჩვენ არასოდეს ჩავდგებით თავისუფლების მტრების სამსახურში. ჩვენ არასოდეს გამოვიყენებთ თხრობის ძალას ტირანიის სასარგებლოდ.

ეს ვართ ჩვენ - ამბავი კრეატორსი და ამ ბრძოლაში ბოლომდე ვიდგებით ქართველი ხალხის გვერდით. 🇬🇪🇪🇺

ამბავი კრეატორსის მთავარი მისია ამბების თხრობაა და ჩვენი მეგობარი მზიურის კაფის მხარდასაჭერად გადავწყვიტეთ მისი ამბავიც ...
22/10/2024

ამბავი კრეატორსის მთავარი მისია ამბების თხრობაა და ჩვენი მეგობარი მზიურის კაფის მხარდასაჭერად გადავწყვიტეთ მისი ამბავიც მოგვეყოლა. უფრო სწორად, თავად შენობა აგვემეტყველებინა და ასეც მოვიქეცით.✨

🏡შაბათს, 19 ოქტომბერს, შენობა გაცოცხლდა, ამეტყველდა და თავის ამბავს მის მხარდასაჭერად მოსულ, თუ უბრალოდ მისი ამბით დაინტერესებულ ადამიანებს მოუყვა.

#მზიურიხარშენ! ❤️

მეგობრების გვერდში დგომა მნიშვნელოვანი ამბავია 🥳და ამ ამბავში ჩვენი მონაწილეობა დიდი გამოწვევა 🤝მზიურის კაფის ამბავს წაი...
17/10/2024

მეგობრების გვერდში დგომა მნიშვნელოვანი ამბავია 🥳

და ამ ამბავში ჩვენი მონაწილეობა დიდი გამოწვევა 🤝

მზიურის კაფის ამბავს წაიკითხავთ აქ 👇

ჩვენ შექმნილ აუდიოვიზუალურ შოუს კი ნახავთ შაბათს 19:30 ზე 🗓️
მზიურში შევხვდებით 🥰

ავტორი: თამარ როდონაია __________________ თუ მზიურის კაფეს სტუმარი აქამდე არ ყოფილხართ, სავარაუდოდ, მის შესახებ გსმენიათ და .....

04/10/2024

საქართველოში პირველი კუბის ფორმის პროგრამირებადი განათება და მისი სამართავი პროგრამა შევქმენით✅

🔸კუბის ფორმის განათება უზარმაზარი ეკრანია, სადაც თითოეული ნათურა გამოყენებულია, როგორც ეკრანის პიქსელი და შესაბამისად მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც განათებად, ისე 3D ეკრანად.
თქვენ ირჩევთ ყველა ფერს, ნათების ინტენსივობას, თანმიმდევრობას და მართავთ სპეციალურად თქვენთვის დაწერილი პროგრამით.
ამ ფორმით უფრო მასშტაბურად და ეფექტურად შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი თავი და მოყვეთ საკუთარ ამბავს. ✨

განხორციელებული პროექტი "ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი" ✅ფესტივალის ფარგლებში კონფერენციისთვის სხვადასხვა ინსტალაციე...
29/09/2024

განხორციელებული პროექტი "ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი" ✅

ფესტივალის ფარგლებში კონფერენციისთვის სხვადასხვა ინსტალაციები შევქმენით:

🎞️ფილმი, რომელიც ამბად ყვებოდა ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის შესახებ

🎮 Multiplayer ინტერაქციული სახალისო თამაში - ფრინველების დაკვირვების სიმულაცია

🕊️ინსტალაცია, რომელმაც შესაძლობლობა მოგვცა, რომ შენობაში კონფერენციის მონაწილეების თავზე ფრინველებს ეფრინათ

25/07/2024

ხელოვნური ინტელექტი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ წარმოუდგენლად რეალისტური, მაგრამ ყალბი კადრები შევქმნათ.

ჩვენ AI-ს გამოყენებით ალბერტ აინშტაინი ავალაპარაკეთ და ინტერაქციული ინსტალაცია შევქმენით.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ambavicreators posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Ambavicreators:

Share