NATO in Georgia

NATO in Georgia NATO Liaison Office (NLO) Georgia Our Head of the Office is Alexander Vinnikov and Colonel Rusen Abidinoglu is the NATO Military Liaison Officer.

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში (NLO) ოფიციალურად 2010 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა. ჩვენ წარმოვადგენთ ნატოს საქართველოში, ხელს ვუწყობთ პოლიტიკურ/სამხედრო დიალოგს და პრაქტიკულ თანამშრომლობას ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას გახდეს ალიანსის წევრი.

სამეკავშირეო ოფისის გუნდი შედგება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პროფესიონალებისგან ნატო-ს წევრი ქვ

ეყნებიდან, რომლებიც მზად არიან იმუშაონ ნატოსა და საქართველოს პარტნიორობის გასაღრმავებლად. ნატო-ს მისიის ხელმძღვანელია ალექსანდრე ვინიკოვი, ხოლო ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი გახლავთ პოლკოვნიკი რუშენ აბიდინოღლუ. ალექსანდრე ვინიკოვი და პოლკოვნიკი აბიდინოღლუ წარმოადგენენ ნატოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სრულიად სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანისა და სომხეთის ჩათვლით.
____________________

NATO Liaison Office (NLO) in Georgia was formally opened on 1 October 2010. Our mission is to represent NATO in Georgia, facilitate political/military dialogue and practical cooperation under the NATO-Georgia Commission in support of Georgia's efforts to join the Alliance. The Head of the Office also serves as the NATO Liaison Officer for the South Caucasus, covering both Armenia and Azerbaijan as well. The NLO team consists of professionals both from Allied nations and Georgia, who are committed to take the Alliance’s agenda in Georgia forward.

28/08/2025
🔵 11 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელობით ჩატარდა „ნატოს საზაფხულო სკოლა 2025“, სად...
18/08/2025

🔵 11 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელობით ჩატარდა „ნატოს საზაფხულო სკოლა 2025“, სადაც მონაწილეებმა საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, მიმოიხილეს ნატოსთან დაკავშირებული საკითხები და იმსჯელეს ალიანსის როლზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ხუთდღიანი ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა ნატოს, მისი ღირებულებებისა და მიზნების შესახებ. ასევე მიიღეს ინფორმაცია ნატოს პრაქტიკული თანამშრომლობის ინსტრუმენტების შესახებ სომხეთსა და აზერბაიჯანში, ისევე როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის შესახებ საქართველოში.

მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ რუმინეთისა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოების (ნატოს საკონტაქტო საელჩოები საქართველოში), ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნიდერლანდების საელჩოების წარმომადგენლებს. ამავდროულად საზაფხულო სკოლის ფარგლებში ფინეთის ელჩმა ისაუბრა ფინეთის ნატოში გაწევრიანების გზაზე.

📍საზახულო სკოლას აგრეთვე დაესწრო სტრატეგიული კომუნიკაციების ოფიცერი ნატოს შტაბ-ბინიდან, რომელმაც მონაწილეებს გააცნო ნატოს ინფორმაციულ საფრთხეებთან გამკვლავების სტრატეგია. ლექციებთან ერთად, საზაფხულო სკოლის მონაწილეებს აგრეთვე ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ პრაქტიკულ სიმულაციებსა და სავარჯიშოებში მიეღოთ მონაწილეობა, სადაც თეორიული ცოდნა პრაქტიკაში დანერგეს და მიიღეს ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

საზაფხულო სკოლა დასრულდა სასწავლო ვიზიტით ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), რომელიც მდებარეობს კრწანისში.

_________________

🔵 From 11 to 15 August, the NATO Liaison Office in Georgia organised a “NATO Summer School 2025”, where participants from Georgia, Armenia and Azerbaijan gathered to discuss topics related to NATO and its role in the South Caucasus region. During the intensive five-day programme, participants deepened their knowledge about NATO, its values and goals, and enhanced their understanding of NATO’s practical cooperation instruments in Armenia and Azerbaijan, as well as the Substantial NATO-Georgia Package and the NATO-Georgia Professional Development Programme.

Participants had the opportunity to hear from representatives of the Embassies of Romania and the United Kingdom (NATO’s Contact Point Embassies in Georgia), as well as of the Embassies of the Netherlands and the United States. The Summer School also included a presentation by the Ambassador of Finland to the South Caucasus, who discussed Finland’s accession path to NATO.

📍 Furthermore, a Strategic Communications Officer from NATO HQ delivered a presentation on NATO’s approach to countering information threats. Apart from engaging lectures, the Summer School participants also had the opportunity to take part in practical simulation exercises and workshops, putting their knowledge into practice and gaining first-hand insight how the decision-making process works during North Atlantic Council discussions.

The Summer School concluded with a study visit to the NATO-Georgia Joint Training and Evaluation Centre (JTEC), located in Krtsanisi.

British Embassy Tbilisi Ambasada României în Georgia / Embassy of Romania to Georgia US Embassy Tbilisi, Georgia Embassy of the Netherlands in Georgia The NATO-Georgia Professional Development Programme PDP

“მივესალმებით სომხეთსა 🇦🇲 და აზერბაიჯანს 🇦🇿 შორის მშვიდობის უზრუნველსაყოფად მიღწეულ პროგრესს და მადლობას ვუხდით აშშ-ის პ...
09/08/2025

“მივესალმებით სომხეთსა 🇦🇲 და აზერბაიჯანს 🇦🇿 შორის მშვიდობის უზრუნველსაყოფად მიღწეულ პროგრესს და მადლობას ვუხდით აშშ-ის პრეზიდენტს მისი წვლილისთვის. აღნიშნული, ნორმალიზაციის პროცესისა და რეგიონული უსაფრთხოებისკენ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ნატო გააგრძელებს თანამშრომლობას პარტნიორებთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან.” - ნატოს პრეს სპიკერი

“დღეს როდესაც ქართველები რუსეთთან 2008 წლის ომის [17] წლის თავს აღნიშნავენ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას საქა...
07/08/2025

“დღეს როდესაც ქართველები რუსეთთან 2008 წლის ომის [17] წლის თავს აღნიშნავენ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.” - ნატოს პრეს სპიკერი.

🔵 გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც განაცხადი შემოიტანა ნატოს 2025 წლის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად! ...
01/08/2025

🔵 გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც განაცხადი შემოიტანა ნატოს 2025 წლის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად! ჩვენ მივიღეთ დიდი რაოდენობის აპლიკაცია და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამდენი ნიჭიერი და მოტივირებულ ახალგაზრდა დაინტერესდა მონაწილეობით.

საზაფხულო სკოლისთვის შერჩეულ მონაწილეებს უკვე დავუკავშირდით. წარმატებას ვუსურვებთ ყველას მომავალ აკადემიურ და პროფესიულ საქმიანობაში და მოვუწოდებთ, რომ თვალი ადევნონ ჩვენს შემდგომ შესაძლებლობებს!

________________

🔵 We would like to thank everyone who applied for the NATO Summer School 2025. We have received an outstanding number of applications and we greatly appreciate that so many talented and motivated young students expressed interest.

We have already contacted the selected participants for the Summer School. We wish everyone best of luck in their future academic and professional endeavors and encourage you to stay tuned for further opportunities!

🔵 29 ივლისს შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტის ფარგლებში ნატოს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური და სახალხო დიპლომატიის გუნ...
30/07/2025

🔵 29 ივლისს შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტის ფარგლებში ნატოს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური და სახალხო დიპლომატიის გუნდის ხელმძღვანელმა გვანცა ლოლაძემ გერმანელი და ქართველი სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა და მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - „რბილი და ხისტი ძალის დაკავშირება: ევროკავშირისა და ნატოს როლი შავი ზღვის უსაფრთხოებაში“.

გვანცა ლოლაძემ ისაუბრა ნატოს მიდგომებზე შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით და ხაზი გაუსვა რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ალიანსისთვის. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში.

შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი, სახელწოდებით „ცვლილებები: კონფლიქტის დინამიკისა და ევროპული ტრანსფორმაციის შესწავლა შავი ზღვის რეგიონში“, ორგანიზებული იყო ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა მიერ.
__________________

🔵 On 29 July, Gvantsa Loladze, Head of the Political and Public Diplomacy team at the NATO Liaison Office in Georgia, delivered a lecture for German and Georgian students and joined a panel discussion on “Bridging Soft and Hard Power: EU and NATO Roles in Securing the Black Sea” as part of the Black Sea Summer University.

In her remarks, she presented NATO’s approach to Black Sea security, emphasised the region’s strategic importance for the Alliance, and highlighted Georgia’s role within the Black Sea security architecture.

The Black Sea Summer University, titled "Shifting Tides: Exploring Conflict Dynamics and European Transformation in the Black Sea Region," was organised by Humboldt University of Berlin, in partnership with Ivane Javakhishvili Tbilisi State University.

17/07/2025

📢ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა აცხადებს საბუთების მიღებას სტაჟიორის პოზიციაზე.

❗️ვეძებთ ნიჭიერ და მოტივირებულ სტაჟიორს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

👉სააპლიკაციო პროცესისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=651535

----
📢NATO-Georgia Professional Development Programme (PDP) announces Internship programme.

❗️We are looking for a talented and motivated intern, who will actively participate in planning and implementing various activities of the programme.

👉For more information on the application process and qualification requirements, please visit the following link: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=651535

🔵 2025 წლის 8 ივლისს, ნატოს სამეკავშირეო ოფისმა უმასპინძლა წეროვნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში მცხოვრებ ახ...
10/07/2025

🔵 2025 წლის 8 ივლისს, ნატოს სამეკავშირეო ოფისმა უმასპინძლა წეროვნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში მცხოვრებ ახალგაზრდთა ჯგუფს. შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.

ვიზიტის დროს მონაწილეები გაეცნენ ნატოს მისიას, ძირითად ღირებულებებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მასშტაბებს. სესიას უძღვებოდნენ პოლიტიკური და სახალხო დიპლომატიის გუნდის წარმომადგენლები, რომლებმაც ასევე ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების ჩართულობის შესაძლებლობებს.

✅ ვიზიტი მოიცავდა სიმულაციურ სავარჯიშოს ნატოს გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ. სავარჯიშოს დროს მონაწილეებმა ერთი დღით ნატოს გენერალური მდივნის როლი მოირგეს. მათ ჩამოაყალიბეს ძირითადი პრიორიტეტები, რომლებსაც გენერალური მდივნის ადგილას გაატარებდნენ და ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება, კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესება და ალიანსში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა.

____________________________________

🔵 On 8 July 2025, the NATO Liaison Office in Georgia welcomed a youth group from the Tserovani Internally Displaced Persons (IDP) Settlement. The meeting was facilitated by the Mtskheta-Mtianeti Regional Hub.

During the visit, participants were introduced to NATO’s mission, core values, and the scope of NATO–Georgia cooperation. The session was led by representatives from the Political and Public Diplomacy team who also highlighted various youth engagement opportunities.

✅ The visit included a simulation exercise replicating NATO’s decision-making process, during which participants took on the role of the NATO Secretary General for a day. As part of the exercise, they identified key priorities they would pursue in that role, including strengthening collective defence, enhancing cyber security, and increasing youth engagement within the Alliance.

🔹 30 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიება “ტრენინგი, კვლევა და განათლება - კრიტიკული ინფრასტრუქტ...
02/07/2025

🔹 30 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიება “ტრენინგი, კვლევა და განათლება - კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოებისთვის” ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. აუდიტორიას გახსნითი სიტყვით მიმართა გვანცა ლოლაძემ, ნატოს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკისა და სახალხო დიპლომატიის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

აღნიშნული ტრენინგი ნატოს პროგრამა - მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ATC (Advanced Training Course)-ის ფარგლებში იმართება და ორგანიზებულია პოლონეთის ეროვნული ბირთვული კვლევების ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საგანმანათლებლო და კვლევითი ქსელების ასოციაციის მიერ.

📌 ერთი კვირის განმავლობაში კიბერუსაფრთხოების წამყვანი სპეციალისტები 18 ქვეყნიდან: საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ევროკავშირიდან და ნატოს პარტნიორი სხვა ქვეყნებიდან ლექციებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს ჩაატარებენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და კიბერშეტევებისგან თავდაცვის შესახებ.

ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს გააძლიეროს საკუთარი შესაძლებლობები და გააღრმავოს საერთაშორისო თანამშრომლობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის კვლევის, განათლებისა და ლაბორატორიული მუშაობის მიმართულებით, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის უახლესი მიღწევების გათვალისწინებით.

______________________

🔹 On 30 June, the event “Training, Research and Education – for Critical Infrastructure Cybersecurity” was officially opened at Ivane Javakhishvili Tbilisi State University, with the participation of cyber security experts from Georgia and abroad. Gvantsa Loladze, the Head of the Political and Public Diplomacy at NATO Liaison Office in Georgia, addressed the audience during the welcome ceremony.

The training is being held as part of the NATO Science for Peace and Security Programme’s Advanced Training Course (ATC), organised jointly by the Polish National Centre for Nuclear Research, Ivane Javakhishvili Tbilisi State University, and the Georgian Research and Educational Networking Association.

📌 Over the course of the week, leading cyber security specialists from 18 countries, including Georgia, the United States, Canada, the European Union and other NATO partner nations, will deliver lectures and practical exercises focused on strengthening critical infrastructure and defending against cyber-attacks.

The training aims to support Georgia in strengthening its capabilities and enhancing international cooperation in critical infrastructure research, education, and laboratory work, while incorporating the latest developments in artificial intelligence

🎉 ვაცხადებთ მიღებას ნატოს 2025 წლის საზაფხულო სკოლაში!🔹 ვიწვევთ ახალგაზრდა პროფესიონალებს საქართველოდან, სომხეთიდან და ა...
01/07/2025

🎉 ვაცხადებთ მიღებას ნატოს 2025 წლის საზაფხულო სკოლაში!

🔹 ვიწვევთ ახალგაზრდა პროფესიონალებს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ნატოს საზაფხულო სკოლაში, რომელიც 11-15 აგვისტოს, წინანდალში გაიმართება.

🔹 განაცხადის შემოტანა შეუძლიათ, როგორც სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ უნივერსიტეტში, ასევე კურსდამთავრებულებს (18-დან 23 წლამდე). სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა. ხუთი ინტენსიური დღის განმავლობაში მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ნატოს მისიის, ღირებულებების, სტრუქტურისა და ისტორიის შესახებ. ისინი ასევე შეისწავლიან ნატოსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრაქტიკულ ასპექტებს.

📌პროექტში მონაწილეობის ხარჯებს დაფარავს ნატოს სამეკავშირეო ოფისი.

👉 მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 15 ივლისისა: https://forms.gle/h3Y6Lg34KZsvz1ZD7

____________________

🎉 Call for Applications: NATO Summer School 2025

🔹 We are excited to invite young professionals for the NATO Summer School 2025, taking place from 11 to 15 August in Tsinandali, Georgia.

🔹 The programme is open to students and recent graduates (aged 18–23) from Georgia, Armenia and Azerbaijan.

🔹 Applicants should be currently enrolled in or have recently completed higher education and possess a strong command of English. Over five intensive days, participants will gain a deeper understanding of NATO’s mission, values, structure, and history, as well as the practical aspects of NATO’s cooperation with South Caucasus countries.

📌 Expenses related to participation will be covered by the NATO Liaison Office in Georgia.

👉 Submit your application by 15 July using the following form: https://forms.gle/h3Y6Lg34KZsvz1ZD7

🔵 2025 წლის 24-25 ივნისს ნატოს წევრი ქვეყნების  სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები ჰააგაში ნატოს სამიტზე შეიკრიბნენ.სამ...
26/06/2025

🔵 2025 წლის 24-25 ივნისს ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები ჰააგაში ნატოს სამიტზე შეიკრიბნენ.

სამიტის დროს, მოკავშირეებმა დაამტკიცეს ჰააგის თავდაცვით საინვესტიციო გეგმა, რომლიც ითვალისწინებს მშპ-ს 5%-ის ინვესტირებას თავდაცვაში. წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება, გააფართოვონ ტრანსატლანტიკური თავდაცვის ინდუსტრიული თანამშრომლობა, გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები კოლექტიური უსაფრთხოების გასაძლიერებლად და დადეს პირობა რომ აღმოფხვრიან თავდაცვის სავაჭრო ბარიერებს. „ერთად მოკავშირეებმა საფუძველი ჩავუყარეთ უფრო ძლიერ, უფრო სამართლიან და უფრო ლეტალურ ნატოს. […] ამ გადაწყვეტილებებს დიდ გავლენა ექნება ჩვენს შესაძლებლობაზე, გავაკეთოთ ის, რისთვისაც ნატო დაარსდა - შეკავება და თავდაცვა“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.

მოკავშირეებმა ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი მხარდაჭერა: „ჩვენი მიზანია, უკრაინამ ბრძოლა გააგრძელოს, იმისთვის რომ მან მომავალში მდგრად მშვიდობას მიაღწიოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მშვიდობისკენ სწრაფვაში და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ნატოს წევრობის შეუქცევად გზაზე“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

____________________________

🔵 On 24–25 June 2025, Heads of State and Government from across the Alliance gathered in The Hague for the NATO Summit.

During the Summit, Allies adopted the Hague Defence Investment Plan, committing to invest 5% of GDP in defence. They reaffirmed their commitment to expand transatlantic defence industrial cooperation, harness emerging technologies to advance collective security and pledged to eliminate defence trade barriers. “Together, Allies have laid the foundations for a stronger, fairer and more lethal NATO. […] These decisions will have a profound impact on our ability to do what NATO was founded to do – deter and defend,” highlighted NATO Secretary General, Mark Rutte.

Allies also reiterated their continued support for Ukraine. “Our aim is to keep Ukraine in the fight today, so that it can enjoy a lasting peace in the future. We stand by Ukraine in its pursuit of peace and will continue to support Ukraine on its irreversible path to NATO membership,” stated the NATO Secretary General.

🔹 2 ივნისს პოლონეთის ქალაქ ბიდგოშში, ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელ ცენტრში, ოფიციალურად გაიხსნა კოალიციური მებრძ...
24/06/2025

🔹 2 ივნისს პოლონეთის ქალაქ ბიდგოშში, ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელ ცენტრში, ოფიციალურად გაიხსნა კოალიციური მებრძოლების ურთიერთთავსებადობის კვლევის, ექსპერიმენტების და ანალიზის სამკვირიანი წვრთნა (CWIX25), რომელსაც ნატოს უმაღლესი ტრანსფორმაციის სარდლობა გაუძღვა. CWIX არის ნატოს უმნიშვნელოვანესი წვრთნა ციფრული ურთიერთთავსებადობის შემოწმებისა და გაუმჯობესებისთვის. უფრო კონკრეტულად, იმ სისტემებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის, რომლებიც აკავშირებენ სამეთაურო-საშტაბო შესაძლებლობებს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შორის.

🔹 წელს CWIX25-ში 3000-ზე მეტმა პერსონალმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც 570-ზე მეტი შესაძლებლობა გამოსცადეს შემდეგ ოპერატიულ სფეროებში: სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, კიბერ და კოსმოსური. ტესტირება 18 სპეციალიზებულ მიმართულებას მოიცავდა, მათ შორის მოდელირებასა და სიმულაციას, ლოჯისტიკასა და მედიცინას და მოკავშირე ძალების პოზიციონირების შემოწმების სისტემას (Friendly Force Tracking) .

🔹 CWIX25-ში ორმოცმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორისაა: ნატოს 31 წევრი სახელმწიფო, ნატოსა და ევროკავშირის სამხედრო შტაბი, ხუთი პარტნიორი ქვეყანა (ავსტრია, საქართველო, მოლდოვა, შვეიცარია და უკრაინა) და სამი დამკვირვებელი ქვეყანა (ირლანდია, ერაყი და სამხრეთ კორეა). CWIX25-ში ჩართულობით მონაწილეებმა პირდაპირი წვლილი შეიტანეს ნატოს კიდევ უფრო გაძლიერებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაში ნატოსთვის ციფრული თავსებადობის განვითარების ხელშეწყობით.

🔹 საქართველო აქტიურად იყო ჩართული CWIX25-ის წვრთნებში. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები ნატოს წევრ ქვეყნებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად საკუთარი სისტემების შესამოწმებლად და თანამშრომლობის განსამტკიცებლად მუშაობდნენ. საქართველოს ჩართულობა უზრუნველყოფილი იყო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მხარდაჭერით.

მეტი ინფორმაციის მისაღებად, მიჰყევით ბმულს: https://www.act.nato.int/article/cwix25-starts-jftc/

🔹 On 2 June, CWIX25 (Coalition Warrior Interoperability eXploration, eXperimentation, eXamination eXercise), a three-week exercise led by NATO’s Allied Command Transformation, officially began at the Joint Force Training Centre in Bydgoszcz, Poland. CWIX is NATO’s flagship exercise for testing and enhancing digital interoperability—the systems and technologies that connect command and control capabilities across Allied and Partner nations.

🔹 This year, more than 3,000 personnel took part in CWIX25, testing over 570 capabilities across all five operational domains: land, air, maritime, cyber, and space. Testing covered 18 specialised areas, including Modelling and Simulation, Logistics and Medical, and Friendly Force Tracking.

🔹 Forty nations participated in CWIX25, including 31 NATO Allies, NATO and EU Military Staff, five partner countries (Austria, Georgia, Moldova, Switzerland and Ukraine), and three observer nations (Ireland, Iraq, and South Korea). Through their engagement at CWIX25, nations directly contributed to a stronger NATO and a safer world by unlocking new levels of digital interoperability for NATO.

🔹 Georgia was represented at CWIX25, with representatives from its Ministry of Defence and the Defence Forces working alongside NATO Allies and other partners to test their systems and strengthen cooperation. This participation was supported through the Substantial NATO–Georgia Package (SNGP).

Follow this link to find out more about the CWIX exercise: https://www.act.nato.int/article/cwix25-starts-jftc/

Address

N164, Tsinamdzgvrishvili Street
Tbilisi
0112

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when NATO in Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to NATO in Georgia:

Share