Tabula - ტაბულა

ტაბულა საზოგადოებას სთავაზობს ღია ფორუმს ინფორმირებული დისკუსიებისათვის, რომელიც საზოგადოებრივი ინფორმირებულობისა და ჩართულობის ზრდით დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან საკუთარი პიროვნული, ეკონომიკური და ეროვნული თავისუფლება.

ჩვენი მიზანია, კრიტიკული აზროვნების წახალისებითა და ჟურნალისტიკის პროფესიული სტანდარტების დაცვით, ხელი შევუწყოთ პროდასავლურ ორიენტაციას, პოლიტიკური პლურალიზმისა და თავისუფალი ბაზრის განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას.

"არავის აქვს უფლება, საარჩევნო პროცესში ერთმანეთს ხელი შეუშალონ"
10/09/2025

"არავის აქვს უფლება, საარჩევნო პროცესში ერთმანეთს ხელი შეუშალონ"

ამ დაჯგუფების მხრიდან მსგავსი ძალადობრივი ქმედებები პირველი შემთხვევა არაა. გუშინაც საზოგადოებამ კიდევ ერთხე.....

უკრაინის საზღვრიდან 300 კილომეტრში, ლოძის მუნიციპალიტეტის ქალაქ ოპოჩნოს მახლობლად  დრონი მინდორში იპოვეს.  10 სექტემბერს...
10/09/2025

უკრაინის საზღვრიდან 300 კილომეტრში, ლოძის მუნიციპალიტეტის ქალაქ ოპოჩნოს მახლობლად დრონი მინდორში იპოვეს.

10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა თქვა, რომ NATO-ს გენერალური მდივანი ქვეყნის საჰაერო სივრცის "ობიექტების" მიერ დარღვევისა და მათ წინააღმდეგ ზომების მიღების შესახებ გააფრთხილა.

"ორივე მხრიდან იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება და ბოთლების სროლა [...]გუშინ პოლიცია იყო მოწოდების სიმაღლეზე, როგ...
10/09/2025

"ორივე მხრიდან იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება და ბოთლების სროლა [...]

გუშინ პოლიცია იყო მოწოდების სიმაღლეზე, როგორც ყოველთვის. [...] უამრავი კერა იყო ჩხუბის, უამრავი კანონდარღვევა იყო და შესაბამისად. [...] არ გაგვიცილებია, [დაკავება] ვერ მოხერხდა. [...] იმ კონკრეტულ ვითარებაში რისი გაკეთებაც შეგვეძლო მაქსიმუმი გავაკეთეთ, იმ მომენტში პრიორიტეტი იყო, რომ ვითარება განმუხტულიყო. ბოთლი პირველად კი არ მომხვედრია და დაზიანება არ მიმიღია, უამრავ შემთხვევაზე ვარ ნამყოფი, პოლიციელი ვარ" - ამბობს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილი TV პირველთან.

გუშინ მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის საარჩევნო შტაბთან მოქალაქეები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. შეკრება წინა დღეს, 8 სექტემბერს ქართული ოცნების ტიტუშკების მხრიდან აქციის მონაწილეების, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ძალადობას უკავშირდებოდა

პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი დრონების ნარჩენების პოვნის შესახებ ცნობები ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, არავინ და...
10/09/2025

პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი დრონების ნარჩენების პოვნის შესახებ ცნობები ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა

პოლონური მედია RMF24 ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ლუბლინის სავოევოდოში, ქა....

"ჩვენი მხარდამჭერები და აქტივისტები გუშინ აქ რომ იყვნენ შეკრებილები და ხელები ექავებოდათ, ისე უნდოდათ, გამოსულიყვნენ და ...
10/09/2025

"ჩვენი მხარდამჭერები და აქტივისტები გუშინ აქ რომ იყვნენ შეკრებილები და ხელები ექავებოდათ, ისე უნდოდათ, გამოსულიყვნენ და ნაც-ორკებისთვის, სახედაკარგულები რომ იყვნენ, თავპირი დაელეწათ, ეს იყო ვაჟკაცური საქციელი, ესე რომ ვთხოვეთ ჩვენ, ჩვენმა ლიდერებმა, ესე კაცურად რომ მოიქცნენ და გარეთ არავინ არ გამოცვივდა. [...] ჩვენმა ბიჭებმა მაგრად გაიაზრეს ეს, რომ საქართველოს სჭირდებოდა გუშინ მოთმენა" - ამბობს კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი.

გუშინ მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის საარჩევნო შტაბთან მოქალაქეები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. შეკრება წინა დღეს, 8 სექტემბერს ქართული ოცნების ტიტუშკების მხრიდან აქციის მონაწილეების, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ძალადობას უკავშირდებოდა

"ის ჩართულია საზოგადოების დაპირისპირების წახალისებაში, ექსტრემიზმის გაღვივებაში"
10/09/2025

"ის ჩართულია საზოგადოების დაპირისპირების წახალისებაში, ექსტრემიზმის გაღვივებაში"

რაც შეეხება გერმანიის ელჩს, ამ ადამიანს ელჩი უწოდო, შეიძლება, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა და საელჩოებისთვის ....

NATO-ს პრესსპიკერის, ელისონ ჰართის თქმით, NATO-ს გენერალური მდივანი პოლონეთის ხელისუფლებასთან კავშირზეა და ალიანსი მჭიდრ...
10/09/2025

NATO-ს პრესსპიკერის, ელისონ ჰართის თქმით, NATO-ს გენერალური მდივანი პოლონეთის ხელისუფლებასთან კავშირზეა და ალიანსი მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებს

NATO-ს პრესსპიკერის, ელისონ ჰართის თქმით, NATO-ს გენერალური მდივანი პოლონეთის ხელისუფლებასთან კავშირზეა და ალიანსი მ.....

სელფი მობაილის ცნობით, ბოლო რამდენიმე თვეში, სელფის ქსელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.“მთელი საქართველოს მასშტაბით დავამა...
10/09/2025

სელფი მობაილის ცნობით, ბოლო რამდენიმე თვეში, სელფის ქსელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.

“მთელი საქართველოს მასშტაბით დავამატეთ 112 ახალი საიტი:
➢ 43 თბილისში
➢ 22 ქვემო ქართლში
➢ 15 შიდა ქართლში
➢ 11 სამეგრელოში
➢ 9 კახეთში
➢ 7 მცხეთა-მთიანეთში
➢ 5 აჭარაში, გურიასა და იმერეთში

გარდა ამისა, ჩავატარეთ ქსელის მოდერნიზაცია, რის შედეგადაც 25%-მდე გავზარდეთ ინტერნეტის საშუალო სიჩქარე.

სელფიში ვზრუნავთ თითოეულ მომხმარებელზე და ამიტომაც ჩვენი #1 პრიორიტეტი ქსელის შემდგომი განვითარებაა. დაელოდეთ კიდევ უფრო სასიამოვნო სიახლეებს – ეს მხოლოდ დასაწყისია” - წერს სელფი.

(რ)

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული - ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნ.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მცენარ...
10/09/2025

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული - ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნ.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 25 ძირი მცენარე "კანაფი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კანაფის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1992 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვ...

"რაც შეეხება გერმანიის ელჩს, ამ ადამიანს ელჩი უწოდო, შეიძლება, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა და საელჩოებისთვის ცოტა შეუ...
10/09/2025

"რაც შეეხება გერმანიის ელჩს, ამ ადამიანს ელჩი უწოდო, შეიძლება, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა და საელჩოებისთვის ცოტა შეურაცხმყოფელი იყოს. ის არ არის ელჩი. ეს ადამიანი ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა. ის ჩვეულებრივ შიდა პოლიტიკურ თემებშია ჩარეული, ჩართულია საზოგადოების დაპირისპირების წახალისებაში, ექსტრემიზმის გაღვივებაში, რათა მოხდეს საზოგადოების გახლეჩა.

ძალიან მძიმეა, როცა სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ერევა. გავიხსენოთ ასევე საპარლამენტო არჩევნები, რა განცხადებებს აკეთებდნენ, რა მოწოდებები კეთდებოდა. ჩვეულებრივ საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები. ხალხმა ამ ადამიანებს, ქართველთმოძულე ვითომ დიპლომატებს შესაბამისი პასუხი გასცა - ისინი საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა". - თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში გერმანიის ელჩზე, პეტერ ფიშერზე

"ჩვენ ვიხილეთ რუსეთის მიერ პოლონეთისა და ევროპის საჰაერო სივრცის დაუდევარი და უპრეცედენტო დარღვევა. ევროპა სრულ სოლიდარო...
10/09/2025

"ჩვენ ვიხილეთ რუსეთის მიერ პოლონეთისა და ევროპის საჰაერო სივრცის დაუდევარი და უპრეცედენტო დარღვევა. ევროპა სრულ სოლიდარობას უცხადებს პოლონეთს" - ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსული დრონების უპრეცედენტო რაოდენობამ დაარღვია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჰაერო სამიზნეები ჩამოაგდეს.

შეიარაღებული ძალების ოპერატიული მეთაურის ბრძანებით, თავდაცვითი ზომები დაუყოვნებლივ იქნა მიღებული.

ბელარუსის თავდაცვის მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთი და ლიტვა "გზააბნეული" დრონების შესახებ გააფრთხილეს, თ...
10/09/2025

ბელარუსის თავდაცვის მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთი და ლიტვა "გზააბნეული" დრონების შესახებ გააფრთხილეს, თუმცა მას არ აღუნიშნავს, რომ დრონები რუსეთს ეკუთვნოდა

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ გასულ ღამეს პოლონეთი და ლიტვა "გზააბნეული" დრონების შესახებ .....

Address

Tbilisi

Telephone

+995322420300

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tabula - ტაბულა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Tabula - ტაბულა:

Share