GEORGIAN PRESS - ჯორჯიან პრესი

GEORGIAN PRESS - ჯორჯიან პრესი ახალი ამბების სააგენტო Georgian PRESS - "ჯორჯიან პრესი"

ახალი ამბების სააგენტო "ჯორჯიან პრესი" - ყოველდღიური ამბები

News Agency Georgian Press - Daily news online

⚽❤️ხვიჩა კვარაცხელია და ლიონელ მესი📷Geo Team©️
29/06/2025

⚽❤️ხვიჩა კვარაცხელია და ლიონელ მესი

📷Geo Team©️

⚽პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა⚽მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გამართული მატჩი პსჟ-ს...
29/06/2025

⚽პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა

⚽მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გამართული მატჩი პსჟ-სა და ინტერ მაიამის შორის, პარიზელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

⚽ატლანტას „მერსედეს ბენც-არენაზე“ გამართულ შეხვედრაში პარიზელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. მე-6 წუთზე გათამაშებული შეტევა ჟოაო ნევეშმა თავური დარტყმით დააგვირგვინა.

⚽ფრანგები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში მეტოქეს ერთი მომენტის შემქნის საშუალებაც არ მისცეს, თავად კი ნევეშის დუბლით (39), ტომას ავილესის ავტოგოლით (44) და აშრაფ ჰაკიმის (45+3) ზუსტი დარტყმით შესვენებამდე 4:0 დაწინაურდნენ.

🔴ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონია🔴ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონ...
29/06/2025

🔴ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონია

🔴ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონია. ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიის სახელით გამომსვლელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა. სატიტულო ბრძოლაში ოქტაგონზე თოფურიამ მეტოქე პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

🔴ილია თოფურია 2024 წლის თებერვალში ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ UFC-ს ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა. აღნიშნული ტიტული მან ოქტომბერში მაქს ჰოლოვეისთან შეხვედრაში დაიცვა.

🔴28 წლის ქართველი მებრძოლი შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 17 შეხვედრის შემდეგ დაუმარცხებელია, ხოლო უშუალოდ ორგანიზაცია UFC-ში ეს მისთვის ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იყო, მან შვიდი შეხვედრა ვადაზე ადრე მოიგო.

🔴შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს UFC-ს სუპერმსუბუქი (61კგ) წონის ქამარი ამერიკელ შონ ო’მალისთან გამარჯვების შემდეგ წარმატებით დაიცვა მერაბ დვალიშვილმა და ამჟამად მამაკაცთა შორის ორგანიზაციის შვიდი წონითი კატეგორიიდან ორის ჩემპიონი ქართველია.

🔴გილოცავთ, შვიდი თვე შეუსრულდა უწყვეტ პროტესტს, ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა, გეგმა არი...
29/06/2025

🔴გილოცავთ, შვიდი თვე შეუსრულდა უწყვეტ პროტესტს, ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა, გეგმა არის ერთობა -სალომე ზურაბიშვილი

🔴ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ არარსებული გეგმა, გეგმა არის ერთობა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

🔴ზურაბიშვილის თქმით, შექმნილ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ერთობა და სადაც ერთობაა, იქ არის თავად და არსად სხვაგან.

🔴სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისი ერთადერთი ამბიციაა, ერთობით ეს ქვეყანა გადაარჩინონ.

🔴„დავიწყებ იმით, რომ უნდა მოგილოცოთ, უნდა მოგილოცოთ, რომ შვიდი თვე შეუსრულდა უწყვეტ პროტესტს. ვერაფერი ვერ გაუკეთეს პროტესტს. ვერანაირად ვერ დაშალეს. ვერანაირად ვერ შეასუსტეს. შვიდი თვე უწყვეტად გრძელდება პროტესტი და ამ ვითომცდა ძალიან ძლიერმა რეჟიმმა, რომელიც ყოველდღიურად იმუქრება, ვერც დააშინა და ვერც დაშალა. ვერაფერი ვერ გაუკეთა. შვიდი თვეა, გრძელდება პროტესტი და ამ პროტესტში ძალიან მაღალი ფასი გადაიხადეთ თქვენ. მინდა, მივესალმო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს თავიანთი ციხიდან გვიყურებენ და იმედოვნებენ, რომ ჩვენ, როგორც ვიყავით, დღესაც ასე შეკრულები ვიქნებით და ვიქნებით, ვიდრე ისინი არ გამოვლენ. ესეიგი, ვიდრე რეჟიმი არ ჩამოიშლება. მინდა, მათ ჩვენი თანადგომა, სიყვარული და პატივისცემა გადავცეთ დღეს ყველამ. ეს რადგან არ ეყოთ, შემდეგ გადავიდნენ პოლიტიკურ პარტიებზე და მათ ლიდერებზე, მაგრამ ამანაც ვერავინ ვერ შეაშინა და მათაც გადავცეთ ჩვენ დღეს ჩვენი ყველასი სოლიდარობა. რეჟიმი ვერ იმარჯვებს, ეს ხომ ჩანს თქვენი აქ დგომით. ჩვენი პასუხი მათ ქმედებებზე არის სწორედ ერთი და მხოლოდ ერთი, ეს არის ერთობა. სხვა პასუხი ვერც გვექნება. ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა და გეგმა იქნება ხვალ, ზეგ ერთობა, ვიდრე ჩვენ ვერ მივაღწევთ შედეგს და შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა, სრული უნდობლობა, ვიღაცის ჩამოშორება, რაღაც გაუგებარი წმენდები, კორუფციაზე თემის ამოწევა, რათა კიდევ ვიღაცები ჩამოიშორონ, მათთვის სრულიად გაუგებარი მდგომარეობა, მაგრამ ეს არის ჩვენთვის გასაგები, რადგან ეს არის ჩვეულებრივი, კლასიკური დიქტატურის და დიქტატურული რეჟიმების ბოლო ეტაპი და ეს არის თქვენი გამარჯვება.

🔴მათი რეალური დღევანდელი მდგომარეობა არის სისუსტე, დაშლა, ჩამოშლა და ეს ჩვენ უნდა დავინახოთ კარგად, რომ ჩვენში არ ჩაიბუდოს რაღაც იმედგაცრუებამ, რომელიც არის მათგან წამოსული. თუ თვითონ ვეღარ ძლიერდებან, უნდათ, ჩვენ დაგვასუსტონ და როგორ გვასუსტებენ – ლიდერები ჩამოაშორეს, ცდილობენ, ერთი მეორეს დააჯახონ პარტიები. პლატფორმა არსებობს და პლატფორმის გამარჯვებაა, რომ დღემდე არსებობს, ყველაფრის მიუხედავად, რასაც ცდილობენ ღია და ფარული ხერხებით. ახლა რაღაცნაირად ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას. არაუშავს, ესეც არ გამოუვათ, რადგან არაფერი აღარ გამოუვათ, თუ ჩვენ ვიქნებით ყველანი ერთად. პასუხი ყველაფერზე არის ერთობა, ერთობა არის გამარჯვება, გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც ბოიკოტით, არც შიმშილობით, არც არაფერი სხვა ხერხით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა. ყველა ერთად რომ დავდგებით და წინააღმდეგობა იქნება ერთიანი, ვერავინ ამაში ვერ შეიტანს რამე უთანხმობას. ეს ვიცით, ვგრძნობთ, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვუძლებთ იმას. გასაგებია, რომ სხვადასხვა აზრი უნდა არსებობდეს, აზრებს შორის უნდა იყოს რაღაც დისკუსია, მაგრამ მე თუ მეკითხებით – და ნუ მეკითხებით – ჩემი პოზიცია იმ თუ ამ შემოგდებულ თემაზე რა არის, ჩემი პოზიცია არის მხოლოდ ერთი – სადაც ერთობა არის, იქ ვარ მე და არსად სხვაგან. თუ მეკითხებით, მე რა ამბიცია მაქვს, მე მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ. მე თუ მეკითხებით, სად ვიქნები ხვალ, ვიქნები იქ, სადაც იქნება თქვენი, ჩვენი ყველასი ერთობა, მე სხვა სიტყვა არ ვიცი. მგონი, ჩვენ ყველას კარგად გვესმის ერთმანეთის, რომ არ უნდა მივცეთ იმათ საშუალება, თავიანთი სისუსტე და დაშლა ჩვენი რაღაცა შიდა დაპირისპირებებით გადაფარონ.

🔴ვერ შეძლებენ, თუ ჩვენ ვიქნებით ერთად და თუ ჩვენ გავძლებთ კიდევ რამდენიმე დღე, თუ კვირა, რაც გვაშორებს საბოლოო გამარჯვებიდან. იშლებიან ისინი, ვძლიერდებით ჩვენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

🔴სალომე ზურაბიშვილი ერთობა-გიგი უგულავა🔴„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი უგულავა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე...
29/06/2025

🔴სალომე ზურაბიშვილი ერთობა-გიგი უგულავა

🔴„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი უგულავა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

🔴„სალომე ზურაბიშვილი ერთობა“, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

🔴საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გეგმა არის ერთობა. „ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა და გეგმა იქნება ხვალ, ზეგ ერთობა, ვიდრე ჩვენ ვერ მივაღწევთ შედეგს და შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

🔴სასამართლომ ნიკა მელიას რვა თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა 🔴პარტია „ახლის“ ერთ-ერთ ...
27/06/2025

🔴სასამართლომ ნიკა მელიას რვა თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

🔴პარტია „ახლის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ რვა თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.

🔴გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

🔴სასამართლო სხდომას ნიკა მელია არ ესწრებოდა.

🔴გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელია 25 000 ლარით დაჯარიმდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით წარმოებულ 2019 წლის საქმეზე.

🔴 გივი თარგამაძე დააკავეს -სასამართლომ გივი თარგამაძეს შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა🔴„ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტ...
27/06/2025

🔴 გივი თარგამაძე დააკავეს -სასამართლომ გივი თარგამაძეს შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა

🔴„ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის ყოფილი დეპუტატი გივი თარგამაძე დააკავეს.

🔴სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, გივი თარგამაძე პოლიციის ვაკის განყოფილებაში მივიდა, სადაც სამართალდამცავებმა ბრალდება გააცნეს და დააკავეს.

🔴ამასთან, დაკავებამდე გივი თარგამაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ „დაკავება რუსეთის დაკვეთა იყოს“.

🔴„ახლა გადავალ ვაკის პოლიციაში და იქიდან წამიყვანენ. მიფიქრია საკუთარი უსაფრთხოების საკითხებზე, თუმცა ამის გამო შექმნილი სიტუაციისგან თავის არიდება არ ვარგა. ვნახეთ, თუ გადაწყვიტეს, ასრულებენ. წინა შემთხვევებში მე მაინც გადავრჩი და კიდევ გადავრჩები, მაგრამ უნდოდათ აფეთქება, ამაფეთქეს და მაგის შიშით რაღაცების არგაკეთება არ გამოვა. სოზარ სუბარს ჰქონდა თავის დროზე რუსეთის საგამოძიებო სტრუქტურების შემოშვების სურვილი. საკონსტიტუციო ჩანაწერი არსებობს სხვა ქვეყნისთვის ადამიანის გადაცემაზე. მგონია, ჩემი დაკავება რუსეთის დაკვეთაა, მაქვს უფლება, ასე მეგონოს. ჰააგის სასამართლოში ჩემი ჩვენების საფუძველზეა ხუთი ორდერია გაცემული, ის ხალხი ჯერ არ დაუკავებიათ, მათ არეალში უნდა მოხვდნენ, რომ დააკავონ, ოღონდ ამასობაში ბორისოვი და ჩოჩიევი უფლის არეალში მოექცნენ, სული ამოხდათ. ცინიზმია, რომ ჰააგაში გამარჯვება წულუკიანმა, როგორც იუსტიციის მინისტრმა, თავის გამარჯვებად გამოაცხადა და ახლა პირიქით, აქეთ გვაწვებიან იგივე ადამიანები“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

🔴თბილისის საქალაქო სასამართლომ გივი თარგამაძეს შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა.

🔴„ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის ყოფილ დეპუტატი, გივი თარგამაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.

🔴სასამართლო სხდომას თარგამაძე არ ესწრებოდა.

🔴გივი თარგამაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე 3 აპრილს იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

🔴თბილისის საქალაქო სასამართლომ თარგამაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

🔴 სასამართლომ გიორგი ვაშაძეს შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა🔴"სტრატეგია აღმაშენ...
24/06/2025

🔴 სასამართლომ გიორგი ვაშაძეს შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

🔴"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.

🔴 გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
სასამართლო სხდომას ვაშაძე არ ესწრებოდა.

🔴 გიორგი ვაშაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე 15 აპრილს იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.

🔴თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაშაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

🔴 მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს🔴"ლელოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილე...
23/06/2025

🔴 მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

🔴"ლელოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს.

🔴"ლელოს" ოფისში, სადაც ხაზარაძე და ჯაფარიძე იმყოფებოდნენ, სამართალდამცველები მივიდნენ და მათ ბრალის დადგენილება გააცნეს.

🔴სამართალდამცველებს არ დაუკონკრეტებიათ, „ლელოს“ ლიდერებს ჯერ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანენ, თუ პირდაპირ პენიტენციურ დაწესებულებაში.

🔴 მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს რვა თვით პატიმრობა შეუფარდა, ასევე მათ ორი წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალათ.

🔴" ამ ლამფის შუქზე დაიწერა ქართველთათვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნი: "დედა ენა" -გიორგი კალანდია·🔴 ჩვენი ერთ-ერთი ...
23/06/2025

🔴" ამ ლამფის შუქზე დაიწერა ქართველთათვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნი: "დედა ენა" -გიორგი კალანდია
·

🔴 ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატი, ამ ლამფის შუქზე დაიწერა ქართველთათვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნი: "დედა ენა"❤.

🔴იაკობ გოგებაშვილის კუთვნილება. XIX საუკუნე. ვიქტორიანული ინგლისი. ხელოვნების სასახლის კოლექცია"

Giorgi Kalandia • გიორგი კალანდია©️

Address

ორთაჭალის ქუჩა
Tbilisi
0105

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GEORGIAN PRESS - ჯორჯიან პრესი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to GEORGIAN PRESS - ჯორჯიან პრესი:

Share