10/07/2026
საერთაშორისო დეველოპერული ბრენდი NEXT Property თბილისის ცენტრში ახალ მასშტაბურ პროექტს აანონსებს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციასა და უმაღლესი კლასის საცხოვრებელი სივრცის შექმნას ითვალისწინებს.
Cinema City უნიკალური გეგმარების კომპლექსია, რომლის ცენტრალური ფიგურაც კინოსტუდია "ქართული ფილმის" 1930 წლის ლეგენდარულ კინოპავილიონია.
პროექტი ითვალისწინებს შენობის ავთენტური არქიტექტურული და ისტორიული ელემენტების სრულ შენარჩუნებასა და აღდგენას. ისტორიული ნაგებობის გვერდით უმაღლესი კლასის საცხოვრებელი კომპლექსი აღიმართება, რომლის მშენებლობაც 2029 წელს დასრულდება.
საავტორო უფლება © 2025 Entrepreneur Media, LLC ყველა უფლება დაცულია. Entrepreneur® and its related marks are registered trademarks of Entrepreneur Media LLC