რადიო "შოკოლადი" გმადლობთ, რომ დაინტერესდით რადიო "შოკოლადით"!
Address
პეკინის 36
Tbilisi
0160
Telephone
Website
Alerts
Be the first to know and let us send you an email when რადიო შოკოლადი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.
Contact The Business
Send a message to რადიო შოკოლადი:
Shortcuts
Category
ABOUT რადიო შოკოლადი
გმადლობთ, რომ დაინტერესდით რადიო "შოკოლადით"! "შოკოლადის" გუნდი მოხარულია, რომ წარმოადგენს რადიოს, რომელიც თავისი გამორჩეული ხასიათით, 2012 წლის მარტიდან, მსმენელს ერთგულებით და უშუალობით, 98.5 FM-ზე მასპინძლობს. რადიო "შოკოლადის" FM ტალღაზე მოსმენა თბილისსა და მის შემოგარენშია შესაძლებელი, თუმცა ვრცელ შემოგარენში: დავითგარეჯისა თუ გუდაურის მიმართულებით მგზავრობისას, თქვენ თან გამოგყვებათ რადიო "შოკოლადის" ტალღები. ინტერნეტით კი "შოკოლადი" მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია ხელმისაწვდომი. რადიო "შოკოლადის" მიერ არჩეული მუსიკალური მიმართულებაა ინდი, რომელსაც ქართველმა მსმენელმა ზოგადი სახელი, ალტერნატივა უწოდა. ეს თანამედროვე და პროგრესული მუსიკაა და ვამაყობთ იმით, რომ ქართველ მსმენელს საშუალებას ვაძლევთ, არ ჩამორჩეს დასავლურ მუსიკალურ ტენდენციებს. ასევე, ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ეთერის საშუალებით, ასპარეზს ვუთმობთ თანამედროვე ქართულ ალტერნატიულ მუსიკას და ხელს ვუწყობთ ამ მიმართულების განვითარებას. რადიო "შოკოლადი" სასარგებლო ინფორმაციას ავრცელებს. ჩვენს ეთერში თქვენ ვერ მოისმენთ პროგრამებს, რომლებიც არ გაძლევთ შემეცნების საშუალებას. ჩვენ, მუსიკის გარდა, გვაინტერესებს თანამედროვე არტი და კლასიკური ხელოვნება, არქიტექტურა, ტექნოლოგიები, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ადამიანის უფლებები და ვფიქრობთ, რომ ეს და სხვა მნიშვნელოვანი სფეროები საზოგადოებისთვისაც უნდა იყოს საინტერესო. უკუკავშირი, რაც მსმენელისგან მოდის, ამაში გვარწმუნებს. რადიო "შოკოლადის" ეთერში განხილული საკითხები სწორედ ის მიმართულებებია, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე, დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის. ჩვენთვის, რადიოს გუნდისთვის, "შოკოლადი" არ არის მხოლოდ სამსახური, ის გაცილებით მეტია. ეთერის მუდმივად გაუმჯობესებისთვის, ჩვენ სიამოვნებით დაველოდებით თქვენგან რჩევებსა და მოსაზრებებს © რადიო შოკოლადი Website - http://shokoladi.fm/ Facebook - www.facebook.com/shokoladi/ Instagram - www.instagram.com/radioshokoladifm/?hl=en Youtube - www.youtube.com/channel/UCNGxEt7bDx60ELQsgk75zVg LinkedIn - www.linkedin.com/in/radio-shokoladi-155204141/ Twitter - twitter.com/RadioShokoladi