პეტიტი

პეტიტი გრაფიკული სტუდია, ტიპოგრაფია

საგამომცემლო საწარმო „პეტიტი“ 1995 წელს შეიქმნა. მას იმთავითვე ჰქონდა მძლავრი კომპიუტერული ცენტრი, სადაც მაღალპროფესიულ დონეზე და სწრაფად სრულდებოდა წიგნების დაკაბადონება, რედაქტირება, სურათების დამუშავება, ფერების კორექცია, დიზაინი და ყველა ის სამუშაო, რაც ხარისხიანი ნაბეჭდი პროდუქციის გამოსაშვებად იყო საჭირო. დროთა განმავლობაში გაიზარდა მომხმარებლის მოთხოვნები და „პეტიტმაც“ ნაბეჭდი პროდუქციის

ხარისხის შემდგომი გაუმჯობესებისა და სრულყოფის მიზნით, ერთ-ერთმა პირველმა შეიძინა ფერდამშლელი დანადგარი. შეკვეთების ზრდის კვალდაკვალ, 2004 წელს საწარმომ გერმანიიდან ჩამოიტანა თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესატყვისი საბეჭდი დანადგარები და კიდევ უფრო დახვეწა და გააუმჯობესა ნაბეჭდი პროდუქციის ხარისხი. ასევე, ერთ-ერთმა პირველმა თქვა უარი ფოტოფირებზე, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებისა და მოლაპარაკების შემდეგ შეიძინა და ჩამოიტანა დანადგარი CTP, რომელიც უშუალოდ საბეჭდი ფორმების ლაზერით დასხივების გზით, კიდევ უფრო აუმჯობესებს ნაბეჭდი პროდუქციის ხარისხს. კლიენტებისადმი სერიოზულმა დამოკიდებულებამ და გარანტირებულმა ხარისხიანმა პროდუქციამ განსაზღვრა „პეტიტის“, როგორც საიმედო პარტნიორის, მაღალი რეპუტაცია და შესძინა მას მუდმივი შემკვეთები – საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, საელჩოები, ადგილობრივი გამომცემლობები და კომპანიები.

„პეტიტის“ შემკვეთთა შორის არიან:

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა საქართველოში;

ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში;

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი; გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლობა;

საერთაშორისო მართმადიდებლური ქრისტიანული მოწყალების ორგანიზაცია;

Save The Children International-ის წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში;

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი;

რადიო „თავისუფლება“;

გერმანიის საელჩო საქართველოში;

თურქეთის საელჩო საქართველოში;

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი;

პროკრედიტ ბანკი;

ანსაბლი „რუსთავი“;

ს/ს „წყალი მარგებელი“;

საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS და სხვა.

Address

ოფისი: შარაშიძის ქ. N6; სტამბა: მ
Tbilisi
0102

Alerts

Be the first to know and let us send you an email when პეტიტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category