
18/09/2025
🔴 „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ვიდრე ანა ბუჩუკური ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო შუბლაძის მიმართ „გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის“ საჯარო ბოდიშს არ მოიხდის, „არხი უარს აცხადებს გააშუქოს გახარიას პოლიტიკური პარტიის ნებისმიერი აქტივობა. ასევე, მათ აღარ დაეთმობათ ეთერი ჩვენი არხის პოლიტიკურ გადაცემებში“.
💬 „მე, არხის დირექტორი და ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი არ მოვითმენთ მსგავს დამოკიდებულებას აგრესიული პოლიტიკოსების მხრიდან“, - ამბობს ბაკურ ბაკურაძე.
ანა ბუჩუკურმა „რუსთავი 2“-ი სუს-ის ფილიალად მოიხსენია, ნინო შუბლაძეს კი მსახური უწოდა.
💬 „გუშინ სუს-ის ფილიალის “რუსთავი 2-ის” თანამშრომელს, ქალბატონ ნინო შუბლაძეს ეთერში ნაწყენს უთქვამს, რომ თურმე ჩემზე გაბრაზებულია და რომ თურმე ჟურნალისტებთან ქცევა არ ვიცი.
ამ ფრაზაში ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ქნი შუბლაძე საკუთარ თავს ჟურნალისტს უწოდებს. არა, ქალბატონო ნინო. თქვენ ჟურნალისტი არ ხართ. თქვენ პირადად მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს მაშინდელი პროპაგანდის მსახური იყავით - ადამიანებს რომ აწამებდნენ, ზუსტად მაგ დროს. დღეს ივანიშვილის რეჟიმის მსახური ხართ. ხვალ იმას მოემსახურებით, ვინც მეტს გადაგიხდით. ეს არ არის ჟურნალისტობა“, - წერს ბუჩუკური სოციალურ ქსელში.
📌 ბაკურ ბაკურაძე „რუსთავი 2“-ის დირექტორი ივლისიდან არის. მან 2 თვის უკან თქვა, რომ სურს ტელევიზია „ეროვნული“ იყოს. ბაკურაძე წარსულში „ქართულ ოცნების“ კონცერტებსა და სადღესასწაულო ღონისძიებებს ხელმძღვანელობდა.