ADDA Access

ADDA Access ☀️ თქვენი ბიზნესი ინტერნეტში
SMM/SEO/SEM
(1)

28/06/2024

🌐 ბიზნესის ციფრული პოპულარიზაციის ქვაკუთხედი

▪️SMM - სოციალური მედიის მარკეტინგი - კომპანიის/ბრენდის პოზიციონირება სოციალურ მედიაპლატფორმებზე
▪️SEO - საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია - ვებსაიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემების შედეგების გვერდზე მეტი ორგანული (დაუფინანსებელი) ტრეფიკის მისაღებად
▪️SEM - საძიებო სისტემების მარკეტინგი - ციფრული მარკეტინგის სტრატეგია, გამოიყენება ვებსაიტის ხილვადობის გასაზრდელად საძიებო სისტემის შედეგების გვერდებზე
▪️მაღალი ხარისხის კონტენტი

✔️ მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

📞 599 187 400

▪️გახსენით თქვენი ბრენდის პოტენციალი სოციალური მედიის პლატფორმების საშუალებით.▪️განაახლეთ სოციალური მედიის სტრატეგია უახ...
15/06/2024

▪️გახსენით თქვენი ბრენდის პოტენციალი სოციალური მედიის პლატფორმების საშუალებით.
▪️განაახლეთ სოციალური მედიის სტრატეგია უახლესი ტენდენციების გათვალისწინებით.
▪️აღმოაჩინეთ ორგანული (დაუფინანსებელი) და ფასიანი კამპანიების უპირატესობები და მომხმარებლის ჩართულობის მასტიმულირებელი საშუალებები.
▪️მიიღეთ სტრატეგიული რჩევები პროფესიონალებისგან სოციალურ ქსელებში თქვენი კონტენტის გავლენის მაქსიმალურად გაზრდისთვის.

📞 (+995) 599 187 400
დაგვიკავშირდით
(კონსულტაცია უფასოა)
#მარკეტინგი #სოციალურიმედიამარკეტინგი

-                          ფასი VS ხარისხი🔍,,ძვირია ანუ კარგია?   როგორ ფიქრობთ, კომპანიის მიერ მაღალი ხარისხის შთაბეჭდი...
05/03/2024

- ფასი VS ხარისხი

🔍,,ძვირია ანუ კარგია?
როგორ ფიქრობთ, კომპანიის მიერ მაღალი ხარისხის შთაბეჭდილების შესაქმნელად მაღალი ფასის დაწესება რამდენად მართებულია?
გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება და გამოცდილება კომენტარებში.
თეორია, რომ მომხმარებელთა უმეტესობა პროდუქტის ხარისხს ფასით განსაზღვრავს, შეიძლება, განსხვავებულად გამოიხატოს მაღალი და დაბალი კონკურენციის პირობებში, ასევე, მაღალგანვითარებულ და ნაკლებადგანვითარებულ საზოგადოებებში. მოდი, ეს ფაქტორები უფრო დეტალურად განვიხილოთ:

მაღალი კონკურენტული გარემო:
მაღალმა კონკურენციამ შეიძლება, გაზარდოს მომხმარებელზე ფასის გავლენა, რადგან, როდესაც ბაზარზე ბევრი ალტერნატიული პროდუქტია, მომხმარებლისთვის ფასი შეიძლება იქცეს არჩევნის, გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელოვან ფაქტორად. ასეთ დროს ფასი შეიძლება გახდეს მთავარი განმასხვავებელი ნიშანი.
მაღალკონკურენტულ გარემოში მოქმედი ბიზნესები ხშირად იყენებენ ფასების სტრატეგიებს მომხმარებელთა ყურადღების მისაპყრობად, კონკურენტებისაგან განსხვავების საშუალებად.

დაბალი კონკურენციის პირობები:
დაბალი კონკურენციის სფეროებში შეიძლება, ხარისხი უფრო მნიშვნელოვანი გახდეს. ალტერნატიული პროდუქტების არარსებობისას მომხმარებელმა შეიძლება, მეტი ყურადღება მიაქციოს ხარისხს, რადგან მას არ უწევს არჩევნის გაკეთება მრავალ ვარიანტს შორის.
როდესაც მომხმარებელი შეზღუდულია არჩევანში, ფასი შედარებით კარგავს მნიშვნელოვნებას და წინა პლანზე წამოიწევს პროდუქტის ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა: მოთხოვნილების დაკმაყოფილება ან პროდუქტის უნიკალურობა.

საზოგადოების განვითარების დონეები:
მაღალგანვითარებულ საზოგადოებებში მომხმარებლების ინფორმირებულობა საგრძნობლად მაღალია. განვითარებული საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და, შესაბამისად, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წყალობით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, უფრო საფუძვლიანად შეისწავლონ პროდუქტი - მათი მახასიათებლები თუ რეპუტაცია.
ნაკლებად განვითარებულ საზოგადოებებში ფასი იძენს მეტ მნიშვნელოვნებას. მწირი ინფორმაციისა და შეზღუდული არჩევნის გამო, შესაძლოა, ფასმა ითამაშოს გადამწყვეტი როლი პროდუქტის შესყიდვისას.
მარკეტინგული სტრატეგიები უნდა ითვალისწინებდეს ამ განსხვავებებს და ნებისმიერმა კომპანიამ უნდა მოარგოს საკუთარი მიდგომები ბაზრის კონტექსტს კონკურენციის დონისა და მომხმარებელთა მახასიათებლების მიხედვით.
მნიშვნელოვანია, ასევე, მომხმარებელთა ქცევის ცვლილებების გათვალისწინება სწრაფად ცვალებად ეკონომიკურ და სოციალურ გარემოში.
ჩვენ ვქმნით კონტენტს, რომელიც ასახავს თქვენს ხედვას!

გაგვიზიარეთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად კეთილსინდისიერად ადგენენ ფასებს კომპანიები?

თქვენი გამოხმაურება ღია დიალოგის პრეცედენტს ქმნის მარკეტინგის სამყაროში.

🌎 საინტერესო ფაქტები მარკეტინგის სამყაროდან!    პირველი სარეკლამო შინაარსის მატარებელი ნახატი,  მილიონობით წლით დათარიღე...
27/01/2024

🌎 საინტერესო ფაქტები მარკეტინგის სამყაროდან!

პირველი სარეკლამო შინაარსის მატარებელი ნახატი, მილიონობით წლით დათარიღებულ, გამოქვაბულის ხელოვნების ნიმუშებს შორისაა აღმოჩენილი.
მასზე გამოსახულია მოქმედებები - თუ როგორ მოვიგერიოთ გარეული ტახი ხელკეტის საშუალებით...

💙 მეტი საინტერესო ფაქტის გასაცნობად, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი!

🌐 ჩვენს ციფრულ ეპოქაში, თუ ონლაინ არ ხარ, ადამიანების დიდი ნაწილი თქვენ არსებობას ვერ შეამჩნევს. ჩათვლის, რომ კომპანია, ...
26/01/2024

🌐 ჩვენს ციფრულ ეპოქაში, თუ ონლაინ არ ხარ, ადამიანების დიდი ნაწილი თქვენ არსებობას ვერ შეამჩნევს. ჩათვლის, რომ კომპანია, უბრალოდ, არ არსებობს. სოციალურ მედიაში ყოფნა აუცილებელია, რადგან თქვენი იდენტობა ონლაინ სივრცეშიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც რეალურ ცხოვრებაში.
🖋 მიმზიდველი პოსტების შექმნით, მომხმარებლებთან ურთიერთობებით, სარეკლამო კამპანიის მსვლელობის თანმიმდევრულობის შენარჩუნებით და, ასევე, იმის ცოდნით, თუ რომელი პოსტი რომელი პლატფორმისთვისაა შესაფერისი, სოციალურ მედიას შეუძლია, სრულიად ახალი შესაძლებლობები მოუტანოს თქვენს კომპანიას.
🚀 ბრენდის ცნობადობა
ინტერნეტსივრცეში თქვენი ბიზნესის განთავსების შედეგად თქვენს არსებობას პოტენციურ მომხმარებელთა უმეტესობა აღმოაჩენს. რეკლამა ციფრულ სამყაროში ფანტასტიკური პლატფორმაა თქვენი საქმიანობის პოპულარიზაციისთვის , პოტენციური მომხმარებლების მოსაძებნად, თქვენს ბრენდზე ცნობადობის გაზრდისთვის, მისი აღიარებისთვის.
🖋 მომხმარებლების ჩართულობა
მომხმარებლების ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბრენდის წარმატებისათვის.
სოციალური მედიის სარეკლამო კამპანია სწორედ მომხმარებელთა მაღალი ჩართულობით ხდება მძლავრი ინსტრუმენტი ახალი მომხმარებლების მოსაზიდად.
📈 გაზრდილი ვებტრაფიკი
წარმატებული სოციალური მედიის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია თქვენი ვებსაიტის ვიზიტორების გაზრდა. ეს ხელს უწყობს ბრენდის აღიარების წახალისებას თქვენს სამიზნე აუდიტორიაში და ზრდის გაყიდვების პოტენციალს.
📊 უფრო მაღალი გაყიდვები და შემოსავალი
არსებობს მრავალი ფაქტორი, რომლებიც განსაზღვრავს სოციალულ მედიაში სარეკლამო კამპანიის წარმატებას: დაგეგმვა, კონტენტი, დიზაინი, ანალიზი და შედეგების გაზომვა, ჩართულობა და სხვა.
გახსოვდეთ : ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი წარმატებული საქმიანობა, სოციალური მედიის არხების მართვა შრომატევადი პროცესია და მოითხოვს პროფესიულ ცოდნას.

🔝 სოციალური მედია-მარკეტინგის წარმატების გასაღები, კომპანიის მიზნებსა და მის სამიზნე აუდიტორიაზე ფოკუსირებაა.

🖥 თქვენი კომპანიის განთავსება ინტერნეტ სივრცეში🔹სოციალურ მედიაში სარეკლამო კამპანიის შექმნა და ოპტიმიზაცია.🔹პროფესიონალუ...
16/01/2024

🖥 თქვენი კომპანიის განთავსება ინტერნეტ სივრცეში
🔹სოციალურ მედიაში სარეკლამო კამპანიის შექმნა და ოპტიმიზაცია.
🔹პროფესიონალურად გამართული ტექსტები, მაღალი ხარისხის კოპირაითინგი.
🔹მიზნობრივი რეკლამა
🔹რეკლამის მიმართვა აუდიტორიის კონკრეტულ სეგმენტზე.
🔹ანალიტიკა( Google Analytics) და შედეგების შეფასება
Google Analytic-ის ინსტრუმენტების ჩართულობა სარეკლამო კამპანიის წარმართვისთვის, რაც შედეგებზე ძალიან ეფექტურად აისახება - საშუალებას გვაძლევს რეკლამის მსვლელობისას სიღმისეულად დავინახოთ და ვაკონტროლოთ შედეგები.
🔹სოც. ქსელებისა და ვებ-საიტების დიზაინი, ბრენდის ლოგო
🔹ბრენდბუქი, კომპანიაზე მორგებული თემატური და სარეკლამო პოსტერების დახვეწილი დიზაინი
🔹სრული ვიდეო კონტენტი
გადაღება, მონტაჟი, ეფექტური ვიდეო რგოლები
🔹სამიზნე აუდიტორიის ანალიზი
სამიზნე აუდიტორიის ძირითადი მახასიათებლების და ინტერესების განსაზღვრა.რა პრობლემას აწყდება მომხმარებელი პროდუქტთან, ან სერვისთან დაკავშრებით. მნიშვნელოვანია მათთვის უფრო ადვილი და ხელსაყრელი პირობების გამოცნობა.
✅ Facebook - რეკლამა, ბიზნეს გვერდის შექმნა და მართვა
✅ კოპირაითინგი - მაღალი ხარისხის, გამართული ტექსტები
✅ Google Ads - რეკლამა
✅ Web - საიტი
✅ SEO ოპტიმიზაცია
✅ ანალიტიკა( Google Analytics) - შედეგების გაზომვა

ჩვენ მზად ვართ გავაცოცხლოთ თქვენი იდეები, მივიქციოთ თქვენი აუდიტორიის ყურადღება და ერთად მივაღწიოთ თქვენს მიზნებს.
თქვენი წარმატება განსაზღვრავს ჩვენს წარმატებას.

🌐 ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობა - ძალა, რომელიც ბიზნესის მომავალია🌐 დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ონლაინ სივრცე ხდება ბიზ...
16/01/2024

🌐 ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობა - ძალა, რომელიც ბიზნესის მომავალია
🌐 დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ონლაინ სივრცე ხდება ბიზნესის გული, ციფრული მარკეტინგი წარმატების მიღწევის განუყოფელ ინსტრუმენტად იქცა. ეს ეფექტური სტრატეგია არა მხოლოდ დიდი კომპანიების ფუფუნებაა, არამედ სასიცოცხლო აუცილებლობაა ყველა ზომის კომპანიისთვის. 📊რატომ ხდება ციფრული მარკეტინგი კეთილდღეობის გასაღები დღევანდელ (და ხვალინდელ) ბიზნეს სამყაროში?
1️⃣ გლობალური ხილვადობა: ინტერნეტი ხსნის გეოგრაფიულ შეზღუდვებს. ციფრული მარკეტინგის დახმარებით მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ მოიზიდოთ თქვენთვის საინტერესო მომხმარბლები, რაც საშუალებას გაძლევთ შექმნათ გლობალური კავშირები და გაზარდოთ თქვენი ბიზნესი.
2️⃣ მიზანმიმართული რეკლამა: ციფრული მარკეტინგი უზრუნველყოფს ინსტრუმენტებს, რაც თქვენი სამიზნე აუდიტორიის ზუსტად განსაზღვრაში გეხმარებათ. ეს ნიშნავს, რომ თქვენი სარეკლამო ძალისხმევა ზუსტად მათზეა მიმართული, ვინც ნამდვილადაა დაინტერესებულია თქვენი პროდუქტით ან სერვისებით.
3️⃣ ანალიტიკა და შედეგების გაზომვა: თქვენ საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ თქვენი კამპანიის ყოველი ნაბიჯი, მოახდინოთ მონაცემების ანალიზი და კორექტირება რეალურ დროში, ნათლად გაზომოთ თითოეული კამპანიის ეფექტურობა. ანალიტიკა გაწვდით მნიშვნელოვან ინფორმაციას(შედეგებს) იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს თქვენი სარეკლამო კამპანია და რა შეიძლება გაუმჯობესდეს, რაც თქვენს მარკეტინგის დროთა განმავლობაში უფრო ეფექტურს გახდის.
4️⃣ მომხმარებელთა ჩართულობა: სოციალური მედია და სხვა ონლაინ პლატფორმები ორმხრივი უკურაკშირის შესაძლებლობას იძლევა, რაც აძლიერებს ურთიერთობებს, ამცირებს მანძილს თქვენსა და თქვენს მომხმარებლებს შორის.
5️⃣ ბიუჯეტის დაზოგვა: ციფრული მარკეტინგისთვის ნაკლები ბიუჯეტია საჭირო სხვა ტრადიციულ სარეკლამო მეთოდებთან შედარებით, რაც მცირე ბიზნესებს საშუალებას აძლევს იყვნენ კონკურენტრუნარიანები გლობალურ დონეზეც. ბიუჯეტის ეფექტური მენეჯმენტი, შედარებით დაბალი ხარჯები და ბიუჯეტის კონტროლის შესაძლებლობა საშუალებას აძლევს სტარტაპებსაც სწრაფად გახდნენ კონკურენტუნარიანები

🦾 ციფრული მარკეტინგი არა მხოლოდ ინოვაცია, არამედ სტრატეგიაა და ხსნის უსაზღვრო შესაძლებლობებს. ის არის ბიზნესის მოდელის განუყოფელი ნაწილი. იძლევა არა მხოლოდ მაღალ ხილვადობას, არამედ რეალურ შედეგებს, გაზრდილ გაყიდვებს, მომხმარებელთან უფრო მჭიდრო კავშირებს, აძლიერებს ბრენდის ავტორიტეტს.

Address

Tbilisi

Telephone

+995599187400

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ADDA Access posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ADDA Access:

Share