გამომცემლობა მთაწმინდა

გამომცემლობა მთაწმინდა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from გამომცემლობა მთაწმინდა, Media/News Company, Tbilisi.

„მთაწმინდა“ პირველი დამოუკიდებელი გამომცემლობა იყო კომუნისტური რეჟიმის პირობებში. იგი დააფუძნა ლიტერატორმა და მხატვარმა ზურაბ კალანდაძემ 1989 წელს. მის დაარსებას წინ უსწრებდა დამფუძნებლის ხანგრძლივი კონსულტაციები ცნობილ ქართველ პოეტთან, მთარგმნელთან და ლიტერატურის მკვლევართან გიორგი კალანდაძესთან (რეპრესირებული იყო 1942-1949 წლებში), ხოლო შემდგომ - ინტენსიური მუშაობა „საღვთისმეტყველო კრებულში“ (მთ

ავარი რედაქტორი - ედიშერ გიორგაძე), რომელიც უწმინდესის და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით და ფინანსური თანადგომით შეიქმნა (იარსება რამოდენიმე წელს). ამ ჟურნალში თანამშრომლობდნენ ჩვენი ქვეყნის სასიქადულო მოღვაწენი: ზვიად გამსახურდია, აკაკი ბაქრაძე, ზურაბ კიკნაძე, ბესიკ ადეიშვილი, ელგუჯა გიუნაშვილი და სხვანი, რომელთა ოცნება ეროვნული თვითმყოფადობის აღდგენა და ქართული ლიტერატურულ-კულტურული საგანძურის დაცვა და წარმოჩენა იყო.

„საღვთისმეტყველო კრებულის“ თანამშრომელთაგან რამოდენიმემ დაარსებისთანავე დაიწყო მუშაობა გამომცემლობა „მთაწმინდას“ სამეცნიერო ჯგუფში, რომელშიც ასევე მოღვაწეობდნენ: ზურაბ სარჯველაძე, ელგუჯა გიუნაშვილი, მანანა მაჩხანელი, დარეჯან თვალთვაძე, უჩა ცინდელიანი და სხვანი.
„მთაწმინდამ“ დროებით შეწყვითა მუშაობა 1994 წელს მძიმე ეკონომიური და პოლიტიკური პირობების გამო და განახლდა 2008 წელს - ამჯერად გიორგი კალანდაძის მიერ - იგივე მიზნებითა და ლიტერატურული გეზით, რითაც იყო დაფუძნებული.

ესენია:

− იმ პიროვნებათა ნაწარმოებების გამოცემა, რომლებიც დაკრძალულნი არიან მთაწმინდის პანთეონში. − იმ პირთა ნამუშევრების წარმოჩენა, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქართული კულტურის განვითარებაში და რომელნიც მათი მოღვაწეობის მნიშვნელობით მთაწმინდის სულიერ მკვიდრთ წარმოადგენენ.
− ისეთი ნაწარმოებების წარმოჩენა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი რწმენისა და ეროვნული სახის შეუბღალავად შენარჩუნებას.
− ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელიც ქართული კულტურის მსოფლიო ასპარეზზე წარმოჩენას დაეხმარება.
− დაუბეჭდავი ნამუშევრების გამომზეურება.
− ახალგაზრდა ხელოვანთა ხელშეწყობა შემოქმედების ძნელსავალ გზაზე.

16/10/2024

ნუ შეჰკრავ აზნაურებასა შენსა მიზეზითა მით შვებისათა, რათა არა იქმნა მონა მონათა!
ისააკ ასური

30/05/2024

31 მაისიდან ჯიხურთა ქსელში ხელმისაწვდომი იქნება ხუცესმონაზონი იონა ხელაშვილის წიგნი „გასაღები იობის წიგნისა“. მისი ღიერბულებაა 10 ლარი გაზეთ „ერთ ქადაგებასთან“ ერთად.

ქართველ მწიგნობართა არაერთი მნიშვნელოვანი სასულიერო-ლიტერატურული დანატოვარია შეუსწავლელი და გამოუქვეყნებელი. მათ შორის ტ...
25/05/2024

ქართველ მწიგნობართა არაერთი მნიშვნელოვანი სასულიერო-ლიტერატურული დანატოვარია შეუსწავლელი და გამოუქვეყნებელი. მათ შორის ტექსტები, რომელთაც ჩვენი საზოგადოებისათვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ. სწორედ, ამგვარ ნაშრომს წარმოდგენს ხუცესმონაზონ იონა ხელაშვილის „გასაღები იობის წიგნისა“, რომელიც პირველად ქვეყნდება.
იონა ხელაშვილი დაიბადა 1779 წელს სოფელ ვაქირში. ის ადრევე დაობლდა. მისი მამა ლეკებთან ბრძოლას ემსხვერპლა. ამის შემდეგ იონა ხელაშვილი ერეკლე მეფემ წაიყვანა აღსაზრდელად. 1800 წელს ის ქვათახევის მონასტერში ბერად აღიკვეცა. ამ დროს საქართველოში მძიმე ვითარება იყო – რუსეთმა საქართველოს ანექსია მოახდინა, მეფობა გააუქმა და სამეფო კარი რუსეთში გადა­ასახლა.
გადასახლებულებს ბერი იონა თან გაჰყვა. 1809 წელს რუსეთში, ალექსანდრე ნეველის სახელობის აკადემიაში დაიწყო სწავლა ფილოსოფიისა და ღმრთისმეტყველების ფაკულტეტზე. სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მღვდელ­მთავარმა დოსითეოზმა ბერი იონა მღვდლად აკურთხა. მას შემდეგ იგი ანა დედოფლისა და ერეკლე II-ის შვილებისა და შვილიშვილების მოძღვარი იყო. ხუცესმონაზონი იონა ხელაშვილი 1837 წელს აღესრულა.
იონა ხელაშვილმა ორმოცზე მეტი სასულიერო-ლიტერატურული ნაშრომი დატოვა, რომელთა უმრავლესობა შეუსწავლელია და გამოუქვეყნებელი. ისინი საინტერესოა როგორც სასულიერო, ასევე ისტორიული თვალსაზრისით. მის ნაშრომებში გვხვდება ცნობები XVIII საუკუნეში რუსეთში მცხოვრები სამეფო ოჯახისა და ზოგადად ქართველთა შესახებ, რაც საშური მასალაა იმდროინდელი ისტორიული ვითარების გამოწვლილვით შესწავლისათვის.
ჩვენს მიერ ამჯერად შემოთავაზებული გამოცემის ტექსტი დაფუძნებულია ხუცესმონაზონ იონას ნაშრომის - „გასაღები იობის წიგნისა“ ერთადერთ ავტოგრაფზე, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში S 301 ნომრითაა დაცული.
ხუცესმონაზონ იონა ხელაშვილის ეს ნაშრომი უდავოდ დიდ სარგებელს მოუტანს ქართულ საზოგადოებას და ვიმედოვნებთ, მეცნიერთა შორის ინტერესს გააღვივებს ამ მნიშვნელოვანი სასულიერო მოღვაწის ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლა-გამოქვეყნების საქმეში.

25/05/2024
10/01/2024

ანტონი დიდი
უსწავლელნი და მდაბიონი სასაცილოდ თვლიან სწავლებებს და მოსმენაც არ სურთ, რადგან ამით იმხილება მათი უსწავლელობა, ხოლო სწადიათ კი, რომ მათივე მსგავსი იყოს ყველა. ამგვარადვე, ცხოვრებითა და ჩვევებით აღვირახსნილნი იმას ცდილობენ, რომ მათზე უარესი იყოს ყველა, ჰგონიათ რა, რომ უკეთურთა სიმრავლის კვალობაზე თავიანთ თავს დაუდანაშაულებლობას მოუპოვებენ.

06/01/2024

ვაჟა-ფშაველა
საშობაოდ

იროდი დრტვინავს, ჰბორგავს, სწყრება: „გასწყვიტეთ ყრმანიო, – ჰყვიროდა, – ერთს ნუ აცოცხლებთო, მოისვაროს იმათის სისხლით ქვეყანა, დედებმა იტირონ, გული შეუწუხდეთ, რომ ჰნახავენ ყელგამოჭრილს თავისს შვილებს, არაფერი უშავს!.. ვინ დაიბადა დღეს?! ისიც იმათში მოჰყვება და მე მეფობას ვეღარ შემეცილებაო”... არ უწყის უბედურმა, რომ იმას ქვეყნის მფლობელად ტახტზე დაჯდომა არ უნდა ხელში ხმლით და სისხლიანის კალთებით; – იგი განგებამ სრულიად სხვა საქმისთვის დაჰბადა, რასაც მტარვალის გაყინული ტვინი და გაქვავებული გული ვერ მიჰხვდება, ვერ მისწვდება, – სხვა საქმისთვის, რომელიც დიდია და იროდისებრ მტარვალთა თვალთ მიუწვდომელი; იმას უნდა, აღადგინოს დაცემულნი, დავრდომილნი, იმას უნდა გაანათლოს, გააბრწყინოს დიდთა და მცირეთა გულ-გონება, რომ მათ შორის ჩამოაგდოს ძმობა და სიყვარული.

ცოდვა გამრავლდა, ერი ჰკვნესს,
ცაზედ ვარსკვლავნიც სტირიან,
სად არის ქვეყნის მეშველი,
ავი ამოფხვრას ძირია?!
ნათელი გვწყურან, ნათელი!-
მკვდარნიც საფლავში ჩივიან.

ეს ნათელი საჭირო იყო, უნდა მოსულიყო; თვითონ ერი, თვითონ ქვეყანა, ქვეყნის გული ნატრობდა ამ ნათელს, რადგან უმრავლესობა იტანჯებოდა, ხოლო მცირეთ, ბედნიერთ, სძულდათ ეს ნათელი, რადგან სინათლეში ქურდი ვერა ქურდობს ისე თამამად, როგორც ბნელაში. ეს ერთს მივარდნილს, გამოქვაბულს კლდეში დაბადებული ყრმა ნათელია. იმას მომავალში ჯვარცმაც მოელის, მაგრამ ნათელი ისევ ნათლად რჩება, მტარვალის ხელი სანთელს ვერა ჰკლავს, ბოროტი კეთილს ვერა სთრგუნავს; დიაღ, დარჩა დღესაქამომდე!

ბოროტის დასათრგუნავად
ხელთ შეპყრობილის მეხითა.

დღეს ნათელი თვითონ იმ მტარვალთაც ანათლებს, აგებინებს, რომ სინათლე იმისთვისაც ღონეა და დავრდომილთათვისაც.

ნათელს ჰკვლენ, მაგრამ ვერ მოჰკვლენ,
მისი სამეფო დიდია,
დიდთა და მცირთა შუაზე
გასადებელი ხიდია.

ნათელმა უნდა მონათლოს,
ვინც ბოროტი და ფლიდია;
ვისც თავი ახსოვს მხოლოდა,
სხვა კი ფეხებზედ ჰკიდია.

[1890]

ჯიხურთა ქსელში წარმოგიდგენთ საშობაო წიგნს „საშობაო მოთხრობები“. მისი ღიერბულებაა 7 ლარი გაზეთ „ერთ ქადაგებასთან“ ერთად.
26/12/2023

ჯიხურთა ქსელში წარმოგიდგენთ საშობაო წიგნს „საშობაო მოთხრობები“. მისი ღიერბულებაა 7 ლარი გაზეთ „ერთ ქადაგებასთან“ ერთად.

29/11/2023

ტაბლაჲ ლიტონი სიმრთელისა დედაჲ არს. ამისთჳსცა მკურნალთა არაგანძღომასა სიმრთელედ უწოდეს და წერილ არს წიგნთა მათთა, ვითარმედ არა განძღომაჲ ჭამადითა არს სიმრთელჱ.
აწ უკუეთუ ნაკლულევანებაჲ ჭამადთაჲ დედაჲ არს სიმრთელისაჲ, სიმაძღრე სამე დედაჲ არს ყოვლისა სენისაჲ, რამეთუ ნიკრისნი და სიბრმენი და თრთოლანი და სიცოფენი და მამაცნი და თავქედნი, გრძელნი და სხუაჲ მრავალი არა ნაკლულევანებისაგან, არამედ ნაყროვანებისაგან არს.
წმიდა იოანე ოქროპირი

08/10/2023

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გამომცემლობა მთაწმინდა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to გამომცემლობა მთაწმინდა:

Share

Our Story

„მთაწმინდა“ პირველი დამოუკიდებელი გამომცემლობა იყო კომუნისტური რეჟიმის პირობებში. იგი დააფუძნა ლიტერატორმა და მხატვარმა ზურაბ კალანდაძემ 1989 წელს. მის დაარსებას წინ უსწრებდა დამფუძნებლის ხანგრძლივი კონსულტაციები ცნობილ ქართველ პოეტთან, მთარგმნელთან და ლიტერატურის მკვლევართან გიორგი კალანდაძესთან (რეპრესირებული იყო 1942-1949 წლებში), ხოლო შემდგომ - ინტენსიური მუშაობა „საღვთისმეტყველო კრებულში“ (მთავარი რედაქტორი - ედიშერ გიორგაძე), რომელიც უწმინდესის და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით და ფინანსური თანადგომით შეიქმნა (იარსება რამოდენიმე წელს). ამ ჟურნალში თანამშრომლობდნენ ჩვენი ქვეყნის სასიქადულო მოღვაწენი: ზვიად გამსახურდია, აკაკი ბაქრაძე, ზურაბ კიკნაძე, ბესიკ ადეიშვილი, ელგუჯა გიუნაშვილი და სხვანი, რომელთა ოცნება ეროვნული თვითმყოფადობის აღდგენა და ქართული ლიტერატურულ-კულტურული საგანძურის დაცვა და წარმოჩენა იყო. „საღვთისმეტყველო კრებულის“ თანამშრომელთაგან რამოდენიმემ დაარსებისთანავე დაიწყო მუშაობა გამომცემლობა „მთაწმინდას“ სამეცნიერო ჯგუფში, რომელშიც ასევე მოღვაწეობდნენ: ზურაბ სარჯველაძე, ელგუჯა გიუნაშვილი, მანანა მაჩხანელი, დარეჯან თვალთვაძე, უჩა ცინდელიანი და სხვანი. „მთაწმინდამ“ დროებით შეწყვითა მუშაობა 1994 წელს მძიმე ეკონომიური და პოლიტიკური პირობების გამო და განახლდა 2008 წელს - ამჯერად გიორგი კალანდაძის მიერ - იგივე მიზნებითა და ლიტერატურული გეზით, რითაც იყო დაფუძნებული. ესენია: − იმ პიროვნებათა ნაწარმოებების გამოცემა, რომლებიც დაკრძალულნი არიან მთაწმინდის პანთეონში. − იმ პირთა ნამუშევრების წარმოჩენა, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქართული კულტურის განვითარებაში და რომელნიც მათი მოღვაწეობის მნიშვნელობით მთაწმინდის სულიერ მკვიდრთ წარმოადგენენ. − ისეთი ნაწარმოებების წარმოჩენა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი რწმენისა და ეროვნული სახის შეუბღალავად შენარჩუნებას. − ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელიც ქართული კულტურის მსოფლიო ასპარეზზე წარმოჩენას დაეხმარება. − დაუბეჭდავი ნამუშევრების გამომზეურება. − ახალგაზრდა ხელოვანთა ხელშეწყობა შემოქმედების ძნელსავალ გზაზე.