კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre

კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre ფოკუსი შენზე!

ინტერნეტის ეპოქამ და ტექნოლოგიურმა წინსვლამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა საზოგადოება. ახალი ტექნოლოგიების განვითარება ზრდის მოთხოვნას ისეთი უნარების მქონე ჟურნალისტებზე, რომლებიც ახერხებენ მუშაობას მულტიპლატფორმებისთვის - შეუძლიათ ერთდროულად როგორც ტექსტის, ისე აუდიო და ვიდეოპროდუქციის წარმოება და მეტიც, შეუძლიათ გრაფიკის, ტექსტისა და აუდიო ვიზუალის ისეთი სახით გაერთიანება და გავრცელება, რომ

გასაგები იყოს ყველა შესაძლო პლატფორმისთვის: ვებისთვის, მობილურებისთვის, სოციალური ქსელებისთვის, პრესისთვის, რადიოსა და ტელევიზიისთვის, აუდიო და ვიდეოკასტისთვის. ჩვენი მიზანია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები უკეთ გაერკვნენ ჟურნალისტიკაში დანერგილ ახალ ტექნოლოგიებში და ამ ტექნოლოგიების გამოყენებით ჟურნალისტური ნაწარმოების მომზადებისა და გავრცელების ფორმებში.
წარმოდგენილ გვერდზე ყოველდღიურად აიტვირთება არამხოლოდ აქტივობები, არამედ ჟურნალისტიკს დარგში მიმდინარე სიახლეები, სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული შრომები, თემატური ფილმების, კლიპების ბმულები, მოკლედ, ყველაფერი ის, რაც მედიით დაინტერესებულ ადამიანებს სფეროში ორიენტაციაში დაეხმარება. #კსუ-მულტიმედია_ცენტრის FB.გვერდი საუკეთესო პლატფორმაა იდეებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. მოგვიწონეთ

04/08/2025

📺 „ყვარლიდან მთაწმინდამდე გურამ შარაძის მოტივებზე“ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

📸 თვალი ადევნეთ CIU მულტიმედია ცენტრის პროექტს ყოველდღე, 15:30 საათზე, „მოამბის“ 15:00 საათიანი გამოშვების დასრულებისთანავე.


#ფოკუსიშენზე
#ყვარლიდანმთაწმინდამდე

02/08/2025

✅ „ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული განვითარება“ - ინვესტორთა ფორუმი.

✅ ტურისტულ-რეკრეაციული ობიექტების მოწყობისა და საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეაბილიტაციის ნაწილში პარტნიორი კერძო ორგანიზაციის სახით, სხვა ინვესტორებთან ერთად, ევროკავშირის დაფინანსებულ საგრანტო პროექტში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მონაწილეობდა.

31/07/2025

✍️ თითოეული გამოქვეყნებული სტატია მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოცდილებაა.

🥹 უარყოფითი პასუხიც კი პროცესის ნაწილია და არ ნიშნავს წარუმატებლობას – ეს არის ნაბიჯი გაუმჯობესებისა და განვითარებისაკენ.

🎤 ჩვენი რესპონდენტი, პროფესორი სილვია ველიკოვა სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების ეტაპებზე გვესაუბრება.

#მედიასკოპი
#სამეცნიეროსტატია

#ფოკუსიშენზე

31/07/2025

🎞 ორივე მხარე დაზარებულია, აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს და მისი ძიებაც, უბრალოდ, დროის ფუჭად ხარჯვაა...

🎥 ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ისტორია და ომის ქრონიკები თამარ ოყუჯავას სიუჟეტში.

#ფოკუსიშენზე

30/07/2025

🫣 დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ორ პარალელურ რეალობაში: მატერიალური სამყარო, სადაც ჩვენ ფიზიკურად ვარსებობთ და ვირტუალური სივრცე, სადაც თითქმის ყველა პირს უკვე აქვს საკუთარი ციფრული იდენტობა.

🫂 იმისთვის, რომ ადამიანზე სრულფასოვანი წარმოდგენა შეგექმნას, მას ორივე სამყაროში უნდა იცნობდე.

🎤🎥 „მედიასკოპები“ ბულგარეთიდან გრძელდება...

#მედიასკოპი
#სოციალურიმედია

#ფოკუსიშენზე

29/07/2025

🤭 მართალია, ხელოვნური ინტელექტი დროის დაზოგვაში გვეხმარება, თუმცა მაინც, უმჯობესია, ჩვენი ბუნებრივი ცოდნა გამოვიყენოთ!

🎥🎤 მედიასკოპი ბულგარეთიდან - დაგველოდეთ, წინ კიდევ საინტერესო ინტერვიუები გელით!

#მედიასკოპი
#ხელოვნურიინტელექტი

#ფოკუსიშენზე

🔺  შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაციისა (GCLA) და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ერთობლი...
28/07/2025

🔺 შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაციისა (GCLA) და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი - „ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის 2025 წლის გამარჯვებული - პირველი ადგილის მფლობელია!

🔺 პროექტის პარტნიორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი!

☑️ პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი - პროფესორი ირმა რატიანი;
☑️ კოორდინატორი - ლილი მეტრეველი;
☑️ პროდიუსერი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭალაგანიძე;
☑️ სცენარის ავტორები - ფილოლოგიის დოქტორი, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი თამარ ციციშვილი; ფილოლოგიის დოქტორი, თათია ობოლაძე.

🔺 პროექტი „ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ იქნება ინტერდისციპლინური პროექტი, რომლის ფარგლებში მომზადებული სამეცნიერო-შემეცნებით ფილმებს საფუძვლად დაედება დარგში განხორციელებული უახლესი და ინოვაციური კვლევები.

🔺 პროექტის მიზნებია: ქართული ორიგინალური დრამატურგიის, მათ შორის ქალი ავტორების, პოპულარიზაცია; ქართული დრამატურგიული ტექსტების ლიტერატურული და სადადგმო რეცეფციის ინტერდისციპლინური გააზრება; დასაბუთება მოსაზრებისა, რომ ქართული დრამატურგია ევროპული დრამატურგიული დისკურსის ნაწილია.

🔺 პროექტის პრეზენტაცია გარდა დედაქალაქისა, დაგეგმილია შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონების მუნიციპალურ ცენტრებში - გორსა და ქუთაისში.

👉 იხილეთ რუსთაველის სამეცნიერო ფონდის შესაბამისი ბმული: https://shorturl.at/tDJVT

👨‍⚕️🩺 მედიცინა - ხელოვნება, სიზუსტე, საზღვრები,   თავისუფლება...🎧 ადრენალინი შაკო გორდულავას აუდიოპორტრეტში ლიკა ბულიამ ...
17/07/2025

👨‍⚕️🩺 მედიცინა - ხელოვნება, სიზუსტე, საზღვრები, თავისუფლება...

🎧 ადრენალინი შაკო გორდულავას აუდიოპორტრეტში ლიკა ბულიამ აღმოაჩინა.

#მიჰყევიხმას
#აუდიოპორტრეტი
#ფოკუსიშენზე

FOCUS ON YOU!

🥹 ლა, გაგიხარდა?  🎧 ცარიელი ფურცლები მომავლისთვის... ლილე სვანაძე აუდიოპორტრეტის ჩასაწერად ჟურნალისტ ბებოსთან ქუთაისში ჩ...
17/07/2025

🥹 ლა, გაგიხარდა?

🎧 ცარიელი ფურცლები მომავლისთვის... ლილე სვანაძე აუდიოპორტრეტის ჩასაწერად ჟურნალისტ ბებოსთან ქუთაისში ჩავიდა.

#მიჰყევიხმას
#აუდიოპორტრეტი
#ფოკუსიშენზე

FOCUS ON YOU!

😎 ეთო შაყულაშვილის „ძაან ნორმალური“ პოდკასტის გმირი ლაშაა, პროფესიით გრაფიკოს-მემონტაჟე, რომელმაც თვითშემეცნება 34 წლის ...
16/07/2025

😎 ეთო შაყულაშვილის „ძაან ნორმალური“ პოდკასტის გმირი ლაშაა, პროფესიით გრაფიკოს-მემონტაჟე, რომელმაც თვითშემეცნება 34 წლის ასაკში დაიწყო...

🎧 საინტერესო ამბების მოსასმენად მიჰყევი ხმას...

#მიჰყევიხმას
#აუდიოპორტრეტი
#ფოკუსიშენზე

FOCUS ON YOU!

🤫 გასუსული დარბაზი 🎭 საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელ...
15/07/2025

🤫 გასუსული დარბაზი

🎭 საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი. ღირსების ორდენის კავალერი, თელავის საპატიო მოქალაქე.

⭐️ მისი ვარსკვლავი თელავის თეატრის შესასვლელს ამშვენებს.

🎙️თემურ ხუნაშვილის აუდიოპორტრეტი თინათინ მკალავიშვილმა ჩაწერა.

#მიჰყევიხმას
#აუდიოპორტრეტი
#ფოკუსიშენზე

FOCUS ON YOU!

08/07/2025

🎤 ენა საოცრად საინტერესო მოვლენაა. ის ბევრად ღრმაა, ვიდრე, უბრალოდ, სიტყვებისა და გრამატიკის ცოდნა.

📸 ენის მნიშვნელობასა და ფენომენზე ლინგვისტი, ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტის (ბულგარეთი) ასისტენტ-პროფესორი, ილიანა დიმიტროვა გვესაუბრება.

#მედიასკოპი
#ფოკუსიშენზე

Address

Chargali Street #73A
Tbilisi
0141

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre:

Share