Toma Chagelishvili s studio

Toma  Chagelishvili s studio Toma Chagelishvilis studia

26/05/2024

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪

15/02/2024

ჩვენი სტუდიის ახალი დოკუმენტური ფილმი "ენგურჰესი" . აუცილებლად უყურეთ

თი-სტუდიოს  ორგანიზებით, თბილისში ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა  გამოფენა  "კიევი ომში".გამოფენის  კურატორები არიან  - ნა...
23/01/2024

თი-სტუდიოს ორგანიზებით, თბილისში ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა გამოფენა "კიევი ომში".
გამოფენის კურატორები არიან - ნატალია იშენკო-გუმბა და სერგეი მორუგინი

თბილისში საჯარო ბიბლიოთეკაში გამოფენა გაიმართა სახელწოდებით „სამხედრო კიევი“. ექსპოზიცია "ასტამურ გუმბას" სახ....

22/01/2024

თი-სტუდიოს დოკუმენტური ფილმი "ენგურჰესი" - 26 იანვარს 22 საათზე რუსთავი-2 ზე.
არ გამოტოვოთ!

ფოტოგამოფენა „ კიევი ომში“ პირველად გაიმართება  საქართველოში  22 იანვარს  17-00 საქართველოს  პარლამენტის  ბიბლიოთეკაში გ...
21/01/2024

ფოტოგამოფენა „ კიევი ომში“ პირველად გაიმართება საქართველოში
22 იანვარს 17-00 საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში გაიხსნება გამოფენა „კიევი ომში“.
ფოტოგამოფენა მოგვითხრობს უკრაინის დედაქალაქის გმირულ თავდაცვაზე 2022 წლის თებერვალ-მარტში, შემზარავი საჰაერო თავდასხმების შედეგებზე და მამაცი კიეველების ცხოვრებაზე სრულმასშტაბიანი ომის პირობებში.

გამოფენის კურატორები არიან უკრაინელი ჟურნალისტები ნატალია იშჩენკო (გუმბა) და სერგეი მორუგინი.
ნატალია იშჩენკო (გუმბა) წარმოშობით სოხუმელია. 90-იანების დასაწყისში მას მოუწია მშობლიური ქალაქიდან გასვლა უკრაინაში. მასთან ერთად მისი მცირეწლოვანი ვაჟი, ასტამურ გუმბა იყო. 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ასტამური მოხალისედ წავიდა საბრძოლველად, და იმავე წლის ივნისში დაიღუპა ხარკოვის მახლობლად. გამოფენა, რომელსცავ ქართველი მაყურებელი ნახავს, ასტამურ გუმბას სახელობის მშვიდობის ფონდის ეგიდითაა შექმნილი და მის ხსოვნას ეძღვნება.
გამოფენა ჩატარდება თბილისში 22 და 23 იანვარს.


გამოფენის „სამხედრო კიევი“ მხარდამჭერები არიან უკრაინის საელჩი საქართველოში, ქართულ-უკრაინული პლატფორმა და თომა ჩაგელიშვილის სტუდია.

საკონტაქტო პირი:
ნინო წითლანაძე, ქართულ-უკრაინული პლატფორმა - 593 75 03 49
ვიქტორია ქავჟარაძე, თომა ჩაგელიშვილის სტუდია - 577 22 83 70

18/01/2024

ფოტოგამოფენა „ კიევი ომში“ პირველად ჩამოვა საქართველოში
პირველად საქართველოში წარმოდგენილი იქნება ფოტოგამოფენა „ სამხედრო კიევი“

ამასთან დაკავშირებით 18 იანვარს 17.00 საათზე უკრაინულ სახლში გაიმართება მრგვალი მაგიდა, სადაც პროექტის ავტორები დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ გამოფენის კონცეფციას და ჟურნალისტების კიხვებს უპასუხებენ.
ფოტოგამოფენა „ კიევი ომში“ მოგვითხრობს უკრაინის დედაქალაქის გმირულ თავდაცვაზე 2022 წლის თებერვალ-მარტში, შემზარავი საჰაერო თავდასხმების შედეგებზე და მამაცი კიეველების ცხოვრებაზე სრულმასშტაბიანი ომის პირობებში.

გამოფენის კურატორები არიან უკრაინელი ჟურნალისტები ნატალია იშჩენკო (გუმბა) და სერგეი მორუგინი.
ნატალია იშჩენკო (გუმბა) წარმოშობით სოხუმელია. 90-იანების დასაწყისში მას მოუწია მშობლიური ქალაქიდან გაქცევა უკრაინაში. მასთან ერთად მისი მცირეწლოვანი ვაჟი, ასტამურ გუმბა იყო. 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ასტამური მოხალისედ წავიდა საბრძოლველად, და იმავე წლის ივნისში დაიღუპა ხარკოვის მახლობლად. გამოფენა, რომელსცავ ქართველი მაყურებელი ნახავს, ასტამურ გუმბას სახელობის მშვიდობის ფონდის ეგიდითაა შექმნილი და მის ხსოვნას ეძღვნება.

22 და 23 იანვარს მაყურებელს საშუალება ექნება დაათვალიეროს გამოფენა „სამხედრო კიევი“ საქართველოს ეროვნულ საპარლემენტო ბიბლიოთეკაში.
25 იანვარს გამოფენას უმასპინძლებს ასოციაცია „ქართლის ხმა“ გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
27 იანვარს კი გამოფენა გადაინაცვლებს ყვარელში, სადაც მისი მასპინძელი იქნება ყვარელის ევრო კლუბი (Euro Club Kvareli).
სულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კიევის დამცველების, უკრაინული და საერთაშორისო მედიის ფოტოჟურნალისტების მიერ გადაღებული 30-მდე ნამუშევარი.

გამოფენის „სამხედრო კიევი“ მხარდამჭერები არიან უკრაინის საელჩი საქართველოში, ქართულ-უკრაინული პლატფორმა და თომა ჩაგელიშვილის სტუდია.

საკონტაქტო პირი:
ნინო წითლანაძე, ქართულ-უკრაინული პლატფორმა - 593 75 03 49
ვიკტორია ქავჟარაძე, თომა ჩაგელიშვილის სტუდია - 577 22 83 70

"ენგურჰესი" - T-Studio  - ს დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია თბილისში
11/12/2023

"ენგურჰესი" - T-Studio - ს დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია თბილისში

რეჟისორი , თომა ჩაგელიშვილი იყო მოწვეული  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში , სადაც გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენე...
28/09/2023

რეჟისორი , თომა ჩაგელიშვილი იყო მოწვეული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში , სადაც გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება "სოხუმის უკანასკნელი დღე"

26/05/2023

დღეს, 26 მაისს 22 -საათზე რუსთავი -2 ზე ჩვენი დოკუმენტური ფილმი -ქართული მემკვიდრეობა, იერუსალიმი

11/04/2023

ყველაზე ცნობილი მითის არგონავტების კოლხეთში მოგზაურობას ამბავს გიყვებით და ვაცოცხლებთ წარსულს. ბრწყინვალე ქართველ მეცნიერის, ბატონ ერმილე მაღრაძის ექსპერიმენტულ სახელოსნოში 2800 წლის წინანდელ ნივთს ვამზადებთ უძველესი ქართული ტექნლოგიით... შედგები ჩვენც გვაინტერესებს .
მალე ჩვენი სტუდიის დოკუმენტური ფილმი არგონავტებზე

რეჟისორ, თომა  ჩაგელიშვილის  დოკუმენტური ფილმი"9 აპრილი"რა  ხდებოდა 1989 წლის  9 აპრილს. ჩვენ  ეს  დღე არასოდეს არ  უნდა...
09/04/2023

რეჟისორ, თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი
"9 აპრილი"
რა ხდებოდა 1989 წლის 9 აპრილს.
ჩვენ ეს დღე არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ!!!!

თომა ჩაგელიშვილის ფილმი 9 აპრილის 1989 წლის მომხდარ სისხლიან ღამეზე მოგვითხრობს, როდესაც საბჭოთა ჯარმა უდანაშაულო ...

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Toma Chagelishvili s studio posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Toma Chagelishvili s studio:

Share

თომა ჩაგელიშვილის სტუდია

დოკუმენტური ფილმები, საიმიჯო ფილმები, სარეკლამო რგოლები, სასწავლო ფილმები. აქ პროფესიონალების გუნდია გაერთიანებული