13/02/2019
რა მიჯდება წიგნის ატვირთვა ამაზონზე ?
შეგვეძელო ძალიან მოკლედ გვეპასუხა და სტატია დაგვემთავრებინა, თუმცა მაინც განვავრცობთ - არაფერი ! დიახ, არც არაფერი ! მთვარია სწორად იცოდეთ წიგნის ატვირთვა, განთავსება, კონვერტირება და რეკლამირება. უშუალოდ ატვირთვასა და შენახვაში ამაზონი არაფერს გთხოვთ ! რეგისტრაცია სრულიად უფასოა !
უფრო მეტსაც გეტყვით: თუკი ამაზონს 90 დღის განმავლობაში მისცემთ ექსკლუზივს თქვენს წიგნზე, ანუ ონლაინ ვერსიას სხვა პლატფორმებზე არ ატვირთავთ, ის მოგცემთ უამრავ ინსტრუმენტს თქვენი წიგნის გასარეკლამებლად და ამასაც სრულიად უფასოდ ! რათქმაუნდა არსებობს რეკლამის ფასიანი სერვისებიც, თუმცა ისინიც საკმაოდ იაფი ღირს და მთლიანად ორიენტირებულია თქვენს ბიუჯეტზე. დავამატებ იმასაც, რომ ამაზონის ფასიან სერვისებს, არასოდეს ვიყენებთ, მათ (ჩვენს შემთხვევაში) არაეფექტურობის გამო. ასე რომ, პრაქტიკულად ყველა საჭირო ინსტრუმენტი ამაზონზე თქვენი წიგნის განსათავსებლად და სავაჭროდ არის სრულიად უფასო ! მთვარია სწორად ატვირთვა და შემდგომში გარე უფასო წყაროებით რეკლამირება თვქენი ნაშრომის. ბოლოს კი 2 კვირაში ერთხელ თანხის გამოტანა შესაბამისი ანგრაიშიდან.
პ.ს. ეს ყველაზე ,,ტკბილი" ნაწილია 😋☺