გამომცემლობა „ლაზარე“ • Lazare Publishing

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • გამომცემლობა „ლაზარე“ • Lazare Publishing

გამომცემლობა „ლაზარე“ • Lazare Publishing გამომცემლობა „ლაზარე“ – სასულიერო ხასიათის ლიტერატურა. გამომცემლობა „ლაზარე“ 2016 წელს დაარსდა და მისი მთავარი მიზანია სასულიერო ხასიათის ლიტერატურის გამოცემა.

განცხადება წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დატოვების შესახებ „2024 წლის 29 აგვისტოს საქართველოს წიგნის...
16/11/2024

განცხადება წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დატოვების შესახებ

„2024 წლის 29 აგვისტოს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება ასოციაციის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირების შესახებ.

ეს გადაწყვეტილება გამგეობამ, მისმა თავმჯდომარემ თამარ ლებანიძემ და ასოციაციის დირექტორმა მიიღეს ასოციაციის წევრებთან შეუთანხმებლად.

დარეგისტრირება ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია, ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხის ამ ფორმით გადაწყვეტა კი მმართველობის ის ფორმაა, რომელიც დაუშვებელია წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციაში.

სამწუხაროდ, წესდებაში არსებული ხარვეზების გამო ვერ შევძელით ქმედითი ზომების მიღება ასოციაციის შიგნით, ხოლო რამდენიმეთვიანი ძალისხმევის მიუხედავად თავმჯდომარესთან, თამარ ლებანიძესთან, და დირექტორთან, დალი ბაგრატიონ-გრუზინსკისთან, კონსტრუქციული დიალოგი ვერ მოხერხდა.

ვინაიდან წევრების ინტერესები აღარ არის გათვალისწინებული და მმართველი რგოლი უჩვენოდ იღებს ჩვენთვის დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს, აღარ გვსურს ვიყოთ ამ ორგანიზაციის წევრები. ამიტომ ვიღებთ ჩვენთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას და ვტოვებთ ასოციაციას, რომელსაც ბევრი ჩვენგანი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა.

ბევრს შეიძლება გახსოვთ, რომ მაისის ფესტივალის დროს სწორედ ამ სცენიდან გამოვთქვით პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ. ახლა საქმითაც ვადასტურებთ, რომ ეს და სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი სხვა კანონები მიუღებელია ჩვენთვის.

ჩვენ არც გაყალბებულ არჩევნებს ვაღიარებთ და ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. საქართველოს გამომცემლებისათვის ყოველთვის მთავარი ღირებულება იქნება თავისუფალი სიტყვა და მომავალშიც მხარდამხარ დავდგებით ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების დასაცავად და წიგნიერების გასაზრდელად.“

პალიტრა L;
ბიბლუსი;
ინტელექტი;
არტანუჯი;
ინდიგო;
ზიარი;
ზებრა;
მედუზა;
პეგასი;
ბუქმანია;
ბუქმარკი – წიგნები ვაკეში;
საბა;
ალონი;
აგორა
ლაზარე;
რასთი კომიქს;
ელვა.ჯი;
ელვა იმპორტი;
კავკასია;
წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“.

14/05/2024

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 10:00 - 15:00

Telephone

032 2 25 05 22

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გამომცემლობა „ლაზარე“ • Lazare Publishing posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share