კულტურა პლუს

კულტურა პლუს საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ჟურნალი A nation that fails to share its spirituality with others has no future, and this is tantamount to treason.

ქართული კულტურა, ხელოვნება ქვეყნის ინტელექტუალური და ეკონომიკური ფორმირების მძლავრი ბერკეტია. მეტიც, ჩვენი სამშობლოს წარმატება, მომავლის საფუძველი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჩვენს ინტელექტზე, სულიერებაზე, გემოვნებაზე, ზოგადად კულტურაზე.
ყოველი ერი უნდა ცდილობდეს საკუთარს და სხვა ცივილიზებულ სამყაროს ეროვნული არსი გაუმჟღავნოს, გააცნოს. თუკი ერს სხვათათვის სულიერების გაღება-გაზიარება არ შეუძლია ე

ს უმომავლობის, ღალატის ტოლფასია.
ჩვენი სიმდიდრე ჩვენს კულტურასთან უცხოთა მოპატიჟება და გაცნობაცაა. მით უფრო დღეს, როცა საერთაშორისო საზღვრები შემოქმედებითი ურთიერთთანამშრომლობისა და გამდიდრებისთვის ღიაა...
..................................................

Georgian culture and art is an important lever in the country’s intellectual and economic formation. Furthermore, both our country’s success and the basis of our future are strongly dependent on our intellect, our spirituality, taste, and culture in general. Every nation should try to reveal its national essence to its own, as well as to the rest of the civilized world, and to acquaint them with it. Our wealth is in our ability to invite strangers to our culture, and to involve them in it. This is true even more so today, when international borders are open for creative cooperation and enrichment...

21/09/2025

მთავარია, გქონდეს სურვილი, რომ ზღვა გადასცურო და თუ პირველად ნაკადული ოკეანედ მოგეჩვენება, ეგ არაფერი...

გურამ რჩეულიშვილი

21/09/2025

მთელი წელია, რაც მე ვწევარ ამ კალაპოტში
მდინარის ნაცვლად... მთელი წელია!
მიწის ლაჯებში მოფართხალე წყალი ჰგონიათ
ჩემი სიცოცხლე. მთელი წელია!
ცას და ქვეყანას, როგორც ხიდზე მიმავალ გოგოს,
სუნთქვაშეკრული ამოვყურებ. მთელი წელია!
მთელი წელია, მოლოდინის ხორკლიან კედელს
ნასროლ ბოთლივით ზედ ვემსხვრევი. მთელი წელია!
მთელი წელია, შეეზარდა თმა წყალმცენარეს,
სხეული ლოდებს, თვალი სივრცეს. მთელი წელია!
მოდი, ფეხები ჩამოყავი ჩემს გრილ ზვირთებში,
პირზე შემისხი, მდინარე ვარ, მთელი წელია!
გული კი ფეთქავს, ვით აბგაში ცოცხალი მწყერი,
ანდა საათი ბალიშის ქვეშ... მთელი წელია!

ოთარ ჭილაძე
1970

20/09/2025
20/09/2025

სიცოცხლის ხმაზე შრიალებს მუდამ
ხე - რტონათელი, რტოდაფარული...
თვალს და ხელსშუა მწიფდება თუთა,
თვალს და ხელს შუა გადის ზაფხული.
და ყანა ამბობს - ჩურჩულით - დროა!
დამწყდა ფეხები... დამწყდა ფეხები...
ქარს შემოდგომის სურნელი მოაქვს
და გასცქერიან შარას ბეღლები.

ოთარ ჭილაძე
1952

19/09/2025

წავიდა და წავიდა,
აღარ მოვა თავიდან...

ეს დღე ოქროსფოთლება
აღარ განმეორდება.

ეს მზე ცისფერბლონდება
არვის მოაგონდება.

არვის ემახსოვრება
ქვეყნად ჩვენი ცხოვრება...

თამაზ ჩხენკელი
1955

Address

მისამართი არ იძებნება
Tbilisi

Telephone

+995599935007

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კულტურა პლუს posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to კულტურა პლუს:

Share