გამომცემლობა მელანი Melani Publishing

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • გამომცემლობა მელანი Melani Publishing

გამომცემლობა მელანი Melani Publishing Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from გამომცემლობა მელანი Melani Publishing, Publisher, Tbilisi.

Melani Publishing was founded with a view of supporting critical voices, promoting feminist standpoints and (re)discovering stimulating authors, through original publications as well as translations.

ეს წიგნი ზუსტად ოთხი წლის წინ გამოვიდა და გუშინ საბოლოოდ გაფორმდა აწმყოს წინასწარმეტყველებად. უკომპრომისო პოეტი ზვიად რა...
24/06/2025

ეს წიგნი ზუსტად ოთხი წლის წინ გამოვიდა და გუშინ საბოლოოდ გაფორმდა აწმყოს წინასწარმეტყველებად.

უკომპრომისო პოეტი ზვიად რატიანი კვლავ საპატიმროშია.

ბერტოლტ ბრეხტი: „ცუდი დრო პოეზიისათვის“

🟪 გამომცემლობა "მელანი" წარმოგიდგენთ კიდევ ერთ, ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფას გამოცემას, რადგან მიგვაჩნია, რომ პოეზიისთვის ცუდი დრო არ უნდა იდგეს.

🟪 ლექსები გერმანულიდან თარგმნა ზვიად რატიანმა.
კრებული დაასურათა გიორგი გაგოშიძემ.

🟪 რედაქცია: ლუკა ნახუცრიშვილი და ნინო ლეჟავა
დიზაინი და დაკაბადონება: თორნიკე ლორთქიფანიძე

ტირაჟი: 500 ცალი
დაბეჭდილია: "სეზანში"

▪️🔳🔲დაივიწყეთ ოცნებები🔲🔳▪️📣კარგი დრო პოეზიისთვის ინდიგო • Indigoსთან ერთად 📣
03/06/2025

▪️🔳🔲დაივიწყეთ ოცნებები🔲🔳▪️

📣კარგი დრო პოეზიისთვის ინდიგო • Indigoსთან ერთად 📣

ერთ თარგზე მოჭრილებს🟣 ბერტოლტ ბრეხტი ლუკმაპურის დაკარგვის შიშითდღითიდღე მზარდი ზეწოლის წლებშიზოგიერთმა გადაწყვიტა, არ ეთ...
11/02/2025

ერთ თარგზე მოჭრილებს
🟣 ბერტოლტ ბრეხტი

ლუკმაპურის დაკარგვის შიშით
დღითიდღე მზარდი ზეწოლის წლებში
ზოგიერთმა გადაწყვიტა, არ ეთქვა სიმართლე
მოძალადე რეჟიმის შესახებ,
რომელიც სწორედ ძალადობით ინარჩუნებს ჩაგვრის სადავეს,
მაგრამ არც მისი ტყუილები გაევრცელებინა,
ანუ, სხვაგვარად, არ დაეგმო უსამართლობა,
მაგრამ არც გაემართლებინა. ვინც ასე იქცევა,
ერთი შეხედვით, თითქოს ყოფნის გამბედაობა
ახლაც კი, მზარდი ზეწოლის წლებში,
არ დაკარგოს სახე. არადა
სინამდვილეში მხოლოდ ცდილობს
არ დაკარგოს ლუკმაპური. ტყუილის ართქმაც
მხოლოდ სიმართლის დამალვაში ეხმარება. ბუნებრივია,
მას ეს დიდხანს არ გაუვა. მაგრამ ახლაც კი,
ვიდრე აკითხავს სამსახურებს და რედაქციებს,
კვლევით ლაბორატორიებს და საამქროებს
იმ კაცის სახით, ვინც არასდროს იკარდებს ტყუილს,
ის უკვე არის მავნებელი. ადამიანი,
ვინც სისხლიან დანაშაულს თვალის დაუხამხამებლად გვერდით ჩაუვლის,
როგორც რაღაც უმნიშვნელოს, ამით ამტკიცებს,
რომ მხეცობა ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა, როგორიც წვიმა,
და წვიმასავით გარდაუვალი.
მისი დუმილი უკვე არის გამართლება
ძალადობის, მაგრამ სულ მალე
ის აღმოაჩენს, რომ უბრალოდ სიმართლის ართქმა
აღარ ყოფნის ლუკმაპურის შენარჩუნებას
და საჭიროა, თქვას ტყუილიც. მხოლოდ ისეთებს,
ვინც მზადაა, ყველაფერი გააკეთოს ლუკმაპურისთვის,
მჩაგვრელებიც ეპყრობიან მეტ-ნაკლები ლმობიერებით.
ის თავს არ გრძნობს მოსყიდულად,
რადგან მისთვის არაფერი მიუციათ;
მისთვის, უბრალოდ, არაფერი წაურთმევიათ.
როცა მლიქვნელი ხელისუფლის წვეულებაზე
წამოდგება და პირს დააღებს სიტყვის სათქმელად
და გამოაჩენს კბილებს შორის გამოჩხერილ ხორცის ნარჩენებს,
მისი ლიქვნაც ხდება საეჭვო.
სამაგიეროდ, გაცილებით ფასეულია
ქების მოსმენა იმისაგან, ვინც ჯერ კიდევ გუშინ ლანძღავდათ
და არც იწვევდნენ გამარჯვების აღსანიშნავ წვეულებებზე.
ის მეგობრობს ჩაგრულებთან. მას ენდობიან.
რასაც ის იტყვის, სიმართლეა.
არც არსებობს, რასაც არ იტყვის.
და ისიც ამბობს: არ არსებობს ძალადობა
და არავინ არავის ჩაგრავს!
მკვლელს ყოველთვის ურჩევნია
მოისყიდოს მოკლულის ძმები
და ათქმევინოს, რომ მათი ძმა
შეიწირა თითქოს კრამიტმა,
სახურავიდან რომ დაცურდა. ეს ადვილი ტყუილი კვებავს
იმას, ვინც ცდილობს ლუკმაპურის შენარჩუნებას,
მაგრამ მცირე ხნით, სამწუხაროდ, რადგან მომრავლდნენ
მისნაირები. ძალიან მალე
მას მოუწევს დაუნდობელ შეჯიბრში ჩაბმა
დანარჩენებთან, ვინც ასევე თავს არ ზოგავს ლუკმაპურისთვის.
მხოლოდ ტყუილის თქმის უნარი საკმარისი ვეღარ იქნება.
დაჭირდება ოსტატობა, და ამ საქმის სიყვარულით, ვნებით კეთება.
მძაფრი სურვილი, არ დაკარგოს ლუკმაპური, უნდა შეერწყას
უმძაფრეს სურვილს, დაეუფლოს
ბოდვის სიბრძნედ წარმოჩენის რთულ ხელოვნებას,
გაიაზროს უაზრობა
და გამოთქვას გამოუთქმელი.
მეტიც, ყველაზე ხმამაღლა და თავგამოდებით
უნდა ადიდოს მჩაგვრელები, რადგან ჯერ კიდევ
ეჭვის თვალით უყურებენ, ჯერ კიდევ ახსოვთ,
რომ ის არც ისე დიდი ხნის წინ
გმობდა ჩაგვრას. ამიტომაც ვერვინ ცრუობს ისე უტიფრად,
როგორც ისინი, ვინც იციან სრული სიმართლე.
და ყველაფერი გასტანს მანამ,
ვიდრე ერთხელაც გამოჩნდება ვიღაც და ამხელს
ოდინდელ წესიერებაში, ყოფილ პატიოსნებაში, და სწორედ მაშინ ის დაკარგავს თავის ლუკმაპურს.

1935

🟪 ზვიად რატიანის თარგმანი Zviad Ratiani
🟪 გიორგი გაგოშიძის მხატვრობა George Gagoshidze / გიორგი გაგოშიძე

“ვინც სიმართლე არ იცის, ის უბრალოდ სულელია.ვინც სიმართლე იცის, და ამბობს, რომ ტყუილია, ის არის დამნაშავე.”🟣ბერტოლტ ბრეხტ...
10/02/2025

“ვინც სიმართლე არ იცის, ის უბრალოდ სულელია.
ვინც სიმართლე იცის, და ამბობს, რომ ტყუილია, ის არის დამნაშავე.”
🟣
ბერტოლტ ბრეხტი 1898 წლის 10 თებერვალს დაიბადა.

🌟 ამ დამზაფვრელ და მაინც იმედით აღსავსე დროებაში გვახარებს, რომ ქეთი ნიჟარაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულმა სპექტაკლ...
18/12/2024

🌟 ამ დამზაფვრელ და მაინც იმედით აღსავსე დროებაში გვახარებს, რომ ქეთი ნიჟარაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულმა სპექტაკლმა “ბერსერკები II: მზიანი მხარე” ყურადღება მიიპყრო და ჯილდოც მიიღო.

ვუერთდებით მილოცვას და გვეამაყება, რომ ამ სპექტაკლით კიდევ უფრო დიდმა აუდიტორიამ გაიცნო მწერალი ქეთი ნიჟარაძე🌷

ბექა ხაჩიძე წლის საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში თეატრალური პრემია "თავისუფალის" გამარჯვებულია სპექტაკლით "ბერსერკები II: მზიანი მხარე".

მთელი გულით ვულოცავთ ბექას და მადლობა პრემია "თავისუფალი"-ს დამოუკიდებელი თეატრალური პროცესების მხარდაჭერისთვის, მითუმეტეს ამ რთულ დროში.

მადლობა ქალაქის თეატრი/City Theatre-ს და ჩვენს მაყურებლებს. იმედი გვაქვს, მალე დავუბრუნდებით ჩვენს საყვარელ საქმეს.

და რა თქმა უნდა, თავისუფლება რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ ყველა ადამიანს!

-

📸 ფოტო: ირინკა თევდორაძე

“რა საჭიროა სიკეთე”🟣 ბერტოლტ ბრეხტი / თარგმნა Zviad Ratianiმა
13/12/2024

“რა საჭიროა სიკეთე”

🟣 ბერტოლტ ბრეხტი / თარგმნა Zviad Ratianiმა

✊🏼ჩვენი სოლიდარობა დაპატიმრებულ პოეტ ზვიად რატიანს და დაშავებულ ჟურნალისტებს!✊🏼 ბერტოლტ ბრეხტის ეს ლექსიც ზვიად რატიანის...
29/11/2024

✊🏼ჩვენი სოლიდარობა დაპატიმრებულ პოეტ ზვიად რატიანს და დაშავებულ ჟურნალისტებს!

✊🏼 ბერტოლტ ბრეხტის ეს ლექსიც ზვიად რატიანის თარგმანია კრებულიდან “ცუდი დრო პოეზიისათვის".

შემთხვევითი არაა, რომ გამოცემიდან სამი წლის შემდეგაც “ცუდი დრო პოეზიისათვის” ისევ სარჩევი წიგნების სიაშია 📚ვისაც გაგიმარ...
31/05/2024

შემთხვევითი არაა, რომ გამოცემიდან სამი წლის შემდეგაც “ცუდი დრო პოეზიისათვის” ისევ სარჩევი წიგნების სიაშია 📚

ვისაც გაგიმართლებთ, წიგნის ფესტივალზე, ძვირფასი Ziari Pressის დახლზე გამოცემის ბოლო 10 ეგზემპლარის შეძენას შეძლებთ.

ან VELIზე შეუკვეთეთ 🌿

https://veli.store/blog/details/salome-benidzis-rcheuli-5-wigni-romlic-26-maisis-kvirashi-unda-waikitxo?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR1waJRWH-OY6mj0ufoFdnaZMwPlF7x3fvbLZ1TtITaWWvCGurpwmzZXk2w_aem_AQmp3hkHooDVVkrdI955fFoJx2NlmE0M2QC_lNn90Wn6s5iMEn1V8mtP0p3dWoDDbz4yJAdsujJB-pJCfglYir1g

აღმოაჩინე წიგნები საფესტივალო ფასად ველიზე და მიიღე შეკვეთა უფასო მიწოდებით ნებისმიერ მისამართზე.

👁️‍🗨️“ბერსერკები II - მზიანი მხარე“ ძილის წინ სოცქსელის ასქროლვას გავს, როცა უსასრულო ინფორმაცია მოედინება და შენც ინტერ...
15/03/2024

👁️‍🗨️“ბერსერკები II - მზიანი მხარე“ ძილის წინ სოცქსელის ასქროლვას გავს, როცა უსასრულო ინფორმაცია მოედინება და შენც ინტერესით ადევნებ თვალს ყველაფერს, ერთმანეთისგან განსხვავებულ მინიატურულ ამბებს, სქროლავ და ძილს იფრთხობ, რაღაცეებს ინახავ ან მეგობარს უზიარებ. თითქმის ასეა გიორგი ჯამბურიას სპექტაკლი-პერფორმანსი, რომელიც გიჩენს სურვილს მიუბრუნდე მის გარკვეულ ეპიზოდებს. 👁️‍🗨️

წარმოგიდგენიათ?! სპექტაკლი ოთხ საათს გრძელდება (ერთი შესვენებით) და მე საკმაოდ დაღლილს, არ დამძინებია, გაგიკვირდ.....

💬 "ჰაინერ მიულერის შემდეგ გიორგი ჯამბურია ქართული ლიტერატურის მივიწყებულ ხმას, ქეთი ნიჟარაძეს დაუბრუნდა. 4-საათიანი სპექ...
11/03/2024

💬 "ჰაინერ მიულერის შემდეგ გიორგი ჯამბურია ქართული ლიტერატურის მივიწყებულ ხმას, ქეთი ნიჟარაძეს დაუბრუნდა. 4-საათიანი სპექტაკლი, თქვენთვის ერთგვარ გამოცდად შეიძლება იქცეს, ნანახი და უნახავი ხერხების ერთობად, რომელიც ერთმანეთში აირევა და ბოლოს სრულად შეიძლება დაკარგოს საზრისი.

ქეთი ნიჟარაძის ნაწარმოებების (ვრცელი და არც ისე ვრცელი) პარალელური, ტექსტთან ახლოს მისული თხრობა გაგიტაცებთ და გზაში შეიძლება დაგკარგოთ. არც აქ დარჩებით ჰაინერ მიულერის ტექსტის გარეშე. მოკლედ, ბერსერკების მეორე ნაწილი იქნება ახალი გამოცდილება, რომელიც შეგიძლიათ „ქალაქის თეატრში” შეიძინოთ, თუმცა განსხვავებული და შეიძლება მიუღებელიც".

თეატრი • კინო •

☀️ ქეთი ნიჟარაძის ნაწარმოებების მიხედვით ამჯერად ქალაქის თეატრში დაიდგა წარმოდგენა☀️ 13, 20 და 24 მარტს - ბერსერკები II:...
11/03/2024

☀️ ქეთი ნიჟარაძის ნაწარმოებების მიხედვით ამჯერად ქალაქის თეატრში დაიდგა წარმოდგენა
☀️ 13, 20 და 24 მარტს - ბერსერკები II: მზიანი მხარე

📣ბილეთის კარზე ყიდვისას მოქმედებს სტუდენტური 50%-იანი ფასდაკლება

▪️მონაწილეობენ: მათე ხიდეშელი, სოფიკო გვიმრაძე, გვანცა ენუქიძე, მარიამ გაბუნია, ეთო ალექსაშვილი, თემო რეხვიაშვილი, ბექა ხაჩიძე, ნინი იაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე
▪️ რეჟისორი: გიორგი ჯამბურია
▪️ სცენა და კოსტიუმები: თამარა მაღლაფერიძე
▪️ მუსიკა: ზურაბ ბაბუნაშვილი, სანდრო თედიაშვილი
▪️ რეჟისორის ასისტენტი: შალვა დევდარიანი
▪️ პროდიუსერი: მარიამ პაიჭაძე, ლიზი ტყეშელაშვილი

🎟️ ბილეთების შეძენა:
https://tkt.ge/show/16808/berserkebi-ii-mziani-mkhare
https://biletebi.ge/.../berserkebi-ii-mziani-mkhare...

☀️13, 20 და 24 მარტს - ბერსერკები II: მზიანი მხარე • ქალაქის თეატრში

დასაწყისი - 20:00 ზე ❤️

📣ბილეთის კარზე ყიდვისას მოქმედებს სტუდენტური - 50% ფასდაკლება

🎟️ ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ:

https://tkt.ge/show/16808/berserkebi-ii-mziani-mkhare

https://biletebi.ge/city-theatre/berserkebi-ii-mziani-mkhare-berserkers-ii-sunny-side

▪️მონაწილეობენ: მათე ხიდეშელი, სოფიკო გვიმრაძე, გვანცა ენუქიძე, მარიამ გაბუნია, ეთო ალექსაშვილი, თემო რეხვიაშვილი, ბექა ხაჩიძე, ნინი იაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე

▪️ რეჟისორი: გიორგი ჯამბურია
▪️ სცენა და კოსტიუმები: თამარა მაღლაფერიძე
▪️ მუსიკა: ზურაბ ბაბუნაშვილი, სანდრო თედიაშვილი
▪️ რეჟისორის ასისტენტი: შალვა დევდარიანი
▪️ პროდიუსერი: მარიამ პაიჭაძე, ლიზი ტყეშელაშვილი

ასაკობრივი შეზღუდვა: 16+

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გამომცემლობა მელანი Melani Publishing posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to გამომცემლობა მელანი Melani Publishing:

Share

Category