საქართველოს რადიო • 1tv.ge

საქართველოს რადიო • 1tv.ge საქართველოს რადიო - პირველი რადიო საქართველოში

„ოლოლ!გამარჯვება!შენი წერილი მივიღე - და ძალიან ვხარობ. ჩემო ოლოლ, რა საჭიროა დარდი და წუხილი, რა საჭიროა, რომ ყოველ წუთ...
18/07/2025

„ოლოლ!
გამარჯვება!

შენი წერილი მივიღე - და ძალიან ვხარობ. ჩემო ოლოლ, რა საჭიროა დარდი და წუხილი, რა საჭიროა, რომ ყოველ წუთში შავი ფიქრები გიტრიალებდეს თავში. უნდა ეცადო, რომ მწარე წუთები ტკბილ წუთებათ წარმოიდგინო, უნდა ჩაჰკლა მწუხარება გულში. ჩვენი სიცოცხლე ისე ხან-მოკლე და უდღეურია, რომ არავითარი ფასი არ ექნება მას, თუ ის ისე არ გავატარეთ, როგორც ჩვენ გვსურს. ცხოვრება უნდა მოვაწყოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა - აი, თავი და თავი მიზანი ბედნიერების.. თუ არც სიხალისეა, არც ბედნიერება, არც სხვა რამე, ჩვენ უნდა შევქმნათ, გესმის, ჩვენ უნდა შევქმნათ ბედნიერება! გახსოვდეს, რომ სიყმაწვილე ბედნიერებისთვისაა შექმნილი. თუ სიყმაწვილეშიაც უბედურათ წარმოვიდგინეთ თავი, რაღა უნდა ვქნათ მაშინ, როცა სიყმაწვილეს გადავცდებით. რას ვიზამთ მაშინ, როცა ცხოვრების აღსასრული მოვა და ჩვენ სრულიად გავქრებით დედამიწის ზურგიდან?
ოლია, არ გაუშვა არც ერთი წუთი, რომელიც ბედნიერებას მოგანიჭებს! უამისოდ ფუჭია მთელი ცხოვრება!“

📝 1914 წ., 18 თებერვალი, საღამო
გალაკტიონ ტაბიძე, ამონარიდი ოლია ოკუჯავასადმი მიწერილი წერილიდან...

15/07/2025

დუბაიში ქიმიის საერთაშორისო 57-ე ოლიმპიადა დასრულდა.

საქართველოს ნაკრების წევრებმა ილია დოკაძემ, აჩი ზაბახიძემ და ანანო აბულაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

დილის პიკის საათის სტუმარი - ელიზბარ ელიზბარაშვილი, პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი

„საკუთარ თავზე ბევრი იმუშავე, სრულჰყავი იგი ზნეობრივად, გონებრივად. საკუთარი ცოდნით ნუ გაყოყოჩდები, ნუ დასცინებ და ზემოდ...
15/07/2025

„საკუთარ თავზე ბევრი იმუშავე, სრულჰყავი იგი ზნეობრივად, გონებრივად.
საკუთარი ცოდნით ნუ გაყოყოჩდები, ნუ დასცინებ და ზემოდან ნუ დაუწყებ ცქერას შენზე დაბლა მდგომებს.
არაფრით არ აგრძობინო შენი უპირატესობა.

გარშემომყოფებში დადებითი თვისებები ეძიე, ვიდრე უარყოფითი. ნურავისზე ბოღმას გულში ნუ ჩაიდებ.
გიხაროდეს, რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდები ცხოვრებაში შენზე უფრო ღირსეულს, რადგან იმათგან მოდის სტიმული შენივე და სხვათა წინსვლისა.

გამოიმუშავე შენში ხასიათის სტაბილურობა, ცოცხალი, ნათელი, მხიარული, სერიოზულობის ნიშნით აღბეჭდილი, მრავალგზის ნაწრთობი ფოლადივით...“

📝 ამონარიდი მერაბ კოსტავას წერილიდან, რომელიც თავის ვაჟს, ირაკლი კოსტავას მისწერა

14/07/2025

11 ივლისს ქართველ პოეტს ტარიელ ჭანტურიას 93 წელი შეუსრულდა

შადიმან შამანაძის რუბრიკა - ,,ლიტერატურული ფრაგმენტები"

ცილისწამება vs სიტყვის თავისუფლება 42 პარალელი | რატი იონათამიშვილიპოდკასტის ლინკი კომენტარებში👇
14/07/2025

ცილისწამება vs სიტყვის თავისუფლება

42 პარალელი | რატი იონათამიშვილი

პოდკასტის ლინკი კომენტარებში👇

1888 წლის 14 ივლისს ეროვნული გმირი, სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი დაიბადა.„დღეს ჩვენ გვხვდა...
14/07/2025

1888 წლის 14 ივლისს ეროვნული გმირი, სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი დაიბადა.

„დღეს ჩვენ გვხვდა წილად, რომ პირველებმა დავიწყოთ ბრძოლა და მთელ ქვეყნიერებას ვაჩვენოთ, რომ საქართველოს თავისუფლება სურს თავის მიწა-წყალზე და არ დაემორჩილება არავითარ მტერს. გაუმარჯოს ჩვენი სამშობლოს მომავალს და ამ ჩვენი პატარა რაზმის მისწრაფებას!“

1861 წლის 14 ივლისს სოფელ ჩარგალში პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი, ქართული ლიტერატურის კლასიკოსი ვაჟა-ფშაველა დაიბადა.„ამიტო...
14/07/2025

1861 წლის 14 ივლისს სოფელ ჩარგალში პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი, ქართული ლიტერატურის კლასიკოსი ვაჟა-ფშაველა დაიბადა.

„ამიტომ, ვიმეორებ, ვისაც თავისუფლება უყვარს და უნდა მისი დამყარება ქვეყნად, ჯერ უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიძულოს მთელის თავის არსებით, გულით და გონებით მტარვალნი და მტარვალობა.
ეს არის მხოლოდ საშუალება, რომლის წყალობით ადამიანს შეუძლიან მედგრად იბრძოლოს და არ დაზოგოს სიცოცხლე თავისუფლების მოსაპოვებლად.

და რა არის ეს თავისუფლება, რატომ არ იკითხავთ?

უკარავად ნუ ვიქნები, რომ მე ჩემებურად განვმარტო ეს სიტყვა:
თავისუფლება ხალხისთვის მტარვალთაგან წართმეული ბედნიერებაა.
ბედნიერებაწართმეულს რა ჰრჩება უბედურების მეტი? - არაფერი" - ვაჟა-ფშაველა, „რა არის თავისუფლება?“

1921 წლის 10 ივლისს, კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე დაიბადა.„1960 წელი იყო. მე ვიღებდი ჩემს პირველ ფილმს, ,,ერთი ცის ქვეშ”. კო...
10/07/2025

1921 წლის 10 ივლისს, კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე დაიბადა.

„1960 წელი იყო. მე ვიღებდი ჩემს პირველ ფილმს, ,,ერთი ცის ქვეშ”. კომპოზიტორად უკვე ცნობილი რევაზ ლაღიძე მოვიწვიე. მოვიდა რეზო სიცოცხლით, როხროხით და უცებ შექმნა განსაკუთრებული აურა. დავსხედით ფილმის მასალის სანახავად. ბატონი რეზო უცებ სრულიად შეიცვალა, გაირინდა. დიდხანს უყურა ეტყობა უნდოდა სულითა და ხორცით ეგრძნო. რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკა, სიცილით მითხრა, მგონი რაღაც შევთხზეო. მოვიდა ჩემთან, სახლში, მაშინვე მიუჯდა ინსტრუმენტს და დაუკრა მთავარი თემა. მელოდია იყო უბრალო, სადა, და ამავე დროს, მღელვარე, გულში ჩამწვდომი. ნამდვილი სიხარული ვიგრძენი და მერეც სულ ასეთ სიხარულს ვგრძნობდი რეზოსთან მუშაობის თუ უბრალო შეხვედრის დროს“ - ლანა ღოღობერიძის მოგონება რევაზ ლაღიძეზე

07/07/2025

თამაზ ჭილაძე იხსენებდა: ,,გურამ რჩეულიშვილის გამოჩენა ჩვენს მწერლობაში მოვლენა იყო. ეს კი იმდენად იშვიათი რამ გახლავთ, რომ ბედნიერი ვარ, ამ მოვლენის მოწმე რომ ვიყავი..."

შადიმან შამანაძის რუბრიკა ,, ლიტერატურული ფრაგმენტები"

07/07/2025

,,როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბავშვობაში მუსიკაზე სიარული არ მიყვარდა" - თეონა ცირამუა

ეკა ხითარიშვილის საავტორო რუბრიკა - ,,ადამიანი"

04/07/2025

ისტორიაში პირველად საქართველო ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

საღამოს პიკის საათის სტუმარი - საქართელოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ბაზაძე

02/07/2025

მურმან ლებანიძე - ,,ჩამირბინეს ჭყივილით გარეულმა ტახებმა"

კითხულობს ავტორი

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს რადიო • 1tv.ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to საქართველოს რადიო • 1tv.ge:

Share

Our Story

„საქართველოს რადიოს“ ისტორია საქართველოს რადიო მაუწყებლობს 1925 წლის 23 მაისიდან. ის ერთ-ერთი უძველესი რადიოა ევროპაში და პირველი მაუწყებელია საქართველოში. საქართველოს რადიო მოსახლეობის დაფინანსებით შეიქმნა და თავისი დაფინანსების ფორმით თავიდანვე საზოგადოებრივ მაუწყებელს წარმოადგენდა. თანხის შესაგროვებლად ფართო კამპანია დაჭირდა, რადგან მოსახლეობის უმრავლესობას არ ეჯერა, რომ ხმის გადაცემა დიდ მანძილზე შესაძლებელი იქნებოდა. საინტერესოა, რომ დაფინანსების ეს ფორმა საბჭოთა კავშირისათვის გამონაკლისს წარმოადგენდა. საქართველოს რადიომ დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოების ცხოვრებაში და ქართული კულტურის განვითარებაში. ათწლეულობის განმავლობაში ის იყო ერთადერთი ქართული ელექტრონული მედიასაშუალება. ფართო საზოგადოებამ რადიოს მეშვეობით გაიცნო ბევრი ქართველი მწერალი, პოეტი, მეცნიერი თუ ხელოვანი. საქართველოს რადიოს დაკვეთით შეიქმნა ქართული მუსიკის და თეატრის მრავალი შედევრი. რადიო ფლობს უნიკალურ აუდიო ფონდს, რომელიც ეროვნულ სიმდიდრეს წარმოადგენს. დღეისათვის რადიო პირველი არხი მაუწყებლობს „მოსაუბრე რადიოს“ ფორმატით, თუმცა მის ეთერში მოისმენთ გემოვნებიან მუსიკასაც და გასართობ გადაცემებსაც. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, „საქართველოს რადიო“, პასუხობს საზოგადოების ყველა ფენის მოთხოვნილებას და ის სხვა ქართული რადიოსადგურებისაგან მკვეთრად გამოირჩევა პროგრამული მრავალფეროვნებით. მის ეთერში მოისმენთ, საინფორმაციო გამოშვებებს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუებს, მუსიკალურ-გასართობ, შემეცნებით, სპორტულ, ახალგაზრდულ, საბავშვო და სხვა სახის პროგრამებს. აღსანიშნავია რადიოს ტრადიციები და მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რაც კომპეტენტური და გემოვნებიანი პროგრამების შექმნის წინაპირობას იძლევა. საქართველოს რადიო ასევე გამოირჩევა თავისი ტექნიკური ბაზით. გადაიარაღების აუცილებლობის მიუხედავად მას გააჩნია საუკეთესო სტუდიები. „საქართველოს რადიო“ ხელმძღვანელობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთიკური კოდექსით, რაც საკითხების კომპეტენტური გაშუქების წინაპირობაა.