My story -ჩემი ამბავი

My story -ჩემი ამბავი სამოტივაციო ისტორიები,რჩევები წამატებისკენ მიმავალ გზაზე.

23/11/2025

📍Სახელი: დავით

📍Გვარი: ქაბზინაძე

📍Პროფესია: მოქანდაკე

📌 როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს ❓❗
- ერთი უბრალო, მშრომელი ადამიანი გახლავართ, ვისაც თავის საქმე უყვარს და მის გარეშე არ შეუძლია ცხოვრება.

📌 როგორ დაიწყო შენი ურთიერთობა მეტალთან? რა იყო პირველი ნამუშევარი და როგორ გახსოვს ის განცდები❓❗
- ჩემი ურთიერთობა დაიწყო პატარა ასაკიდან, რადგან მამა მოქანდაკე მყავს. Თავიდან ხატვით დავიწყე. Მერე ნელ-ნელა მეტალის და ქვის დამუშავებას შევუდექი.ნიკოლაძეში სტუდენტობის დროს, 21 წლის ასაკში ავიღე აკადემიური და დავიწყე სამების საკათედრო ტაძარში მუშაობა, რათა დავუფლებოდი ქვაზე მუშაობას. Რადგან სასწავლებელში ქვაზე მუშაობას არ ასწავლიდნენ. პირველი ნამუშევარი არ მახსოვს პატარა ვიყავი და ვერ გავიხსენებ მაგრამ სერიოზული ნამუშევარი სამხატვრო სასწავლებლის დიპლომი იყო. რა თქმა უნდა 5 თიანი მივიღე და უზომოდ გახარებული ვიყავი მაგრამ, ეგეც ვიცოდი წინ ბევრი სწავლა და შრომა მელოდა . 10 წელი სხვა სხვა ეკლესიებში ვმუშაობდი. Ამ გამოცდილებით ვქმნის დღეს უკვე ჩემს ნამუშევრებს.

📌 რა გახდა ის მომენტი, როცა მიხვდი, რომ ეს მხოლოდ ჰობი აღარ იყო❓❗
- ეს საქმიანობა ჩემთვის ჰობი არასოდეს ყოფილა . ბავშვობიდან გადაწყვეტილი მქონდა მოქანდაკეობა.

📌 რა ეტაპებია შენს შემოქმედებით პროცესში — როგორ იბადება იდეა და როგორ იღებს მეტალი ფორმას❓❗
-იდეა ბევვრნაირი მომდის. Ქვას რომ ვიღებ ხელში, იქიდან უკვე ვიცი რა უნდა გამოვიდეს. Საინტერესო პროცესია,შემოქმედებითი.თუმცა მაქვს იდეები რომელსაც, ამჟამად ვერ ვანხორციელებ სხვა და სხვა მიზეზებიდან გამომდინარე.

📌 რადენად მოქმედებს შენზე გარემო, მუსიკა, ადამიანები, საიდან მოდის მთავარი შთაგონება❓❗
- თვითონ მასალა მეუბნება რისგან რა გამოვა, დამატებითი შთაგონება აღარ მჭირდება იმიტომ რომ ამ საქმის გარეშე უბრალოდ არ შემიძლია ცხოვრება. დღე არ გავა ეს საქმე არ ვაკეთო.

📌 რა რეაქციებს იღებ ადამიანებისგან, როცა პირველად ხედავენ შენს ნამუშევრებს❓❗
-მიხარია როცა დადებითი შეფასებები აქვს ჩემს ნამუშევრებს.ხშირად Ისინი მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო. სხვა და სხვა ქვეყნიდან მაქვს შეკვეთები და ადამიანებს ძალიან მოსწონთ ჩემი შემოქმედება. როცა მიფასებენ ჩემთვის უდიდესი სტიმულია, რომ კიდევ უკეთესი ნამუშევრები შევქმნა.

📌 გქონია თუ არა მომენტი, როცა შეჩერება გინდოდ❓❗
- ეს პროფესია იმდენად ჩემია, შეჩერება არასდროს მდომებია.

📌 რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი იდეები „ძალიან რთულია“ ან „მეტად მძიმეა“ ❓❗
-ახალგაზრდა თაობას იმას ვეტყვი რომ შეუძლებელი არაფერია მთავარი მონდომება ინტერესი და რათქმაუნდა ბევრი შრომა.

📌 თქვენი ნამუშევრებიდან რისი თქმა გსურთ ადამიანებზე,Რა შეტყობინება გინდათ შეიტანოს თითოეულმა ნივთმა ახალ ოჯახში❓❗
-ესთეტიური სილამაზე, სითბო და რა თქმა უნდა სიყვარული.

ინტერვიუ მომზადებულია სოც. მედია სააგენტო My story -ჩემი ამბავი-ს და გაზეთ ქართული ფესვები • Radici Georgiane -ს ერთობლივი თანამშრომლობით.

,, Თქვენი ვინაობა ძლიერი და გავლენიანი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტში მიღწეულ...
09/11/2025

,, Თქვენი ვინაობა ძლიერი და გავლენიანი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტში მიღწეულ შედეგებს. "

🗣️ Ედ მაილეტი

"წარმატებას დიდი საიდუმლო არ სჭირდება. ის ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას განსაკუთრებულ დისციპლინასა და შრომისმოყვარეობ...
19/10/2025

"წარმატებას დიდი საიდუმლო არ სჭირდება. ის ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას განსაკუთრებულ დისციპლინასა და შრომისმოყვარეობას მოითხოვს. არ აქვს მნიშვნელობა, მილების შემცვლელი ხარ თუ არტისტი"

🗣️ ტომ ჰენკსი

📍Სახელი:  მარიამი📍Გვარი: ხარაიშვილი📍Პროფესია: ხელნაკეთი სამკაულების დიზაინერი. 📍Საქმიანობა: ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი...
18/10/2025

📍Სახელი: მარიამი

📍Გვარი: ხარაიშვილი

📍Პროფესია: ხელნაკეთი სამკაულების დიზაინერი.

📍Საქმიანობა: ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი ,, Art-მარისი - ს" დამფუძნებელი და ხელოვანი.

📌 ვინ არის მარიამი? როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს❓❗
– ვარ 32 წლის ქალი. 4 შვილის დედა. რომელიც მუდამ სიახლის ძებნაშია და არასოდეს ნებდება, თუ მიზანში რამე ამოიღო.

📌გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების გზა... რა იყო ის გარდამტეხი მომენტი, რომელმაც შეგცვალათ ❓❗
– სკოლა რომ დავამთავრე, საკუთარი შრომით, რეპეტიტორების გარეშე ჩავაბარე ეროვნული გამოცდები და პირველივე უნივერსიტეტში მოვხვდი — ჯავახიშვილში. მაგრამ მალე მივხვდი, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო.მალევე დავოჯახდი, სწავლა შევწყვიტე, და უკვე ორი შვილის დედა ვიყავი, როცა მეორედ ჩავაბარე გამოცდები და ამჯერად კოლეჯ „მერმისს“ მივაშურე,სადაც გავიარე ორ წლიანი სამკერვალოს სრული კურსი . Ეს ორი წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე თბილი და შთამაგონებელი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში — სავსე შემოქმედებით, სითბოთი და ადამიანებით, რომლებიც დღემდე მახსოვს . Კოლეჯის დამთავრებისას უკვე ტყუპებს ველოდებოდი, ამიტომ დროებით ისევ გვერდზე გადავდე საკუთარი ოცნებები. მაგრამ ხელი არ ჩამიქნევია. ვიცოდი, დადგებოდა დღე, როცა ისინი ბაღში წავიდოდნენ და მე კიდევ ერთხელ დავიწყებდი ოცნებისკენ სვლას.
და აი, ერთ დღეს სოციალურ ქსელში შემთხვევით შემხვდა ნინო ნადირაშვილის განცხადება — ის ახალ მოსწავლეებს იწვევდა. მაშინვე ვიგრძენი, რომ ეს იყო ის წამი, როცა უნდა მემოქმედა. მივწერე, შევთანხმდით და დავიწყე ჩემი გზის ახალი თავი.
ნინოსთან მისვლისთანავე მივხვდი — ეს არის სწორედ ის საქმე, რაც სულ მენატრებოდა და მაკლდა. იქ გატარებულმა დღეებმა ამავსო, მომცა რწმენა, რომ ოცნებები არასოდეს გვტოვებენ — უბრალოდ, ელიან როდის გავბედავთ მათკენ ნაბიჯის გადადგმას…

📌 როგორ დაიწყო თქვენი ისტორია ბისერებთან? გახსოვთ პირველი ნამუშევარი❓
– ბისერებთან ჩემი ურთიერთობა ღრმა ბავშვობიდან იწყება. ყოველთვის მქონდა ამ პატარა სილამაზეების სიყვარული — ვხატავდი და ნახატებს ბისერებით ვაფორმებდი, მუდამ მინდოდა ჩემი ტანსაცმელი გამელამაზებინა სხვადასხვა ფურნიტურით.
მახსოვს, სკოლაში ბავშვებს ბისერებით ნაქსოვი ბეჭდები ეკეთათ. ისე მომეწონა, ვთხოვე, ჩემთვისაც ესწავლებინათ, მაგრამ ვერ მოხერხდა. თუმცა სურვილი იმდენად დიდი მქონდა, რომ ერთ დღეს დედას ცეკვის სამკაულები დავუშალე და თეთრი მარგალიტის მძივებით ჩემი პირველი ბეჭედი მოვქსოვე. ისეთი ბედნიერება ვიგრძენი, თითქოს ფრთები გამომესხა… სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე — ჩემი სულის გამოძახილი. ვიცოდი, დადგებოდა დღე, როცა ამ სიყვარულს რეალობად ვაქცევდი, და დიდი მოთმინებით ველოდი ჩემ დროს.

📌დედა ხართ ოთხი შვილის — როგორ ახერხებთ დროის განაწილებას ოჯახსა და საქმეს შორის❓
–ეს ნამდვილად არ არის მარტივი. მაგრამ როცა საქმე გიყვარს, დაბრკოლებები უბრალოდ ქრება.
ოთხივე შვილი სკოლაში დადის, ყველა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა წრეზე. Ამას ემატება
სახლის საქმეებიც და მე დღის განმავლობაში დრო საერთოდ არ მრჩება ჩემი საქმისთვის.
ამიტომ ღამე — როცა ბავშვებს დავაძინებ — იწყება ჩემი სიაქმიანობა.
Მქონია შემთხვევები, ჩამძინებია მუშაობისას, მაგრამ მაღვიძარას წინასწარ ვაყენებ, რომ არაფერი დამრჩეს დაუსრულებელი.
რთულია, ძალიან… მაგრამ მე მიყვარს სირთულეები.

📌რა გაძლევთ შთაგონებას ახალი ნივთების შესაქმნელად❓
– ჩემი შთაგონება არის გარშემომყოფების დადებითი სიტყვები, გულწრფელი შეფასებები და გულთბილი მადლობები.
შთაგონება არის გათენება და დაღამება…
ფანჯარაში შემოსული მზის პირველი სხივი, ჩიტების ჭიკჭიკი და ის სიმშვიდე, რაც სულში იმ წამს ჩამოიღვრება.
ჩემი შთაგონებაა მომხმარებლის ემოცია, როცა მისი თვალებით ვხედავ ბედნიერებას, და როცა მწერს — „გმადლობ, ზუსტად ეს მინდოდა“.

📌 როცა ქმნით, რას გრძნობთ — ეს უფრო ჰობია თუ თქვენი შინაგანი სამყარო❓
– როცა ვქმნი, ვგრძნობ, როგორ გადმოდის ჩემი ფანტაზიები, წარმოსახვა, შთაგონება, გრძნობები და ემოციები — ნელ-ნელა, თითოეულ მძივთან ერთად, საქარგავ დაზგაზე.
და როცა ნამუშევარს ვასრულებ, თითქოს ვთავისუფლდები…
ის, რაც იმ წუთებში ჩემში ტრიალებდა, ახლა ყველას თვალწინაა — შეიძლება შეაფასონ, შეეხონ, მოიწონონ ან გააკრიტიკონ.
მაგრამ ამას ჩემთვის, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს — მთავარია, ჩემი შინაგანი სამყარო გარეთ გამოვიტანე და თვალსაჩინო გავხადე.
ჰობი?! — არა, ეს მხოლოდ ჰობი არ არის. ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი სამყარო…სამყარო, რომლის გარეშეც მე — უბრალოდ, მე აღარ ვიქნები.

📌 იყო თუ არა რთული ამ საქმის დაწყება? რა დაბრკოლებებს წააწყდით დასაწყისში❓
– ჩემი ერთადერთი დაბრკოლება ბავშვების გაციება, გრიპი და ვირუსები იყო.
მე თვითონ რომ მომაკვდავი ვყოფილიყავი, მაინც ვერაფერი შემაჩერებდა იმ ერთი დღის გამოტოვებაზე, როცა სტუდიაში უნდა მივსულიყავი.
სწავლების პროცესი პირადად ჩემთვის საერთოდ არ ყოფილა რთული — პირიქით!

📌როგორ აღწერდით თქვენს სტილს? რა განასხვავებს თქვენს ნამუშევრებს სხვებისგან❓
– მე ვარ ადამიანი, რომელიც მუდამ ინოვაციებს ეძებს. სხვას კი არა, საკუთარ თავსაც არ ვბაძავ.ჩემი არცერთი ნამუშევარი არაა ერთნაირი.
ზოგადად არ მიყვარს შაბლონური არაფერი, პირიქით… მუდამ განსხვავებულის ძიებაში ვარ… ვერ ვაპატიებ ჩემს თავს უსუფთაო, არაზუსტ, უხარისხო ნამუშევარს… რადგან ძალიან ვაფასებ სიზუსტეს, სინქრონს, პროპორციებს, ფერთა შეხამებას… ნამუშევარი სუფთა და ლამაზი უნდა იყოს როგორც წინა მხრიდან, ისე უკნიდან.
მომწონს საინტერესო დეტალების დამატება ნამუშევრებში, ამიტომ ახლახანს დამებადა იდეა შემექმნა ინიციალები-კონკრეტული ადამიანებისთვის, ეს ინიციალები კი გამემრავალფეროვნებინა და კიდევ უფრო პერსონალური რომ გამეხადა ამ ადამიანების პროფესიის შესაბამისი დეტალები დავამატე, ძალიან ლამაზი და საინტერესო შერწყმა გამოვიდა, მაგრამ მალე აღარც ეს არ მეყო და საყვარელი ყვავილი, ცხოველი, ფრინველი,ზოდიაქო და საერთოდ ყველაფერი, რაც კი შეიძლება იმ კონკრეტულ ადამიანს უკავშირდებოდეს ერთ სამკაულში მოვაქციე და მივიღე რაღაც ძალიან , ძალიან ლამაზი, განსხვავებული, ექსკლუზიური, საავტორო და უნიკალური სამკაულები, რომლებმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურეს საზოგადოების მხრიდან.

📌რას გეუბნებიან ადამიანები, როცა ხედავენ თქვენს ხელნაკეთ ნივთებს❓
– მეუბნებიან , რომ ძალიან ლამაზი და საინტერესო ნივთების ავტორი ვარ, რომ მსგავსი არსად არ უნახავთ… ზოგს გაუჩნდა ეჭვი, რომ ქარხნული ნამუშევარი იყო და არა ხელნაკეთი. ზოგი საერთოდ ვერ ხვდება ამ ყველაფრისთვის როდისღა ვიცლი. განსაკუთრებით დედაჩემი! რადგან იცის , სულ გადარბენაზე რომ ვარ.
სხვათაშორის ძალიან ბევრმა ადამიანმა მითხრა, რომ ჩემი შექმნილი ნივთები ჩემს აურას ატარებენ… მე ერთი ის ვიცი, რომ მათი ეს სიტყვები და შეფასებები ნამდვილი რწფელია-ვგრძნობ ამას და ეს ყველაზე მეტად მაძლიერებს,მაბედნიერებს, ახალ მუხტს მაძლევს, აღმაფრთოვანებს და თავდაჯერებულს მხდის. მადლობა ამ ყველაფრისთვის.

📌გქონიათ თუ არა რთული ან დანებების მომენტები ამ გზაზე❓ როგორ გადალახეთ ისინი❓
– არა… ეს ის საქმეა , სადაც მე არასოდეს არ დავნებდები… მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის თითოეული შეკვეთა ახალია, განსხვავებულია და არასოდეს ვიცი რა გამოვა,ჯერ არ მქონია შემთხვევა ,შეკვეთა არ ამეღოს იმის გამო , რომ ჩემთვის გაუგებარი და რთულია. ყველაფერზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რადგან არ ვიცი საიდან და რატომ,მაგრამ დარწმუნებული ვარ აუცილებლად შევძლებ და გამომივა.
ხელოვანი ვარ და შეკვეთა ან მექნება-ან არა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მე გავჩერდე! არ მაქვს შეკვეთა? სამაგიეროდ მაქვს უამრავი იდეა ახალი სამკაულების შექმნისა, რომლებისთვისაც ვერ ვიცლი შეკვეთების გამო, ხოდა სწორედ მაგ იდეებს ვანხორციელებ… ჩემთვის მთავარი არაა ჩემი შექმნილი ნივთი გაიყიდოს… არა… ჩემთვის მთავარი ისაა , რომ ის რაც ჩემს გონებაში და წარმოსახვაში ტრიალებს, რაც არ მასვენებს და გამოსვლას ლამობს -გამოვუშვა, შევქმნა რაღაც ახალი… არასოდეს არ შემიქმნია არცერთი სამკაული საკუთარი დიზაინით იმის მოლოდინში და ფიქრში , რომ ის გაიყიდოს, არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა და მაგაზე საერთოდ არ ვფიქრობ. უბრალოდ მე ჩემს სათქმელს, ჩემს ემოციებს, ჩემს შინაგან სამყაროს ამ სამკაულებით ვამბობ, რადგან სულის სიმშვიდისთვის მჭირდება ეს… თუ მოხდა ისე, რომ რამდენიმე დღე ვერ მოვიცალე ჩემი საქმისთვის შინაგანად შფოთვა და წრიალი მეწყება, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს საკუთარ თავს ვღალატობ… ასე რომ დანებება და ხელის ჩაქნევა ჩემთვის აქ-წარმოუდგენელი და მიუღებელია.

📌რა გზავნილს გაუზიარებდით სხვა დედებს, რომლებიც ოცნებობენ თავიანთი პატარა საქმის დაწყებაზე, მაგრამ ეშინიათ❓
–არასოდეს შეგეშინდეთ სიახლეების…
არასოდეს შეწყვიტოთ საკუთარი პიროვნების ზრდა-განვითარება.
ოცნებებზე უარი არასოდეს თქვათ, პირიქით-ოცნება მიზნად აქციეთ და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთეთ…
ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობები, ძალა… და მალე სხვებიც გირწმუნებენ თქვენ.
არასოდეს გაჩერდეთ, ხელი არასოდეს ჩაიქნიოთ.

📌Და ბოლოს... Სად ხედავთ მომავალში ქვენს თავს❓❗
– მე მაქვს ჩემი სტუდია და მყავს ძალიან ბევრი მოსწავლე.
ასევე ვაკეთებ პირად გამოფენებს -სადაც უამრავი ადამიანი მოდის, რომ ჩემი ნამუშევრები იხილოს.ისევ და ისევ ამ გარემოში და საქმეში.

Დიდი მადლობა მარიამს 🌟

"დიდება გიჟებს, მარტოსულებს, მეამბოხეებს, თეთრ ყვავებს! მათ ვინც არ შეესაბამებიან გარემოებებს. მათ ვინც ხედავს სამყაროს ...
14/10/2025

"დიდება გიჟებს, მარტოსულებს, მეამბოხეებს, თეთრ ყვავებს!
მათ ვინც არ შეესაბამებიან გარემოებებს. მათ ვინც ხედავს სამყაროს სხვაგვარად. ისინი არ იცავენ წესებს...

შეიძლება მოახდინო მათი ციტირება, შეიძლება ეკამათო მათ, შეასხა ხოტბა ან წყევლა-კრულვა დაატეხო თავს, მაგრამ მათი იგნორირება შეუძლებელია!
მათ მოაქვთ ცვლილებები. მათი წყალობით ვითარდება კაცობრიობა. დაე უწოდონ მათ ვიღაცეებმა გიჟები, ჩვენ ვამბობთ, რომ სწორედ ამის გამო არიან ისინი გენიოსები! რადგან მხოლოდ გიჟს შეუძლია ირწმუნოს, რომ შეუძლია სამყაროს შეცვლა და ამიტომაც ცვლის მას."

🗣️ Ავტორი : რობ სილტანენი (Rob Siltanen) — ამერიკელი კოპირაიტერი და მარკეტინგის სპეციალისტი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია Apple-ის „Think Different“ კამპანიის ტექსტის ავტორად.

📍 სახელი: მარიამი.📍 გვარი: გაჩეჩილაძე.📍 პროფესია: ტანსაცმლის დიზაინი, ციფრული მარკეტინგი.📍 საქმიანობა: ხელნაკეთი ტყავის ...
01/10/2025

📍 სახელი: მარიამი.

📍 გვარი: გაჩეჩილაძე.

📍 პროფესია: ტანსაცმლის დიზაინი, ციფრული მარკეტინგი.

📍 საქმიანობა: ხელნაკეთი ტყავის ნივთების „ Bavi•ბავი " -ს დამფუძნებელი – ამზადებს მაღალი ხარისხის ტყავის საფულეებს, ჩანთებსა და აქსესუარებს.

📍 ვინ არის მარიამი❓❗
– მარიამი პირველ რიგში არის დედა და ქალი, რომელსაც უყვარს სილამაზე და ხელოვნება. მისთვის თითოეული ნამუშევარი მხოლოდ ტყავი და ძაფი კი არაა – ეს არის ემოცია, დრო და უნიკალური ისტორია, რომელიც ადამიანების ცხოვრებას ალამაზებს.
ბრენდი „Bavi“ სწორედ ამ სიყვარულიდან და სურვილიდან დაიბადა. ძალიან მინდა, რომ ადამიანები მიცნობდნენ, როგორც ადამიანს, რომელიც ამ საქმეში სანდოობას, გულწრფელობას და ხარისხს დებს.

📍 როგორ დაიწყე ეს საქმე❓
– ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყო სიყვარული ხელნაკეთი ნივთების მიმართ. თავიდან პატარა ექსპერიმენტებად დაიწყო – ვცადე ერთი საფულე, ერთი ჩანთა… და მივხვდი, რომ ეს საქმე ჩემთვის არა მხოლოდ ჰობი, არამედ დიდი სიყვარულია. ასე ნელ-ნელა ჰობი გადაიქცა ბიზნესად.

📍 შენი პირველი ნამუშევარი…
– პირველი ნამუშევარი იყო საბარათე. იმ მომენტში ვიგრძენი, რომ ხელში არა უბრალოდ ტყავი, არამედ ჩემი ოცნების დასაწყისი მეჭირა. მისმა შექმნამ დამარწმუნა, რომ ეს საქმე შემეძლო და უფრო დიდი მიზნებისკენ გამიხსნა კარი.

📍 თქვენს ნამუშევრებზე ხშირია ქართული იდენტობის ნიშნები, რაც განსაკუთრებულად ალამაზებს მათ.
რას გვეტყვით ამ ინიციალებზე❓❗
– ქართული ელემენტები ჩემს ნამუშევრებში იმ მიზეზით გაჩნდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი და მუდამ მენატრებოდა ჩემი ფესვები, სითბო და ტრადიციები. ჩემი ჩანთები და აქსესუარები ხშირად პატარა დეტალებით გამოხატავენ ქართულ სილამაზეს. ეს არის ჩემი გზა, ვაჩვენო, თუ როგორ შეიძლება ქართულმა ხელოვნებამ დღესაც იარსებოს და თანამედროვე სამყაროში ორგანულად მოერგოს. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო რამე საქმე დამეწყო ისე, რომ ქართული ელემენტები არ ჩამერთო.

📍 რა სირთულეებს წააწყდი❓
– ყველაზე დიდი სირთულე დასაწყისში იყო გამოცდილების არქონა. არც მასალის გარჩევა შემეძლო კარგად, არც ტექნიკის. ბევრჯერ გამიფუჭდა ნამუშევარი. მაგრამ არასდროს შევჩერებულვარ – ვცდილობდი ყოველი შეცდომა გამოცდილებად გადამექცია.

📍 რომელ თვისებას გამოყოფდი, რომელიც გეხმარება მიზნისკენ მიმავალ გზაზე❓❗
– ყველაზე მეტად მიზანდასახულობა მეხმარება. როცა რაღაცას გადავწყვეტ, ბოლომდე მივყვები, თუნდაც გზა რთული იყოს.

📍 ტყავის ხელოვნება მხოლოდ ნივთების შექმნაა თუ უფრო ღრმა ფილოსოფიას ატარებს❓❗
– ჩემთვის ტყავის ხელოვნება მხოლოდ ნივთების შექმნა არ არის. ეს არის პროცესი, სადაც უბრალო მასალა გარდაიქმნება ისტორიად. ყოველი ნაკერი და ფორმა ემოციას ატარებს. ეს ჩემთვის არის დიალოგი ნივთსა და ადამიანთან.

📍 რას ნიშნავს შენთვის „ხელით შექმნილი“ და რა ემოცია გადადის თითოეულ ნივთში❓
– „ხელით შექმნილი“ ჩემთვის ნიშნავს, რომ ნივთი უკვე სიცოცხლეს იძენს. მასში მხოლოდ ტყავი და ძაფი არ არის – არის ჩემი ემოცია, დრო და ის შეგრძნება, რომ ვიღაცას ეს ნივთი ყოველდღიურ ცხოვრებაში სიხარულს მოუტანს. როცა ვკერავ, ვფიქრობ იმ ადამიანზე, ვისთანაც ეს ნივთი აღმოჩნდება. მინდა, რომ ჩემმა ნამუშევარმა მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულება არ იქონიოს, არამედ ემოციური კავშირიც შექმნას.

📍 რა რჩევას მისცემდი დამწყებებს❓❗
– დასაწყებად პატარა ნაბიჯიც საკმარისია. მთავარია, აკეთო გულით, არ დაკარგო მოთმინება და ირწმუნო, რომ შენი ნიჭი და შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

📍 რა განსხვავებაა ხელნაკეთსა და მასიურ წარმოებას შორის❓❗
– ხელნაკეთი განსხვავდება მასიური წარმოებისგან იმით, რომ აქ ყველაფერი იშვიათი და განსაკუთრებულია. თითოეული ნამუშევარი ხელით შექმნილია, ამიტომ არ არის ორი ერთნაირი ნივთი. მასიურ წარმოებაში ეს ინდივიდუალობა ვეღარ იგრძნობა. ხელნაკეთი ნივთი ატარებს ადამიანის ემოციას, ენერგიას და იდეას, ხოლო მასიური წარმოება მხოლოდ პროდუქციის რაოდენობაზეა ორიენტირებული.

📍 რას ნიშნავს შენთვის საყვარელი საქმე❓❗
– საყვარელი საქმე ნიშნავს, რომ თითოეული ნაბიჯი, თითოეული ნაკერი, თითოეული დეტალი შეიცავს ჩემ სიხარულსა და შემოქმედებას. ეს არის გზა, სადაც ვხვდები, რომ რასაც ვაკეთებ, მნიშვნელოვანია.

📍 რა არის შენი მთავარი გზავნილი❓❗
– რაც გულით კეთდება, ყოველთვის რჩება ფასეული.

✨ რეიჩელ ჰოლისი (Rachel Hollis) – ამერიკელი მოტივაციური სპიკერი, ბლოგერი და ავტორი, რომლის წიგნებმა „გონს მოეგე, დაო!“ დ...
29/09/2025

✨ რეიჩელ ჰოლისი (Rachel Hollis) – ამერიკელი მოტივაციური სპიკერი, ბლოგერი და ავტორი, რომლის წიგნებმა „გონს მოეგე, დაო!“ და „კმარა მობოდიშება, დაო!“ მილიონობით ქალს და მამაკაცს შთააგონა საკუთარი ცხოვრების შეცვლა.

ის ხშირად პირდაპირ და გულწრფელად საუბრობს იმაზე, რომ:

🌟 საკუთარი ცხოვრება მხოლოდ ჩვენს ხელშია;

🚀 ოცნებები მოქმედებად უნდა იქცეს;

🙅‍♀️ აღარ უნდა მოვიხადოთ ბოდიში საკუთარი სურვილებისთვის;

💪 ყოველდღიური პატარა ჩვევები უდიდეს შედეგს ქმნის;

❤️ და მთავარი – უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული.

აი, მისი ერთ-ერთი ძლიერი მონაკვეთი, რომელიც ბევრ ადამიანს თვალს უხელს:

👉,, მე მჯერა, რომ ჩემი ცხოვრება ღვთის ნებაა და ამის სულით ხოცამდე მწამს.მჯერა,რომ უფალს ყველა უანგაროდ ვუყვარვართ,მაგრამ არ მგონია,მისგან ბოძებული ნიჭი და უნარები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ უნდა გავფლანგოთ,რომ ისედაც საკმარისად კარგები ვართ.
მუხლუხოც კარგია,მაგრამ ამას რომ ჯერდებოდეს,ვერასოდეს ვიხილავდით იმ ლამაზ არსებას ,რომლადაც ის იქცევა.

👉 შენ უფრო მეტი ხარ,ვიდრე გგონია.
სწორედ ეს მინდა ვუთხრა ქალებს, რომლებიც მწერენ და რჩევისთვის მომმართავენ .შეიძლება ამის მოსმენა სასიამოვნო არ იყოს,მაგრამ სიმართლეა:შენ უფრო მეტი ხარ, ვიდრე გგონია და მხოლოდ და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული ამ ცოდნას როგორ გამოიყენებ.
შენ მართლა ხარ ძლიერი,მამაცი და მებრძოლი...მაგრამ ამას იმიტომ გეუბნები,რომ მინდა,ეს თვისებები თვითონ დაინახო საკუთარ თავში.მინდა ,მხარზე ხელი წაგავლო და მანამდე გაჯანჯღარო ,სანამ კბილები არ აგიკაწკაწდება.
მინდა,მანამდე არ მოგასვენო,სანამ ძალას არ მოიკრებ ,თვალებში არ ჩამხედავ და პასუხს თავად არ ამოიკითხავ.მინდა,ბოლო ხმაზე ვიყვირო,სანამ არ გაიგებ ამ ჭეშმარიტებას:საკუთარ ცხოვრებას თავად განაგებ .ამ ქვეყნად ცხოვრების ერთადერთი შანსი გეძლევა და ისიც ხელიდან გაგირბის.მოეშვი თვითგვემას,
და მაგის დედაც ,ამის უფლებას სხვებსაც ნუ მისცემ .ნუღარ დასჯერდები იმაზე ნაკლებს,ვიდრე იმსახურებ.
შეწყვიტე ძვირადღირებული ნივთების შეძენა მხოლოდ იმ მიზნით,რომ თავი მოაწონო იმათ ვისაც ფეხებზე ჰკიდიხარ.გრძნობები კი არ უნდა ჩაიკლა,უნდა გაერკვიო მათში .შეწყვიტე საკვებით ან სათამაშოებით საკუთარის შვილების სიყვარულის და მეგობრობის მოპოვება.რადგან ეს უფრო გეადვილება,ვიდრე მათი აღზრდა.
თავი დაანებე საკუთარ სხეულსა და გონებაზე ძალადობას.
გაჩერდი! ჩამოსცილდი ამ უსასრულო ბილიკს.წესით,შენი ცხოვრება ერთი განსაკუთრებული ადგილიდან მეორემდე მოგზაურობა უნდა იყოს და არა მბრუნავი კარუსელი,
რომელიც გამუდმებით ერთსა და იმავე ადგილზე გატრიალებს.
არ არის აუცილებელი ,შენი ცხოვრება ჩემსას გავდეს.ჯანდაბა,შეიძლება,არც არავის ცხოვრებას არ ჰგავდეს,მაგრამ,სულ მცირე,შენი შექმნილი მაინც უნდა იყოს."

P. S. 🌿 მისი სიტყვები გვახსენებს, რომ ხშირად თავადვე ვაყენებთ საკუთარ თავს ბარიერებს, და სწორედ ჩვენვე შეგვიძლია მათ გადალახვა.
შენ ნამდვილად ხარ მეტი, ვიდრე გგონია. ⭐

"My story – ჩემი ამბავი" ⭐ეს არის გვერდი, სადაც იპოვით ისტორიებს – ადამიანებზე, რომლებმაც შრომით, მიზანდასახულობითა და რ...
28/09/2025

"My story – ჩემი ამბავი" ⭐
ეს არის გვერდი, სადაც იპოვით ისტორიებს – ადამიანებზე, რომლებმაც შრომით, მიზანდასახულობითა და რწმენით საკუთარი ცხოვრება შექმნეს.

აქ წაიკითხავთ რჩევებსა და რეკომენდაციებს მიზნისკენ მიმავალ გზაზე და გაეცნობით ადამიანებს, რომლებიც თავიანთ საქმეს გამორჩეულად ემსახურებიან. 🌟

Გვინდა ეს სივრცე იქცეს ადგილად, სადაც თითოეული თქვენგანი ინსპირაციასა და ძალას იპოვის.
Ამიტომ, ჩვენი მიზანია გაგახსენოთ, რომ დიდი წარმატებები ხშირად პატარა ნაბიჯებით იწყება. 🌱💫

ხანდახან კი ყველაზე დიდი სიმამაცე სწორედ ის არის, რომ წარუმატებლობის შემდეგაც არ ნებდები და ისევ სცდი. 💪

26/09/2025
George Coby – გრიგოლ კობახიძე, რაჭველი კაცი, რომელმაც შუშის სათამაშოებით შობა-ახალი წელი გაულამაზა ამერიკელებს 🎄🇺🇸იგი და...
25/09/2025

George Coby – გრიგოლ კობახიძე, რაჭველი კაცი, რომელმაც შუშის სათამაშოებით შობა-ახალი წელი გაულამაზა ამერიკელებს 🎄🇺🇸

იგი დაიბადა რაჭაში, სოფელ თხმორში. ბავშვობიდანვე განსაკუთრებულად იცოდა შრომის ფასი. სულ 10 წლის იყო, როცა დატოვა მშობლიური რაჭა და ბორჯომის შუშის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. სწორედ იქ პირველად შეეხო მასალას, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება განსაზღვრა.

🚢 მოგვიანებით ჯერ გერმანიაში, შემდეგ ინგლისში, ბოლოს კი ამერიკაში აღმოჩნდა — უცხო ქვეყანაში, სადაც არავის იცნობდა.მაგრამ George Coby-მ ნიჭითა და დაუღალავი შრომით შეძლო საკუთარი გზის გაკაფვა.

ყველაზე დიდი წარმატება მას შუშის საახალწლო სათამაშოებმა მოუტანა. მისი კომპანია – “Coby Glass Products Company” – ათასობით ბრწყინვალე ბურთს ამზადებდა და თითქმის ყველა ამერიკულ ნაძვის ხეზე მისი ხელოვნების კვალი ჩანდა. 🎄
მისი სათამაშოები მხოლოდ დეკორი კი არ იყო – ისინი დღესასწაულს განსაკუთრებულ ხიბლს და ოჯახურ ბედნიერებას მატებდა.

📑 George Coby-ს ეკუთვნის 60-ზე მეტი პატენტი, თუმცა ხალხს ყველაზე მეტად ახსოვს ის, როგორც ადამიანი, რომელმაც უბრალო ფერადი შუშა ბავშვობის სიხარულად და ოჯახური ტრადიციის ნაწილად აქცია.

✨ მისი ისტორია გვახსენებს:

🔺 პატარა სოფელიც შეიძლება გახდეს დიდი ოცნების დასაწყისი.

🔺 სიღარიბე ბარიერი კი არა, გამოწვევაა.

🔺 ნიჭი და შრომა, როგორც ახალი წლის ნათელი, ადამიანებს სიხარულს უნაწილებს.

Address

Tbilisi

Telephone

+995599996001

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when My story -ჩემი ამბავი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to My story -ჩემი ამბავი:

Share