სამოქალაქო საქართველო - Civil.ge

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სამოქალაქო საქართველო - Civil.ge

სამოქალაქო საქართველო - Civil.ge საზოგადოებრივი და საპოლიტიკო ჟურნალი

📕დიდი ბრიტანეთი სამართლიანადაა მიჩნეული დემოკრატიისათვის სანიმუშო ქვეყანად, რომელიც განსაკუთრებულ პატივს სცემს პრესის თა...
06/02/2025

📕დიდი ბრიტანეთი სამართლიანადაა მიჩნეული დემოკრატიისათვის სანიმუშო ქვეყანად, რომელიც განსაკუთრებულ პატივს სცემს პრესის თავისუფლებას. თუმცაღა უნდა ითქვას, რომ ამ ქვეყნის მედიასთან და განსაკუთრებით ცილისწამებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა დიდი ხნის განმავლობაში ბევრ საჩოთირო ელემენტს შეიცავდა, რომელიც რეპრესიულ რეჟიმებს არაერთხელ გამოუყენებიათ.

🔗მიჰყევით ბმულს და გაიგეთ მეტი: https://civil.ge/ka/archives/660406

18/01/2025

♨️ტრანზიტის შეწყვეტის შედეგად, ევროპის ენერგობალანსიდან 15 მილიარდი კუბური მეტრის გაზი ამოვარდა, რაც ევროკავშირისთვის საგრძნობ პრობლემას ვერ შექმნის, მით უფრო, რომ საცავები სავსეა.

🇷🇺 წლევანდელი წლის გეგმით, “გაზპრომი” 38 მილიარდი კუბური მეტრის გაზს ჩინეთში გაიტანს, 25 მილიარდს – თურქეთში, 15 მილიარდს კი, “თურქული ნაკადის” მეშვეობით – ევროპაში. მათაც მოახდინეს გაზის ბაზრის დივერსიფიკაცია და აღმოსავლეთზე გადაერთნენ.

🇺🇦 უკრაინა ამით დაზარალდა, თუმცა მისი ენერგეტიკა იმდენად დაზიანებულია რუსული შეტევებით, რომ რუსული გაზის მოსაკლისება დიდ განსხვავებას არ იძლევა.

🇲🇩 ყველაზე ცუდ დღეში ტრანზიტის შეწყვეტამ მოლდოვა, კერძოდ კი დნესტრისპირეთი ჩააგდო.

სრული სტატიისთვის ამ ბმულს მიჰყევით: https://civil.ge/ka/archives/651761

📕"სანამ დედაქალაქსა და საქართველოს სხვა ქალაქებში სახალხო წინააღმდეგობაა გაშლილი, სამთავრობო პროპაგანდის ფონზე, მაინც ბე...
08/01/2025

📕"სანამ დედაქალაქსა და საქართველოს სხვა ქალაქებში სახალხო წინააღმდეგობაა გაშლილი, სამთავრობო პროპაგანდის ფონზე, მაინც ბევრს ღრღნის ეჭვი – რა აზრი აქვს ხალხის ქუჩაში დგომას, თუკი ტრამპის ხელმეორე გაპრეზიდენტება რუსეთთან დიდი გარიგებით დასრულდება და ჩვენ არავინ არაფერს შეგვეკითხება?"

🔗George Paniashvili ცდილობს, ამ შფოთვას უპასუხოს. სტატიის ბმული: https://civil.ge/ka/archives/650197

მმართველი პარტია ოქტომბრის არჩევნებში გასამარჯვებლად ფსონს ქართველების დაშინებაზე დებს. მისი კამპანიის მთავარი ნარატივი ...
15/08/2024

მმართველი პარტია ოქტომბრის არჩევნებში გასამარჯვებლად ფსონს ქართველების დაშინებაზე დებს. მისი კამპანიის მთავარი ნარატივი ის არის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა საქართველოსთვის რუსეთთან ომის თავიდან აცილების ერთადერთი გზაა. ის ეუბნება ამომრჩეველს: თუ გინდათ მშვიდობა და სტაბილურობა – მოგვეცით ხმა, თუ გინდათ ომი და ქაოსი – მიეცით ხმა „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“.

თუმცა, ისედაც ტრავმირებულ და დაუცველ ქვეყანაში ომის საკითხით მანიპულირების მორალურ მხარეზე რომ არაფერი ვთქვათ, რამდენად საფუძვლიანია ეს ნარატივი? "ყალბი დილემის" შესახებ მეტი წაიკითხეთ "სამოქალაქო საქართველოს" რედაქტორის, ნატა ქორიძის სტატიაში:

მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლები რჩება, მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ სულ უფრო უჭირ.....

რუსეთთან ურთიერთობა ჩანს, მომავალი არჩევნების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ჩვენი ავტორები, პროფესორი Beka Kobakhidze ბე...
23/07/2024

რუსეთთან ურთიერთობა ჩანს, მომავალი არჩევნების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.

ჩვენი ავტორები, პროფესორი Beka Kobakhidze ბექა კობახიძე და ანალიტიკოსი გიორგი ფანიაშვილი George Paniashvili სხვადასხვა კუთხიდან უდგებიან ამ საკითხს და თავიანთ მოსაზრებებს გვაცნობენ.

წაიკითხეთ მათი სტატიები კომენტარებში მოცემულ ბმულებზე.

#რუსეთი #საქართველო #არჩევნები

15/07/2024

ლეიბორისტების წარმატებამ დიდ ბრიტანეთში კონსერვატიული პარტიის მმართველობის ხანგრძლივი ციკლი დაასრულა. როგორ მოახერხა ამ პარტიამ წარუმატებლობის სერიის დასრულება და რას ნიშნავს მისი გამარჯვება ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკისთვის? ამაზე ორშაბათს გესაუბრებიან ევროპის მოამბის რედაქტორი, ჯაბა დევდარიანი, ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ყოფილი უფროსი მრჩეველი, გიორგი ფანიაშვილი და საქართველოს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, გიორგი ბადრიძე.

"საქართველოში ნაწილობრივ იმიტომ ჩავედი, რომ თითოეული ფრონტი, თითოეული ქვეყანა, რომელსაც ვაგებთ ან ვიგებთ, დემოკრატიის სა...
05/07/2024

"საქართველოში ნაწილობრივ იმიტომ ჩავედი, რომ თითოეული ფრონტი, თითოეული ქვეყანა, რომელსაც ვაგებთ ან ვიგებთ, დემოკრატიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ ხრის სასწორის პინას. საქართველო კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია".

მარია რესას, ფილიპინელ ჟურნალისტსა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს, თბილისში მისი ვიზიტის შემდეგ ვესაუბრეთ. ვრცელ და გულწრფელ ინტერვიუში რესამ თავისი ხიფათით აღსავსე წარსულიდან არაერთი გაკვეთილი გაგვიზიარა, სიმამაცისა და სიმართლის მნიშვნელობაზე გვესაუბრა და ქართველი კოლეგებისთვის რჩევებიც არ დაიშურა. წაიკითხეთ სრული ინტერვიუ ⬇

მარია რესას ინტერვიუსთვის გამოჭერა თბილისში მარტივი საქმე არ აღმოჩნდა. რესა, 60 წლის ჟურნალისტი და მშვიდობის დარ.....

🇪🇺 " ევროპის ატმოსფეროს გაწმენდა მოითხოვს პირველ ყოვლისა [საფრანგეთსა და გერმანიას შორის] კონფლიქტის ამოწურვას, ყოველ შე...
04/06/2024

🇪🇺 " ევროპის ატმოსფეროს გაწმენდა მოითხოვს პირველ ყოვლისა [საფრანგეთსა და გერმანიას შორის] კონფლიქტის ამოწურვას, ყოველ შემთხვევაში მის მინელებას, თანხმობისა და კეთილ-მეზობლობის მოდავეთა შორის ჩამოგდებას. ამ შემთხვევაში რუსეთი რჩება გარიყული. ის ვერ თამაშებს ვერც "საერთაშორისო ჟანდარმის" და ვერც "საერთაშორისო დამანგრევლის როლს."
👉 ჟორდანია ამას 1925 წელს წერდა გაზეთ "ბრძოლას", მეორე ნომერში.

სრული სტატიის ბმული - ფეისბუკის პირველ კომენტარში და ინსტაგრამის ბიოში.

#ისტორია #პირველირესპუბლიკა

"შავი კონტურებით აგებულ რეალობაში მოქალაქეებს მთავარი არ უნდა დაგვავიწყდეს – ავტორიტარული რეჟიმი და ყველა ის უხამსობა, რ...
31/05/2024

"შავი კონტურებით აგებულ რეალობაში მოქალაქეებს მთავარი არ უნდა დაგვავიწყდეს – ავტორიტარული რეჟიმი და ყველა ის უხამსობა, რომლებსაც რეჟიმი გვკადრებს, ჩვენი შიშით იკვებება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ინდივიდუალური შიშის ჩრდილში კოლექტიური ცნობიერების გამძლეობა ყვავის. მოქმედების პირობებში, შიში შეურიგებლობის გულისცემად, წყნარ დრტვინვად გადაიქცევა და აანთებს წინააღმდეგობის ნაპერწკლებს ყველაზე უფრო ბნელ ღამეებშიც კი."

საკვირაო "რვეულებში" Irina Gurgenashvili გვესტუმრა ამ საინტერესო სტატიით.

„კანონის გეშინოდეთ!“ – ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს რუსთავში გამართულ აქციაზე მაშინდელ ხელისუფლებას. ....

◽ 2023 წლის 12 დეკემბერს ევროკავშირმა „დემოკრატიის დაცვის“ პაკეტი მიიღო. პაკეტის ნაწილია დირექტივის პროექტი, რომლის მიზა...
25/04/2024

◽ 2023 წლის 12 დეკემბერს ევროკავშირმა „დემოკრატიის დაცვის“ პაკეტი მიიღო. პაკეტის ნაწილია დირექტივის პროექტი, რომლის მიზანიცაა წევრ სახელმწიფოებში მესამე ქვეყნების მიერ ანტიდემოკრატიული ჩარევისა და გავლენების შემცირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია.

◽ დირექტივის პროექტი ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების აღრიცხვის მექანიზმის შექმნას. აღნიშნული ინიციატივა აიტაცეს საქართველოში, სადაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხელახლა ინიცირებული ე.წ. “აგენტების კანონის” ანალოგად მის წარმოჩენას ცდილობენ. თუმცა, მიუხედავად ცალკეული მსგავსებებისა, დირექტივა და ქართული კანონი ძირეულად განსხვავდება – როგორც მათი ინიცირების კონტექსტით, ასევე შინაარსითა და მასშტაბითაც.

◽ წაიკითხეთ ქეთი შუბითიძის მიმოხილვა:

2023 წლის 12 დეკემბერს ევროკავშირმა „დემოკრატიის დაცვის“ პაკეტი მიიღო. პაკეტის ნაწილია დირექტივის პროექტი, რომლის .....

23/04/2024

ახალგაზრდების ცეკვა უცხოური აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის ბოლოს, 22 აპრილი, 2024. 🎥 ნინი გაბრიჭიძე/civil.ge

18/04/2024

18.04.2024, ახალგაზრდების მარში პარლამენტიდან კანცელარიამდე უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ

#არარუსულკანონს

📷 ნინი გაბრიჭიძე/Civil.ge

Address

2 Dolidze Street
Tbilisi
0171

Telephone

+995322335216

Website

http://rveulebi.civil.ge/

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამოქალაქო საქართველო - Civil.ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to სამოქალაქო საქართველო - Civil.ge:

Share