ინტერვიუ • inter view

ინტერვიუ • inter view „შეჭამა ბატკანმა ვარდი თუ არა?“ ინტერვიუს ბარათები თვითშემეცნებისთვის, ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის
(4)

ყველაზე დიდი საჩუქარი რაც შეიძლება ბავშვს გაუკეთო, არის, დაეხმარო გამოიმუშაოს ძლიერი ნებისყოფა. ფოტო სილამაზისთვის ♥️🌹
03/12/2025

ყველაზე დიდი საჩუქარი რაც შეიძლება ბავშვს გაუკეთო, არის, დაეხმარო გამოიმუშაოს ძლიერი ნებისყოფა.

ფოტო სილამაზისთვის ♥️🌹

„ჭერს,ნუღარ უყურებ ჭერს,თუ არ უშველი თავს,არავინ გაგიღებს კარს.წელს აღარ ახსოვხარ ძველს,შენ დღეს ვერ გადაგარჩენს ხვალ,შე...
27/11/2025

„ჭერს,
ნუღარ უყურებ ჭერს,
თუ არ უშველი თავს,
არავინ გაგიღებს კარს.
წელს აღარ ახსოვხარ ძველს,
შენ დღეს ვერ გადაგარჩენს ხვალ,
შენ ვერ გააღვიძებ ხალხს,
თუ არ გაანძრევ ხელს
და არ გატეხავ კარს.
და მერე…
თუ არ მიაჭერ გაზსს,
ისევ დაგიჭერს ის, ვინც ვერ უშველა თავს,
ისევ გაცვამენ ჯვარს, ისევ მოიკლავ თავს.
ისევ იჯდები იქ, სადაც სვამენ ამ ბნელ ხალხს,
ამ ხალხს…
დღეს თუ არ უშველი თავს, არავინ გაგიღებს კარს,
შენ თუ არ უშველი თავს, არავინ გაგიღებს კარს.
თუ არ მიაჭერ გაზსს,
ისევ დაგიჭერს ის, ვინც ვერ უშველა თავს.
ისევ გაცვამენ ჯვარს, ისევ მოიკლავ თავს,
ისევ იჯდები იქ, სადაც სვავენ ამ ბოზ ხალხს,
ამ ბოზ ხალხს…
ციხეს რად უნდა რკინის კარები ,
მას უნდა ჰქონდეს
შუშა ბანდები,
გავტეხავ
შუშას,
გავიპარები ,
ვეღარ
დამიჭერ,
შენ,
მე
ვერ
დამიჭერ…“

/ი. ჩარკვიანი

ნეო, ადრე თუ გვიან ჩემსავით შენც მიხვდები, რომ არსებობს განსხვავება გზის ცოდნასა და გზის გავლას შორის.მორფეუსი/მატრიცა/
23/11/2025

ნეო, ადრე თუ გვიან ჩემსავით შენც მიხვდები, რომ არსებობს განსხვავება გზის ცოდნასა და გზის გავლას შორის.

მორფეუსი
/მატრიცა/

◾️ ყველაფერი მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო და მეც მივხვდი, რომ ვერაფერს შევცვლიდი, საკუთარი თავის ჩათვლით. უბრალოდ დ...
21/11/2025

◾️ ყველაფერი მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო და მეც მივხვდი, რომ ვერაფერს შევცვლიდი, საკუთარი თავის ჩათვლით. უბრალოდ დავჯდებოდი და დავწერდი იმაზე, რომ ადამიანები ვერ გაურბიან ბედისწერას, ვიმღერებდი იმაზე, რაზეც ყველა მღერის.

◾️ ადამიანების უმრავლესობას ხომ უბრალოდ მოთმინება არ ყოფნიდა მიეცა სიჩუმისთვის შანსი, შესაძლებლობა, საკუთარი თავი გამოევლინა, მიეღო ეს ღვთის საჩუქარი.

◾️ არავითარი განსხვავება არაა შენ იპარავ, თუ გასცემ, ყველაფერი ზედმეტისთვის ისჯები.

◾️ ხელების მოძრაობა იმისათვის არის საჭირო, რომ არ ჩაიძირო და არა იმისთვის, რომ ტალღას გაუსწრო. იცურე მშვიდად და სამყარო თვითონ წაგიყვანს იქ, სადაც მიდის.

◾️ ქალი, რომელსაც ქვია სიცოცხლე, ქალი, რომელსაც უნდა იცნობდე, ქალი, რომელზეც უნდა ფიქრობდე, ქალი, რომელიც უნდა გიყვარდეს, ეს ქალი შენ ხარ – მინდა იცოდე!

◾️ ჭეშმარიტ ხელოვნებას, როგორც წესი, ავტორი არ ყავს.

◾️ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეცდომების გამოსწორება შეუძლებელია, ისინი რჩებიან ისტორიაში, ისევე როგორც მოპოვებული გამარჯვებები.

/ირაკლი ჩარკვიანი/

"ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის შესარიგებლად საჭიროა ერთ-ერთი: ან ქართველი ხალხი უნდა გარუსდეს, ან ხელისუფალი გაქართვე...
20/11/2025

"ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის შესარიგებლად საჭიროა ერთ-ერთი: ან ქართველი ხალხი უნდა გარუსდეს, ან ხელისუფალი გაქართველდეს. ჯერჯერობით არც ერთია შესაძლებელი, არც – მეორე. მაშასადამე, ხრამი ისევ ხრამად რჩება. მიწა ჩემი სველია სისხლისა და ცრემლისგან; გული ჩემი სავსეა დარდისა და სევდისგან" — ჩანაწერი მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკიდან, 1926 წელი.

დღეს, 20 ნოემბერს მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეა.

– გაფრენა ყოველთვის მინდოდა, ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც, ოღონდ არა თვითმფრინავით…– რომ ვერ გაფრინდეთ?– მაშინ ზღვას...
19/11/2025

– გაფრენა ყოველთვის მინდოდა, ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც, ოღონდ არა თვითმფრინავით…

– რომ ვერ გაფრინდეთ?

– მაშინ ზღვას გადავცურავ!

– რას?

– ზღვას!

– როგორ?

– სიმღერით!

– ხუმრობთ?

– არ ვხუმრობ!

– დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ?

– კი, ბატონო.

– მაინც როგორ ჩავწეროთ?

– სიტყვასიტყვით.

– მაინც როგორ?

– მე გადავცურავ ზღვას!…

/დღეს ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა/
19.11.1961

„მეფობა ისევე გარდაუვალია, როგორც მონობა, ამიტომ, ისინი, ვინც სიცოცხლეში აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებენ მომავალ თაობებს, თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ქვია. მე გავხდი მეფე ერთ თბილ საღამოს, როცა არც თოვდა, არც წვიმდა, უბრალოდ ზამთრისთვის უჩვეულო ერთი თბილი დღე იყო და მეტი არაფერი…“

▪️ თუ კი ადამიანის მოტყუება მოახერხე, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის სულელია; ეს  ნიშნავს, შენ იმაზე მეტად გენდობოდნენ, ვიდ...
18/11/2025

▪️ თუ კი ადამიანის მოტყუება მოახერხე, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის სულელია; ეს ნიშნავს, შენ იმაზე მეტად გენდობოდნენ, ვიდრე სინამდვილეში იმსახურებდი.

▪️ თუ არ შეგიძლია იყო ჯენტლმენი, მაშინ ღორი მაინც ნუ იქნები.

▪️ სამყაროს პრობლემა იმაშია, რომ განათლებული ადამიანები სავსე არიან ეჭვებით, ხოლო გაუნათლებლები თავდაჯერებულობით.

▪️ მოგიწევს მოკვდე რამდენჯერმე, სანამ მართლა იცხოვრებ.

▪️ ჩვენ ვალდებულები ვართ... ვალდებულები ვართ შევიტანოთ საკუთარი სინათლე სიბნელეში.

მამა მჭირდება. დედა მჭირდება. ვიღაც ჩემზე უფროსი და ჭკვიანი მჭირდება, ვისთანაც ცრემლს დავღვრი. ღმერთს ვესაუბრები, თუმცა ...
17/11/2025

მამა მჭირდება. დედა მჭირდება. ვიღაც ჩემზე უფროსი და ჭკვიანი მჭირდება, ვისთანაც ცრემლს დავღვრი. ღმერთს ვესაუბრები, თუმცა ცა ცარიელია...

/სილვია პლათი/

Gifthub- ზე ინტერვიუს ბარათები ♥️
11/11/2025

Gifthub- ზე ინტერვიუს ბარათები ♥️

09/11/2025

საბავშვო დასტაში 74 ბარათია და ერგება ყველა ასაკის კატეგორიას. მასში ძირითადად წარმოდგენილია შეკითხვები, ასევე არის დავალებები და გამოწვევებიც.

კარგია ინტერაქციისთვის, დაახლოებისთვის, იმ საკითხების გასაგებად, რაზეც ყოველდღიურად არ ვსაუბრობთ. რაც მთავარია, თბილი გარემოს შექმნისთვის!

ბავშვებს მოსწონთ, როცა მათ მიმართ ინტერესს გამოხატავაენ ☀️

მეტი დეტალისთვის მოგვწერე ან დააკომენტარე 💥

#ინტერვიუ #საბავშვოინტერვიუ #ინტერვიუსბარათები

და ქალმა, რომელსაც ჩვილი ჰყავდა ატატებული, თქვა: "გვითხარი შვილების შესახებ".და თქვა მან:"შვილი არ არის თქვენი საკუთრება...
08/11/2025

და ქალმა, რომელსაც ჩვილი ჰყავდა ატატებული, თქვა: "გვითხარი შვილების შესახებ".

და თქვა მან:

"შვილი არ არის თქვენი საკუთრება. თქვენი შვილები არიან ძენი და ასულნი თვით სიცოცხლისა, რომელსაც სწყურია სიცოცხლე. ისინი მოდიან თქვენით, მაგრამ არა თქვენგან. და, თუმცა ისინი თქვენთან არიან, არ გეკუთვნიან თქვენ.

შეგიძლიათ მისცეთ მათ თქვენი სიყვარული, მაგრამ თქვენი აზრები არა. რამეთუ მათ თავიანთი საკუთარი აზრები აქვთ. შეგიძლიათ სავანედ გაუხდეთ მათ სხეულს, მაგრამ არა მათ სულს. რამეთუ მათი სულები მკვიდრობენ ხვალინდელი დღის სავანეში, რომელსაც თქვენ ოცნებებშიც კი ვერ ეწვევით. შეგიძლიათ ეცადოთ მათ დაემსგავსოთ, მაგრამ ნუ შეეცდებით დაიმსგავსოთ ისინი. რამეთუ სიცოცხლე უკან არ იხევს და არც გუშინდელ დღეზე ყოვნდება.

თქვენ ხართ მშვილდი, რომლისგანაც თქვენი შვილები ცოცხალი ისრებივით გაიჭრებიან წინ. მშვილდოსანი, უფალი ღმერთი, შორს, უსასრულობის ბილიკზე, ხედავ სამიზნეს და იგი მოგზიდავთ მძლავრად, რათა ისრები გაიტყორცნონ სწრაფად და გაფრინდნენ შორს. დაე, სიხარული მოჰყვეს მშვილდოსნის მიერ თქვენს მოზიდვას. რამეთუ მას უყვარს გაფრენილი ისარიც და უყვარს შეუძვრელი მშვილდიც".

/ხალილ ჯიბრანი/

Address

საბურთალო; შ. ნუცუბიძის ქუჩა 44/1
Tbilisi
0162

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ინტერვიუ • inter view posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ინტერვიუ • inter view:

Share