ჭადრაკის სამეფო

ჭადრაკის სამეფო მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან

საიტი განკუთვნილია ჭადრაკის მოყვარულთათვის. გვერდზე გამოქვეყნებული იქნება საინტერესო ამბები სპორტის ამ სახეობაზე, მსოფლიოს ჩემპიონების ბიოგრაფიები, ორგანიზაციები და სხვა.

30/10/2025

მსოფლიო ჩემპიონები ქალთა ჭადრაკში წლების მიხედვით:

1962 - 1978 — ნონა გაფრინდაშვილი 🇬🇪
1978 - 1991 — მაია ჩიბურდანიძე 🇬🇪

ისტორიაში პირველი და მეორე ქალი მოჭადრაკე, ვისაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა: ნონა გაფრინდაშვილი ( 1978 ) 🇬🇪 / მაია ჩიბურდანიძე ( 1984 ) 🇬🇪

30 წლიანი ქართული დომინაცია — ცოცხალი ლეგენდები! 💜💜

29/10/2025

"გიგანტური ჭადრაკი" ბორჯომში ღამით, მერაბ კოსტავას სახელობის პარკის ტერიტორიაზე

კუნძულ როდოსზე დასრულებულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, ვაჟებში ოქროს მედალოსანი რუმინული SuperChess გახდა, ხოლო ქალებში ...
25/10/2025

კუნძულ როდოსზე დასრულებულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, ვაჟებში ოქროს მედალოსანი რუმინული SuperChess გახდა, ხოლო ქალებში მონაკოს Cercle d'échecs de Monte-Carlo.
მანდილოსნებში მესამე ადგილზე ნანა ძაგნიძის Tajfun SK Ljubljana გავიდა. ნანა მეორე დაფაზე თამაშობდა, 2 პარტია მოიგო, 3 ყაიმით დაასრულა და ერთი წააგო. საბოლოოდ კი სლოვენიურმა გუნდმა 9 ქულა დააგროვა და ჩემპიონს მთელი 4 ქულით ჩამორჩა. 9 ქულა დააგროვა ნინო ბაციაშვილის SuperChess-მა, თუმც დამატებითი მაჩვენებლებით მეოთხეზე გავიდა. ქართველმა პირველ დაფაზე ითამაშა, მანაც ნანას მსგავსად 2 პარტია მოიგო, 3 ყაიმით დაასრულა და ერთი წააგო.
ვაჟებში „დავით ჯუჯუას საჭადრაკო კლუბი“ გამოვიდა, მათ 3 პარტია მოიგეს, 4 წააგეს და 102 გუნდში დამატებით მაჩვენებლებით 63-ე ადგილი დაიკავეს.
გუნდმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: ნიკოლოზ შამათავა, ანასტასია კირთაძე, ნია დოღვანი, ალექსანდრე სუხიაშვილი, ბარბარე აშოთია და ალექსანდრ პოპოვი.

გალიპოლში მიმდინარე სენიროთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე, მეოთხე ტურში +65 წლამდე მანდილოსნებში, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ...
25/10/2025

გალიპოლში მიმდინარე სენიროთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე, მეოთხე ტურში +65 წლამდე მანდილოსნებში, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა გერმანელი ბრიგიტა ბურხარდტი დააშამათა და 3,5 ქულით ცხრილის ლიდერია.
ჩემპიონატზე კიდევ 7 ქართველი გამოდის, ინგა ხურცილავა +50 წლამდე ქალებში, შოტლანდიის სახელით მოასპარეზე ქეთევან არახამია-გრანტთან ერთად, 3,5 ქულით ცხრილს ლიდერობს. 2,5-2,5 ქულა აქვთ სოფიო ტერელიძეს და სოფიო ნიკოლაძეს, დამატებითი მაჩვენებლებით ისინი 11-ე და მე-13 ადგილებს ინაწილებენ.
+65 წლამდე კაცებში ზურაბ სტურუა 3,5 ქულით მეორე ადგილზეა.
+50 წლამდელებში 3,5 ქულა აქვს მიხეილ კეკელიძეს და მეორე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს. მას ნახევარი ქულით ჩამორჩება ალექსანდრე ქაშაშვილი და დამატებითი მაჩვენებლებით მე-9 პოზიციაზეა. 2 ქულა აქვს ზაზა ხოფერიას და 69-ე ადგილს იკავებს.

როდოსზე მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე,  მეექვსე ტურში ნინო ბაციაშვილი თეთრებით ალეკსანდრა გორიაჩკინას 11 სვლაზე ...
24/10/2025

როდოსზე მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, მეექვსე ტურში ნინო ბაციაშვილი თეთრებით ალეკსანდრა გორიაჩკინას 11 სვლაზე დაუზავდა. ნინო რუმინული „SuperChess“ კლუბის ღირსებას იცავს და მისი გუნდი მეხუთე ადგილზეა.

ნაზი პაიკიძე, აშშ-ის ქალთა პირველობაზე, 8 ტურის შემდეგ 5 ქულით მეორე-მეხუთე ადგილს ინაწილებს.მან 4 პარტია მოიგო, 2 ყაიმი...
21/10/2025

ნაზი პაიკიძე, აშშ-ის ქალთა პირველობაზე, 8 ტურის შემდეგ 5 ქულით მეორე-მეხუთე ადგილს ინაწილებს.
მან 4 პარტია მოიგო, 2 ყაიმით დაასრულა და 2 წააგო.
წინ კიდევ სამი ტურია

როდოსზე მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, 10 წლის ბოდჰანა სივანანდანმა მსოფლიოს ექს-ჩემპიონი მარია მუზიჩუკი დაამარც...
20/10/2025

როდოსზე მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, 10 წლის ბოდჰანა სივანანდანმა მსოფლიოს ექს-ჩემპიონი მარია მუზიჩუკი დაამარცხა.
სივანანდანი ინგლისური She Plays to Win Lionesses-ს ღირსებას იცავს, ხოლო მუზიჩუკი თურქული Turkish Airlines sports club-ის.

10-year-old Bodhana Sivanandan makes a huge upset and wins against former Women's World Chess Champion GM Mariya Muzychuk! 🤩

Her team She Plays to Win Lionesses🏴󠁧󠁢󠁥󠁮󠁧󠁿 is the 12th-seeded in the tournament, and now has 1-0 edge over the 2nd-seeded Turkish Airlines sports club🇹🇷! 🤯

➡️Tune in to the ECU YouTube channel and follow us live. Bodhana will soon join us in the studio for the game analysis: https://www.youtube.com/watch?v=H8UoyEXd3Co

კუნძული როდოსი 18–26 ოქტომბერს ევროპის საკლუბო ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით ჩატარდება და სულ 7 ტ...
18/10/2025

კუნძული როდოსი 18–26 ოქტომბერს ევროპის საკლუბო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით ჩატარდება და სულ 7 ტური გაიმართება.
ვაჟებში 122 კლუბი მონაწილეობს, საიდანაც ერთი ქართულია: „დავით ჯოჯუას საჭადრაკო სკოლა“. რომლის შემადგენლობა ასეთია: ნიკოლოზ შამათავა, ანასტასია კირთაძე, ნია დოღვანი, ალექსანდრე სუხიაშვილი, ბარბარე აშოთია და ალექსანდრ პოპოვი. ერთი ლეგიონერია ესპანურ „Silla-Integrant Col.lectius“-ში, ლალი ბიბილაშვილი.
მანდილოსნებში 20 კლუბი გამოდის, თუმც სამწუხაროდ ქართული არც ერთია. ორი მოჭადრაკე გვყავს სხვადასხვა გუნდში, ნანა ძაგნიძე სლოვენიურ „Tajfun SK Ljubljana“ ღირსებას იცავს, ხოლო ნინო ბაციაშვილი რუმინული „SuperChess“.
ძაგნიძე შარშანაც სლოვენიური კლუბის ღირსებას იცავდა და მის შემადგენლობაში ჩემპიონობა და პირადი ოქროს მედალიც (პირველ დაფაზე) მოიგო.

ბათუმში ევროპის გუნდურ ჩემპიონატი დასრულდა. ვაჟებში ოქროს მედალი უკრაინამ მოიგო, მანდილოსნებში კი პოლონეთმა. ჩვენები სამ...
14/10/2025

ბათუმში ევროპის გუნდურ ჩემპიონატი დასრულდა. ვაჟებში ოქროს მედალი უკრაინამ მოიგო, მანდილოსნებში კი პოლონეთმა. ჩვენები სამწუხაროდ უმედლოდ დარჩნენ, არადა 7 ნაკრებით გამოდიოდნენ, მამაკაცებში 4 გუნდი მონაწილეობდა, ქალებში 3.
მათ შორის ყველაზე კარგი შედეგი ვაჟთა მეორე ნაკრებმა და ქალთა პირველმა ნაკრებმა აჩვენა.
ვაჟთა მეორე ნაკრებმა 5 პარტია მოიგო, 2-2 წაგება და ყაიმი გაიფორმა, 12 ქულა აიღო და მედლამდე ერთი ქულა დააკლდა. პირველი ნაკრები 10 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა, მესამე 8 ქულით 32-ზე, ხოლო მეოთხე 7 ქულით 36-ზე. გათამაშებაში სულ 40 გუნდი მონაწილეობდა.
მედლამდე ორი ქულა დააკლდათ გოგონებს, რომლებმაც 5 პარტია მოიგეს, სამი წააგეს, ერთი დაასრულეს ყაიმით და 11 ქულით მეექვსეზე გავიდნენ. მეორე ნაკრებმა 10 ქულით მე-15 პოზიცია დაიკავა, ხოლო მესამემ 8 ქულით 24-ე. შეჯიბრში სულ 36 გუნდი მონაწილეობდა.

ბათუმში მიმდინარე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები, მერვე ტურში უკრაინის ნაკრებთან დამარცხდ...
13/10/2025

ბათუმში მიმდინარე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები, მერვე ტურში უკრაინის ნაკრებთან დამარცხდა 1,5:2,5 და მეხუთე ადგილზე ჩამოქვეითდა.
გაგაცნობთ შედეგებს:
უკრაინა 2,5:1,5 საქართველო-1
იულია ოსმაკი 1:0 ნანა ძაგნიძე
ანა უშენინა 0,5:0,5 ნინო ბაციაშვილი
ინა გაპონენკო 0,5:0,5 ლელა ჯავახიშვილი
ნატალია ჟუკოვა 0,5:0,5 ბელა ხოტენაშვილი
ნიდერლანდები 1:3 საქართველო-2
სოფიკო ხუხაშვილი 1:0 ელინა როებერსი
მაკა ფურცელაძე 0,5:0,5 მაჩტელდ ვან ფორესტი
სოფიო გვეტაძე ანა 1:0 მაია კაზარიანი
ლილე ქორიძე 0,5:0,5 დუბინ დუსონი.
საქართველო-3 2:2 ინგლისი
ანასტასია კირთაძე 1:0 ლან იაო
კესარია მგელაძე 1:0 ჰარიერტ ჰანტი,
ნია დოღვანი 0:1 ელმირა მირზოევა,
დიანა ლომაია 0:1 ბოდჰანა სივანანდანი.
ცხრილს 14 ქულით პოლონეთი ლიდერობს, ჩვენები კი 10 ქულით მეხუთე ადგილს იკავებენ.
9 ქულით მე-12 პოზიციაზეა მეორე ნაკრები, ხოლო მესამე 8 ქულით მეჩვიდმეტეზე.
ვაჟები ოთხი ნაკრებით გამოდიან და მათგან საუკეთესო შედეგი მეორე ნაკრებს აქვს.
მათ ფრანგები დაამარცხეს 2,5:1,5 და მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებენ. პარტიები მოიგეს ნიკოლოზ პეტრიაშვილმა და აკაკი ახვლედიანმა. პეტრიაშივლმა პირველ დაფაზე შავებით მარკ მაურიზი დააშამათა, ხოლო ახვლედიანმა მეოთხეზე თეთრებით მაქსიმ ლაგარდი. ყაიმით დაასრულა პარტია მესამე დაფაზე თორნიკე სანიკიძემ, იგი შავებით პიერ ლორენ-პაოლს დაუზავდა. სამწუხაროდ მეორე დაფაზე დამარცხდა ნოე თუთისანი, მისი მეტოქე ლორენ ფრესინე იყო.
სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
ლიეტუვა 2:2 საქართველო-1
ვალერი კაზაკოუსკი 1:0 ნიკოლოზ კაჭარავა
ტიტას სტრემავიციუსი 0:1ლევან ფანცულაია
პაულიუს პულტინევიციუსი 1:0 ბაადურ ჯობავა
გუსტას მორკუნასი 0:1 ლუკა პაიჭაძე
მოლდოვა 2,5:1,5 საქართველო-3
ეგორ ლაშკინი 0:1 ლუკა კილაძე
ივან სჩიტკო 1:0 დავით ნემსაძე
ვლადიმირ ჰამიტევიცი 1:0 ნიკოლოზ შამათავა
დმიტრი გუბინი 0,5:0,5 დენიელ საფაროვი
საქართველო-4 0,5:3,5 ბელგია
ნოდარ ლორთქიფანიძე 0:1 დენიელ დარდჰა
ჯამბულ მახარაძე 0:1 იგორ გრეკი
თენგიზ დიდმანიძე 0:1 ლეერ ლენაერტსი
ვალერიან გაფრინდაშვილი 0,5:0,5 ვარე დე ვაელე
პირველ-მეორე ადგილებს 13 ქულით აზერბაიჯანი და უკრაინა იკავებენ, თუმც დამატებითი მაჩვენებლებით პირველზე აზერბაიჯანია.
ჩვენი მეორე ნაკრები 10 ქულით მე-6 ადგილზეა, პირველი 8 ქულით 28-ზე. 6-6 ქულა აქვთ მესამე და მეოთხე ნაკრებს და შესაბამისად 34-ე და 35-ე ადგილებს იკავებენ.

10/10/2025
ბათუმში მიმდინარე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, საქართველოს ქალთა პირველმა ნაკრებმა, მეხუთე ტურში საფრანგეთის ნაკრები დაამ...
09/10/2025

ბათუმში მიმდინარე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, საქართველოს ქალთა პირველმა ნაკრებმა, მეხუთე ტურში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა 2,5:1,5.
გამარჯვების ქულა გუნდს მეორე დაფაზე მოასპარეზე ნინო ბაციაშვილმა მოუტანა, რომელმაც შავი ფიგურებით 73-ე სვლაზე სოფი მილიეს სძლია. დარჩენილი პატიები ყაიმით დასრულდა.
პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძე თეთრებით დეიმანტე დაულიტ-კორნეტს 74-ე სვლაზე დაუზავდა, მესამეზე ბელა ხოტენაშვილი თეთრებით ანდრეა ნავროტესკუს 30-ზე, ხოლო მეოთხეზე მერი არაბიძე შავებით პოლინ გუიჩარს 45-ზე.
მეორე ნაკრებმა მესამეს 2,5:1,5 სძლია.
გაგაცნობთ შედეგებს:
სოფიკო ხუხაშვილი 1:0 ანასტასია კირთაძე
მაკა ფურცელაძე 0:1 კესარია მგელაძე
ინგა ხურცილავა 1:0 ნია დოღვანი
სოფიო გვეტაძე 0,5:0,5 მარიამ ცეცხლაძე
ჩემპიონატზე საქართველო 3 გუნდით გამოდის, სულ კი 34 ქვეყანა მონაწილეობს.
ცხრილს მაქსიმალური 10 ქულით პოლონეთი ლიდერობს, ჩვენები კი 8 ქულით მეორე-მეოთხე ადგილს იკავებენ, თუმც დამატებითი მაჩვენებლებით (დაფებზე დაგროვებული შედეგებით) მეორეზე არიან.
6 ქულით 10-ე პოზიციაზეა მეორე ნაკრები, ხოლო მესამე 4 ქულით მეოცეზე.
ვაჟები ოთხი ნაკრებით გამოდიან.
პირველმა ნაკრებმა პოლონეთი 2,5:1,5 დაამარცხდა. პარტიები მოიგეს თეთრებით მოთამაშე ნიკოლოზ კაჭარავამ და ბაადურ ჯობავამ. კაჭარავამ მეორე დაფაზე სზიმონ გუმულარზი 45-ე სვლაზე დააშამათა, ხოლო მეოთხე დაფაზე ჯობავამ იან მალეკი 43-ზე. ყაიმით დაასრულა პირველ დაფაზე მიხეილ მჭედლიშვილმა, იგი რადოსლავ ვოიტაშეკს 59-ე სვლაზე დაუზავდა, მესამე დაფაზე ლევან ფანცულაია კი პაველ ტეკლაფთან 29-ე სვლაზე დამარცხდა.
მეორე ნაკრებმა კოსოვო დიდი ანგარიშით 3,5:0,5 დაამარცხა. პარტიები მოიგეს ნოე თუთისანმა, გიგა ყუფარაძემ და თორნიკე სანიკიძემ. ნიკოლოზ პეტრიაშვილმა ყაიმით დაასრულა პარტია.
მესამე ნაკრები ბელგიასთან დამარცხდა 1,5:2,5. ლუკა კილაძემ, აკაკი ყალიჩავამ და ნიკილოზ შამათავამ ყაიმით დაასრულეს პარტიები, ხოლო დენიელ საფაროვი სამწუხაროდ დამარცხდა.
მეოთხე ნაკრები ფინეთს დაზავდა 2:2.
პარტია მოიგო ვალერიან გაფრინდაშვილმა, ჯამბულ მახარაძემ და თენგიზ დიდმანიძემ ყაიმით დაასრულეს შეხვედრები, ხოლო ლულუ დიასამიძე სამწუხაროდ დამარცხდა.
პირველი ნაკრები 6 ქულით მე-14 ადგილს იკავებს, მეორე 5 ქულით მეთხუტმეტეს, მეოთხე სამი ქულით 36-ს, ხოლო მესამე ორი ქულით 37-ს.
ჩემპიონატზე სულ 37 ქვეყანა გამოდის.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჭადრაკის სამეფო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category