CV Resume • სივი რეზიუმე

CV Resume • სივი რეზიუმე გამართული სივის შედგენა, დაგეხმარებათ სამსახურის მარტივად დაწყებაში 🚀

📝თუ გსურთ სამსახურის ძებნის დროს, კანდიდატთა შორის გქონდეთ უპირატესობა და მუშაობის დაწყება გამარტივდეს, მაშინ აუცილებლად...
05/02/2024

📝თუ გსურთ სამსახურის ძებნის დროს, კანდიდატთა შორის გქონდეთ უპირატესობა და მუშაობის დაწყება გამარტივდეს, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ პროფესიონალურად გამართული CV.

✅ჩვენ სწორედ ამაში დაგეხმარებით, დეტალებზე მოგვწერეთ

გაითვალისწინეთ 3 მნიშვნელოვანი რჩევა ნებისმიერი გასაუბრებისთვის.
04/02/2024

გაითვალისწინეთ 3 მნიშვნელოვანი რჩევა ნებისმიერი გასაუბრებისთვის.

როგორ უნდა მოვემზადოთ გასაუბრებისთვის? 1. გამოცხადდი გასაუბრებაზე რამდენიმე წუთით ადრე – ამით აჩვენებ დამსაქმებელს, რომ ...
04/02/2024

როგორ უნდა მოვემზადოთ გასაუბრებისთვის?

1. გამოცხადდი გასაუბრებაზე რამდენიმე წუთით ადრე – ამით აჩვენებ დამსაქმებელს, რომ პუნქტუალურობა და დროის მენეჯმენტი ნამდვილად შენი ძლიერი მხარეა.

2. ჩაიცვი სოლიდურად – ჩაცმულობა სწორედ ისაა, რაც ჩვენზე პირველ შთაბეჭდილებას ქმნის. სოლიდურად ჩაცმა არ ნიშნავს შარვალ-კოსტუმს, მნიშვნელოვანია, რომ ამ ტანსაცმელში თავს კომფორტულად გრძნობდე და ერგებოდე იმ გარემოსა და ინდუსტრიას, სადაც მუშაობის დაწყებას გეგმავ.

3. იყავი პოზიტიური – პოზიტიური განწყობა ყოველთვის დადებით აურას ქმნის ოთახში, რაც დამსაქმებელზეც აისახება.

4. მიესალმე ყველას თანაბარი ენთუზიაზმით – გასაუბრებაზე მისვლისას არასდროს იცი ვის ესალმები, ამიტომ მნიშვნელოვანია გუნდის ყველა წევრზე თანაბრად სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვო.

5. გამონახე მომენტები საერთო ინტერესებზე საუბრისთვის – საერთო ინტერესების გამონახვისა და გაზიარების დროს დამსაქმებელს ყოველთვის დადებითი ემოციები უჩნდება შენს მიმართ, რაც დაგეხმარება მარტივად დაამახსოვრო მათ თავი.

წყარო: unijobs.ge

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when CV Resume • სივი რეზიუმე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share