12/01/2025
💬 "ჩემი შექმნილი პროდუქცია არის მცდელობა, გავაერთიანო ფუნქციები, კომფორტი, სტილი და კორპორატიული მომსახურების სფეროს ქართული იდენტობა შევმატო, ხელოვნებით ვემსახურო ქართული კულტურის ვიზუალურ სახეს." - "აღმოაჩინე ქართული" დიზაინერსა და მეცნიერ-კულტუროლოგზე, მაია კნიაზევა-ბეგიაშვილზე გიამბობთ.
👗 მაღალი მოდის ინდუსტრიაში, 25 წლიანი პროფესიული გამოცდილება კრეატიული ბიზნეს იდეით დააგვირგვინა. "აწარმოე საქართველოში" 2021 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულმა კომპანია დააფუძნა და სასტუმროების, დასასვენებელი სახლებისა და სხვადასხვა ტურისტული ორგანიზაციებისთვის ექსკლუზიური დიზაინის, ინდივიდუალურ დრესკოდს ქმნის.
🎯 მიზანი, სახელმწიფოს სტანდარტების გათვალისწინებით, ნოვატორული ტექნოლოგიებით დამზადებული ქსოვილებისგან, მაღალი ხარისხის, მაქსიმალურად კომფორტული უნიფორმის წარმოებაა, რაც სხვადასხვა პროფილის კომპანიების პერსონალთა კომფორტული შრომისა და უსაფრთხოების გარანტია.
🙌 მაია ბიზნესს სამკერვალო წარმოების სფეროში მრავალწლიანი, საერთაშორისო გამოცდილებითა და მაღალი პროფესიული ეთიკით უძღვება. წარმოებისთვის მხოლოდ ეკო-ტექნოლოგიით დამზადებულ, ანტიალერგიულ ქსოვილებსს იყენებს. თოთოეული მომხმარებელი იღებს მაღალი ხარისხის კომფორტულ ნაწარმს, სანიტარული და ჰიგიენური სტანდარტის რეკომენდაციით, საავტორო ნაქარგითა და ექსკლუზიური შეფუთვით.
📍შედეგად, ბრენდს მომხმარებლები ჰყავს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. მათი პროდუქცია, ევროპისა და ამერიკის მასშტაბით, ქართველი ემიგრანტების კუთვნილ უამრავ სასტუმროსა და რესტორანშია წარმოდგენილი.
🍷 დამკვეთთა აღტაცებას ქართული ღვინის ბოთლის დიზაინერული სამოსის უნიკალური კოლექციაც იწვევს. ელეგანტური ჩოხებით შემოსილი ქართული ღვინო, ქართული გემოსა და სტილის ორიგინალური პრეზენტაციაა.
🪄 თანამედროვე, ინდივიდუალური და მასობრივი წარმოების პირობებში, ბრენდი მეხუთე წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, ქმნის სხვადასხვა სირთულის სამკერვალო ნაწარმს, არის განვითარებაზე ორიენტირებული, საინტერესო და მუდმივად მოთხოვნადი.
💬 "თუ ხელოვნებას არ მოვემსახურები, ჩემი ბიზნეს ენერგია გაქრება." - მაია ქმნის ისტორიული და ფანტასტიკური ჟანრის კოსტიუმებს კინოსა და თეატრის მსახიობებისთვის, ესტრადის წარმომადგენლებისა და სატელევიზიო პროექტებისთვის. მისი ნამუშევრების ყოველი დეტალი ემსახურება ეპოქის აღქმას, კომპოზიციურ მიზნებს და ავლენს თითოეული გმირის შინაგან სამყაროს. ეხმარება მათ, სამოსით გამოხატონ თავიანთი იდენტობა, ფასეულობები, კულტურა. როგორც თავად აღნიშნავს, სწორედ ეს პროცესი აძლევს შინაგან რწმენას და სულიერ საზრდოს, იყოს ისეთივე წარმატებულ ბიზნესში, როგორიც მოდის ინდუსტრიაში.
🔔 სრული კოლექციის გასაცნობად, შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს - maiasi.com