World News

World News მსოფლიო ახალი ამბები

31/07/2016

მიზეზი თუ რატომ არ უნდა აჭამოთ ბავშვებს ჩიფსი

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ არ უნდა მიირთვან ბავშვებმა ჩიფსები. იმის გარდა, რომ ჩიფსები ცუდ გავლენას ახდენს კუჭზე, გაირკვა, რომ მათ შეიძლება ბავშვის გონებრივი განვითარება შეაფერხონ.

კვლევაში მონაწილეობა მიიღეს 3-4 წლის ბავშვებმა, რომლებიც რეგულარულად ჭამდნენ ჩიფსებს. რიგი
ფსიქოლოგიური ტესტების შემდეგ, მკვლევარებმა ზუსტად დაადგინეს ჩიფსების ორგანიზმზე გავლენის შედეგები. დადგინდა, რომ ჩიფსების მოყვარულები ნელა ფიქრობენ, მეხსიერების და ყურადღების დარღვევა აღენიშნებათ. მათ აღმოაჩნდათ კრეატიულობის და ახალი ინფორმაციის ათვისების პრობლემა. ამას გარდა, ჩიფსების მოყვარული ბავშვები ცუდი ქცევებით გამოირჩეოდნენ.
საქმე ის არის, რომ ჩიფსები შეიცავს აკრილამიდს: ძლიერ მუტაგენს, რაც აფერხებს ბავშვების განვითარებას. ამიტომ მკვლევარები მშობლებს ურჩევენ, რომ ოთხ წლამდე ბავშვებს ჩიფსები არ გააკარონ. ასევე ჩიფსების მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ ორსულმა ქალებმა.

ჯანო ანანიძეზე: სად მალავდა "სპარტაკი" ამდენ ხანს "მესის"?რუსულმა საიტმა Life.ru-მ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ე...
29/07/2016

ჯანო ანანიძეზე: სად მალავდა "სპარტაკი" ამდენ ხანს "მესის"?

რუსულმა საიტმა Life.ru-მ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი შეაფასა, სადაც მოსკოვის "სპარტაკი" სტუმრად აეკ-ს დაუპირისპირდა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, მოსკოველთა შემადგენლობაში კი ბრწყინვალე გოლით თავი ჯანო ანანიძემ გამოიჩინა.

- ლეგიონი ევროპალიგაზე: კაცი კაცსა შემოსტყორცნა - ჯანოს გოლი-შედევრი
- ნიკიტა სიმონიანი ჯანო ანანიძეზე: სწორედ ამას ელიან ქომაგები ქართველისგან

"სად მალავდა "სპარტაკი" ამდენ ხანს "მესის"? აღმოჩნდა, რომ თურმე ჯანო მეტოქეს თავის ფინტებს უმალავდა.

36-ე წუთზე ანანიძე მარცხენა ფლანგიდან დაიძრა, მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და შოკში იქნებით, მაგრამ 3 მეტოქე ისე ჩამოიშორა, რომ მათთვის არ ჩაურტყამს - ისინი, უბრალოდ, ქართველს ვერ ეწეოდნენ...

ამის შემდეგ მოსკოველთა შვიდიანმა ზუსტად დაარტყა და "სპარტაკი" დააწინაურა", - წერს საიტი ჯანოზე.

29/07/2016

როგორი იქნება ავტობაზა დიდ დიღომში

, რომელიც 377 ავტობუსზეა გათვლილი
დიდ დიღომში ახალი მუნიციპალური ავტობუსებისთვის ავტობაზის მშენებლობა დაიწყო.

ადგილზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია "დაგის" სპეცტექნიკა მუშაობს. 6 ჰექტარ ფართობზე ადმინისტრაციული შენობა, პანორამული ხიდი და გამშვები პუნქტი, სერვისცენტრები, საწვავგასამართი და გაზგასამართი სადგურები, სამრეცხაოები და სხვა დამხმარე ობიექტები მოეწყობა.
ავტობაზა 377 ავტობუსის პარკირებას
ითვალისწინებს. პროექტის მშენებლობა თებერვალში დასრულდება და პირველ ეტაპზე იქ გერმანული კომპანიის "მანი" 143 ახალ, თანამედროვე ავტობუსებს მოემსახურებიან.
ახალი ავტობაზის მშენებლობისთვის 13 მლნ ლარი დაიხარჯება. მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-მერთან ლაშა აბაშიძესთან, მერის მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან, ტრანსპორტის სამსახურის და სატრანსპორტო კომპანიის უფროსებთან ერთად ჩადო.
დავით ნარმანიას თქმით, პირველი 10 ავტობუსი თბილისში სექტემბერში შემოვა. შემდეგ კი ეტაპობრივად - სხვა დანარჩენი.
შესაბამისად, გაზაფხულზე ავტობაზის მშენებლობის დასრულებასთან ერთად, თბილისში 143 თორმეტმეტრიანი, ახალი ავტობუსების შემოყვანის პროცესიც დასრულდება. დიდი დიღომის ავტობაზაში ავტობუსების საწვავით უზრუნველყოფა, ტექნიკური მომსახურება და შემოწმება მოხდება.

29/07/2016

ფილიპინებში პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს მიერ ნარკობარონების წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შედეგად ქუჩებში გვამებია მიმოფანტული. გარდაცვლილთაგან ზოგი გაშიშვლებულია, დაბმულია, სხვებს სახე წებოვანი ლენტით აქვთ დაფარული, სამოსი კი სისხლში მოსვრილი. ცოლები და ოჯახის წევრები მათ უსიცოცხლო სხეულებს დასტირიან. ნარკომოვაჭრეებს პოლიციელები ყოველგვარი გასამართლების გარეშე, პირდაპირ ქუჩაში ხოცავენ.

ფილიპინელმა სამართალდამცველებმა მხოლოდ ივლისის დასაწყისში, 300 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. ეს ციფრი კი ყოველდღიურად იზრდება. პრეზიდენტმა დუტერტემ პოლიციას მოუწოდა, გაასამმაგონ ძალისხმევა, რადგან ნარკოტიკებთან, რომლებიც ქვეყანას ღუპავენ, ნებისმიერი ხერხით ბრძოლა გამართლებულია.

27/07/2016

დედა-შვილის მკვლელობა გახსნილია - ვინ არის ფონიჭალაში მომხდარ სასტიკ დანაშაულში ბრალდებული
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი გახსნა.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ განაცხადა, 22 თებერვალს თბილისში, ზემო ფონიჭალაში ნონა რომანიძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის მარიამ მამფორიას სასტიკი მკვლელობის საქმეზე შსს-ში გამოძიება თვეების მანძილზე ინტენსიურად მიმდინარეობდა, დაიკითხა არაერთი პირი და ჩატარდა საექსპერტო კვლევები, რის შედეგად დაკავებულია წარსულში ქურდობის, ყაღაჩობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული მოქალაქე გიორგი ხ.

26/07/2016

მართვის მოწმობის გამოცდა რთულდება - რას ითვალისწინებს და როდიდან შევა ძალაში ცვლილებები
შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, 2017 წელს მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკულ ნაწილში ცვლილებები განხორციელდება და არსებულ გამოცდას რამდენიმე კომპონენტი დაემატება. ამის შესახებ ხუციშვილმა world News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ქვეყანას ევროკავშირის წინაშე აქვს აღებული ვალდებულება, რომლის თანახმადაც მართვის მოწმობის აღების გამოცდა უნდა დაიხვეწოს.

"ვფიქრობთ 2017 წლის მეორე ნახევრიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა უნდა შეიცვალოს. ახლა შსს-ს მომსახურების სააგენტო ამაზე მუშაობს. ორი-სამი ქვეყნის გამოცდილება ნახეს, სადაც ყველაზე მაღალი სტანდარტი არის ამ მხრივ. ვფიქრობთ, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი, რაც
Advertisement
დღეს გვაქვს დარჩება და დაემატება უკვე პრაქტიკული გამოცდა რეალურ პირობებში, ქალაქში", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, გამოცდის ქალაქის პირობებში გადმოტანის შემთხვევაში, გარკვეული ქუჩები შესაბამისი ინფრასტრუქტურით უნდა აღიჭურვოს, რაც ძალიან ძვირი პროექტია.

"არის კიდევ რამდენიმე სხვა ალტერნატივა და ვფიქრობ, 2017 წლის მეორე ნახევარში, მაქსიმუმ 2017 წლის ბოლოსთვის პრაქტიკული გამოცდა შეიცვლება. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი მნიშვნელოვნად გართულდება", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

16/07/2016

თურქეთის განრისხებული მოსახლეობა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულებს თავს დაესხა", - აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გამოცემა "ბილდ" ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, მოსახლეობამ რამდენიმე მეამბოხე სტამბოლის ცენტრში გაიყვანა, გააშიშვლა, გაროზგა და უმოწყალოდ სცემა.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთავრობის მეთაურის ცნობით, ამ დროისთვის 1440 ადამიანია დაშავებული. ისინი შესაბამის სამედიცინო მომსახურებას ადგილობრივ საავადმყოფოებში იღებენ. სპეცოპერაციების მიმდინარეობისას სახელისუფლებო ძალებმა 2839 მეამბოხე დააკავეს.

თურქეთში განვითარებული მოვლენების ქრონიკა იხილეთ ტეგზე #სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

ქალი ძირს ეგდო და ყურებიდან სისხლი სდიოდა" - სოფელ ხაიშში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები "ქალი ძირს ეგდო და ყურები...
13/07/2016

ქალი ძირს ეგდო და ყურებიდან სისხლი სდიოდა" - სოფელ ხაიშში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები
"ქალი ძირს ეგდო და ყურებიდან სისხლი სდიოდა" - სოფელ ხაიშში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები
13-07-2016
"ცოლს სასტიკად ექცეოდა. ქმარი სულ ეჭვიანობდა, შეეძლო ნებისმიერზე ეეჭვიანა, ვინც მათი ეზოს კარს შეაღებდა"

ბოლო ხანს ჩადენილი დანაშაულების სისასტიკემ საზოგადოება შოკში ჩააგდო. შვილისა და ქმრის მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული მაგდა პაპიძის განაჩენის შემდეგ, ბათუმში მამაკაცმა ყოფილი ცოლი, მისი 3 შვილის დედა სასაფლაოზე გაიტყუა და ჩაქუჩით დაჩეჩქვა. გონწასული იქვე დატოვა და მიიმალა. ქალი გამვლელმა იპოვა და გადაარჩინა.

10 ივლისს შემზარავი მკვლელობა მოხდა ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში - ოჯახის 4 წევრი, დედა და შვილები დამნაშავემ ერთად ამოხოცა.
ამავე დღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში, სადაც ეკომიგრანტი სვანები ცხოვრობენ, 40 წლის ზ.ს-მ სტუმრად მყოფი მეზობლის თვალწინ, ცოლს ყურები დააჭრა. როცა შეძრწუნებულმა სტუმარმა ქალის მიშველება სცადა, ზ.ს-მ სამზარეულოს დანით მუცლისა და გულის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა... ამის შემდეგ მკვლელმა დანა დააგდო და მიიმალა...
გამოძიება ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა), 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 11 პრიმა მუხლით (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის) აღიძრა. დამნაშავე პოლიციამ მალევე დააკავა, მან დანაშაული აღიარა.

სოფლის მოსახლეობა მომხდარზე საუბრისგან თავს იკავებს, ამბობენ რომ შოკში არიან, თუმცა მკვლელობის რამდენიმე დეტალი მაინც გაგვიმხილეს:
- ვერ ვიტყვით, რომ დანაშაულის ჩამდენი შეურაცხადი იყო, ან სხვასაც აყენებდა შეურაცხყოფას, მაგრამ ცოლს მართლაც სასტიკად ექცეოდა. ცოლ-ქმარი დაახლოებით 40 წლამდე არიან, შვილი არ ჰყავთ და გამუდმებით ჩხუბობდნენ. ქმარი სულ ეჭვიანობდა, შეეძლო ნებისმიერზე ეეჭვიანა, ვინც მათი ეზოს კარს შეაღებდა. ქალს ყველგან წასვლას უკრძალავდა, მეზობელთანაც რომ გადავიდოდა, იმაზეც შარს აუტეხდა... ყველაფერზე შენიშვნას აძლევდა, ელემენტარულად, კერძის მომზადებაზეც კი ისეთ ჩხუბს მოაწყობდა, გეგონებოდა, ამ ქალმა საშინელი დანაშაული ჩაიდინაო. თუ დალევდა, ხომ ჯოჯოხეთს აწყობდა. ყველას გვიკვირდა, რომ ცოლი შინ უჩერდებოდა, ვეუბნეოდით კიდეც, გაერიდე, თავს რატომ აკვლევინებო, მაგრამ როცა წასასვლელი არსად გაქვს, სად უნდა წახვიდე... ახლა ქალი კი დაასახიჩრა, მაგრამ მაინც ცოცხალია, ხუთი შვილის მამა კი შეიწირა. რა ეშველებათ ბავშვებს, აქამდეც უჭირდა ოჯახს, ახლა კი საერთოდ მშივრები დარჩებიან.

- გარდაცვლილს ხშირი ურთიერთობა ჰქონდა დამნაშავესთან?
- ასეთ ადამიანთან ხშირი ურთიერთობა როგორ უნდა გქონდეს, მაგრამ მეზობლები იყვნენ და ყოველთვის ვერ მოერიდები. იმ დღესაც თურმე იმდენი ეხვეწა, წამოდი ჩემთანო, ეს საწყალიც გაჰყვა. ის სიფხიზლეშიც გაუწონასწორებელი იყო და სიმთვრალეში რაღა მოუვიდოდა... როგორც გავიგეთ, სტუმარი სუფრიდან ამდგარა და გარეთ გამოსულა. როცა შებრუნებულა, გასისხლიანებული ქალი დაუნახავს - ყურებიდან სისხლი სდიოდა. რა სცენა მოუწყო ცოლს, რა დააბრალა, არ ვიცით, მაგრამ ეს უბედური სტუმარი რომ ქალს მიეშველებოდა, ამაში დარწმუნებული ვართ. ამისთვის ძალაც ჰქონდა და პატიოსნებაც. 5-შვილიან კაცს ქალის დაცვის ღირსება როგორ არ ექნებოდა? მაგრამ იმან ადგა და ის დანა, ხელში რომ ეჭირა, ამას ჩაარტყა.…ამას ალბათ, არ მოელოდა საწყალი. იმ ნაძირალამ კი მანამდე ურტყა, სანამ არ მოკლა.

- ამ დროს ყვირილის ხმა არ გამოდიოდა უბანში?
- მაგ ოჯახიდან ყვირილის ხმა ყოველთვის გამოდის... შეღამებული იყო და არაფერი გაგვიგონია. ან ვინ იყვირებდა, როცა ყურებმოჭრილი ქალი გონწასული ეგდო. მოგვიანებით, მეზობელმა ნახა ეს უბედურება და იმან გააგებინა ყველას. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს... დიდი უბედურება დატრიალდა, სახელმწიფო ალბათ, დაეხმარება გარდაცვლილის შვილებს, მაგრამ ისედაც გაჭირვებულ ოჯახში 5 ბავშვი სრულყოფილად როგორ უნდა გაიზარდოს? ბავშვებს მძიმე ფსიქოლოგიური ტრამვა აქვთ მიღებული, უყურებენ მამის ცხედარს, რომელიც მხოლოდ იმიტომ დაკარგეს, რომ ადამიანს მიეშველა. ეს მთელი ცხოვრების სტრესად გაჰყვებათ.

ლელა კილაძის ფოტო, რომელიც გუკა რჩეულიშვილის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული "ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს...
13/07/2016

ლელა კილაძის ფოტო, რომელიც გუკა რჩეულიშვილის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული
"ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გუკა რჩეულიშვილის დაკავების შემდეგ მისი მეუღლე ლელა კილაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს. ფოტო დაკავებამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული.

გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველებმა გუშინ ლელა კილაძის საცხოვრებელ სახლთან აიყვანეს. მას და "ცენტრ პოინტის" საქმეზე ბრალდებულ კიდევ სამ

პირს, მათ შორის მაია რჩეულიშვილს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
გუკა რჩეულიშვილს ბრალი ოფიციალურად დღეს გლდანის მერვე დაწესებულებაში წარედგინა.
თუმცა "ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბრალს არ აღიარებს.

წაიკითხეთ: როგორ შეხვდნენ მაია რჩეულიშვილის დაპატიმრებას "ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულები - კადრები სასამართლოდან

"გაოცებული ვარ ამ ყველაფრით..." - რუსუდან კერვალიშვილის პირველი კომენტარი დის დაკავების შემდეგ

რუსუდან კერვალიშვილის შეუძლოდ ყოფნის გამო, "ცენტრ პოინტის" საქმის განხილვა გადაიდო

რამდენიმე დღის წინ ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლს ყურები დააჭრა. სტუმრად მყოფი მამაკაცი კი მოკლა. გუშინ ფონიჭალაში  ქმა...
13/07/2016

რამდენიმე დღის წინ ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლს ყურები დააჭრა. სტუმრად მყოფი მამაკაცი კი მოკლა. გუშინ ფონიჭალაში ქმარმა 20 წლის ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. საქართველოში ბოლო დროს გახშირებულ კრიმინალურ ფაქტებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა თინა ხიდაშელი.

"გუშინ ყურები დააჭრა და მთელი დღე ვერ
Advertisement
მოვიშორე ეს დარდი, დღეს ყელი გამოჭრაო.
არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა.
ამ სიბნელეს, ძალადობის და სისასტიკის დემონსტრირების მზარდ გამოვლინებებს რა ეშველება.
ყველას ყველაფერი უკან დაგვრჩება ეს თუ ვერ გავაჩერეთ!
მაგდა პაპიძე სირცხვილის ბოძზე გავაკარით, ასჯერ ვესროლეთ, ათასჯერ ჩამოვახრჩეთ, ლინჩის წესით გავასამართლეთ სრულიად ქვეყანამ. მე მის დაცვას არც ვაპირებ არც ვიკადრებ, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში მოკლული, დასახიჩრებული, ყელგამოჭრილი და ნაწამები ცოლების მკვლელების სახელები მაინც თუ გახსოვთ ვინმეს?

ასე ვერ შევდგებით ვერც საზოგადოებად და ვერც სახელმწიფოდ",- წერს თინა ხიდაშელი.

"ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ" პარტიის ახალი სახეები წარადგინა. 15 ახალი სახე, რომელიც "ქართული ოცნების"...
13/07/2016

"ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ" პარტიის ახალი სახეები წარადგინა. 15 ახალი სახე, რომელიც "ქართული ოცნების" რიგებს უერთდება, მედიას და საზოგადოებას პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცნო.

პარტიის ახალი წევრები არიან: თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა, სოფო ჯაფარიძე.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები დადებით მუხტს შემოიტანენ ქართულ პოლიტიკაში.

ღონისძიება საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა.

12/07/2016

მიწისძვრა საქართველოში, 4,8 მაგნიტუდის ბიძგები ქვემო ქართლში 14 საათსა და 14 წუთზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 52 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ დმანისის ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ სოღუთლოში დაფიქსირდა.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when World News posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share