
16/10/2025
♦️ ჰმ, კაი თავხედი რამე ყოფილა ეს ხელოვნური ინტელექტი.
წეღან ასეთი დავალება მივეცი:
- თურქეთის საფეხბურთო ნაკრები რომ პიროვნება იყოს, რა რჩევას მისცემდა საქართველოს ნაკრებს - მეთქი?
რაღაცეებს ჩამეკითხა, მეც ვუპასუხე და ნახეთ რას მწერს:
🇹🇷 თურქეთის ჩემპიონატი (სუპერლიგა) უეფას რეიტინგში 5️⃣5️⃣ - დან 9️⃣ ადგილზეა.
🇬🇪 საქართველოს ჩემპიონატი (ეროვნული ლიგა) 5️⃣2️⃣ - ზე.
🇹🇷 თურქული გუნდები ყოველ წელს თამაშობენ ევროტურნირებზე (ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა, კონფერენს ლიგა).
🇬🇪 საქართველოს გუნდები, ძირითადად პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ეთიშებიან ასპარეზობას.
🇹🇷 თურქეთში კლუბებს ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი.
ფეხბურთელები თავს იდეალურად გრძობენ: თანამედროვე ბაზები და სტადიონები, მატერიალური მხარე, გულშემატკივრების დამოკიდებულება...
ყველაფერი უმაღლეს დონეზე.
🇬🇪 საქართველოში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის პრობლემაა, ამიტომ, ათობით კლუბს, შეიძლება ერთ ბაზაზე მოუწიოს ვარჯიში.
მხოლოდ რამოდენიმე გუნდია, რომლებსაც საკუთარი ბაზა აქვს.
ხშირადაა მატერიალური პრობლემები და ამის გამო არაერთი გუნდი დაშლილა და გაუქმებულა კიდეც.
🇹🇷 თურქეთში ბავშთა ფეხბურთი მაღალკვალიფიციური პროფესიონალების ხელშია, რომლებიც მიყვებიან იმ თანამედროვე სტანდარტებს, რომელიც ევროპულ ფეხბურთშია დამკვიდრებული.
აქ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვების სწორ ფიზიკურ აღზრდას. უმრავლეს ბავშთა საფეხბურთო აკადემიებში ბუნებრივი ბალახის მოედნებია.
მნიშვნელოვანია ბავშვების გონებრივი განვითარება, ჯანსაღ კვება, დისციპლინა...
🇬🇪 საქართველოში, ბავშვთა საფეხბურთო სკოლებში - ხელოვნურ საფარიანი მოედნებია და თითქმის ყველგან უხარისხო.
პროფესიონალი მწვრთნელების პრობლემა თვალსაჩინოა. ბევრს არ აქვს იმის კომპეტენცია, რომ ბავშვებთან სწორი მიდგომით იმუშაოს.
არსებობს 2-3 აკადემია, რომელიც შედარებით უკეთ მუშაობს და გარკვეულწილად, საქართველოს ნაკრების ოდნავ სხვა სიმაღლეზე ასვლა ამ აკადემიების დამსახურებაა.
🇹🇷 ბოლო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, თურქეთის ნაკრები პროგრესირდა და გაცილებით მძლავრ ნაკრებად ჩამოყალიბდა.
🇬🇪 საქართველოს ნაკრებმა კი რეგრესი განიცადა, იმის მაგივრად ეს გამოცდილება გამოეყენებინა და განვითარებულიყო - საკვირველია.
❗ როდესაც ჯგუფში მეტოქეების ვინაობა გაირკვა, საქართველოში კონკურენტად - თურქეთის ნაკრებს თვლიდნენ.
კარგად დავფიქრდეთ, ჩემს მიერ ჩამოთვლილის შემდეგ, შეიძლება ეს ორი ნაკრები - კონკურენტებად განვიხილოთ?
თუ იმას იტყვით, რომ საქართველოს ნაკრებში კარგი თაობა წამოვიდა და გამორჩეული ფეხბურთელები თამაშობენ - გიპასუხებთ, რომ თურქეთის ნაკრებშიც შესაშური თაობაა, ხოლო სისტემა საათივით აწყობილი.
❗თუ ჩვენი დონის ნაკრებთან კონკურენციაში შესვლა გსურთ, ჩემს მიერ, ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე სასწრაფოდ დასაწყებია მუშაობა და მხოლოდ მწვრთნელის შეცვლით, დროებით თუ გამოსწორდება სიტუაცია...
ეს ურჩია ვირტუალურ ადამიანად გარდაქმნილმა თურქეთის ნაკრებმა - საქართველოს...
ბოლოს კი მკითხა - გინდა უფრო დეტალურად განვიხილოო?
არა მეთქი - ვუპასუხე...