17/09/2024
📌📝🎙 მოგესალმებით, ჩემო გამომწერებო, მეგობრებო და მხარდამჭერებო.
ვგრძნობ თქვენ წინაშე აღებულ პასუხისმგებლობას და მინდა, დავაკმაყოფილო ბევრი თქვენგანის კითხვა და კომენტარები, თუ რატომ აღარ იწერება პოდკასტი სტუდიაში.
მიზეზი არის ძალიან მარტივი. მე პოდკასტის შექმნის დროს დაგპირდით, რომ არავინ დაიჩაგრებოდა და ყველას მიეცემოდა შესაძლებლობა იმისა, რომ გაეცნო ფართო აუდიტორიას და თავისი სათქმელი გამოეხატა საჯაროდ მისთვის კომფორტულ გარემოში. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში არსებული ინფრასტრუქტურისა და ადაპტირებული გარემოს პრობლემა შეეხო ჩვენს ჩასაწერ სივრცესაც (სტუდიას), რომელიც მდებარეობს შენობის მეორე სართულზე. ჩვენ შორის არსებობენ ადამიანები(მაგ.ეტლით მოსარგებლეები), რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ ადაპტირებულ გარემოს და არ მინდა, რომ ისინი დარჩნენ საზოგადოების ყურადღების მიღმა.
შესაბამისად, გადავწყვიტე, ასეთი სტუმრის შემთხვევაში , გავიდე სტუდიის გარეთ,მე თვითონ ვესტუმრო განსაკუთრებული საჭიროების მქონე ნებისმიერ რესპოდენტს მისთვის ჩვეულ და კომფორტულ სივრცეში.
ხოლო პოდკასტი, "შეუზღუდავი შესაძლებლობები", აგრძელებს მეგობრობასა და თანამშრომლობას Podcast Area.პოდკასტ არეასთან, რომელიც იყო სულისჩამდგმელი და მოტივატორი ჩვენი გადაცემის დაფუძნებისა. ჩვენ ერთად, როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც, გპირდებით უამრავ საინტერესო სტუმარს საინტერესო ისტორიებით.
პატივისცემით გოგა სულაძე