Iveria.biz

Iveria.biz ინტერნეტ გაზეთი Iveria.biz
http://www.iveria.biz/

გამოცემა იარსებებს მათთვის, ვისთვისაც საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნება ფუჭი სიტყვები არ არის; მათთვისაც, ვისაც არ უჭირს თქმა, რომ რუსეთი ოკუპანტია, ხოლო ჩვენი სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია; და მათთვის, ვისაც მეხსიერება არ დაუკარგავს და კარგად ახსოვს, რამდენი სამხედრო აგრესია განახორციელა რუსეთმა საქართველოს წ

ინააღმდეგ ავადსახსენებელი 1921 წლიდან.

გვინდა, რომ გაზეთის ავტორები და მკითხველები გახდნენ ჩვენი საზოგადოების ის წევრები, ვისაც პოლიტიკური, იდეოლოგიური და რელიგიური დოგმები ციხესიმაგრედ არ აქვს შემორტყმული, ვინც მზად არის დაიცვას თავისი აზრი, მაგრამ აგრეთვე, მზად არის იბრძოლოს თანამოქალაქის უფლებისთვის, იქონიოს სრულიად განსხვავებული მწარმსი, და ვისაც ყველაზე გაცხოველებულ კამათშიც კი არ ავიწყდება, რომ ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ერთ ერს ვეკუთვნით.

არასოდეს შევეხებით თემას, რომელსაც არ ვიცნობთ. დეტალურად ვილაპარაკებთ თემებზე, რომლებზეც პროფესიულად გვიმუშავია.

მუდამ გვემახსოვრება, რომ ფაქტი ხელშეუხებელია, კომენტარი - თავისუფალი.

გაზეთს არ აინტერესებს ავტორის ან მკითხველის პარტიული კუთვნილება. გვაინტერესებს პროფესიონალიზმი, გულწრფელობა და პატრიოტიზმი.

იმედია, დიდხანს ვიქნებით ერთად.

რედაქცია

Address

Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Iveria.biz posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share