გამომცემლობა სიესტა / Publishing House Siesta

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • გამომცემლობა სიესტა / Publishing House Siesta

გამომცემლობა სიესტა / Publishing House Siesta იკითხე "სიესტა"! Our company’s name has become synonymous with high-quality literature, both local and international.

უკვე 20 წელია, „სიესტის“ სახელს მკითხველი ხარისხიან ქართულენოვანსა თუ თარგმნილ ლიტერატურას უკავშირებს. ჩვენი გამომცემლობა აქვეყნებს რომანებს, მოთხრობებს, პოეზიას, სამეცნიერო ფანტასტიკას, საბავშვო ლიტერატურას, ესეებსა და ლიტერატურულ კრიტიკას. ჩვენს გამოცემებს შორის შეხვდებით თანამედროვე ავტორების ნაწარმოებებსა და უცხოური კლასიკური ლიტერატურის მაღალი ხარისხის თარგმანებს.

სხვადასხვა დროს ჩვენმა ავტო

რებმა მოიპოვეს არაერთი ლიტერატურული ჯილდო, იქნებოდა ეს წლის საუკეთესო რომანისთვის დაწესებული პრემია თუ საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში გამარჯვება.

დღეს „სიესტის“ ქოლგის ქვეშ, სარეკლამო საქმიანობასა და გამომცემლობასთან ერთად, მოქმედებს ქართველი დიზაინერების პოპულარიზაციისთვის შექმნილი კონცეპტუალური მაღაზია. სულ ცოტა ხნის წინ კი აბაშიძის 33-ში გავხსენით საყმაწვილო წიგნის მაღაზია ყველაზე პატარა მკითხველებისთვისა და მოზარდებისთვის.

---------

Siesta is one of the leading Georgian publishing houses dedicated to sharing a broad range of works that educate, entertain, and inspire readers of all ages. We publish fiction as well as non-fiction literature: novels, short stories, poetry, science fiction, fantasy, children's literature, essays – books that stimulate readers’ curiosity and intellectual exploration. At Siesta, authors and their work are at the center of everything we do. Our authors range from well-known and established writers to young beginners and under-recognized authors. The principle of our work is to offer the reader the largest choice of literature according to their interest. No wonder that our company enjoys the esteem of a loyal readership across all walks of life. Alongside Georgian writers, Siesta presents the best books written by foreign authors. The list of our publications is quite long and includes, among others, titles by James Joyce, Hermann Hesse, Gabriel Garcia Marquez, George Orwell, Aldous Huxley, Somerset Maugham, Miguel de Unamuno, Heinrich Böll, Herta Müller, to name but a few.

https://www.bbc.com/russian/articles/czr8z15pv3joსტატიის თარგმანი - „ყველანი სიებში დავიხრჩვით“ – როგორ ქრება აკრძალული ...
11/06/2025

https://www.bbc.com/russian/articles/czr8z15pv3jo

სტატიის თარგმანი - „ყველანი სიებში დავიხრჩვით“ – როგორ ქრება აკრძალული წიგნები რუსეთში

ავტორები: სვეტლანა რეიტერი, ნატალია ზოტოვა
BBC-ის რუსული სამსახური

მას შემდეგ, რაც გამომცემლობა Individuum-ის თანამშრომლები დააკავეს, რუსეთის წიგნის მაღაზიებმა დაიწყეს მიღება იმ წიგნების სიებისა, რომელთა ამოღებასაც მოითხოვენ გამომცემლობები. წიგნის გამავრცელებლებს აჯარიმებენ ლგბტ პროპაგანდისთვის, ხოლო წიგნის მაღაზიებში ეშინიათ რაიმე ისეთის შეკვეთა, რაც შესაძლოა, თუნდაც ირიბად ეხებოდეს ამ საკითხს. „საქონლის ყოველი მიმღები კითხულობს თითოეულ წიგნს“ და „ამოწმებს, ხომ არ არის, ვთქვათ, 125-ე გვერდზე დაუშვებელი კოცნა“ – მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში არ არსებობს ლგბტ თემაზე აკრძალული წიგნების ოფიციალური სია.

BBC-იმ სცადა გაერკვია, როგორ ქმნიან გამომცემლები, ბიბლიოთეკები და წიგნის გამავრცელებლები თავიანთ „შავ სიებს“, სად ქრება აკრძალული წიგნები და აქვთ თუ არა წიგნის ბაზრის მონაწილეებს რეალური მექანიზმები ძალოვანი სტრუქტურებისგან თავის დასაცავად.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სულ ცოტა, სამმა გამომცემლობამ – Самокат-მა, Рипол-მა და Эксмо-მ – წიგნის მაღაზიებს გაუგზავნა იმ წიგნების სია, რომლებიც სასწრაფოდ უნდა ამოეღოთ სასაქონლო ბრუნვიდან. ეს წიგნები ან უკან უნდა დაებრუნებინათ მომწოდებლისთვის, ან გაენადგურებინათ და ამაზე წერილობითი მტკიცებულება წარმოედგინათ.

როგორც BBC-ის ორ წყაროს წიგნის ბაზარზე განუცხადეს, ამ სიებს გამომცემლობები დამოუკიდებლად ადგენენ, თავიანთი პროდუქციიდან ირჩევენ წიგნებს, რომელთაც შეიძლება შეეხოს კანონი ლგბტ პროპაგანდის შესახებ. „არავითარი ინსტრუქცია არ არსებობს, ყველა თავად, საკუთარი შეხედულებისამებრ ადგენს სიებს“, – ამბობს რუსეთის ერთ-ერთი გამომცემლობის თანამშრომელი.

მისივე თქმით, ეს სია ეფუძნება მათ „საკუთარ წარმოდგენებს მშვენიერების შესახებ“. „ლგბტ-პროპაგანდისა და ექსტრემიზმის ამოცნობის ტვირთი [კანონის მიხედვით] ყველას აკისრია, რადგან ყველას მიაკითხავენ. გამომცემელმა გამოსცა – დანაშაულია. გამავრცელებელმა გაყიდა – დანაშაულია. ყველაფერი ერთმანეთშია აზელილი, ყველა შოკშია და არ არსებობს რაიმე მისამართი, სადაც შეიძლება მიხვიდე და იკითხო, კონკრეტულად რა მიიჩნევა პროპაგანდად“, – ამბობს BBC-ის წყარო.

После ареста сотрудников книжного издательства Individuum российские книжные магазины стали получать списки книг, которые издательства просят изъять из оборота. Мага....

გამომცემლობა „სიესტა“ ღრმა მწუხარებით იუწყება ჩვენი ძვირფასი კოლეგისა და მეგობრის, მალხაზ ხარბედიას გარდაცვალებას.მისი დ...
02/06/2025

გამომცემლობა „სიესტა“ ღრმა მწუხარებით იუწყება ჩვენი ძვირფასი კოლეგისა და მეგობრის, მალხაზ ხარბედიას გარდაცვალებას.
მისი დაკარგვა უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი საქართველოს ლიტერატურული სივრცისთვის.
გულითად სამძიმარს ვუცხადებთ მახოს ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს. მადლობელი ვართ მასთან ერთად განვლილი გზისა – ის მუდამ ერთგული, გულწრფელი, ნათელი და ღირსეული თანამგზავრი იყო.
მალხაზ ხარბედია, როგორც ადამიანი და, როგორც ლიტერატორი, დააკლდება ყველას, ვინც მას იცნობდა.

Tbilisi International Book Festival / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი
01/06/2025

Tbilisi International Book Festival / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

დასვი კითხვა და ჩაერთე დიალოგში ავტორ მარინა ქარცივაძესთან. მარინა ქარცივაძე განათლებით მუსიკოსია, ასევე მსახიობი და მწე...
01/06/2025

დასვი კითხვა და ჩაერთე დიალოგში ავტორ მარინა ქარცივაძესთან.
მარინა ქარცივაძე განათლებით მუსიკოსია, ასევე მსახიობი და მწერალი. „ამბავი“ მისი მეექვსე წიგნია.
📚 „კითხე ავტორს“ — ცოცხალი დიალოგი მკითხველსა და ქართველ ავტორებს შორის
📅 7 ივნისის ჩათვლით, ამავე პოსტის კომენტარებში დაუსვით შეკითხვები ქართველ ავტორებს.
🖊️ ავტორები თავად გიპასუხებენ კომენტარების სახით — ტექსტით ან ვიდეოთი.
🎁 საუკეთესო კითხვების ავტორებს გადაეცემათ:
•⁠ ⁠ავტორის ხელმოწერილი წიგნი
•⁠ ⁠30%-იანი ფასდაკლება „სიესტის“ წიგნებზე
📦 საჩუქრების მიღება: BOOKROOM, ი. აბაშიძის 33

რას ჰკითხავდი მარიამ მიშველაძეს მის პირველ წიგნზე — „ხრწნა“?📚 „კითხე ავტორს“ — ცოცხალი დიალოგი მკითხველსა და ქართველ ავტ...
01/06/2025

რას ჰკითხავდი მარიამ მიშველაძეს მის პირველ წიგნზე — „ხრწნა“?

📚 „კითხე ავტორს“ — ცოცხალი დიალოგი მკითხველსა და ქართველ ავტორებს შორის

📅 7 ივნისის ჩათვლით, ამავე პოსტის კომენტარებში დაუსვით შეკითხვები ქართველ ავტორებს.
🖊️ ავტორები თავად გიპასუხებენ კომენტარების სახით — ტექსტით ან ვიდეოთი.

🎁 საუკეთესო კითხვების ავტორებს გადაეცემათ:
•⁠ ⁠ავტორის ხელმოწერილი წიგნი
•⁠ ⁠30%-იანი ფასდაკლება „სიესტის“ წიგნებზე
📦 საჩუქრების მიღება: BOOKROOM, ი. აბაშიძის 33

დასვი კითხვები ზურაბ ოდილავაძესთან — და გაიგე მეტი მისი შემოქმედებითი გზის შესახებ.📚 „კითხე ავტორს“ — ცოცხალი დიალოგი მკ...
01/06/2025

დასვი კითხვები ზურაბ ოდილავაძესთან — და გაიგე მეტი მისი შემოქმედებითი გზის შესახებ.

📚 „კითხე ავტორს“ — ცოცხალი დიალოგი მკითხველსა და ქართველ ავტორებს შორის

📅 7 ივნისის ჩათვლით, ამავე პოსტის კომენტარებში დაუსვით შეკითხვები ქართველ ავტორებს.
🖊️ ავტორები თავად გიპასუხებენ კომენტარების სახით — ტექსტით ან ვიდეოთი.

🎁 საუკეთესო კითხვების ავტორებს გადაეცემათ:
•⁠ ⁠ავტორის ხელმოწერილი წიგნი
•⁠ ⁠30%-იანი ფასდაკლება „სიესტის“ წიგნებზე
📦 საჩუქრების მიღება: BOOKROOM, ი. აბაშიძის 33

შეხვდი დებიუტანტ ავტორებს კითხვებით — მირიან რჩეულიშვილსა და ვაკო ორმოცაძეს.📚 „კითხე ავტორს“ — ცოცხალი დიალოგი მკითხველს...
31/05/2025

შეხვდი დებიუტანტ ავტორებს კითხვებით — მირიან რჩეულიშვილსა და ვაკო ორმოცაძეს.

📚 „კითხე ავტორს“ — ცოცხალი დიალოგი მკითხველსა და ქართველ ავტორებს შორის

📅 7 ივნისის ჩათვლით, ამავე პოსტის კომენტარებში დაუსვით შეკითხვები ქართველ ავტორებს.
🖊️ ავტორები თავად გიპასუხებენ კომენტარების სახით — ტექსტით ან ვიდეოთი.

🎁 საუკეთესო კითხვების ავტორებს გადაეცემათ:
•⁠ ⁠ავტორის ხელმოწერილი წიგნი
•⁠ ⁠30%-იანი ფასდაკლება „სიესტის“ წიგნებზე
📦 საჩუქრების მიღება: BOOKROOM, ი. აბაშიძის 33

პროექტი “მკითხველისა და ავტორის ცოცხალი დიალოგი — ჰკითხე ავტორს“
31/05/2025

პროექტი “მკითხველისა და ავტორის ცოცხალი დიალოგი — ჰკითხე ავტორს“

- რას ჰკითხავდი ავტორ ტატა გელაძეს?იქნებ, სწორედ ასეთი რჩევები გჭირდება მეტი სითამამისა და თავდაჯერებულობისთვის...📚 „კით...
30/05/2025

- რას ჰკითხავდი ავტორ ტატა გელაძეს?

იქნებ, სწორედ ასეთი რჩევები გჭირდება მეტი სითამამისა და თავდაჯერებულობისთვის...

📚 „კითხე ავტორს“ — ცოცხალი დიალოგი მკითხველსა და ქართველ ავტორებს შორის

📅 7 ივნისის ჩათვლით, ამავე პოსტის კომენტარებში დაუსვით შეკითხვები ქართველ ავტორებს.
🖊️ ავტორები თავად გიპასუხებენ კომენტარების სახით — ტექსტით ან ვიდეოთი.

🎁 საუკეთესო კითხვების ავტორებს გადაეცემათ:
•⁠ ⁠ავტორის ხელმოწერილი წიგნი
•⁠ ⁠30%-იანი ფასდაკლება „სიესტის“ წიგნებზე
📦 საჩუქრების მიღება: BOOKROOM, ი. აბაშიძის 33

27/05/2025

Address

I. Abashidze #33
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 11:00 - 19:00
Sunday 11:00 - 19:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გამომცემლობა სიესტა / Publishing House Siesta posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to გამომცემლობა სიესტა / Publishing House Siesta:

Share

Category