Artarea/Tv2.0

Artarea/Tv2.0 პირველი ქართული ციფრული არხი ხელოვნებასა და კულტურაზე.

Artarea/Tv2.0 - პირველი მედია საქართველოში, რომელიც მხოლოდ ხელოვნებასა და მის განვითარებაზეა ორიენტირებული.

მეგობრებო! ხვალიდან თბილისში იხსნება შტაბი, სადაც შეძლებთ დასავლეთ საქართველოში, სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის დახმა...
28/02/2025

მეგობრებო!
ხვალიდან თბილისში იხსნება შტაბი, სადაც შეძლებთ დასავლეთ საქართველოში, სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის დახმარების მიტანას. დოდო აბაშიძის 10-ში, არტ არეას გალერეაში, შეგიძლიათ დასავლეთში გამოსაგზავნად დატოვოთ:

- სანთლები
- ფანრები
- ფავერბანკები
- პირველადი საჭიროების არამალფუჭებადი პროდუქტი (კონსერვები, ზეთი, წიწიბურა, ფქვილო, ბრინჯი, ძეხვეული, მაკარონი, რძის ფხვნილი, ბავშვთა კვება)
- სამუშაო ინვენტარი (ნიჩბები,
- პირველადი დახმარების წამლები
- პამპერსები
- ჰიგიენის საშუალებები.

სამუშაო საათები: 11:00-20:00, ყოველდღე.

საკონტაქტო ნომერი: 555 226 526 მარიამი

🇬🇪⚽️❤️ავტორი: Teo kvi
30/06/2024

🇬🇪⚽️❤️
ავტორი: Teo kvi

25/05/2024

გავიმარჯვებთ სახელოვნად❤️
არ გაჩერდება საქართველო✊
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს❤️🙌

24/05/2024

ასეა ეს👇❤️

კულტურის სამინისტრომ, გამოცემა “არილი”-ს დაფინანსება შეწყვიტა. გთავაზობთ რედაქციის განცხადებას👇“ყურადღება!!!ცუდი ამბავი ...
08/05/2024

კულტურის სამინისტრომ, გამოცემა “არილი”-ს დაფინანსება შეწყვიტა. გთავაზობთ რედაქციის განცხადებას👇

“ყურადღება!!!

ცუდი ამბავი უნდა შეგატყობინოთ - „არილის“ გამოცემა ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება!

როგორც მოსალოდნელი იყო, კულტურის სამინისტრომ და პირადად თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა "არილისთვის" დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა. და თანაც ეს გააკეთა, როგორც მას სჩვევია, ცინიზმით - „არილის“ საიუბილეო, 30-ე წელს. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია. „არილი“ და მისი რედაქტორები არ ემორჩილებიან სამინისტროს ცენზურას, ყოველთვის გამოხატავდნენ კრიტიკულ პოზიციას და ამ თვალსაზრისით არასდროს უფიქრიათ რაიმე კომპრომისზე. „არილმა“ მხარი დაუჭირა რუსული კანონის წინააღმდეგ მოძრაობას, სოლიდარობა გამოუცხადა თავისუფალ გამომცემლობებს, რომლებიც არაადეკვატური პოლიტიკოსების თავდასხმის სამიზნეები გახდნენ და, რაც მთავარია, ერთგულად აგრძელებდა საკუთარი ღირებულებებისა და პრინციპების დაცვას.

„არილისთვის“ დაფინანსების შეწყვეტა, ცხადია, კავშირშია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და ლოგიკური გაგრძელებაა ხელისუფლების მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდის. არილი იყო და არის ლიტერატურასა და, ზოგადად, ხელოვნებაში დასავლური ღირებულებების, თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი რეპრეზენტატორი და ხმა. წლების მანძილზე "არილში" გამოქვეყნებული ტექსტები იყო მნიშვნელოვანი წყარო, კავშირების დამყარების შესაძლებლობა საგანმანათლებლო სივრცისთვის, სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის თანამედროვე დასავლურ სამყაროსთან. იგი იყო მთავარი მხარდამჭერი 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მასპინძლობისა. ჟურნალმა რამდენიმე სპეციალური ნომერიც მიუძღვნა ამ მოვლენას 2018 წლის განმვლობაში. ამიტომ, ცხადია, "არილი" ვერ და არ ჩაჯდებოდა იმ კულტურულ და პოლიტიკურ კონიუნქტურაში, რომელიც ბოლო წლებში შექმნა თეა წულუკიანმა. "არილის" არსებობას ხომ მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს რამე საზრისი, თუ ის თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება.

მივმართავთ ჩვენს მკითხველებს, ავტორებს, მეგობრებსა და პარტნიორებს, საგამომცემლო სახლებსა და შესაბამის ფონდებს, იქნებ ვიფიქროთ, თუ როგორ გადავარჩინოთ ერთად იდეა - „არილი“. ამის პრეცედენტი არაერთხელ ყოფილა, როცა „არილის“ მკითხველებმა და გულშემატკივრებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჟურნალის გადარჩენაში.

„არილი“ ათწლეულების ტრადიციაა, რომელიც თავისუფლების, მომავალზე ზრუნვის, წარსულის გააზრებისა და შემოქმედებითი ძალისხმევების სივრცედ ჩამოყალიბდა. „არილის“ იდეა ამ მცდელობებში იწრთობოდა წლების მანძილზე, ეს გზა გამოიარეს მისმა ერთგულმა ავტორებმა და მკითხველებმა და არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, ეს იდეა დღემდე არსებობს და სულ უფრო და უფრო მწიფდება!”

06/05/2024

📣დრამატურგი ალექს ჩიღვინაძე ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

🟢ჰაიდელბერგის თეატრალურ ფესტივალზე საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იმყოფებოდა.

„თბილისში ყოველდღიურად ათობით ათასი ადამიანი ამბობს -კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“ რეჟისორი სალომე ჯაში, რომელიც Kairos...
06/05/2024

„თბილისში ყოველდღიურად ათობით ათასი ადამიანი ამბობს -კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“

რეჟისორი სალომე ჯაში, რომელიც Kairos Prize 2024-ის გამარჯვებულია, დაჯილდოების ცერემონიაზე თბილისში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.
მეტი: https://www.facebook.com/sakdocfilm/videos/1401885440479093

მზექალა შანიძე❤️
06/05/2024

მზექალა შანიძე❤️

ჟუჟუნა წვიმა მოვიდა თბილისში💜ფოტო  #ვახოქარელი 💜📸
05/05/2024

ჟუჟუნა წვიმა მოვიდა თბილისში💜
ფოტო #ვახოქარელი 💜📸

მაისის ქრისტენათელო სოფლისაო - ქრისტე ღმერთო,მინდა რომ ისევ მენდო, ისევ მენთომშვინვიერ განცდების ფერადებად,ვინც უკვე დაგ...
04/05/2024

მაისის ქრისტე

ნათელო სოფლისაო - ქრისტე ღმერთო,
მინდა რომ ისევ მენდო, ისევ მენთო

მშვინვიერ განცდების ფერადებად,
ვინც უკვე დაგვტოვა და მენატრება -

მათი სიყვარულის ფერადოვან
გამმად გამენდო და ჟღერადობად.

მინდა რომ ცოცხლებიდან შემომხედო,
ხილულში უხილავის შემოქმედო.

თავი დედამიწას მიუძღვენი,
მზის იქით გარდაცვლილებს მიუძღვები.

პეპლების მწყემსივით მიუძღვები,
სიკვდილში სიცოცხლეს იუწყები.

აუხდენ ძეხორციელს რაც უნდოდა -
გადახსნი მარადიულს საწუთროდან.

მოგვიხვალ სინათლეო სოფლისაო,
ქვეყანა სისხლისა და ოფლისღვრაა.

ორივე დაგიღვრია, ხელის გულთა
ნაჭდევით. გვემულხარ და შერისხულხარ.

სამყარო წრებრუნვაა, საათია,
წამში უკვდავება ჩაატია,

კაცში ღვთაებრივი გაატია
მასში ღამე როცა გაათიე.

როცა კაცის ხვედრი გაიხვედრე,
როცა ჯოჯოხეთში ჩაიხედე.

და მერე მოზეიმე ამოხედვით
სრულად ამოხვედი, ამომღერდი.

გაშალე სივრცეები განვლილები,
განში გაწეულან განივები.

ფლატე, ხეობა თუ კანიონი
შენში აშრიალდა, განიავდა.

გაავსე შვების მომგვრელ მალამოთი
გულის სანიაღვრე კალაპოტი.

ნათელო სოფლისაო, მაცხოვარო
გახდი უხსოვარში სახსოვარი.
#რატიამაღლობელი
#გიორგისამხარაძე

  ❤️
04/05/2024

❤️

📷 Dima Zverev 💫
03/05/2024

📷 Dima Zverev 💫

Address

10 Dodo Abashidze Street
Tbilisi
0102

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Artarea/Tv2.0 posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Artarea/Tv2.0:

Share

Category

არტარეა - შენი ციფრული არხი

კინო, თეატრი, ლიტერატურა, მოდა, მუსიკა, კულტურული მემკვიდრეობა, პოპ-კულტურა, სამეცნიერო ფანტასტიკა და კიდევ ძალიან ბევრი რამ, უფრო სწორად, ყველაფერი, რაც ხელოვნებას ეხება - შეგიძლია ნახო ჩვენთან.

არტარეა - პირველი ქართული ციფრული არხი ხელოვნებასა და კულტურაზე.