Mediamix

Mediamix საინფორმაციო პორტალი

28/04/2019
რაც დასახარჯი არსებობს ვხარჯავრაც სანახავი არსებობს ვნახედა სანამ ქარი მისინჯავს მაჯასმიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე......
22/04/2018

რაც დასახარჯი არსებობს ვხარჯავ
რაც სანახავი არსებობს ვნახე
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე...

ვერ დავარბიე ჩემში ველური
კანდაშაშრული მზით და მარილით
ვერ მივაჭედე სულს სახელური
რომ გამოაღოს ყველამ კარივით...

ყველა ზეიმზე დავიგვიანე
ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე
არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი
მაინც ვერავინ ვერ ცოცხლობს ჩემდენს...

მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს
თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე....

ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს
მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა,
რომ დღემდე შენით ვცხოვრობდი მხოლოდ
შენ იყავ სუნთქვაც და გულის ფეთქვაც...

გადიან წლები და ფიქრით დაღლილს
გადაუხდელი მრჩება ვალები..
და მეკარგება მშობლების სახლი,
აუტანელი და საყვარელი...

მე არ ვკითხულობ რად მოხდა ასე,
ან რად შემჯავრდა რაც ადრე ვწერე...
ან რად დავკარგე შენს თვალში ფასი
ამდენი ცდის და წვალების მერე...

ალბათ ასეა ცხოვრების წესი
მკაცრი სიმართლით პირამდე სავსე,
და ამ სიმართლით ივსება ლექსიც,
რომ ხვალ მეხივით დამატყდეს თავზე...

მაგრამ ჯერ უნდა მოვიდეს თოვლი
და გადმოფინოს თეთრი აფრები
და შენი ნაზი სხეულის თრთოლვით
ათრთოლდეს თოვლიც და ყველაფერი...

მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი
ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს
და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის
თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ...

ოთარ ჭილაძე

28/03/2018

გაიზიარეთ

26/03/2018

გაიზიარეთ

ნეტავი ჩემს შვილსრა აბჯარი უნდა ჩავაცვა, მწუხარებისგან რომ დავიფარო.უფალო, ეკლის მაღალ ღობედმაინც მაქციე, რომ ავმა მზერა...
26/03/2018

ნეტავი ჩემს შვილს
რა აბჯარი უნდა ჩავაცვა,
მწუხარებისგან რომ დავიფარო.
უფალო, ეკლის მაღალ ღობედ
მაინც მაქციე,
რომ ავმა მზერამ,
ან ქვასავით ნასროლმა სიტყვამ
მის პატარა და
სათუთ გულში ვერ შეაღწიოს.

/მ. ჩიტიშვილი/

• მუზა •

25/03/2018

მოუსმინეთ და გაიზიარეთ

10/03/2018

თამბაქოს მოწევა იკრძალება ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში და თავშეყრის ადგილებში. 11000 დაღუპული აქედან 300 ბავშვია 1 წელიწადში.... გ ა ზ ი ა რ ე თ

დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო,დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო,ეს გული შენი გულით ხალისობს,შენი თვალებით ვხედავ სამყაროს....
03/03/2018

დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო,

დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო,

ეს გული შენი გულით ხალისობს,

შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.

ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს

შენ დამღეროდი „ნანას“, „მზე შინას“,

რამდენი ღამე არ გძინებია,

რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.

შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,

არ მშორდებოდი წუთით, საათით,

რომ სიარული გესწავლებინა

შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.

მე შენი წმინდა შუქი მეფინა,

შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,

რომ ლაპარაკი გესწავლებინა,

შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.

დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,

თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,

შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,

რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.

თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,

რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,

დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,

თმებში ჭაღარა შემოგპარვია.

როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,

შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,

შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად

ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული.

ახლაც შენა ხარ ჩემი კანდელი,

სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,

შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,

ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.

შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,

თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,

სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა

და სიყვარული დავიმსახურე.

დედავ - სიცოცხლის ტკბილო საწყისო,

დედავ - ცხოვრების დვრიტავ მაგარო,

ეს გული შენი გულით ხალისობს,

შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.

ერო და ბერო,შიში მაქვს და თხოვნაც მაქვს ერთი:თუკი ოდესმე ჩამოივლის გლახაკი კვერთხით,ზურგს ნუ შეაქცევთ... გაიკითხეთ...ბედ...
18/02/2018

ერო და ბერო,

შიში მაქვს და თხოვნაც მაქვს ერთი:

თუკი ოდესმე ჩამოივლის გლახაკი კვერთხით,

ზურგს ნუ შეაქცევთ... გაიკითხეთ...

ბედი არ გვცდიდეს,

გლახის ძონძებში გადაცმული არ იყოს ღმერთი.

/შოთა ნიშნიანიძე/

25/12/2017

მოუსმინეთ ყველამ

20/12/2017

შვილ მკვდარი დედა საქართველოს პატრიარქზე
ყველამ გ ა ვ ი ზ ი ა რ ო თ

15/12/2017

''გახსოვდეს ხის სიმაღლე მიწის ზემოდან კი არ იზომება ფესვებიდან.''
გიორგი შენ უნდა წაიღო ჩემი ფერფლი საქართველოში,ბიჭო გზაში მომიფრთხილდი თორემ მე მეორეჯერ კი არ დევიფერფლები ბაბაია, უთხარი სიმღერით გამასვენონ მე რომ იქ ჩამიტანენ სატირალი აღარ ვიქნები დაიწყებენ წესი არ არისო, მაგარმ მე კარგად ვიცი წესი. გახსოვდეს ხის სიმაღლე მიწის ზემოდან კი არ იზომება ფესვებიდან. შენი ფესვები იქ არის საქართველოში

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Mediamix posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share