
19/09/2024
#ქუთაისშიშევხვდებით
4-9 ოტომბერს, ქუთაისში, უკვე მეოთხედაა დაგეგმილი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი რომლის მიზანიც ქუთაისში კინოკულტურის დაბრუნება და თანამედროვე კინოს პოპულარიზებაა.
გუნდს, რომელიც დაუზოგავად შრომობს ფესტივალისთვის ქუთაისის მერიამ, გახსნამდე ორი კვირით ადრე, მხარდაჭერაზე უარი უთხრა და ღია ცის ქვეშ, ჩვენი, მოქალაქეების ამარა დატოვა.
უნდა დავუდგეთ გვერდით, როგორც და რა რესურსითაც შეგვიძლია. 🙏🏻
ნებისმიერი ოდენობის დონაცია მნიშვნელოვანია 🙏🏻
მეტს ამ ამბავზე გაეცნობით ბმულზე.
GEL:
EUR:
USD:
მიმღები: ხელოვნების განვითარების ფონდი აია
https://www.facebook.com/share/p/H1MBbnogLNP1eo5c/?
For English Scroll Down
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მეგობრებო და გულშემატკივრებო!
მოგეხსენებათ, რომ უკვე მე-4 წელია, ქუთაისში ფესტივალს ვატარებთ, რომელიც მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ქუთაისისა და ქუთაისელი მაყურებლისთვის.
ვცდილობთ, რომ ერთი მხრივ მოკლემეტრაჟიან ფილმებს გავუწიოთ პოპულარიზაცია, მეორე მხრივ კი - ქუთაისს დავუბრუნოთ კინო.
მიმდინარე წელი ჩვენთვის განსაკუთრებულად რთული გამოდგა, რადგან კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესების ფონზე, უარი ვთქვით ეროვნული კინოცენტრისა და კულტურის სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობასა და შესაბამისად - დაფინანსებაზე.
გასული წლების განმავლობაში ფესტივალის გენერალური სპონსორი იყო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. რომლის კონტრიბუციაც იყო არათანხობრივი და უზრუნველყოფდა ფესტივალის სტუმრებისა და გუნდის ცხოვრების ხარჯებს.
წელს, მერიაში საკადრო ცვლილებების ფონზე, შეყოვნებებითა და ხარვეზებით მიმდინარეობდა ტენდერის პროცესი, რასაც მაქსიმალურად გაგებით ვეკიდებოდით და ბოლო წუთამდე გვჯეროდა, რომ ამ დაყოვნებების უკან სხვა არაფერი იდგა, რადგანაც წერილობითაც და სიტყვიერადაც გვქონდა შესაბამისი პირების დასტური და მხარდაჭერა
მაგრამ, დღეს, 17 სექტემბერს, ფესტივალის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა ოფიციალური წერილით უარი განგვიცხადა შეთანხმებული პირობების შესრულებაზე, მიზეზად კი საკმარისი თანხის არარსებობა დაასახელა. მათი განცხადებით: “ბოლო თვეების განმავლობაში, წარმოიშვა რამდენიმე გაუთვალისწინებელი პრობლემური საკითხი, რომლის დროული გადაჭრა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული მოქალაქეთა კეთილდღეობაზე” (ციტატა)
შეპირებულ მხარდაჭერაზე უარის თქმის გარდა, ჩვენთვის დამანგრეველია ის დაკარგული დრო, რაც მერიის გადაწყვეტილების დაგვიანებამ გამოიწვია და ჩვენი ფესტივალი ფაქტობრივად გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო.
მიუხედავად სირთულეებისა, ფესტივალის გუნდი მთელი წელია მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე, ყოველგვარი ფინანსური სარგებლის გარეშე მუშაობს, რომ ღონისძიება კიდევ უფრო მასშტაბური იყოს, ვიდრე გასულ წელს.
ამ შრომის შედეგად, ფესტივალს სხვა უცხოელ სტუმრებთან ერთად წელს ესპანური და მსოფლიო კინოს ვარსკვლავი - მარისა პარედესი ეწვევა!
საბედნიეროდ ფესტივალს კვლავ გვერდში უდგას თიბისი კონცეპტი, ასევე მხარდამჭერები: საზოგადოებრივი მაუწყებელი, ესპანეთის წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს ეროვნული არქივი, ჩეხეთის ცენტრი თბილისში, მოლდოვის ნაციონალური კინოცენტრი, ორგანიზაცია “ევროპული კინოფესტივალები”, სტუდები: არებატო და ველოსიპედი, კომპანიები: სარაჯიშვილი და ბორჯომი, სასტუმროები: რუმსი და სტამბა, დოკუმენტური კინოს ასოციაცია DOCA.
ამ მხარდაჭერის დამსახურებით, ფესტივალის მზადების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, შეძენილია უცხოელი სტუმრების სამგზავრო ბილეთები და არასაკონკურსო პროგრამები.
სწორედ ამიტომ, ყველას, ვისთვისაც ეს ფესტივალი მნიშვნელოვანია, გთხოვთ დახმარებას, გვჭირდება ქართველი და უცხოელი სტუმრების სასტუმროში განთავსებისა და მასპინძლობის თანხა. მხარი დაგვიჭირეთ, რათა გავაგრძელოთ ის, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მაყურებლამდე კინოს მიტანა!
ვიმედოვნებთ, რომ 4-9 ოქტომბერს, თქვენი დახმარებით აუცილებლად შევხვდებით ქუთაისში!
შემოწირულობებს ვიღებთ ანგარიშებზე:
GEL:
EUR:
USD:
მიმღები: ხელოვნების განვითარების ფონდი აია
Khelovnebis ganvitarebis pondi AIA
ფესტივალის გუნდი უახლოეს დღეებში გამართავს პრეს-კონფერენციას, სადაც დამატებით კითხვებს გავცემთ პასუხს.
Dear friends and supporters of the Kutaisi International Short Film Festival!
As you know, this is the 4th year that we are holding the festival in Kutaisi, which has become a significant event for both the city and its audience. Our aim is dual: to promote short films and to bring cinema back to Kutaisi.
This year has been particularly challenging for us, as, due to the ongoing process in the cultural sector, we decided not to participate in the competitions announced by the Georgian National Film Center and the Ministry of Culture, and therefore, did not receive funding.
In past years, the general sponsor of the festival was the Kutaisi Municipality, whose non-monetary contribution covered the accommodation costs for the festival guests and team.
However, this year, due to staffing changes in the municipality, the tender process was delayed and flawed. We approached these delays with understanding and firmly believed, until the very last moment, that there was no deeper issue behind these setbacks, as we had both written and verbal confirmations of support from the relevant parties.
But today, on September 17th, just two weeks before the start of the festival, the Department of Culture, Sports, Education, and Youth Affairs of the Municipality officially notified us that they would not be able to fulfill the agreed-upon terms, citing insufficient funds. According to their statement: “In recent months, several unforeseen problematic issues have arisen, the timely resolution of which was significantly tied to the well-being of the citizens” (quote).
In addition to the cancellation of the support, the lost time caused by the municipality’s delayed decision has been devastating for us and has left the festival in an almost impossible situation.
Despite these challenges, the festival team has been working tirelessly throughout the year, driven solely by enthusiasm and without any financial compensation, to ensure that this year’s event is even larger than last year.
Thanks to this hard work, we are pleased to announce that, along with other international guests, Spanish and global cinema star Marisa Paredes will be attending the festival this year!
Fortunately, TBC Concept continues to support us, along with other partners: the Public Broadcaster, the Spanish Embassy in Georgia, the National Archives of Georgia, the Czech Centre in Tbilisi, the Moldovan National Film Center, the organization "European Film Festivals," studios Arrebato and Velosipedi, companies Sarajishvili and Borjomi, hotels Rooms and Stamba, and the Documentary Association DOCA.
Thanks to this support, the main preparations for the festival are complete, with travel tickets for our international guests purchased and non-competitive programs secured.
That is why we are reaching out to all of you who care about this festival and asking for your help. We need funding to cover the accommodation and hospitality for our Georgian and international guests. Please support us so that we can continue doing what we believe is most important: bringing cinema to the audience!
We hope that with your help, we will meet in Kutaisi from October 4-9!
Donations can be made to the following accounts:
GEL:
EUR:
USD:
Recipient: Khelovnebis ganvitarebis pondi AIA
The festival team will hold a press conference in the coming days to address any additional questions.