კინოსტუდია ხომლი / filmstudio khomli

კინოსტუდია ხომლი / filmstudio khomli Film Studio

კინოსტუდია „ხომლი“ მუშაობს დოკუმენტურ ფილმზე „ვინ დაწერა ვეფხისტყაოსანი“. ფილმი უკვდავი ლიტერატურული ძეგლის ავტორის ვინა...
26/08/2023

კინოსტუდია „ხომლი“ მუშაობს დოკუმენტურ ფილმზე „ვინ დაწერა ვეფხისტყაოსანი“. ფილმი უკვდავი ლიტერატურული ძეგლის ავტორის ვინაობის დადგენას ეძღვნება.
ეს არის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს „დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტი.
ფილმის რეჟისორია ლევან ლომაშვილი. სცენარის ავტორი ნინია სადღობელაშვილი.
„ვეფხისტყაოსანი“ ჩვენი ეროვნული და კულტურული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი მდგენელია; ისაა ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, რომლითაც მსოფლიო ცივილიზაციაში სრულუფლებიანი ადგილი გვიკავია. თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც თითქმის არაფერი ვიცით მისი ავტორის შესახებ, ეს სახელი დღემდე ლეგენდებითაა შემოსილი.
ამ თემაზე არასდროს შექმნილა პროფესიული ცოდნით გაჯერებული ფილმი, არასდროს არავის უცდია, ერთ მთლიან სურათში მოეყარა თავი ყველა არსებულ თუ შესაძლო ვერსიას და ამ მრავალფეროვან სპექტში წარმოეჩინა „ვეფხისტყაონის“ და მისი ავტორის საიდუმლო.
დოკუმენტური ფილმი ითვალისწინებს ყველა მეცნიერული თუ ზეპირი თეორიის წარმოჩენას/ანალიზს, რომელიც შოთა რუსთაველის ვინაობას შეეხება. ფილმში განხილული იქნება ყველა არსებითი ვერსია, შეიქმნება ფართო ეპოქალურ-კულტუროლოგიური სურათი - შოთა რუსთაველის ვინაობის/წარმომავლობის კვლევის კვალდაკვალ, კიდევ ერთხელ, ახლებური რაკურსებიდან წარმოჩნდება „ვეფხისტყაოსნის“ მნიშვნელობა და აქტუალობა თანამედროვე სამყაროში.

Address

Al. Chavchavadzis Gamziri 9
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კინოსტუდია ხომლი / filmstudio khomli posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share