რადიო თბილისი / FM 93.5 / Radio Tbilisi

რადიო თბილისი / FM 93.5 / Radio Tbilisi 🔴 LIVE❗http://tbilisifm.ge 📻 Independent RadioTbilisi FM93.5 By Media Holding HERETI - since 1998

მედია ჰოლდინგი „ჰერეთი“ – 27 წლიანი დამოუკიდებლობისა და ნდობის ისტორია
ჰერეთი – ეს არის დამოუკიდებელი მედია ჯგუფი, რომელიც 1998 წლიდან საქართველოში მიუკერძოებელი, ობიექტური და პროაქტიული ჟურნალისტიკის ფლაგმანია.

ჩვენ ვფლობთ ოთხ დამოუკიდებელ რადიოსადგურს – ჰერეთი, თბილისი, ციტრუსი და Relaxwebradio, აგრეთვე ვებგვერდებს, აპლიკაციებსა და სოციალურ პლატფორმებს.

ჩვენი მთავარი ღირებულებებია სანდოობა, ხა

რისხი და თავისუფლება.
ჩვენ ვართ ნარინჯისფერები – სიმბოლო სიახლის, შეუპოვრობის, მზის ენერგიისა და განვითარებისა.

გაფართოება და ციფრული მედიის მდგრადობა ჩვენი სტრატეგიული მიზნებია.

დღეს ჰერეთი ოპერირებს კახეთში, თბილისში, აჭარასა და საქართველოს სხვა რეგიონებში, რაც გვაძლევს საშუალებას, მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი მსმენელის დაფარვის ზონა.

რადიო „თბილისი“ FM 93.5 მოიცავს მთელ თბილისს, რუსთავს, მცხეთას, მარნეულს, გარდაბანს, თეთრიწყაროსა და კახეთის მნიშვნელოვან ნაწილს.

ჩვენი რადიოს მოსმენა შესაძლებელია ინტერნეტითა და მსოფლიო წამყვან რადიოაპლიკაციებზე – Radio Garden, World Radio და MyVideo

ჩვენი სეგმენტი ფართოა:

გვისმენენ მძღოლები, სტუდენტები, ბიზნესსექტორი, ფერმერები, რეგიონების მოსახლეობა და ყველა, ვისთვისაც ხარისხი, დამოუკიდებლობა და სანდოობა პრიორიტეტია.

ჩვენი მიღწევები:

📌 საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული მედია, რომელსაც მსმენელის მაღალი ნდობა აქვს.

📌 TNS-ის, გაეროსა და ევროკავშირის კვლევებში – ერთ-ერთი ყველაზე სანდო მედია პლატფორმა.

📌 თანამშრომლების მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო მედია-პროგრამებსა და ტრენინგებში.

„ჰერეთი“ – 27 წელია, თქვენთან ერთად!

🎙🔴 ჩვენი მუშაობის სტანდარტი 👇

რადიო „თბილისი“ და მისი ჟურნალისტები ერთგულნი არიან უმაღლესი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების. ჩვენი მაუწყებლობა და ყველა პუბლიკაცია, მათ შორის ონლაინ მასალები, ეფუძნება მხოლოდ გადამოწმებულ და სანდო ფაქტებს.

🔹 დამოწმებული ინფორმაცია – ყველა ჩვენს მიერ გავრცელებული ცნობა ემყარება მინიმუმ ორ დამოუკიდებელ წყაროს.
🔹 ჭორებისა და დაუდასტურებელი ცნობებისგან თავისუფალი ჟურნალისტიკა – ჩვენ არ ვიყენებთ მასალას, რომელიც ეფუძნება მითქმა-მოთქმას ან დაუსაბუთებელ ინფორმაციას.
🔹 სისწორისა და სანდოობის პრინციპი – ფაქტობრივი შეცდომების შემთხვევაში, მათ დაუყოვნებლივ ვასწორებთ.

📡 ობიექტურობა და მიუკერძოებლობა
ჩვენი რადიოსადგურები – „ჰერეთი“, „ციტრუსი“ და „რადიო თბილისი“ – წარმოგიდგენთ ფაქტებზე დაფუძნებულ და მიუკერძოებელ ჟურნალისტიკას, რომელიც მსმენელს სიღრმისეულად გააცნობს მოვლენების კონტექსტს.

🔹 დამოუკიდებლობა – საინფორმაციო სამსახური თავისუფალია პოლიტიკური, კომერციული, რელიგიური და კერძო ინტერესებისგან.
🔹 უპარტიო და დაბალანსებული გაშუქება – ჩვენ არ ვეწევით პროპაგანდას, არ ვუჭერთ მხარს არც პოლიტიკურ, არც ეკონომიკურ და არც რელიგიურ შეხედულებებს.
🔹 ინფორმაციის გასაგებად მიწოდება – ახალ ამბებს თან ახლავს ზოგადი ინფორმაცია და განმარტებები, რათა მსმენელმა უკეთ გაიგოს მათი მნიშვნელობა და შესაძლო შედეგები.

🗣 პროფესიონალიზმი და ეთიკა
🔹 ობიექტური გაშუქება – ჟურნალისტები არ აერთიანებენ ფაქტებს პირად მოსაზრებებთან, კომენტარებთან ან შეფასებებთან.
🔹 ცივილიზებული და გაწონასწორებული ტონი – ჩვენი მაუწყებლობა დაფუძნებულია ზომიერებულ მსჯელობაზე, რომელიც გამოხატავს ყველა ადამიანის უფლებათა პატივისცემას.
🔹 დამოუკიდებლობა ინტერესთა კონფლიქტებისგან – რადიო „თბილისის“ თანამშრომლები და მოწვეული ექსპერტები იცავენ უმაღლეს ეთიკურ სტანდარტებს და არ იყენებენ პლატფორმას პირადი ინტერესებისთვის.

🚫 დაუსაბუთებელი და მავნე ინფორმაციისგან თავისუფალი სივრცე
🔹 ჩვენ არ ვავრცელებთ დისკრიმინაციულ, შეურაცხმყოფელ ან ძალადობის წამქეზებელ მასალას.
🔹 გაწონასწორებული გაშუქება კრიზისულ ვითარებაში – ჩვენ ვაშუქებთ საზოგადოებრივ მღელვარებას ფაქტებზე დაფუძნებულად და მიუკერძოებლად.

🙏 მადლობა, რომ გვკითხულობთ და გვისმენთ! ❤️

🔴 12-13 აგვისტოს, პერსეიდების წვიმა პიკს მიაღწევს.☄️ მოსალოდნელია, რომ ერთ საათში დაახლოებით 150 მეტეორი იქნება ხილული, ...
10/08/2025

🔴 12-13 აგვისტოს, პერსეიდების წვიმა პიკს მიაღწევს.

☄️ მოსალოდნელია, რომ ერთ საათში დაახლოებით 150 მეტეორი იქნება ხილული, რაც იმას ნიშნავს, რომ ღამის განმავლობაში, 1 000-ზე მეტი მეტეორი გამოჩნდება ცაზე.

პერსეიდების წვიმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ასტრონომიული მოვლენაა, რომლის დაკვირვებაც ყოველწლიურად, აგვისტოს თვეშია შესაძლებელი და პიკს 12-13 აგვისტოს აღწევს.

მისი წყარო კი კომეტა სვიფტ-ტატლია - ის მზის გარშემი ორბიტაზე მოძრაობისას პატარა კვალს ტოვებს მეტეორების სახით.

დედამიწა კი ამ კვალს ყოველი წლის აგვისტოს თვეში კვეთს, რა დროსაც მეტეორები დედამიწის ატმოსფეროში აღწევს და იწვის.

ამ წელს კი, მეტეორულ ნაკადზე დასაკვირვებლად განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებია - ახალი მთვარე ბნელ ცას უზრუნველყობს და თითოეული მეტეორი მკაფიოდ გამოჩნდება.

ასტრონომიულ მოვლენაზე დასაკვირვებლად შუაღამიდან განთიადამდე პერიოდია საუკეთესო - ქალაქის განათებებიდან მოშორებით.

🔭 ტელესკოპი კი არ დაგჭირდებათ

📸 Meteor shower forecasts



🔴 On August 12–13, the Perseid meteor shower will reach its peak.

☄️ Around 150 meteors per hour are expected, meaning over 1,000 meteors could be visible in a single night.

The Perseids are one of the most popular annual astronomical events, peaking every August, with this year’s peak occurring on the nights of August 12 and 13.

The source of the shower is Comet Swift–Tuttle, which leaves behind a trail of debris as it orbits the Sun.

Each year in August, Earth passes through this trail, and the meteors enter the atmosphere and burn up, creating bright streaks in the night sky.

This year, viewing conditions are especially favorable — a new moon will ensure dark skies, making every meteor clearly visible.

🌌 The best time to watch is between midnight and dawn, far from city lights.

🔭 No telescope needed — just your eyes and a dark sky.

#პერსეიდები #მეტეორულიწვიმა #ასტრონომია #ვარსკვლავები #აგვისტოსღამე #ახალიმთვარე #ცა #კოსმოსი #მეტეორები

🔴 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა - ინფორმაციას აზერბაიჯანის...
10/08/2025

🔴 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა - ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

არსებილი ცნობით, ორივე ლიდერმა დაგმო რუსეთის იერიში აზერბაიჯანული კომპანია Socar-ის ნავთობის საცავ ობიექტზე და აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმები აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის ენერგეტიკის საკითხში თანამშრომლობას ხელს ვერ შეუშლის.

💬 ,,საუბრისას ორივე მხარემ დაგმო რუსეთის მიზანმიმართული საჰაერო იერიშები უკრაინაში აზერბაიჯანული Socar-ის მფლობელობაში არსებულ ნავთობის საცავ ობიექტზე, ისევე როგორც სხვა აზერბაიჯანულ ობიექტებსა და ბუნებრივი აირის საკომპრესორო სადგურზე, რომელსაც აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი უკრაინისკენ გადაჰქონდა”, - ნათქვამია ალიევის ოფისის განცხადებაში.



Ukrainian President Volodymyr Zelensky held a phone conversation with his Azerbaijani counterpart, Ilham Aliyev, according to a statement released by the Azerbaijani president’s office.

The two leaders condemned Russia’s strike on an oil storage facility owned by the Azerbaijani company SOCAR and emphasized that Russian attacks would not hinder energy cooperation between Azerbaijan and Ukraine.

💬 “During the call, both sides condemned Russia’s deliberate airstrikes on an oil storage facility in Ukraine owned by SOCAR, as well as other Azerbaijani assets and a natural gas compressor station that was transporting Azerbaijani gas to Ukraine,” the statement reads.

#ზელენსკი #ალიევი #აზერბაიჯანი #უკრაინა #რუსეთიისიერიშები #სოკარი #ნავთობისსაცავი

🔴 აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ამბობს, რომ მესამე მსოფლიო ომს უკრაინის შეიარაღების გაგრძელება შეაჩერებს.💬 ,...
10/08/2025

🔴 აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ამბობს, რომ მესამე მსოფლიო ომს უკრაინის შეიარაღების გაგრძელება შეაჩერებს.

💬 ,,ის, რაც მესამე მსოფლიო ომს შეაჩერებს, 2022 წელთან შედარებით განსხვავებული მოქმედებაა - ეს არის უკრაინის შეიარაღების გაგრძელება, რათა რუსეთი შეაკავოს ევროპის კონტინენტზე მდებარე ყველაზე მომაკვდინებელმა არმიამ, რომელიც უკრაინაა; [შეაჩერებს] უსაფრთხოების გარანტიები, რომ თუ უკრაინაში ისევ შემოიჭრები, მარტო უკრაინასთან ბრძოლა არ მოგიწევს; ადგილზე ევროპული ძალების ყოფნა გამაფრთხილებელი მექანიზმის სახით; ეკონომიკური ინტეგრაციის გაფართოება”, - თქვა მან NBC News-თან ინტერვიუში.



🔴 U.S. Republican Senator Lindsey Graham has stated that continued military support for Ukraine is what will prevent World War III.

💬 “What will stop World War III is acting differently than we did in 2022 — continuing to arm Ukraine so that Russia is deterred by the most lethal army on the European continent, which is Ukraine; security guarantees that make clear if Russia invades again, it won’t just be fighting Ukraine; the presence of European forces on the ground as a deterrent mechanism; and expanding economic integration,” he said in an interview with NBC News.

#ლინდსიგრემი #აშშ #სენატორი #უკრაინასმხარდაჭერა #მესამემსოფლიოომი #რუსეთუკრაინასომი #უსაფრთხოება

🔴 უკრაინელებმა ხერსონის ოლქში რუსული ბატალიონის სამეთაურო პუნქტი დაბომბეს.უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუ...
10/08/2025

🔴 უკრაინელებმა ხერსონის ოლქში რუსული ბატალიონის სამეთაურო პუნქტი დაბომბეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, მოკლულია 25 ოკუპანტი, ხოლო დაჭრილია სულ
მცირე 11.

დაზვერვის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან მეთაური, შტაბის უფროსი, საინჟინრო სამსახურის უფროსი და ბატალიონის ერთ-ერთი ოცეულის მეთაური.

💬 ,,უკრაინის საჰაერო ძალების მხრიდან წარმატებით განხორცირლდს მაღალი სიზუსტის დაბომბვა ოლეშკის
რაიონში, ოკუპანტების ბატალიონის სამეთაურო პუნქტზე.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია დაახლოებით 25 ოკუპანტი და დაჭრილია სულ მცირე - 11.

დაზვერვის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან მეთაური, შტაბის უფროსი, საინჟინრო სამსახურის უფროსი და ბატალიონის ერთ-ერთი ოცეულის მეთაური.

ოკუპანტებს ჩვენს მიწაზე მშვიდობა არასდროს ეღირსებათ! ბრძოლა გრძელდება!”, - ნათქვამია განცხადებაში.



🔴 Ukrainian forces have bombed a Russian battalion command post in the Kherson region.

According to Ukraine’s Armed Forces Strategic Communications Department, 25 occupiers were killed and at least 11 others injured.

Intelligence reports confirm that among the dead are the battalion commander, the chief of staff, the head of the engineering service, and a platoon leader.

💬 “The Ukrainian Air Force successfully carried out a high-precision strike on the occupiers’ battalion command post in the Oleshky district.

Preliminary data indicates approximately 25 Russian troops were killed and at least 11 wounded.

Among the dead are the commander, the chief of staff, the head of engineering, and one of the platoon leaders.

The occupiers will never know peace on our land. The fight continues!” the statement reads.

#ხერსონი #დაბომბვა #ოკუპანტები #ბატალიონი #უკრაინა #ომი #აფეთქება

10/08/2025

🔴 ოდესის ოლქში, ზღვაში ცურვისას სამი ადამიანი ნაღმზე აფეთქდა - სამივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ინფორმაციით, ისინი აკრძალულ ზონაში ცურავდნენ.

📍ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოფიციალურად 32 ზონა ფუნქციონირებს, რომელთა შემოწმების შედეგად დადგიენილია, რომ არც ხმელეთზე და არც ზღვაში, ნაღმის აფეთქების საშიშროება არ არსებობს.

📹 RT



🔴 In Ukraine’s Odesa region, three people were killed after swimming into a sea mine. All three died at the scene.

According to Oleg Kiper, head of the regional military administration, the victims had been swimming in a restricted area.

📍Local authorities are urging the public to stay within the 32 officially designated safe zones, which have been inspected and confirmed to pose no risk of mines either on land or in the sea.

#ოდესა #ნაღმი #აკრძალულიზონა #ზღვა #უკრაინა #ომი

🔴 პოლიციამ ტორპედოს გულშემატკივრებს, მიხეილ მესხის სტადიონის ტრიბუნაზე 2008 წლის აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ბანერები არ...
10/08/2025

🔴 პოლიციამ ტორპედოს გულშემატკივრებს, მიხეილ მესხის სტადიონის ტრიბუნაზე 2008 წლის აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ბანერები არ გაშლევინა წარწერებით - ,,რუსეთი ოკუპანტია, ჩვენ გვახსოვს აგვისტო და ვიბრძვით თავისუფლებისთვის” და ,,პუტონ ხუილო”.

როგორც ტორპედოს ფანკლუბი ,,ჯუნგლები" Facebook გვერდზე წერს, ბანერების გაშლისთანავე, მათთან პოლიცია მოვიდა და მათი ჩამოხსნა მოსთხოვა იმ მოტივით, რომ წარწერები ,,პოლიტიკურ შინაარსს შეიცავდა”.

💬 ,,ყველასთვის კარგად ცნობილია ის ფაქტი, თუ რამდენად აპარტიულები ვარ, თუმცა, დღეს მოხდა ისეთი რამ, რაზეც თვალის დახუჭვა და ხმის არ ამოღება სამშობლოს ღალატის ტოლფასია!!!

2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წლის თავზე, ისევე როგორც ყოველ წელს, ჩვენ და ყველა სხვა გუნდების ფანები ვიხსენებდით იმას, თუ რა დაგვმართა ოკუპანტმა რუსეთმა.

2008 წლიდან დღემდე გვქონდა არაერთი სახის პერფორმანსი ამ ფაქტთან დაკავშირებით და არასდროს არავისგან, არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია.

2025 წლის 9 აგვისტოს, იბერიასთან გასვლით თამაშზე, ტრიბუნაზე გადმოვფინეთ ბანერი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, და ჩვენდა გასაკვირად, რამდენიმე წამში ბანერთან მოდიან პოლიციის თანამშრომლები და გვეუბნებიან მის ჩამოხსნას. როცა ვიკითხეთ მიზეზი, თუ რატომ?, პასუხი ასეთი იყო: ,,რუსეთის და პუტინის დედაც, მაგრამ კანონს ეწინააღმდეგება, პოლიტიკურია და არ შეიძლებაო. ჩვენ, ჩვენს საქმეს ვასრულებთ, დაგვავალეს და უნდა ჩამოხსნათო".

არ დავიწყებთ იმ დეტალებზე საუბარს, თუ რა დაგვმართა ოდიდგანვე ოკუპანტმა რუსეთმა, მაგრამ როცა ბევრის აზრით დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანაში შენი ყველაზე დიდი მტრის შეურაცხყოფის უფლებას არ გაძლევენ და მზად არიან რუსეთზე და პუტინზე ცუდის თქმის გამო დაგაპატიმრონ ეს უკვე თავად განსაჯეთ, თუ რას ნიშნავს…

შეიძლება დღეს ტრიბუნიდან ბანერი ჩამოგვახსნევინეთ, მაგრამ ამით ყველაზე მეტად თქვენ დაზარალდით და მომავალშიც დაზარალდებით" - ვკითხულობთ ჯუნგლების ფეისბუქგვერდზე.

✊ ტორპედოს ფანკლუბს მხარდაჭერა გამოუცხადა დინამო ბათუმის ფანკლუბმა, Black Sea Pirates-მა:

💬 ,,მტერი სახელითაც ვიცით - რუსეთი!�და მაინც, გუშინ ქუთაისის ტორპედოს ფანკლუბს, ,,ჯუნგლებს" - ,,მილიციელებმა" ოკუპანტების მისამართით გამოკრული ბანერი ჩამოახსნევინეს…�
ჩვენი ქვეყნის 20% დღესაც ოკუპირებულია.�
ეს არ არის დავიწყებული ისტორია – ეს არის დღევანდელობა, სადაც მტერი ჩვენს მიწაზე დგას.�
სამწუხაროა, რომ 2025 წელსაც გვიწევს იმის ახსნა, ვინ არის ის, ვინც კლავს, იტაცებს და ანგრევს.�არცერთი დღე ოკუპაციაში არ არის ნორმალური!�სანამ ჩვენი მიწა თავისუფალი არ იქნება - ჩვენ არ გავჩერდებით!”, - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში.



🔴 Police prevented Torpedo Kutaisi fans from displaying banners in the stands of Mikheil Meskhi Stadium dedicated to the 2008 August War. The banners bore slogans such as: “Russia is an occupier, we remember August and fight for freedom” and “Putin Khuylo.”

According to a Facebook post by Torpedo’s fan club “Junglebi”, police approached them immediately after the banners were raised and demanded their removal, claiming the messages were “political.”

💬 “Everyone knows how non-partisan we are, but what happened today is something we cannot stay silent about—it would be equal to betraying our homeland!

Seventeen years after the August 2008 War, just like every year, we and other fan bases were commemorating what the occupying Russia did to us.

Since 2008, we’ve staged many performances related to this issue and never faced any problems—until now.

On August 9, 2025, during an away game against Iberia, we displayed the banner seen in the photo. Moments later, police officers approached us and told us to take it down. When we asked why, they said: ‘To hell with Russia and Putin, but it’s against the law, it’s political, and not allowed. We’re just doing our job—we were ordered to take it down.’

We won’t go into detail about everything the occupying Russia has done, but when, in what many consider a free, independent, and democratic country, you’re not allowed to insult your greatest enemy—and you risk arrest for speaking out against Russia and Putin—you decide for yourself what that means…

You may have forced us to take the banner down today, but in the end, it’s you who have lost the most—and you’ll continue to lose,” the fan club wrote.

✊ Torpedo’s fan club received support from Dinamo Batumi’s fan group Black Sea Pirates, who posted:

💬 “We know the enemy by name – Russia!
And yet, yesterday, police forced Torpedo Kutaisi’s fan club ‘Junglebi’ to take down a banner criticizing the occupiers…
20% of our country remains under occupation.
This isn’t forgotten history – it’s the present reality, where the enemy still stands on our land.
It’s tragic that in 2025 we still have to explain who it is that kills, kidnaps, and destroys.
Not a single day in occupation is normal.
We won’t stop until our land is free!”

#ტორპედო #ქუთაისი #დინამობათუმი #აგვისტოსომი #რუსეთიოკუპანტია #ოკუპაცია #პუტინი #ბანერები #სტადიონი #პოლიცია #მიხეილმესხი

10/08/2025

🔴 სპორტის სასახლესთან ხანძარია

კადრებს სოციალურ ქსელში ,,ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს



A fire has broken out near the Sports Palace.

The footage is being shared on social media by “Chemi Qalaqi Mkvlavs” (“My City Is Killing Me”).

#ხანძარი #სპორტისსასახლე #ჩემიქალაქიმკლავს #თბილისი #სოციალურიქსელი #კადრები

🔴 ,,პირდაპირი გაგებით ეშმაკი მკვიდრობს მათში, ვინც ადამიანებს ატყუებს, ვინც ერს ატყუებს და რაღაც მოჩვენებით საშიშროებებს...
10/08/2025

🔴 ,,პირდაპირი გაგებით ეშმაკი მკვიდრობს მათში, ვინც ადამიანებს ატყუებს, ვინც ერს ატყუებს და რაღაც მოჩვენებით საშიშროებებს უქმნის: დიფ სთეითებს, ომის პარტიებს - მატყუარები არიან”, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ქადაგებისას თქვა.

💬 ,,ამ განსაცდელის დროს, რაც ჩვენს ერს და ჩვენ დაგვატყდა თავს, ჩვენ უნდა ვხედავდეთ, რომ აქ დადის მაცხოვარი, აქ დადის სიმართლე.

დღეს საქართველოში სიმართლე ყველგან დადის, ყველა ქუჩაში დადის სიმართლე და ჭეშმარიტება. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მივიდეთ სიმართლესთან და არ უნდა შეგვეშინდეს, თორემ ჩავიძირებით. არ უნდა შეგვეშინდეს, ეს არის ყველაზე მთავარი. ვინც სიმართლეს ეძებს იმას არ უნდა შეეშინდეს არც ქარის და არც მტრის. აი მაშინ უფალი იქნება ჩვენთან.

ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებას არ ეძებენ, რომლებსაც პროპაგანდისტები ჰქვიათ, ნებისმიერ სიტყვას დაჭრიან და ტელევიზიაში ისე გაუშვებენ, როგორც თვითონ უნდათ. რაღაც მიზანი აქვთ. ეს ადამიანები არ ეძებენ ჭეშმარიტებას და ვერასოდეს ვერ გახდებიან ჭეშმარიტების ტაძარი. ღვთის ტაძარი ვერ გახდებიან. მაშინ ვისი ტაძრები არიან? სიცრუის, ეშმაკის.

პირდაპირი გაგებით ეშმაკი მკვიდრობს მათში, ვინც ადამიანებს ატყუებს, ვინც ერს ატყუებს და რაღაც მოჩვენებით საშიშროებებს უქმნის - დიფ სთეითებს, ომის პარტიებს. მატყუარები არიან.

მსოფლიოში როგორი გლობალური მოვლენები ხდება და ესენი დადიან აქ ღელე-ღელე და ქუჩაში ბავშვებს იჭერენ, ბავშვებს დასდევენ. პოლიტიკა არის საზოგადოებრივი ურთიერთობა და ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო საზოგადოებასთან შეწყვიტა ურთიერთობა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ესენი პოლიტიკოსები არ არიან, ესენი ქვეყნის გადამრჩენები არ არიან და ქმნიან რაღაც საშიშროებებს, რაღაც პროპაგანდას და თვითონ ხდებიან ამ პროპაგანდის მსხვერპლი. უშვებენ ტელევიზიებში და თვითონ იჯერებენ. თვითონ არიან შეშინებულები და ხალხს აშინებენ. მათი ბოლო სირცხვილია, მათი ბოლო გაგიჟებაა.

მალე დაიწყებენ გამოცხადებებით საუბარს, რომ ეს გამოეცხადა, ის გამოეცხადა. რადგან 2 გზა არსებობს მარტო - ან ღვთისკენ, ან ბოროტებისკენ და იმათმა ბოროტება აირჩიეს თავიანთ პროპაგანდისტებთან ერთად და ეშმაკის ტაძრები გახდნენ. ამახინჯებენ სიტყვებს, ჭრიან და კერავენ ისე, როგორც თვითონ უნდათ. სამწუხაროა ეს ყველაფერი და ძალიან საწყენია, მაგრამ ყველა ამის ბოროტ ნაყოფს თვითონ მიიღებს. ჭეშმარიტების ნატამალი არ რჩება მათში" - ამბობს სასულიერო პირი.



🔴 “In the literal sense, the devil dwells within those who deceive people, who deceive the nation and create imaginary threats—deep states, war parties—they are liars,” said Archimandrite Dorotheos Qurasvhili during his sermon.

💬 “In this time of trial that has befallen our nation and our people, we must see that the Savior walks among us—truth walks among us.

Today, in Georgia, truth is everywhere, walking through every street. We must strive to reach the truth and not be afraid, or else we will sink. We must not be afraid—this is the most important thing. Those who seek truth should not fear wind or enemy, for then the Lord will be with them.

People who do not seek the truth, who are called propagandists, will twist any word and broadcast it on television however they want. They have their own agenda. These people are not searching for the truth and will never become temples of truth—temples of God. So whose temples are they? Temples of falsehood, of the devil.

The devil, in the most literal sense, resides in those who deceive the people and create fake threats—deep states, war parties. They are liars.

Look at the global events happening in the world, and meanwhile, they wander around here, chasing children in the streets. Politics is about public relations, and our country has severed relations with the global community.

This means they are not politicians, not saviors of the country. They fabricate threats, spread propaganda, and then fall victim to that same propaganda. They broadcast it on TV and end up believing it themselves. They are frightened and spread fear to the people. Their end will be disgrace, madness.

Soon they will start talking about revelations—who saw what, who was told what. But there are only two paths: one toward God, and one toward evil. And they have chosen evil, together with their propagandists, becoming temples of the devil. They twist and distort words however they please. It’s all very unfortunate and sad—but they will all reap the bitter fruit of their actions. There is not a trace of truth left in them,” the cleric said.

#დოროთეყურაშვილი #სასულიეროპირი #ქადაგება #დიფსთეითი #ომისპარტია #პროპაგანდა

10/08/2025

🎼 ბერლინის საკონცერტო დარბაზში, დირიჟორმა მირიან ხუხუნაიშვილმა, თბილისის ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, აგვისტოს ომის გმირებისთვის პატივის მისაგებად მრავალჟამიერი შეასრულა

📹 Tamuna Iluridze



At a concert hall in Berlin, conductor Mirian Khukhunaishvili, together with the Tbilisi Youth Symphony Orchestra, performed “Mravaljamieri” to honor the heroes of the August War.

#ბერლინი #კონცერტი #მირიანხუხუნაიშვილი #ორკესტრი #მრავალჟამიერი #აგვისტოსომი #საქართველო #მუსიკა

🔴 თეთრი სახლი, ალასკის შტატში,  სადაც აშშ-სა და რუსეთის ლიდერების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა იგეგმება...
10/08/2025

🔴 თეთრი სახლი, ალასკის შტატში, სადაც აშშ-სა და რუსეთის ლიდერების,
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა იგეგმება, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას განიხილავს - ამის შესახებ NBC News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც NBC-სთან საუბარში ანონიმური წყაროები ამბობენ, ჯერჯერობით შეხვედრის დაგეგმვა არ დასრულებულა და საბოლოოდ გარკვეული არ არის, მიწვეული იქნება თუ არა ზელენსკი ალასკაში შეხვედრისთვის.

💬 ,,ეს განიხილება, აბსოლუტურად შესაძლებელია და ყველა იმედოვნებს, რომ ეს მოხდება

პრეზიდენტი ღია რჩება ორივე ლიდერთან სამმხრივი სამიტისთვის. ამ მომენტისთვის თეთრი სახლის ყურადღება პრეზიდენტი პუტინის მიერ მოთხოვილი ორმხრივი შეხვედრის დაგეგმვაზეა მიმართული”, - განაცხადა
ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში.



🔴 The White House is reportedly considering inviting Ukrainian President Volodymyr Zelensky to a meeting in the state of Alaska, where a summit between U.S. and Russian leaders Donald Trump and Vladimir Putin is being planned. NBC News reported this, citing its sources.

According to anonymous sources who spoke to NBC, the meeting is still in the planning stages, and it remains unclear whether Zelensky will ultimately be invited to participate in the Alaska summit.

💬 “It’s under consideration, absolutely possible, and everyone is hoping it happens.
The President remains open to a trilateral summit with both leaders. For now, the White House is focused on organizing the bilateral meeting requested by President Putin,” one senior official told the outlet.

#თეთრისახლი #ალასკისსამიტი #ტრამპპუტინისშეხვედრა #ზელენსკისმოწვევა #აშშრუსეთმოლაპარაკებები #უკრაინაკრიზისი #სამმხრისამიტი #გეოპოლიტიკა #საერთაშორისურირთობები #პუტინიტრამპიზელენსკი #უკრაინისომი #დიპლომატია

10/08/2025

🔴🔥გასულ ღამეს, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის ქალაქ სარატოვში, ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს

📹 Necro Mancer



Last night, Ukraine’s Air Force carried out a drone strike on an oil refinery in the Russian city of Saratov.

#უკრაინა #დრონები #სარატოვი #რუსეთი #ნავთობგადამამუშავებელიქარხანა #იერიში #ომი

🔴 საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება უკრაინელების გარეშე,  რომლებიც თავია...
10/08/2025

🔴 საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება
უკრაინელების გარეშე, რომლებიც თავიანთი თავისუფლებისთვისა და უსაფრთხოებისთვის იბრძვიან.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის ქვეყნებიც უნდა იყვნენ ჩართულიც ვერ გადაწყდება, ,,რადგან ეს მათ უსაფრთხოებასაც ეხება”.

💬 ,,კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ უკრაინას მხარი დავუჭიროთ, ერთიანობის სულისკვეთებით ვიმუშაოთ და მსურველთა კოალიციის ჩარჩოს ფარგლებში გაწეულ ძალისხმევას დავაშენოთ.

უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება უკრაინელების გარეშე, რომლებიც თავიანთი თავისუფლებისთვისა და უსაფრთხოებისთვის უკვე 3 წელზე მეტია, იბრძვიან.

ევროპელები ასევე აუცილებლად იქნებიან გადაწყვეტის ნაწილი, რადგან ეს მათ უსაფრთხოებას ეხება". - წერს მაკრონი X-ზე.



🔴 French President Emmanuel Macron stated that Ukraine’s future cannot be decided without the Ukrainians, who have been fighting for their freedom and security for over three years.

He also emphasized that European countries must be involved in the peace negotiations between Russia and Ukraine, as the outcome directly affects their own security.

💬 “We remain firmly committed to supporting Ukraine, working in a spirit of unity, and building on the efforts made within the framework of the coalition of willing countries.

Ukraine’s future cannot be decided without the Ukrainians, who have been fighting for their freedom and security for more than three years.

Europeans must also be part of the solution, because this concerns their own security as well,” Macron wrote on X.

#ემანუელმაკრონი #უკრაინისომი #რუსეთი #უკრაინა #ევროპა #სამშვიდობომოლაპარაკებები #უსაფრთხოება

Address

Shio Chitadze Street 11
Tbilisi
0105

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რადიო თბილისი / FM 93.5 / Radio Tbilisi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to რადიო თბილისი / FM 93.5 / Radio Tbilisi:

Share

Category

მოძებნე ჩვენი აპლიკაცია Tbilisifm

რადიო თბილისი FM93.5 ►რადიო იწყება ჩვენით - რადიო თბილისის სლოგანია ►რადიო თბილისი - ეს არის მრავალფეროვანი პროგრამები, მიუკერძოებელი ახალი ამბები და გემოვნებიანი, პოპულარული მუსიკა.

სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთი” წარმოადგენს დამოუკიდებელ მედია ჯგუფს საქართველოში, რომელიც 1998 წლის 29 აგვისტოს დაფუძნდა.კომპანია ფლობს 3 რადიოსადგურს, აქედან 2 კერძო საერთო მაუწყებელს: B95 და B175 ლიცენზია.

კახეთის რეგიონში – რადიო “ჰერეთი” FM102.8

დედაქალაქში – რადიო “თბილისი” FM93.5.