
12/07/2025
📣📣 🎥 სტუდენტური ფილმის ჩვენება!
🟦 “ძმები” ეძღვნება 2022 წლის 18 აგვისტოს ტრაგიკულად დაღუპული ძმების ნიკა და ივიკო მახარობლიშვილების ხსოვნას.
📍ნიკა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი იყო. მან უყოყმანოდ გასწირა საკუთარი სიცოცხლე არხში ჩავარდნილი უმცროსი ძმის გადასარჩენად ისე, რომ ცურვა არც კი იცოდა.
🟦 ფილმი შეიქმნა თსუ-ს სტუდენტურ კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების კონცეფციით, ამავე ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის ბაზაზე.
🟦 “ძმები” მოგვითხრობს ისტორიას, რომელიც არ არის მხოლოდ საბედისწერო შემთხვევა, იგი მაგალითია უანგარო სიყვარულისა და თავგანწირვისა, რომელიც ფილმში თანადროული ახალგაზრდობის სახე-სიმბოლოდ განზოგადდა.
🟦 ორიგინალური მხატვრული ხელწერით, თანამედროვე აუდიოვიზუალური ხელოვნების მოთხოვნებითა და სტანდარტებით შექმნილი ფილმი ძმების შესახებ გვიჩვენებს მთელი თაობის სიმბოლურ სახეს