TV Imedi

TV Imedi სწრაფი, სანდო, მრავალფეროვანი

ტელეკომპანია "იმედი" 2001 წელს დაარსდა და მაუწყებლობს 2003 წლის 15 მარტიდან. დღეისათვის "იმედი" საქართველოს სატელევიზიო სივრცის ლიდერად ჩამოყალიბდა და მაყურებლის ნდობითა და დიდი ინტერესით სარგებლობს . "იმედი", უახლესი თაობის ტექნიკური აღჭურვილობის მეშვეობით საქართველოს ტერიტორიას მაღალი ხარისხის სატელევიზიო სიგნალით უზრუნველყოფს.ოპერატიულად და ობიექტურად გაშუქებულ ახალ ამბებს მაყურებელი მთელი დღის განმავლობაში ეცნობა.პირველად ქართულ ტელესივრცეში, სწორედ "იმედმა" დაიწყო ლიცენზირებული პროდუქციის ჩვენება. კომპანია მაყურებელს სთავაზობს მსოფლიოში პოპულარული სატელევიზიო ფორმატების ადაპტირებულ ვერსიებს, ქართულ და საზღვარგარეთულ მხატვრულ ფილმებს, ტელესერიალებს, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს. ასევე, სთავაზობს მაყურებელს მსოფლიო მნიშვნელობის კინო, მუსიკალური და სხვა სახის დაჯილდოების ცერემონიების პირდაპირ ეთერში ტრანსლაციას.ითვალისწინებს რა დღევანდელობის მოთხოვნებს, მოვლენების დინამიკურ განვითარებასა და საზოგადოების დაკვეთას, "ტელეიმედი" მუდმივი განახლებისა და ძიების პროცესშია. კომპანიის მიზანია წარმოდგენილი პროდუქციის მაღალი ხარისხი, მომწოდებლებთან და კლიენტებტან თვისობრივად ახალი ურთიერთობების დამყარება, საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე ტელესიგნალის გავრცელება და რაც შეიძლება ფართო აუდიტორიის დაინტერესება.

ტელეკომპანიის ტექნიკურ ხარისხს უზრუნველყოფს თანამედროვე სატელევიზიო ტექნოლოგიები. ინგლისურმა კომპანიამ "On-Air Systems" "იმედის" მაუწყებლობისათვის ავტომატიზირებული სისტემა დაამონტაჟა. ფირმა "Rhode & Schwarz", კი ტელესიგნალის გავრცელებაზე ზრუნავს.

იმედი უარს აცხადებს არალიცენზირებული პროდუქციის ტელე-ეთერში გაშვებაზე. იმედის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის სამომავლო ინტერესებისათვის აუცილებელია წამყვან ვიდეო, მუსიკალურ და კინო პროდუქციის მომწოდებლებთან სამართლებრივი ურთიერთობების დამყარება.

საინტერესო და აქტუალურ თემებზე თქვენს რეგიონში, ქალაქსა და სოფელში დაუკავშირდით ტელეიმედის საინფორმაციო სამსახურის წინასწარი დაგეგმვის ჯგუფს ტელეფონის ნომერზე: 0322 46 33 33

ფედერალისტების წევრის, ელზა გურგენიძის ქმარმა, ნაციონალური მოძრაობის კლანთან ასოცირებულმა მოსამართლე ხუჭუამ შეწყვიტა საქ...
11/09/2026

ფედერალისტების წევრის, ელზა გურგენიძის ქმარმა, ნაციონალური მოძრაობის კლანთან ასოცირებულმა მოსამართლე ხუჭუამ შეწყვიტა საქმის წარმოება, რომელიც საჯარო სივრცეში ერთი ადამიანის მხრიდან მეორე პიროვნების მიმართ უშვერი სიტყვებით გინებას ააშკარავებდა

11/09/2026

ქრონიკა 14:00 საათზე - 11 სექტემბერი, 2026 წელი

11/09/2026

სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ მრევლს ქადაგებით მიმართა

11/09/2026

შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩვენ არ გვეხება გერმანიაში AFD-ის აკრძალვა, ან ის, რომ უკრაინაში 20 პარტია აკრძალეს, მოლდოვაში რომ 3, თუ 5 პარტია აკრძალეს, რომ ლეპენს არჩევნებზე გასვლა აუკრძალეს საფრანგეთში, ისევე არ ეხება საფრანგეთს, გერმანიას, უკრაინას, მოლდოვას, თუ სხვა ქვეყანას, რასთან დაკავშირებით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ თუ არ ვერევით, ისინი რატომ ერევიან, თვალის ფერი დაგვიწუნეს, კანის, თუ თმის?!

11/09/2026

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: ქართველო ხალხო, შეხედეთ! აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც ხალხს პროევროპულს ეძახის. ეს არის ევროპა მათი წარმოდგენით, რასაც ახლა აკვირდებით. აი, ეს სიბინძურეა ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს

მარიამ ქვრივიშვილი: ვაზიანის აეროპორტში გვექნება 20 მილიონ მგზავრზე გათვლილი სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა -...
11/09/2026

მარიამ ქვრივიშვილი: ვაზიანის აეროპორტში გვექნება 20 მილიონ მგზავრზე გათვლილი სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა - აღნიშნული აეროპორტის განვითარების პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გავასწარით ჩვენს შიდა გეგმა-გრაფიკს

11/09/2026

შალვა პაპუაშვილის კომენტარი

11/09/2026

🔹 პოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული 57 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ანახა თავისი შესაძლებლობები - ქვეყნის, რომელიც ...
11/09/2026

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ანახა თავისი შესაძლებლობები - ქვეყნის, რომელიც გამორჩეული, სანდო, უსაფრთხო პარტნიორია გადაადგილებისა და გადაზიდვების თვალსაზრისით

11/09/2026

ქრონიკა 11:00 საათზე - 11 სექტემბერი, 2026 წელი

Address

Lubliana Street #5
Tbilisi
0159

Alerts

Be the first to know and let us send you an email when TV Imedi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to TV Imedi:

Shortcuts

Share

Category