Cactus Climate • კაქტუს კლიმატი

Cactus Climate • კაქტუს კლიმატი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Cactus Climate • კაქტუს კლიმატი, Media/News Company, Tbilisi.

“კაქტუსი” ეძებს სანდო, სამეცნიერო ინფორმაციას ჯანმრთელობისა და გარემოს დაბინძურების შესახებ საერთაშორისო წყაროებზე, თარგმნის მას ქართულ ენაზე, რათა გლობალური ცოდნა ხელმისაწვდომი იყოს იმ ქართველი მკითხველისთვის, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის, სამეცნიერო იდეებისა და ფაქტებზე დაფუძნებული მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით.

სანდო სამეცნიერო წყაროების თარგმნასთან ერთად, “კაქტუსი” შესაბამის მონაცემებს ით

ხოვს საქართველოს სამთავრობო უწყებებიდან, რათა მნიშვნელოვან საერთაშორისო სამეცნიერო აღმოჩენებს ქართული კონტექსტი მოუძებნოს, აღმოაჩინოს მსგავსება თუ განსხვავება და წარუდგინის ის ქართველ მკითხველს.

ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს, “კაქტუსი” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართულენოვანი წყარო იყო საქართველოში, რომელიც თავს უყრიდა ყველაზე სანდო სამეცნიერო წყაროებს და თარგმნიდა მათ ქართულ ენაზე. ამ დროს შეიქმნა განახლებადი ინფორმაცია როგორც COVID-19 ვაქცინების გლობალურ მარაგებსა და წარმოებაზე, ასევე სამკურნალო საშუალებებზე და საქართველოში ვაქცინების მარაგებსა და სხვადასხვა მიზეზით გამოუყენებელი/გადაყრილი COVID-19 ვაქცინების შესახებ. “კაქტუსის” წყაროებს და მოპოვებულ მონაცემებს იყენებდნენ როგორც ტელევიზიები, ასევე ელექტრონული მედია.

2018 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დროს, “კაქტუსმა” გააშუქა ისეთი თემები, როგორებიცაა ძუძუს მოკვეთის [მასტექტომიის] გავლენა ქალების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და მათი ინფორმირებულობის დონე საქართველოში, ე.წ. “კლუბური ნარკოტიკების” შესახებ ცნობიერება ქართველ ახალგაზრდებში და მათი მიღების გავლენა ჯანმრთელობაზე; გარემოს დაბინძურების გავლენა ქალთა ჯანმრთელობაზე და მსგავს საკითხებზე.

სხვადასხვა დროს, “კაქტუსის” ფინანსურ მხარდამჭერთა შორის იყვნენ/არიან ქალთა ფონდი საქართველოში, ღია საზოგადოების ფონდი, USAID, გერმანული მედია-ორგანიზაცია N-ost და ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი.

“კაქტუსი” აგრძელებს გლობალური და ლოკალური მონაცემებისა და სამეცნიერო ფაქტების მოგროვებას ჯანმრთელობის, კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაბინძურების შესახებ, მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებისა და საჭირო ცვლილებების პროვოცირების მიზნით.

საქართველოში გარემოსა და ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები ძალიან ნაკლულია - ღარიბი ქვეყნისთვის ხარისხიანი მონაცემების მოგროვება ჯერ კიდევ არაა აქტუალური, ან პრიორიტეტული. მოსახლეობაში დაბალი ცნობიერებისა და სხვა სასიცოცხლო პრობლემების მოუგვარებლობის გამო, მათი გააქტიურება ყოვნდება.

“კაქტუსის” მიზანია, გლობალური, საუკეთესო გამოცდილების ჩვენებით, ლოკალურად, მკითხველის გავლით, მოსთხოვოს მთავრობას სამთავრობო მონაცემების უკეთ მოგროვებასა და გაციფრულებაში მეტი ინვესტიციის ჩადება, სამომავლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფის მიზნით.

მინერალური წყლები შოვსა და გლოლაში ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. რადგან ისინი უახლოეს პერიოდში ქიმიურად არავის შეუმოწმებია, მათი...
17/08/2025

მინერალური წყლები შოვსა და გლოლაში ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. რადგან ისინი უახლოეს პერიოდში ქიმიურად არავის შეუმოწმებია, მათი ზუსტი შემადგენლობის აღწერა შეუძლებელია.

🌵

ადგილობრივების თქმით, ეს წყლები, სხვადასხვა კონცენტრაციით, შეიცავს რკინას, კალციუმს, იოდს, გოგირდს 🧷 https://shorturl.at/Ko1ud

მყინვარული ლოდები შოვში 26 ივნისი, 2025🪨მოძრაობის დროს მყინვარებს სხვადასხვა ზომის კლდოვანი მასების, მათ შორის დიდი ლოდე...
11/08/2025

მყინვარული ლოდები შოვში
26 ივნისი, 2025

🪨

მოძრაობის დროს მყინვარებს სხვადასხვა ზომის კლდოვანი მასების, მათ შორის დიდი ლოდების, ტარება და გადატანა შეუძლიათ.

მყინვარული ლოდები, იგივე ერატიკული, მოხეტიალე გიგანტური ქვები, დიდი ზომის გეოლოგიური ფორმაციებია, რომლებიც დნობის პროცესში მყოფმა მყინვარებმა, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას, გადაიტანა.

მყინვარული ლოდის ტრანსპორტირების მანძილები განსხვავებულია: შეიძლება იყოს 1 კილომეტრიც და 800 კილომეტრზე მეტიც. მყინვარული მოხეტიალე ლოდი, როგორც წესი, გამძლეა მსხვრევისა თუ დაშლის მიმართ.

მყინვარული ლოდები ახლომახლო არსებული ქანებისგან განსხვავდებიან და მყარი წარმომავლობა საკმაოდ მარტივად ეტყობათ. მაგალითად, გრანიტული ლოდი მარტივად განსხვავდება კირქვისგან შემდგარი ქანებისგან, სადაც ის შეიძლება იდოს.

მოხეტიალე მყინვარული ლოდის შესწავლა სასარგებლოა იმიტომ, რომ ის მნიშვნელოვან ინფორმაციას ატარებს იმ გლაციალურ ტერიროტიაზე, სადაც გაჩერდა. მყინვარული ლოდი შესაძლოა ინახავდეს ინფორმაციას მყინვარის მოძრაობის მიმართულებასა და მყინვარის გადაადგილების მასშტაბებზეც.

მყინვარული ლოდის ზომა და შემადგენლობა ასევე მოიცავს ინფორმაციას მყინვარის ეროზიასა თუ სხვა, - გზაში შემხვედრ, ქანებზე, რომლებიც მის ზედაპირზე დაილექა ან მოძრაობის დროს მიიერთა.

→  გლოლის ლოდები | Glola Blocks/Bouldersმდებარეობა → ონის რაიონი [ზემო რაჭა], სოფელი გლოლა, მდინარე ჭანჭახის ხეობა, სოფე...
10/08/2025

→ გლოლის ლოდები | Glola Blocks/Boulders

მდებარეობა → ონის რაიონი [ზემო რაჭა], სოფელი გლოლა, მდინარე ჭანჭახის ხეობა, სოფელ გლოლის შემოგარენი, მდინარე ბოყოსწყლის შესართავთან. 1300-1400 მეტრი ზღვის დონიდან.

დახასიათება → მყინვარის მიერ გამყინვარების ხანაში მთავარი ქედიდან ჩამოზიდული გრანიტული ლოდები. მათი გადაადგილების დრო უკავშირდება უკანასკნელ ან უკანასკნელიწინა დიდ გამყინვარებას.

ორი უდიდესი მათგანის განზომილებებია: 11/12/13 და 18/10/12 მეტრი. პირველი მათგანი მოსახლის ეზოშია. ლოდები ჩამოტანილია ბოყოს ხეობის ძველი მყინვარის მიერ. ნაკლები სიდიდის ერატიული ლოდები მდინარე ჭანჭახის ხეობაში გლოლის ზემოთ და ქვემოთაც არის.

მისასვლელი → ლოდები ახლოსაა ოსეთის სამხედრო გზატკეცილიდან [საგლოლოს ხიდსა და კურორტ შოვს შორის].

#მყინვარულილოდები #ერატიკული #მოხეტიალელოდები #შოვი #გლოლა #მყინვარი #კლიმატისცვლილება

შოვსა და გლოლას შორის, მდინარე დღვიორა ჭანჭახს უერთდება. ჭანჭახი რიონის აუზის მდინარეა. ორივე მდინარე ღვარცოფულია - გაზა...
10/08/2025

შოვსა და გლოლას შორის, მდინარე დღვიორა ჭანჭახს უერთდება. ჭანჭახი რიონის აუზის მდინარეა.

ორივე მდინარე ღვარცოფულია - გაზაფხულზე დიდდება. მათი ერთ-ერთი ძირითადი მკვებავი წყარო რაჭის მყინვარებია.

დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურის მატებასა და მყინვარების დნობასთან ერთად, მდინარეების ქცევა რთულად საპროგნოზო ხდება.

მყინვარული მდინარე ჭიბისყალა ჭანჭახს უერთდება. რაჭა, ონის მუნიციპალიტეტი, სოფელი გლოლა
08/08/2025

მყინვარული მდინარე ჭიბისყალა ჭანჭახს უერთდება.

რაჭა, ონის მუნიციპალიტეტი, სოფელი გლოლა

შოვის 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიამ მინერალური წყლების ნაწილი მყინვარულ ღვარცოფში დამარხა, მაგრამ ორი წლის შემდეგ მათმა ნ...
08/08/2025

შოვის 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიამ მინერალური წყლების ნაწილი მყინვარულ ღვარცოფში დამარხა, მაგრამ ორი წლის შემდეგ მათმა ნაწილმა გამოჟონა 🔗 https://shorturl.at/x0Rcd

💦 ჭანჭახის წყლის დონის მზომი საგლოლოსთან, ომის მუნიციპალიტეტში.წყლის დონის მზომი ჰიდრომეტეოროლოგებს ეხმარება გაიგონ, მოი...
08/08/2025

💦 ჭანჭახის წყლის დონის მზომი საგლოლოსთან, ომის მუნიციპალიტეტში.

წყლის დონის მზომი ჰიდრომეტეოროლოგებს ეხმარება გაიგონ, მოიმატა თუ არა მდინარეში წყალმა. მდინარის დონის ეს მზომი ჭანჭახს 360-გრადუსიანი კამერით უყურებს და ვიზუალურ მასალას შესაბამის სერვერს აწვდის.

მყინვარული მდინარე ბოყოსწყალა, - მარცხნივ, - ჭანჭახს უერთდება. ჭანჭახი რიონის აუზის მდინარეა.ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ...
08/08/2025

მყინვარული მდინარე ბოყოსწყალა, - მარცხნივ, - ჭანჭახს უერთდება. ჭანჭახი რიონის აუზის მდინარეა.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში არაერთი მყინვარული მდინარეა. გაზაფხულზე მდინარეები დიდდება, ანადგურებს გზებს, ხიდებს, ტბორავს სახნავ-სათეს მიწებს.

🧊 ბოყოსწყალას ძირითადი მკვებავია მყინვარი ბოყო.

🪨გრანიტული მყინვარული ლოდები შოვში, რომელიც 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიამ ჩამოიტანა
08/08/2025

🪨

გრანიტული მყინვარული ლოდები შოვში, რომელიც 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიამ ჩამოიტანა

"მეგობრები სამუდამოდ - vrienden voor altijd" - აწერია ჰოლანდიურ ენაზე ერთ-ერთ მყინვარულ ლოდს შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს...
05/08/2025

"მეგობრები სამუდამოდ - vrienden voor altijd" - აწერია ჰოლანდიურ ენაზე ერთ-ერთ მყინვარულ ლოდს შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად.

📸 © კაქტუსი | ივნისი, 2025

🪨 ეს გიგანტური ლოდი რაჭის სოფელ გლოლაშია. მყინვარული ლოდების არსებობა ამა თუ იმ ადგილას იმის მიმანიშნებელია, რომ აქ ისტო...
03/08/2025

🪨 ეს გიგანტური ლოდი რაჭის სოფელ გლოლაშია.

მყინვარული ლოდების არსებობა ამა თუ იმ ადგილას იმის მიმანიშნებელია, რომ აქ ისტორიულად მყინვარები დინამიურად მოძრაობდა და იცვლებოდა. ამ ლოდთან ათამდე სხვადასხვა ზომის მყინვარია, მათ შორის, თბილისა და ბუბა.

დიდი ზომის ბუნებრივ ძეგლებს ხშირად ადგილობრივები სამკურნალო ძალებს მიაწერდნენ. ამ ტერიტორიას გლოლელები “ქოქვაბის სალოცავს” ეძახიან.

ლოდიდან, რომელიც ნახევრად ხავსით არის დაფარული, ტენიანია და სითხე იჟონება. ადგილობრივებს სჯერათ, რომ ლოდი ბავშვებში სიყვითლეს კურნავდა. ტრადიციული სამკურნალო რიტუალი ასეთი იყო: სიყვითლის სიმპტომების მქონე ბავშვს ლოდთან მიიყვანდნენ. ბავშვს ჩაეძინებოდა. გამოღვიძებულს კი სიყვითლე აღარ ჰქონდა 🔗 https://shorturl.at/x0Rcd

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში არაერთი პატარა, ღვარცოფული მდინარეა, რომლებიც, სხვადასხვა დროს, მეტ-ნაკლებ საფრთხეს უ...
02/08/2025

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში არაერთი პატარა, ღვარცოფული მდინარეა, რომლებიც, სხვადასხვა დროს, მეტ-ნაკლებ საფრთხეს უქმნიდა სოფელს.

ყველაზე დამანგრეველი პატარა მდინარე დღვიორა იყო, - ჭანჭახის მარცხენა შენაკადი, რომელიც ხშირად დიდდება, 2010 წელს ხიდიც კი წაიღო.

ამის გამო, დღვიორას კალაპოტი შეუცვალეს და გლოლადან დაახლოებით 400 მეტრით ზემოთ “გადააგდეს,” რომ ნაკლებად შეეხოს მოსახლეობას, ადიდების პერიოდებში 🔗 https://shorturl.at/JTVgK

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Cactus Climate • კაქტუს კლიმატი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Cactus Climate • კაქტუს კლიმატი:

Share