დარაჯი • Watchman

დარაჯი • Watchman თავისუფალი ლიტერატურული სივრცე

გაზეთში არის თავმოყრილი ნახევარი უსამართლობის,ღრიალ-ღრიალით მილიდან-მილს სდებენ ბიჭები,გაავრცელებენ უჩვეულოს იქაურ აზრებ...
13/09/2025

გაზეთში არის თავმოყრილი ნახევარი უსამართლობის,

ღრიალ-ღრიალით მილიდან-მილს სდებენ ბიჭები,

გაავრცელებენ უჩვეულოს იქაურ აზრებს,

დუნიაზე კაცს არ ტოვებენ – მოწყალეს თუ ავად მღიმარეს;

ამასობაში ოჯახები კერას უსხედან, სიხარულით სიყვარულობენ

აგზნებულნი ამბით იმ ხალხის, დამაობლებლად გაწამებულის.

გაზეთი არის სასამართლო,

სადაც ყოველ კაცს განიკითხავს მოწყალებით და უსამართლოდ

ზნედაცემული ალალი ხალხი.

გაზეთი არის ერთი ბაზარი,

სიბრძნე მანდ ჰყიდის თავისუფლებას

და ხალხი ადგამს გოგრებს გვირგვინებს.

გაზეთი კიდევ თამაშია,

ერთის შეცდომას მოაქვს მოგება,

მეორეს ნიჭი დაასამარებს.

გაზეთი ერთი სიმბოლოა;

უსარგებლო ყოფის ქრონიკა,

მყვირალა ზღაპრის კრებულია,

სამარადჟამო სისულელის უკვდავმყოფელი,

ისეთის, ძველად აღვირახსნილი,

რომ მოივლიდა ზღუდემოშლილ უსამნო მიწას.

✍️ სტივენ კრეინი - "გაზეთში არის თავმოყრილი ნახევარი უსამართლობის"

თარგმნა ია ჯეჯელავამ 👇

🇺🇸 სტივენ კრეინი (1871–1900) ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა, რომელმაც 29 წელი იცოცხლა და წარუ...
10/09/2025

🇺🇸 სტივენ კრეინი (1871–1900) ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა, რომელმაც 29 წელი იცოცხლა და წარუშლელი კვალი დატოვა. კრეინის პოეზია ფრესკებად ჩამოყალიბებული ალეგორიებია, სადაც ბიბლიური ინტონაცია, ირონია და პარადოქსი ერთ მთლიან სურათად იკვრება.

ამ თარგმანის მიზანია პარადოქსების შენარჩუნება: ბიბლიური სიმძაფრე და ირონია, სიმკაცრე და დაცინვა, მრისხანე ღმერთის ტრაბახი და ადამიანის სუსტი, მაგრამ შეუპოვარი ხმა 📚

წაიკითხეთ სტივენ კრეინის პოეზია 👇 თარგმნა ია ჯეჯელავამ ✍️

სტივენ კრეინი (1871–1900) ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა, რომელმაც 29 წელი იცოცხლა და წარუშ.....

 #დღეს არგენტინელი მწერლის, ხორხე ლუის ბორხესის დაბადების დღეა! "უკვდავება ჩვეულებრივი რამაა; ადამიანის გარდა ყველა არსე...
24/08/2025

#დღეს არგენტინელი მწერლის, ხორხე ლუის ბორხესის დაბადების დღეა!

"უკვდავება ჩვეულებრივი რამაა; ადამიანის გარდა ყველა არსება უკვდავია, რადგან მათ სიკვდილის შესახებ არაფერი იციან. ცოდნა სიკვდილის არსებობისა კი ღვთაებრივი, საშინელი და გაუგებარია.
სწორედ სიკვდილი (ან მისი ილუზია) აქცევს ადამიანებს ძვირფასებად და საცოდავებად. ისინი ამ თანმდევი აჩრდილის გამო მოძრაობენ; მათი თითოეული ქმედება შეიძლება უკანასკნელი იყოს, მათი ყოველი სახე კი ისევე გაუჩინარდება, როგორც ეს სიზმარში ხდება ხოლმე. მოკვდავთათვის ყველაფერი სახიფათო და გამოუსწორებელია."

- © ხორხე ლუის ბორხესი, "ლაბირინთები"

როგორ მოვკლათ ჩარლ დიკენსი 📌📘 ის ყველგან იყო – სკოლაში, სახლის თაროებზე, ბიბლიოთეკაში. ამ კაცმა შობა გამოიგონა. იყო პოლი...
09/08/2025

როგორ მოვკლათ ჩარლ დიკენსი 📌

📘 ის ყველგან იყო – სკოლაში, სახლის თაროებზე, ბიბლიოთეკაში. ამ კაცმა შობა გამოიგონა. იყო პოლიტიკოსი და გავლენა იქონია შრომის კოდექსზე, საგანმანათლებლო და საავტორო კანონმდებლობაზე. იყო მუშათა კლასის პირველი გმირი, ჩვენი მერიტოკრატიის ნათელი სიმბოლო, და ინგლისური კულტურული მემკვიდრეობის ტურისტული ინდუსტრიის მარგალიტიც. იყო ყველგან სადაც მინდოდა ყოფნა – თეატრში, იტალიაში, ამერიკაში. დიკენსის რომანების სატელევიზიო ვერსიები არასდროს ქრება ეთერიდან, პრესტიჟული მინი-სერიალების ფორმატის იდეაც დიკენსმა გვაჩუქა და ჰოლივუდშიც შეაბიჯა, პირდაპირი ადაპტაციისა თუ უნებური მიბაძვის სახით. კვლევებმაც, რა თქმა უნდა, მასთან მიმიყვანა. ყველა გზა ჩარლზთან მიდის.

⭕️წერის დროს ზოგჯერ გიწევს დინებას მიჰყვე, რაც იმ წერტილში გაბრუნებს, საიდანაც ყველაფერი დაიწყე, ასე რომ, ბატონ დიკენსს ვუთხარი - “მისმინე, ამ ნაწილში შეგიძლია მეორეხარისხოვანი როლი გქონდეს, მაგრამ შემდეგ თავში აუცილებლად მოგკლავ!"

წაიკითხეთ ზედი სმითის ესეი ჩარლზ დიკენსის მკვლელობაზე ✍️

📽 „ტრუმენის შოუს“ დასაწყისში ტრუმენი ცხოვრობს საგულდაგულოდ შექმნილ თუ მოწყობილ სამყაროში, სადაც არსებობის ყოველი ელემენტ...
06/08/2025

📽 „ტრუმენის შოუს“ დასაწყისში ტრუმენი ცხოვრობს საგულდაგულოდ შექმნილ თუ მოწყობილ სამყაროში, სადაც არსებობის ყოველი ელემენტი დეკორაციაა, ცა კი — ფარდა. მისი რეალობის რღვევა იწყება არა ამ დეკორაციის დანგრევით, არამედ კითხვით: იქნებ, ეს სულაც არაა ნამდვილი? ეჭვი ფიზიკურ რეალობაზე ძლიერია და მის განმაპირობებლადაც იქცევა. ფილმის ფინალური სცენა, რომელშიც ტრუმენი ნავით ეჯახება ცის დეკორაციას, მთავარ სიმბოლოს – ფარდას – წარმოაჩენს, როგორც რეალობის ილუზორულ ბარიერს. ის, რაც ცა გვეგონა, კედელი აღმოჩნდა და ეს აღმოჩენა იყო არა კატასტროფა, არამედ გათავისუფლება და ახალი ცნობიერების დასაწყისი.

✍️ ამ ესეის წერა სწორედ მაშინ იწყება, როდესაც ფარდა ირღვევა, ამიტომ საჭიროა, განვიხილოთ პოსტაპოკალიფსური ზმანება, როგორც გამოცხადება თვითშემეცნებისას. ლიტერატურა, მუსიკა, კინო და მხატვრობა ამ ნგრევას საჩუქრად გვისახავს – მხსნელად და არა დამანგრევლად.

წაიკითხეთ ია ჯეჯელავას ესეი 👇

შეიძლება, ყველა პოსტაპოკალიფსური სცენა, რომელიც ოდესმე დაგვიხატავს, სინამდვილეში ჩვენი გონების სივრცეა — არა მ.....

📘 ჯორჯ სმიტი ნინევიაში ნაპოვნი დაფის ნამსხვრევებს დაახლოებით ათი წლის განმავლობაში სწავლობდა და სწორედ მან იპოვა მათზე შ...
03/08/2025

📘 ჯორჯ სმიტი ნინევიაში ნაპოვნი დაფის ნამსხვრევებს დაახლოებით ათი წლის განმავლობაში სწავლობდა და სწორედ მან იპოვა მათზე შემორჩენილი ყველაზე ცნობილი ნაწყვეტი, სადაც წარღვნის ამბავია აღწერილი, წარღვნა მთელ კაცობრიობას ანადგურებს და მხოლოდ ერთი კაცის ოჯახი გადარჩება. როდესაც ეს ტექსტი წაიკითხა, სმიტი იმდენად აღელდა, რომ სკამიდან წამოხტა, ოთახში გაიქცა და სამოსი შემოიხია. ეგონა, რომ უძველესი დოკუმენტი ბიბლიის ჭეშმარიტებას ამტკიცებდა. 1872 წელს თავისი აღმოჩენები ბიბლიური არქეოლოგიის საზოგადოების წინაშე წარმოადგინა და გრანტიც მოიპოვა მუშაობის გასაგრძელებლად, თუმცა, ალეპოს ექსპედიციაში სამოცდაცამეტი წლის ასაკში დიარეით გარდაიცვალა. მან სიცოცხლეში ვერ გაიგო, რომ სინამდვილეში დაფაზე ძველი აღთქმის ჭეშმარიტება კი არა, მსოფლიოს უძველესი ეპოსი იყო დაწერილი.

⭕️ ენქიდუს ცხოვრების გზა უდაბნოდან ურუქამდე მითოსურად აირეკლავს მთელი კაცობრიობის ფილოგენეზს.

წაიკითხეთ არმაზ ახვლედიანის წერილი გილგამეშის ეპოსზე ✍️

მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდი ის დროა, როცა დასავლეთი ბიბლიის ისტორიულ ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანას იწყებს. მ.....

📘 „არაფერს“ შემთხვევით არ ადარებენ „ბუზთა ბატონს“. ამ რიტუალის მონაწილენი მეშვიდე კლასის მოსწავლეები არიან. თელერი გოლდი...
20/07/2025

📘 „არაფერს“ შემთხვევით არ ადარებენ „ბუზთა ბატონს“. ამ რიტუალის მონაწილენი მეშვიდე კლასის მოსწავლეები არიან. თელერი გოლდინგზე უფრო სასტიკად ანგრევს სენტიმენტალურ ილუზიებს მოზარდებზე.

📗 მოზარდობა არაფერია, თუ არა ჩვენი კულტურული კრიზისის აბსტრაქტულ-ფიზიკური სახე. რომანის გმირები აგებენ აზრს და თავად მოჰყვებიან მორალის ნანგრევებში. სერიალის გმირები კი უმოქმედოდ სხედან გაცამტვერებულ ქალაქებში, რადგან არაფრის დაჯერება აღარ შეუძლიათ.

წაიკითხეთ ია ჯეჯელავას შედარებითი ანალიზი ფილიპ ბარანტინის „მოზარდობასა“ და იანე თელერის “არაფერზე”. 👇

იანე თელერის "არაფერი" ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ 2024 წელს გამოსცა. თარგმნა ქეთი ნიკოლაძემ ✍️

“A man said to the universe:'Sir, I exist!''However,' replied the universe,'The fact has not created in meA sense of obligation.'” Stephen Crane “Those to whom evil is doneDo evil in return.” W. H. Auden

📕 პირველი თავების წაკითხვისას გამახსენდა "დედა-შვილი, ან ღამე არასდროს არის ბოლომდე ბნელი", სადაც მთხრობელი სვამს კითხვა...
28/03/2025

📕 პირველი თავების წაკითხვისას გამახსენდა "დედა-შვილი, ან ღამე არასდროს არის ბოლომდე ბნელი", სადაც მთხრობელი სვამს კითხვას – “ღირდა თუ არა ეს ყველაფერი ბავშვის ცრემლებად”? და დასასრულს თავადვე სცემს ამ კითხვას პასუხს, რომ ღირდა. ადამიანურ ყოფად და სევდად, ხელმეორედ დაბადებად, გაუსაძლისის გაძლებად, მხიარულ ტრაგიზმად, ღირდა. ამ მოსაზრებითა და დაშვებით, ის უპირისპირდება მე-19 საუკუნის ალბათ ყველაზე დიდი ავტორის შექმნილ ავტორს, "დიდი ინკვიზიტორის" ავტორს, რომელმაც გვითხრა რომ მთელი სამყაროს შეცნობაც კი არ ღირს ერთი ბავშვის ცრემლადაც კი. რა არის ამ წინააღმდეგობის საფუძველი?

წაიკითხეთ არმაზ ახვლედიანის რეცენზია, ლანა ღოღობერიძის ახალი წიგნის - "როცა აყვავდა ნუშის" შესახებ ✍️

Facebook Messenger WhatsApp LinkedIn “სიხარული ხშირად მოულოდნელი საჩუქარია” – ამბობს ლანა ღოღობერიძე თავის ახალ წიგნში, სახელწოდებით ....

 #კვირისსაკითხავი "გოდორი" ოთარ ჭილაძის რიგით მეექვსე და ბოლო რომანია, რომელიც პირველად 2003 წელს გამოიცა 📕⭕️⛏ "რაჟდენ კ...
20/03/2025

#კვირისსაკითხავი

"გოდორი" ოთარ ჭილაძის რიგით მეექვსე და ბოლო რომანია, რომელიც პირველად 2003 წელს გამოიცა 📕

⭕️⛏ "რაჟდენ კაშელი კი არა, ლენინი გადმოაგდეს კვარცხლბეკიდან, მაგრამ ქვეყანას კვლავ ჩინოსანი კომუნისტები და გამამულიშვილებული კომკავშირლები მართავენ. რაჟდენ კაშელს შვილმა თავი კი გაუპო ცულით, მაგრამ ამით კაშელობა არ მოშლილა. შეიძლება გაძლიერდა კიდეც... რაჟდენ კაშელი პიროვნება კი არა, სისტემაა, გნებავთ, ზღაპრული დევის თავი - რამდენჯერაც არ უნდა მოკვეთო, მაინც ამოვა, ზუსტად ისეთივე და თანაც ახალი."

🦋''ჯერ განვითარების მეორე ეტაპს გადიოდნენ მხოლოდ, როცა ჩვეულებრივი აბრეშუმის მატლიც კი, რამდენიმე ეტაპს გადის, საბოლოო სახის მიღებამდე, ანუ, კვერცხიდან (იგივე გოდრიდან) გამოჩეკილი, ვიდრე პეპლად გარდაიქმნებოდეს. სხვათაშორის, ისიც ბოლშევიკური შეუპოვრობით მიღოღავს, მიისწრაფის სრულყოფისკენ და ოთხჯერ მაინც უნდა გამოძვრეს კანიდან, კიდევ უფრო გაზრდილ-გასიებული, ვიდრე დაჭუპრდება, ანუ, საკუთარ განავალში გამოემწყვდევა, გაკოჭილი, საძრაობა წართმეული, და მკვდარი რომ ჰგონია ყველას, სწორედ მაშინ ახდენს სასწაულს - კაშელების აგარაკის ელექტრო-ჭიშკარივით, კიდევ ერთხელ, თავისთავად გაიხსნება მისი მიხაკისფერი კანი და იქიდან დიდთვალება, ქოჩრიანი, მუცელშეღინღლული პეპელა ამოფრინდება. პეპელაც, რა თქმა უნდა, მატლია, მაგრამ წინამორბედის სიკვდილით გაკეთილშობილებული. ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი აქვს საერთო მატლთან, მშობელთან, წინაპართან, შემქმნელთან, არც გარეგნულად, არც თვისობრივად, ჯერ ერთი, ყველაფერს კი არ ნთქავს განურჩევლად, ყვავილის ნექტარს მიირთმევს მხოლოდ და კი არ დაღოღავს, დაფრინავს, დაფარფატებს, ზეიმობს კვერცხიდან პეპლობამდე გამოვლილ გზას, ხოხვით მოპოვებულ ფრთებს, საკუთარ სრულყოფილებას, მატლობის დასასრულს და.. მოახლოებულ სიკვდილსაც. მაგრამ, მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა, კვერცხის დადებას მაინც ასწრებს და, ამდენად, ბუნებაში არაფერი იკარგება. უბრალოდ, ახალი წრე იწყება, ახალი კვერცხიდან (თუ გნებავთ გოდრიდან) ახალი მატლი იჩეკება, რომელიც ბოლოს დიდთვალება, ქოჩრიან, მუცელშეღინღლულ პეპლად გარდაიქმნება, და ასე იქნება სულ, უსასრულოდ, უკუნითი უკუნისამდე.. ''

⭕️"ადამიანი სინდისია, სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება…სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ სული იგივე სინდისია…ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველება კიდევ, რადგან მთავარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისგან რომ შემქმნა ის, არამედ, მთავარია, თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს.“

📅  #დღეს გამორჩეული ამერიკელი რომანისტის, ფილიპ როთის დაბადების დღეა! 💬 ნაწყვეტი National Public Radio-სთვის 2013 წელს მ...
19/03/2025

📅 #დღეს გამორჩეული ამერიკელი რომანისტის, ფილიპ როთის დაბადების დღეა!

💬 ნაწყვეტი National Public Radio-სთვის 2013 წელს მიცემული ინტერვიუდან:

„[ჟურნალისტი]: – წავიკითხე, თითქოს მანჰეტენზე, თქვენს ბინაში, წარწერა გაგიკრავთ, სადაც წერია, რომ მწერლობასთან ჭიდილი დაამთავრეთ.

– როთი: დიახ, დიახ, დიახ.

– კი ბატონო, მაგრამ ეს სიმართლეა?

– დიახ, დიახ, დიახ. მანამდე არ ვიცოდი, რომ თურმე წერა შემიწყვეტია, ეს აზრი თავისით მომიმწიფდა. კაცმა რომ თქვას, უკვე სამი წელია, რაც ,,ნემეზიდა” დავასრულე. არც ის ვიცოდი, რომ ,,ნემეზიდა” ჩემი უკანასკნელი რომანი იქნებოდა, თვეების განმავლობაში ვცდილობდი რაღაც ახლის დაწყებას და არაფერი გამომდიოდა. ბოლოს მივხვდი, რომ ვალდებული არ ვიყავი, რამე დამეწერა. 1955 წლის შემდეგ ვწერ. მაშინ 22 თუ 23 წლის ვიყავი. თანდათანობით ამ საქმეს თავი ვანებე და აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს ძალიან სასიამოვნო ყოფილა. უკვე რამდენიმე წელიწადია, მართლაც არაფერი დამიწერია.

– ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ცხოვრებას აღარ აკვირდებით, რომ ისეთს ვერაფერს ხედავთ, რაზეც წერა ღირს? ალბათ, რომ წერდეთ, რაღაცას უნდა მოეჭიდოთ ცხოვრებაში, ამბავი იქნება ეს, პერსონაჟი თუ სახეები?

– დიახ, სწორედ ამას ნიშნავს. უფრო ხშირად ასე ხდებოდა. ვიღაც ამბავს მიამბობდა თუ არა, ადრე მაშინვე მასზე ვიწყებდი ფიქრს, ხვდებით ალბათ, რასაც ვგულისხმობ, თუ საინტერესო ამბავი იყო, მაშინვე ვუღრმავდებოდი, რა იყო მასში ყურადღების ღირსი. შინ მივიდოდი, ჩავიწერდი და შევინახავდი, შევეთამაშებოდი, გონებაში მის ტრიალს დავიწყებდი. ეს მართლა დაუსრულებლივი გონებრივი მუშაობის პროცესი იყო. ახლა კი მთხრობელს უბრალოდ ვუსმენ და ეს შესანიშნავია. მერე შინ მივდივარ და ვიძინებ."

- © ცხელი შოკოლადი

🛻 ლორენს ფერლინგეტი ბიტთაობის უხუცესი წარმომადგენელია, რომელსაც ოსტატობა და თემათა მრავალფეროვნება გამოარჩევს.   ⭕️ფრენს...
18/03/2025

🛻 ლორენს ფერლინგეტი ბიტთაობის უხუცესი წარმომადგენელია, რომელსაც ოსტატობა და თემათა მრავალფეროვნება გამოარჩევს.

⭕️ფრენსის ფორდ კოპოლამ იდეალურად განსაჯა ფერლინგეტის ხელოვნების მისია: „ლორენსი გაცინებთ, შემდეგ კი სილას გაგაწნავთ სიმართლით“, „მჭახე ჭეშმარიტებით“, რომელიც „სილამაზეს“ უახლოვდება.

წაიკითხეთ ლორენს ფერლინგეტის პოეზია✍️ ია ჯეჯელავას თარგმანი

50-იან წლების პოეზიაში გამოიკვეთა რამდენიმე ექსპერიმენტული მოძრაობა, რომლებიც ყურადღების ცენტრში უმთავრესად ბი...

 #დედისდღე"ლაჩარო, შენი სასოწარკვეთილება ისევ ბჭობს? აწიე თვალები, მოღალატევ, და გაიცანი ეს ხელი, რომელმაც უკვე შური იძი...
03/03/2025

#დედისდღე

"ლაჩარო, შენი სასოწარკვეთილება ისევ ბჭობს? აწიე თვალები, მოღალატევ, და გაიცანი ეს ხელი, რომელმაც უკვე შური იძია შენზე ამ პატარა უმადურების სახით; ამ ხანჯალმა, რომელსაც ხედავ, ახლახან ინადირა მათს სულებზე და მათს სისხლში ჩაძირა ჩვენი ცეცხლის ნარჩენები. ბედნიერო მამა და ქმარო, ჩემი გაქცევა და მათი საფლავი ცარიელ ადგილს გიტოვებს ახალი ქორწინებისათვის", - ჟან ანუი, მედეა. თარგმნა ლევან ბერძენიშვილმა 🗡

Address

Tbilisi
<<NOT-APPLICABLE>>

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დარაჯი • Watchman posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to დარაჯი • Watchman:

Share

Category