გამომცემლობა ალონი - Aloni publishing

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • გამომცემლობა ალონი - Aloni publishing

გამომცემლობა ალონი - Aloni publishing გამომცემლობა ალონი

2026 წელს Vazi Publishing / გამომცემლობა ვაზი ერთად!
24/09/2025

2026 წელს Vazi Publishing / გამომცემლობა ვაზი ერთად!

GE/DE 🇬🇪🇩🇪

1922 წელს თბილისის გერმანულ გიმნაზიაში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანული პედაგოგები მოავლინა. მათ შორის იყო ფილოლოგი ფრიდრიხ ბაუმჰაუერი, რომელის გარდა პედაგოგობისა, საქართველოში სხვადასხვა ეთნოგრაფიულ კვლევაში იყო ჩართული და 1923 წლის მყინვარის ექსპედიციაშიც მონაწილეობდა. 1924 წლის აჯანყების შემდეგ ის დააპატიმრეს. ჩეკაში პატიმრობას ის ასე იხსენებს:

"[...] ურთულესი დღეები დაიწყო. ჩემს სულიერ და ფიზიკურ ტანჯვაზე არ მინდა წერა. მშიოდა და მციოდა. ხუთ დღეში კი ისევ მივიღე საკონსულოს გამოგზავნილი პროდუქტი, თამბაქო და თეთრეული, რამაც მეტ-ნაკლებად ღირსეული არსებობის საშუალება მომცა. [...] მეხუთე დღეს რევმატიზმის გამო მკლავს ვეღარ ვამოძრავებდი. ფრონტისდროინდელმა ავადმყოფობამაც შემახსენა თავი და დამეწყო შარდის ბუშტის პრობლემებიც. უშედეგოდ ვითხოვდი ექიმის დახმარებას − უარს მეუბნებოდნენ. არც საპირფარეშოში გავყავდით დროზე, რის გამოც იმდენად მძიმე მდგომარეობაში ვვარდებოდი, წყლის ფიალაში მიწევდა ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მე-7 დღეს რამდენიმე რაკუსრით გადამიღეს ფოტოები, მათივე განმარტებით როგორც შპიონს. ამან კიდევ უფრო დამიმძიმა გუნება-განწყობილება.“

ფრიდრიხ ბაუმჰაუერის შესახებ ჩვენს კვლევას, მის ბიოგრაფიასა და შრომებს საქართველოს შესახებ მალე შევთავაზებთ მკითხველს გამომცემლობა ალონი - Aloni publishing და Vazi Publishing / გამომცემლობა ვაზის თანამშრომლობის ფარგლებში.

DE
Im Jahr 1922 entsandte das Auswärtige Amt Deutschlands deutsche Pädagogen an das Deutsche Gymnasium in Tiflis. Unter ihnen war der Philologe Dr. Friedrich Baumhauer, der sich neben seiner pädagogischen Tätigkeit in Georgien auch an verschiedenen ethnographischen Forschungen beteiligte und 1923 an der Kasbeg-Expedition teilnahm.
Nach dem Aufstand von 1924 wurde er verhaftet. An seine Haft im Tscheka-Gefängnis erinnerte er sich wie folgt:

„Nun begannen für mich schreckliche Tage. Ich will meine seelischen und physischen Qualen nicht schildern. Ich litt unter Hunger und Kälte, bis ich am 5. Tage durch das deutsche Generalkonsulat wieder Lebensmittel, Tabak und Wäsche erhielt, das mich überhaupt in der liebenswürdigsten Weise versorgte, wofür ich stets sehr dankbar sein werde. Da ich in strenger Isolation war, bekam ich auch keine Zeitungen wie meine Nachbarn, mit denen ich durch ein kleines Loch in der Wand in Verbindung trat. Ich hielt sie aber für Spitzel. Schlafen konnte ich nicht, da die Ablösungen immer an der Tür rüttelten, auch fragten, wieviel in der Zelle wären. Am 5. Tage konnte ich vor Rheumatismus meinen Arm nicht mehr bewegen, auch machte sich eine Blasenschwäche, woran ich schon im Felde gelitten hatte, wieder in verstärktem Masse bemerkbar. Ärztliche Hilfe, um die ich wiederholt bat wurde mir versagt. Ebenso durfte ich außerhalb der Zeit nicht austreten und war so genötigt, meine Bedürfnisse in den Wasserkrug zu verrichten.
Unterdessen war ich am 4. Tage von mehreren Seiten photographiert worden, und zwar, wie man mir sagte, als Spion, was meine Stimmung nicht gerade erhöhte.“

Unsere Forschung zu Friedrich Baumhauer, seiner Biographie und seinen Arbeiten über Georgien werden wir demnächst den Leser:innen im Rahmen einer Zusammenarbeit zwischen dem Verlag Aloni und Vazi Publishing vorstellen.

19/09/2025

გიზიარებთ ინფორმაციას ჩვენი მორიგი წევრის შესახებ:🥰❤️

გამომცემლობა ალონი - Aloni publishing გერმანულენოვანი მწერლისა და ფილოსოფოსის, გივი მარგველაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციისთვის დაფუძნდა, თუმცა მოგვიანებით სხვა მიმართულებებიც დაამატა.

ამჟამად გამომცემლობა ალონი - Aloni publishing შემდეგ საგამომცემლო მიმართულებებზე მუშაობს:

🔹 მწერლისა და ფილოსოფოსის, გივი მარგველაშვილის ტექსტების ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა.

🔹 მწერლისა და მთარგმნელის, ნაირა გელაშვილის ნაწარმოებების კვლავგამოცემა და ახალი თარგმანებისა და წიგნების წახალისება.

🔹 ქართულ-გერმანული კულტურული თანამშრომლობის ამსახველი დოკუმენტური კვლევებისა და ლიტერატურის გამოცემა საგამომცემლო სერიით "ქართულ-გერმანული ბიბლიოთეკა".

🔹 ისტორიული ნარკვევების, მოგონებებისა და სამოგზაურო ლიტერატურის თარგმნა ანდა (კვლავ) გამოცემა სერიაში "წერილები საქართველოზე".

#ისტორია #დოკუმენტურიპროზა #ლიტერატურა #ქართულგერმანული #მოგონებები #მეხსიერება #სამოზგაუროლიტერატურა #წერილებისაქართველოზე

 #დღეისტორიაში📌1886 წლის 4 სექტემბერს, სოფელ ბახვში, მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე - გერონტი ქოქოძ...
04/09/2025

#დღეისტორიაში
📌1886 წლის 4 სექტემბერს, სოფელ ბახვში, მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე - გერონტი ქოქოძე დაიბადა (1886-1960).
„გერონტი ქიქოძემ, მისი ეპოქისთვის სრულიად საწინააღმდეგო შინაგანი განსაკუთრებულობისა და ნიჭის დახმარებით მოახერხა და სტალინისა და მის შემდგომ დროშიც, იფიქრა და იმუშავა იმგვარად, რომ შენარჩუნა ისეთი ხმა და კულტურისა და ისტორიისადმი ისეთი დამოკიდებულება, „კულტურისა და მეცნიერების ფრონტზე მოღვაწე“ ასეულთათვის და ათასეულთათვის, არათუ ფურცელზე გადასატანად, არამედ საფიქრადალად რომ წარმოუდგენელი იყო...“ აკა მორჩილაძის წინასიტყვაობიდან.
📕გამომცემლობა „ალონის“ ინიციატივით ახლიდან გამოიცა გერონტი ქიქოძის მნიშვნელოვანი ისტორიული მონოგრაფია - „ერეკლე მეორე“, აკა მორჩილაძის წინათქმით.
📖წიგნი ხელმისაწვდომია და იკითხეთ წიგნის მაღაზიებში.
#გამომცემლობაალონი

!
28/08/2025

!

📣საქართველოს წიგნის ასოციაციის განცხადება:

საქართველოს წიგნის ასოციაცია აერთიანებს იმ გამომცემლებსა და წიგნის გამავრცელებლებს, რომლებიც თავიანთი პროფესიული საქმიანობითა და სამოქალაქო პოზიციით მხარს უჭერენ ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფალ საზოგადოებას და ევროპულ მომავალს.

ამიტომაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ მრავალი თაობის შრომისა და ბრძოლის შედეგი – ვიზალიბერალიზაცია, რომელმაც მოგვცა საშუალება, ჩვენც გაგვეზიარებინა ევროპული ჯანდაცვის, საგანმანათლებლო და ბიზნეს სექტორების გამოცდილება და მიღწევები, გვესარგებლა განვითარების ამ უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობებით. ვიზალიბერალიზაციის დაკარგვით დიდი ხნის განმავლობაში დაიხურება ან უკიდურესად შეიზღუდება ევროპის სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციები ქართველი ხალხისთვის, რაც გამოიწვევს ჩვენს დაბრუნებას კრემლის ორბიტაზე, იზოლაციის უპერსპექტივო გარემოში.

მიგვაჩნია, რომ არ უნდა დავიშუროთ ჩვენი შესაძლებლობები ამ საფრთხის უკეთ გასაცნობიერებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა თავიდან ავიცილოთ სახელმწიფოებრივი კატასტროფა.

უწყვეტი წინააღმდეგობრივი მოძრაობა, რომელიც 2024 წლის 29 ნოემბრიდან აპროტესტებს გაყალბებულ არჩევნებს, ევროატლანტიკური კურსის გაუქმებას და რეპრესიებს თავისუფალი მოქალაქეების მიმართ, დიდწილად ეფუძნება ძალადობრივი და არალეგიტიმური რეჟიმის არაღიარების პოლიტიკას. ამ ბრძოლის ნაწილია ე. წ. თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტიც. მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, ყველა ამომრჩეველს, არ გახდნენ „ოცნების“ მორიგი ფარსის ლეგიტიმაციის წყარო.

საქართველოს წიგნის ასოციაცია მხარდაჭერას უცხადებს უკანონოდ დაკავებულ „სინდისის ყველა პატიმარს“, პოლიტიკურ პატიმრებს და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

ერთობით გავიმარჯვებთ.

#დაიცავიუვიზო #დაიცავიევროპულიგზა

გამომცემლობა "ალონის" წარმომადგენელი, რუბრიკაში "ქართულ-გერმანული ბიბლიოთეკა",საუბრობს 2021 წელს საქართველოს გოეთეს ინსტ...
25/08/2025

გამომცემლობა "ალონის" წარმომადგენელი, რუბრიკაში "ქართულ-გერმანული ბიბლიოთეკა",
საუბრობს 2021 წელს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ გამოცემულ კრებულზე
"ქართულ-გერმანული კულტურის მოზაიკა 1918-1921".

წიგნის შეძენა შესაძლებელია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში და წიგნის ბაზრობებზე კი - "ალონის" სტენდთან.

წიგნი "ქართულ-გერმანული კულტურის მოზაიკა 1918-1921" 2021 წელს გამოიცა საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის და საბჭოთა წარსულის ...

საქართველოს წიგნის ასოციაციის მიერ ორგანიზებული წიგნის ბაზრობა ქ. გორში
26/07/2025

საქართველოს წიგნის ასოციაციის მიერ ორგანიზებული წიგნის ბაზრობა ქ. გორში

📌ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია, გამომცემლობა ალონის წიგნი,  ანა მარგველაშვილის ,,წერილები მ...
25/07/2025

📌ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია, გამომცემლობა ალონის წიგნი, ანა მარგველაშვილის ,,წერილები მეფეს'' წლის საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის კატეგორიაშია ნომინირებული.
💙
ვულოცავთ ავტორს და ჩვენს მკითხველებს 🌸
ფინალისტების იხილეთ წარმოდგენილ ბმულზე:
https://helloblog.ge/story/SABA2025SHORTLIST?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR4Zd0tYb5nENSgz3zAtZI3jHgFmCOtRViZUL5AU36RSRxdJ0A0SPWSffbu7cA_aem_wee9hdSArbBKjsRt7lSSLw

აქ იქნება გამომცემლობა ალონიც და ძალიან გვიხარია!
15/07/2025

აქ იქნება გამომცემლობა ალონიც და ძალიან გვიხარია!

📣 26 ივლისს ქალაქ გორში წიგნის ბაზრობა გაიმართება!

საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით 26 ივლისს გორის ხელოვნების სახლი / Art House-ში წიგნის ბაზრობა მოეწყობა, რომელიც ლიტერატურის მოყვარულებს გააერთიანებს. ✨

„ხელოვნების სახლში“ მოსული სტუმრები შეძლებენ სხვადასხვა გამომცემლობის წიგნების დათვალიერებას, შეძენას, საყვარელ გამომცემლობებთან შეხვედრას და ლიტერატურულ ღონისძიებებზე დასწრებას. 📚

გვიხარია, რომ გორი იქნება პირველი ქალაქი, სადაც წიგნის ასოციაცია რეგიონულ ფესტივალს გამართავს და თბილისს მიღმა ჩვენს მკითხველებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს შესთავაზებს. 🥰

26 ივლისს ბაზრობაში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი ასოციაციის წევრი გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები:

გამომცემლობა ალონი - Aloni publishing
გამომცემლობა არტანუჯი • Artanuji Publishing
გამომცემლობა ინტელექტი • Intelekti Publishing
ინდიგო • Indigo
Meduza Books ~ გამომცემლობა მედუზა
Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა L
გამომცემლობა პეგასი / Pegasus Publishers
Polynomial Books • პოლინომიალი
Rusty Comics • რასთი კომიქსი
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია Soviet Past Research Laboratory
სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing
შაქრო ბაბუა / Grandpa Shaqro
ზებრა / Zebra
Bookmark Books in Vake წიგნები ვაკეში
Ziari Press

მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას და გელით 26 ივლისს გორის ხელოვნების სახლი / Art House-ში❤️

გამომცემლობა "ალონის" წარმომადგენელი ჩვენი ახალი საგამომცემლო სერიის - "ქართულ-გერმანული ბიბლიოთეკა" და ქართულ-გერმანული...
11/07/2025

გამომცემლობა "ალონის" წარმომადგენელი
ჩვენი ახალი საგამომცემლო სერიის - "ქართულ-გერმანული ბიბლიოთეკა" და ქართულ-გერმანული კვლევების შესახებ.
მალე ამ სერიის პირველი წიგნი გამოვა - გერმანელი მოგზაური ალფრედ ნავრათის "მედეას სამეფოში".

ამ ვიდეოთი მინდა გაგეცნოთ და მოგიყვეთ, თუ როგორ გადაიზარდა საქართველოსა და გერმანიას შორის დაკარგული საოჯახო ი.....

📌ამოიწურა ამ დღესაც, ძალიან აქტუალური წიგნის ტირაჟი. მცირე რაოდენობაღა არის დარჩენილი მაღაზიებში.📌"28 იანვარი, 1989 წელი...
09/07/2025

📌ამოიწურა ამ დღესაც, ძალიან აქტუალური წიგნის ტირაჟი. მცირე რაოდენობაღა არის დარჩენილი მაღაზიებში.
📌"28 იანვარი, 1989 წელი. კაცმა რომ თქვას, – შეშფოთებით ვაღიარებ, – მ. გორბაჩოვის პერესტროიკა ქუდბედიანი ნიშნით არ დაწყებულა. ჩერნობილის კატასტროფამ (1986) ისტორიულ ჩანასახშივე დაჩრდილა ახალი დროება. ის, საბჭოთა კავშირის, – ამ სპეციფიკური სოციოლოგიური კონტექსტის, – მოქალაქეთა პრინციპული დაუცველობის სიმბოლოდ იქცა. საქმე ეხება საბჭოთა ატომური სადგურის უსაფრთხოებას (და აქვე ჩნდება კითხვა: დაცულია თუ არა ამ სახელმწიფოში ატომური სადგურები?), მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ასეთი საშინელება უმიზეზოდ არც ერთ კონტექსტში არ ხდება;
მიზეზი კი, უპირველეს ყოვლისა, მის კონტექსტუალურ უშუალო გარემოშია საძიებელი. ატომური სადგურები ძალაუფლების, ან უფრო ზუსტად, ზეძალაუფლების (იმპერიულმა) ნება-სურვილმა წარმოშვა საბჭოეთში.
მაშასადამე, ჩერნობილის ტრაგედიაზე პასუხისმგებელი სწორედაც რომ საბჭოური იდეოლოგია და პოლიტიკაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ სახელმწიფოს იდეოლოგია და პოლიტიკა კატასტროფული ბუნებისაა და
გამორიცხული არ არის, მომავალში ანალოგიური გამანადგურებელი უბედურებები დაგვატეხონ თავს."

📌გივი მარგველაშვილის „პერეკატასტროიკა“ – დროის მოწმის ჩანაწერები, 1988-1993 – იწერებოდა გერმანულად თბილისსა და ბერლინში. წიგნი წარმოადგენს პროცესების უშუალო და ყურადღებიანი დამკვირვებლის პირად ჩანაწერებს XX საუკუნის მსოფლიოში მომხდარი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გარდატეხის – „პერესტროიკისა“ და მის შემდგომდროინდელ მოვლენათა შესახებ.

✅მ ა ლ ე"ბრემენელმა პედაგოგმა და სამოგზაურო ავტორმა,  ალფრედ ნავრათმა, კავკასიაში (ევროპის რამდენიმე ქვეყნის გავლით) 192...
27/06/2025

✅მ ა ლ ე

"ბრემენელმა პედაგოგმა და სამოგზაურო ავტორმა, ალფრედ ნავრათმა, კავკასიაში (ევროპის რამდენიმე ქვეყნის გავლით) 1923 წელს იმოგზაურა და საკუთარი ფოტოაპარატით 500-მდე ფოტო გადაიღო. მისი მხატვრულად დაწერილი სამოგზაურო ანგარიში "მედეას სამეფოში. კავკასიური მოგზაურობა და თავგადასავალი", დაახლოებით 90 ფოტოს თანხლებით, 1924 წელს გამოიცა ლაიფციგის ერთ-ერთ ცნობილ გამომცემლობაში.

ნავრათი თავად წერს, რომ ის, პირველი გერმანელი მოგზაურია უკვე საბჭოთა საქართველოში. შესაბამისად, სპეციალური წინასწარი ნებართვისა და მოგზაურობის მიზნის "შესაბამის სამსახურებთან" შეთანხმების გარეშე, "წითელი ვარსკვლავის" ახალ იმპერიაში რთული იქნებოდა ფოტოაპარატმომარჯვებული მგზავრის შემოსვლა და ისეთ ადგილებში გადაადგილება, როგორებიც იყო ამიერკავკასიის გერმანული დასახლებები, ყაზბეგი - ჩრდილოეთ ოსეთი - მამისონის უღელტეხილი და სხვა.

"მედეას სამეფოში" დოკუმენტური პროზაა, მომენტის ფიქსაცია. ავტორი ცდილობს ნანახ-განცდილის აღწერას, თუმცა რიგ შემთხვევებში თვითცენზურით და ცალმხრივობით გამოირჩევა. ზოგადად, ტექსტში არაერთგან გამოსჭვივის საბჭოთა რუსეთის (ხშირად მთელ ტერიტორიას რუსეთად მოიხსენიებს) მიმართ წინასწარი კეთილგანწყობა, რაც 1920-იანი წლების ევროპის რიგ ინტელექტუალურ წრეებში საკმაოდ გავრცელებული დამოკიდებულება იყო.

ავტორი თვითონ "ობიექტური შემფასებლის" როლის მორგებას ცდილობს, თუმცა იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რაც 1923 წელს იყო ქვეყანაში, ცხადი ხდება, რომ მთელ რიგ პრობლემებზე ის უბრალოდ დუმს. ამა თუ იმ მოვლენის და ზოგადი პოლიტიკური კონტექსტის არცოდნას გამოვრიცხავთ, რადგან ნავრათი თბილისში გერმანულ საავადმყოფოში ცხოვრობდა და გერმანელი მასპინძლებისგან მაინც ეცოდინებოდა, იმ სირთულეების შესახებ, რაც თუნდაც მხოლოდ ამიერკავკასიის გერმანული კულტურის დაწესებულებს დაუდგათ საქართველოს საბჭოთა რუსული ოკუპაციის კვალდაკვალ. შესაბამისად, კვლევის ამ ეტაპზე რთული სათქმელია ავტორი რეალურად გულშემატკივრობდა საბჭოეთს, ეს სამოგზაურო გარიგების ნაწილი იყო თუ უბრალო წინდახედულება.

მიუხედავად ამისა,
წიგნი "მედეას სამეფოში" არაერთ საინტერესო ცნობას შეიცავს 1923 წლის საქართველოზე, თბილისში მცხოვრები გერმანული თემის ამბებსა და სხვა საკითხებზე. ფოტოები კი ამ მონათხრობს კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს. რამდენადაც 1920-იანი წლების საქართველოს ამსახველ სამოგზაურო ლიტერატურაზე ქართულად ნაკლებად მიგვიწვდება ხელი, ვიდრე წინა პერიოდებისაზე, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ საქართველოს ნაწილის თარგმნა და გამოცემა.

"მედეას სამეფოში" გამომცემლობა "ალონის" ახალი საგამომცემლო სერიის - "ქართულ-გერმანული ბიბლიოთეკა" პირველი წიგნია და ის შემოდგომისთვის დაისტამბება. ამ სერიაში უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ საინტერესო, უცნობ მასალას შემოგთავაზებთ.

გერმანულიდან თარგმნეს ლაშა დადიანმა და ანა მარგველაშვილმა.
ანა მარგველაშვილის წინათქმით.
რედაქტორი: შოთა იათაშვილი.
ყდის დიზაინი: მაგდა ცოცხალაშვილი.

23 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს პოეტი ზვიად რატიანი, სისხლის სამართლი...
24/06/2025

23 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს პოეტი ზვიად რატიანი, სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სოლიდარობას ვუცხადებთ ზვიად რატიანს და მოითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

გუშინ ღამით აქციაზე პარლამენტთან პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს.

ზვიად რატიანისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებიათ. თუმცა, სავარაუდოდ, 353 პრიმა მუხლით ედავებიან, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. ჯერჯერობით არაა ცნობილი, როდის გაიმართება სასამართლო.

დაკავებული ინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და ადვოკატმა.

ზვიად რატიანისთვის ეს პირველი პატიმრობა არ არის. ის 2024 წლის 28 ნოემბერს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პარლამენტთან დააკავეს. დაკავებისას მას სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ. 2 დეკემბერს კი სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

2017 წელს ზვიად რატიანი ასევე დააკავეს ადმინისტრაციული წესით.

ზვიად რატიანს რუსთაველზე დგომისთვის 15-ზე მეტი ადმინისტრაციული ჯარიმა აქვს შეფარდებული.

პენ საქართველო მოითხოვს ზვიად რატიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და სთხოვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს — PEN International-სა და PEN America-ს გაავრცელონ ინფორმაცია.

Address

Galaktion Tabidze Str. 20
Tbilisi
0105

Telephone

+995593979304

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გამომცემლობა ალონი - Aloni publishing posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to გამომცემლობა ალონი - Aloni publishing:

Share

Category