
10/10/2025
🎬 მედიააკადემიის YouTube არხზე ახალი მასტერკლასი იწყება!
სამხედრო რეპორტიორი და ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე 30-წლიანი გამოცდილებით, ფრონტის ხაზიდან მოყოლილი ამბებითა და პრაქტიკული რჩევებით, გთავაზობთ ექსკლუზიურ სერიებს.
👉 7 სერია – 7 კვირის განმავლობაში!
ყოველ ოთხშაბათს ახალი ეპიზოდი, რომელიც მოგცემს რეალურ ცოდნას და პროფესიულ ხედვას ჟურნალისტიკის ყველაზე რთულ გამოწვევებზე.
მასტერკლასის თემებია:
⦁ პირველი მივლინება ფრონტის ხაზზე;
⦁ ომი სამხედრო უწყების პრესცენტრის თვალით;
⦁ სამხედროები, ცენზორები, ჟურნალისტები;
⦁ ბრძოლა „გონებისა და გულების“ მოსაგებად;
⦁ „პული“ „იმბედები“ და „იუნილატერალები“;
⦁ ჟურნალისტი სიკვდილის პირისპირ;
⦁ რას ნანობენ ომიდან დაბრუნებულები?
✍️ არ გამოტოვო პირველი სერია 15 ოქტომბერს, მედიააკადემიის YouTube არხზე: მედიააკადემია / Mediaacademy